გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1259-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მ--–--------------
სხდომის მდივანი - გ-------------
მოსარჩელე - ი---- ხ-------
წარმომადგენელი - ა-–------------------–-–---–-
მოპასუხე - თ------ ჟ------–---–ი
წარმომადგენელი - შ--–-----------------------------------
მოპასუხე - შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“
დირექტორი - თ------ ჟ------–---–ი
დავის საგანი - შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების #--2016 ოქმის ბათილად ცნობა. ქმედების განხორციელების დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებული.
1.1. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების #--2016 ოქმის ბათილად ცნობა (2015 წლის საფინანსო-სამეურნეო წლის შედეგების დამტკიცება. საწესდებო კაპიტალის 10000 (ათი ათასი) ლარის, უძრავი ქონებით ჩანაცვლება).
1.2. სასამართლო გადაწყვეტილებით ი---- ხ-------ს მიეცეს უფლება შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტიმერში“ წარადგინოს მის მიერ შერჩეული აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (მთლიანად წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
დავის არსი:
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 05 მაისს კანონდარღვევით გაიმართა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს (შემდეგში ასევე შპს ,,დ----------“) პარტნიორთა საერთო კრება. მოსარჩელის მითითებით, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (გაუქმდეს) შპს ,,№1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს (ს/ნ 2--------) 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების ოქმი №1-2016 გადაწყვეტილებით დადგენილი (დამტკიცებული) 1-ლი საკითხი, რომლითაც დამტკიცდა შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს 2015 წლის საფინანსო- სამეურნეო წლის შედეგები, წარმოდგენილი სახით, კრებაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით; მე-2 საკითხი, რომლითაც დადგინდა - შპს „ ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილ იქნეს ცვლილება მისი მოცულობის გაზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორციელებული, დღეის მდგომარეობით გამოუსადეგარი ქონება - ინვენტარის სახით და ჩანაცვლებულ იქნეს იგი ქ. ქუთაისში, პუშკინის ქ. N9-ში მდებარე, შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს უძრავი ქონების, შენობის ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იგივე ათი ათასი ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით.
მოსარჩელის განმარტებით, „სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება, მოპასუხე - შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-იმერში“ წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (მთლიანად წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისთვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე”, რადგან მოთხოვნა გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რომლის მე-3 მუხლის 10-ე პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. როგორც სარჩელის დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება-მოსარჩელემ 27.09.2015 განცხადებით მიმართა შპს-ს დირექტორს, რათა ნება დაერთო შპს-ს წარმოედგინა მის მიერ შერჩეული აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლის დღემდე“, რაზედაც პასუხი არ მიუღია. ი---- ჯოხაძე არის შპს-ს 5% წილის მფლობელი, შესაბამისად მას სურს რომ იცოდეს და ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. კერძოდ, შპს-ს შემოსავალ-გასავალი, რამდენია მოგება-ზარალი, როგორ და რა წესით ნაწილდება მოგება, დივიდენდები. რაში და რისთვის იხარჯება საწარმოში შემოსული თანხები (მიზანშეწონილობა), რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას შპს-ს დირექტორი, ხომ არ ემუქრება შპს-ს გაკოტრება და ა. შ. მართალია შპს-ში ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს შპს-ს დირექტორს, თუმცა საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორს აქვს ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლება, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს. ასევე, პარტნიორის უფლება -მოვალეობანი გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლით. სარჩელის მიხედვით, საკითხი არ დგას, თუ რამდენად კვალიფიციურადაა შედგენილი და სწორია შპს-ს დირექტორის დაკვეთით შედგენილი აუდიტორული დასკვნები და საწარმოს ბალანსები და ა. შ. სასარჩელო მოთხოვნა ეხება შპს-ს პარტნიორის მიერ იმ უფლების მოპოვებას, რომელიც მას კანონმდებლობა ანიჭებს. ანუ, ი---- ხ-------ს სურს, რომ შპს-ში მოიწვიოს მის მიერ შერჩეული აუდიტი და მოახდინოს წლიური ანგარიშის სისწორის შემოწმება და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას აუდიტორის მეშვეობით.
მოცემული სამოქალაქო საქმის ფარგლებში ვერ და არ განიხილება შპს-ს წლიური ანგარიშის და ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შედეგები და სისწორე. აღნიშნული საკითხი დავის საგანი არაა. დავის საგანი სასამართლო გადაწყვეტილებით იმ უფლების რეალიზაციის მოპოვება, რომლის მოპოვებაში, მოპასუხის მიერ (მისი ქმედებით), ხელი შეეშალა ერთ-ერთ პარტნიორს. მაშასადამე, მოსარჩელეს აქვს ნამდვილი დაცვის ღირსი ინტერესი. მოსარჩელე ი---- ხ-------ს აქვს მოთხოვნის უფლება, რათა აღსრულდეს კანონი და დაცული და რეალიზებული იქნეს მისი უფლება.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის უფლებას და ინტერესს, მაშინ როდესაც საზოგადოების დაფუძნების დროისთვის 1997 წელს, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 000 ლარს, რაც შეიქმნა დამფუძნებლების ფულადი შენატანის ხარჯზე, საიდანაც საწესდებო კაპიტალში ი---- ხ------ის მიერ, როგორც ერთ-ერთი პარტნიორის მიერ, შეტანილი იქნა 260 ლარი, ხოლო სადავო კრების ოქმით კი დადგინდა, რომ შპს-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა ცვლილება და ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორციელებული, დღეის მდგომარეობით ამორტიზებული, გამოუსადეგარი ქონება- ინვენტარის სახით და ჩანაცვლებულ იქნეს იგი ქ. ქუთაისში, პუშკინის ქ. N20/ წერეთლის ქ. N9-ში მდებარე, შპს „ქუთაისის N1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“-ს უძრავი ქონების, ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იგივე 10 000 (ათი ათასი) ლარის მოცულობის ქონების შენატანით. ცხადია, რომ სახეზეა შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, მოსარჩელე ი---- ხ------ის (5% წილის მფლობელი) უფლებების აშკარა და უხეში დარღვევა. ანუ თუ სადავო კრების გადაწყვეტილებამდე საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 000 ლარს, რაც შეიქმნა დამფუძნებლების ფულადი შენატანის ხარჯზე, ხოლო დღეის მდგომარეობით კი, შპს-ს დირექტორის თაოსნობით „დგინდება “ სრულიად საწინააღმდეგო, რომლითაც ი---- ხ------ის მისი ფულადი შენატანი „იკარგება“, „იფლანგება“, სრულიად ბუნებრივია ი---- ხ------ის ინტერესი მოცემულ სადავო საკითხზე. მისი დაცვის ობიექტი არის ფულადი თანხა, რომელიც მის მიერ შეტანილი იქნა საწესდებო კაპიტალში, ასევე, მისი დაცვის ობიექტი არის თავად შპს-ს საწესდებო კაპიტალი (საზოგადოების ქონება) რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლების, მათ შორის, ი---- ხ------ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ განკერძოებულ საკუთრებას. მაშინ როდესაც შპს-ს წესდებით საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვეს კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა, რაც განხორციელდა კიდეც, სახეზეა ერთ-ერთი პარტნიორის დაცვის ღირსი ობიექტი. მაშასადამე, სახეზეა სპს-ს ერთ-ერთი პარტნიორის ნამდვილი ინტერესი დავის საგნის მიმართ. (საქმე N2/1259-15. ტ.1. ს.ფ.1-16; ტ.მე-3; ს/ფ. 11-27; 150-153).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა შესაგებელით სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელე ი---- ხ------- ნამდვილად წარმოადგენს შპს ,,ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----"-ს დამფუძნებელ პარტნიორს, თავისი წილის მფლობელობით. რაც შეეხება პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ თითქოს პარტნიორებს არ აქვთ ინფორმაცია შპს-ს სამეურნეო, ორგანიზაციული, საფინანსო და, საერთოდ, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ (მოგება, ზარალი, საზოგადოების სახელით დადებული ხელშეკრულებები); რომ თითქოს მოსარჩელეთათვის უცნობია ტარდება თუ არა კრებები პარტნიორების მიერ წილის გასხვისების და საზოგადოების საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე - არ შეეფერება სინამდვილეს.
არავითარი მტკიცებულება, ფაქტობრივ გარემოებად მითითებული პრეტენზიებისა, მოსარჩელეს, სარჩელთან ერთად, წარმოდგენილი არა აქვს, და ემყარება მხოლოდ მოსარჩელის ეჭვებსა და ვარაუდებს. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ დაზუსტებამდელ თავდაპირველ სარჩელზე დართულია მასალები, მისი საჩივრებისა და დირექციის პასუხების სახით, რომლითაც ადმინისტრაციას არასდროს არ უთქვამს უარი მოსარჩელისთვის ინფორმაციებისა და დოკუმენტების გადაცემაზე. მოსარჩელე მხარეს გადაცემული აქვს მოთხოვნილი ყველა სადავო დოკუმენტი, ხოლო 2018 წლის შედეგებისთვის ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს გააჩნდა ვადა, მიმდინარე წლის მარტის თვის ჩათვლით, ამ დროის განმავლობაში დასრულდა აუდიტორული შემოწმების პროცედურა და შედეგები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც უკვე გადაეცა დაინტერესებულ მოსარჩელე მხარეს, ხოლო შესაგებელს ერთავთ აღნიშნულ აუდიტორული დასკვნა.
რაც შეეხება საზოგადოების ბალანსზე რიცხულ ქონებას, - იგი მოსარჩელე მხარისთვის ცნობილია, რამდენადაც მოსარჩელე ი---- ხ------- თვითონ გახლდათ საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რა დროსაც აღწერილ იქნა საზოგადოების ბალანსზე რიცხული მთელი ქონება და დადასტურებულ იქნა მოსარჩელის ხელმოწერით.
მოსარჩელე ინფორმირებულია ყველა იმ საკითხისა თუ დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც მითითებული აქვს 1-ლ ფაქტობრივ გარემოებაში. ამასთან, მოსარჩელე საუბრობს სხვა მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა/შეზღუდვაზე ისე, რომ მათგან გაცემული შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან, დაზუსტებული სარჩელი სხვა მოსარჩელეებს არ შემოუტანიათ.
მოსარჩელის მითითებით, საზოგადოების დირექტორი თითქოს არ ახდენს რეაგირებას მის მოთხოვნაზე - მისცეს მას სათანადო ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის მისთვის საინტერესო საკითხებზე, რითაც საზოგადოების ხელმძღვანელობა ვითომდა არღვევს (ზღუდავს) მის კანონიერ უფლებებს. არავითარი მტკიცებულება, მითითებული პრეტენზიებისა, მოსარჩელეს, სარჩელთან ერთად, წარმოდგენილი არ აქვს, იგი ცილისწამებაა და არ შეესაბამება ერთობლივი კეთილსინდისიერი პარტნიორული საქმიანობის ფუნდამენტალურ პრინციპს.
რაც შეეხება დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას, მოსარჩელეს სასამართლოს გარეშეც შეუძლია შეარჩიოს აუდიტი და უზრუნველყოს აუდიტის ჩატარება. აღნიშნულს ნამდვილად არ სჭირდება დირექტორის ნებართვა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აუდიტის ჩატარებას და შემოყვანას, ესაჭიროება კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან ეს ეხება პარტნიორებს, შესაბამისად, მოსარჩელის ადრესატი მოთხოვნის ამ ნაწილში არიან პარტნიორები ანუ საზოგადოება. საზოგადოება კი ყოველწლიურად ატარებს საფინანსო-სამეურნეო წლის აუდიტორულ შეჯამებას და საბალანსო შედეგებს აბარებს პარტნიორებს. გარდა ამისა, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი, უფლებას არ უზღუდავდა მოსარჩელეს, ადმინისტრაციის (საზოგადოების) წინააღმდეგობის შემთხვევაში (რომლის კონკრეტულ ფაქტს მოსარჩელე ვერ ასახელებს) თვითონ ესარგებლა პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლებით და მიეღო ნებისმიერი არგუმენტირებული და დასაბუთებული კანონიერი გადაწყვეტილება. ხოლო მოთხოვნა იმისა, რომ საზოგადოების ადმინისტრაციას მოქმედებათა შესრულება დაევალოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, - უკანონოა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონი მოცემული კატეგორიის საქმეებზე აღსრულების ასეთ წესს არ ითვალისწინებს და წარმოადგენს მოსარჩელის პოზიციას, -მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ჰყავდეს საზოგადოების კოლექტივი და ადმინისტრაცია.
მოპასუხის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო გადაწყეტილებას იღებს ფაქტების და არა ეჭვის ან ვარაუდის საფუძველზე, საყურადღებოა, რომ ამ ეჭვს მოსარჩელე უკავშირებს დირექტორის საქმიანობას, მაშინ როცა, სასარჩელო მოთხოვნები უავშირდება პარტნიორთა მიერ კრებებზე მიღებული აქტების მიღებას, შესაბამისად, აშკარაა ე.წ. ფაქტებისა და მოთხოვნების, ასევე თავად მოსარჩელის იურიდიული ინტერესის ერთმანეთთან შეუსაბამობა, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების რეალური იურიდიული ინტერესი არ იკვეთება.
თავად მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულება (მიმართვის სახით) და დაურთო დაზუსტებულ სარჩელს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ითხოვს აუდიტის დასკვნას, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო აუდიტის განხორციელების შესახებ.
შპს"ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს" სახით ქალაქს გააჩნია სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი სანიმუშო კერა - როგორც თავისი მომსახურების ხარისხით, ისე სამედიცინო დარგის სტუდენტი - კადრების აღზრდის თვალსაზრისით (წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსირეტის რეგიონალურ საბაზო ცენტრს). გარდა ამისა, სტატისტიკური რანჟირების (სარეიტინგო) შედეგებით, პ---–---–----- საქართველოში აღიარებულია პირველი საპატიო (ოქროს) რეიტინგის მქონედ, რაც შპს-ს კოლექტივის აბსოლუტური უმრავლესობის ძალისხმევითაა მიღწეული.
მოპასუხე მხარე თვლის, რომ მოთხოვნები არაგონივრულია, რადგან მოსარჩელე, პრაქტიკულად, ითხოვს სამეწარმეო საზოგადოების 10 წლის კანცელარიისა და საკანცელარიო არქივის დუბლირებას და გადაცემას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მიგვაჩნია, რომ გარდა საზოგადოების საქმიანობის პარალიზებისა და პანიკური დატვირთვის წნეხქვეშ მოქცევისა სხვა რამ, საზოგადოების ერთობლივი საქმიანობის ინტერესებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზანი, აღნიშნულ მოთხოვნას არ გააჩნია. მით უფრო, რომ საზოგადოების ყველა კრება ჩატარებულია მოსარჩელე მხარის წარმომადგენლობით და, გამომდინარე აქედან, გარდა იმისა, რომ წლების წინა ოქმებზე, ანგარიშებზე და ა.შ. დოკუმენტებზე დავის ხანდაზმულობის ყველა ვადა გასულია, სამეწარმეო საქმიანობის ინტერესების ხარჯზე (მით უფრო, მოსარჩელის აბსრაქტული მოსაზრებებისა და ილუზიური ეჭვების ნიადაგზე) რაიმე მოქმედების შესრულებას "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი ან მოქმედი სხვა რომელიმე საკანონმდებლო ნორმა, მოპასუხე მხარეს არ ავალდებულებს. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო დავის საგანი პრაქტიკულად არ არსებობს. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. დამატებით სასამართლოს გვინდა მოვახსენოთ, მოსარჩელის ყველა მოთხოვნა შესრულებულია, დღემდე გადასაცემი ყველა ინფორმაცია ანგარიში და დოკუმენტი, როგორც პარტნიორს, გადაცემული აქვს, ხოლო გასული სამეურნეო-საფინანსო წლის ბალანსი გადაეცემა კანონით დადგენილ ვადაში და წესით. გარდა ამისა, შევნიშნავთ, რომ საზოგადოების ბუღალტერია ხორციელდება ელექტრონულად, ხოლო ყველა საწესდებო ცვლილება, შესაბამისი ოქმებით განთავსებულია სამეწარმეო რეესტრში, იგი საჯაროა და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერსებული პირისთვის და მოსარჩელე მხარე ყოველთვის სარგებლობდა და სარგებლობს სამეწარმეო რეესტრის სამსახურიდან მისთვის საინტერესო დოკუნენტების გამოთხოვის უფლებით (უკანასკნელად, მოსარჩელეს შპს ,,დენტ-ი-----ს" დოკუმენტაცია გამოთხოვილი და მიღებული აქვს 2019 წლის 17 იანვარს, რის დამადასტურებელ ცნობას წარმოვადგენთ მოსამზადებელ სხდომაზე). (საქმე N 2/1259; ტ.1. ს/ფ. 41-56; ტ.მე-3; ს/ფ.39-53; ს.ფ 55-66).
-მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შპს ,,№1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების №1-2016 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში და განმარტა, რომ კრება ჩატარდა შპს "ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----"-ს წესდების მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის, მე-8 მუხლის 8.1 პუნქტისა და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 (პრიმა) მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-10 პუნქტების მოთხოვნათა სრული დაცვით. კერძოდ:
კრებაზე, საზოგადოება, წარმომადგენლის მიერ, წარმოდგენილი იყო როგორც დამფუძნებლის, თ------ ჟ------–---–ის, ისე კორპორაციის ხელმძღვანელის მინდობილობებით და რწმუნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა დავა, - კრების წარმომადგენლობითი კანონიერებისა და ლეგიტიმაციის შესახებ, არის სრულიად უსაფუძვლო;
არასწორია მოსარჩელე მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ საწესდებო კაპიტალში ცვლილების შეტანით თითქოსდა მოხდა მისი ოდენობის გაზრდა, რაც საჭიროებდა პარტნიორთა სრული შემადგენლობის თანხმობას. აღნიშნულს მხარე ასაბუთებს იმ მოტივირებით, თითქოსდა კაპიტალი განისაზღვრებოდა 10.000 ლარის ფულადი შენატანით და არა შესაბამისი ღირებულების ქონებით და, რომ 10.000 ლარის კაპიტალში უძრავი ქონების ნაწილის იგივე მოცულობის ჩანაცვლებით, ფაქტობრივად, მისი ოდენობა გაორმაგდა. მოპასუხე მხარე თვლის, რომ ფაქტობრივ გარემოებად სარჩელის აღნიშნული მითითება განპირობებულია ნამდვილი არსის დამახინჯებით (იხ.დანართი,- წარმომადგენლის, ა.ჭანტურიძის განცხადების სახით). კერძოდ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე პარტნიორების მხარეს, კრებაზევე მიეცა ამომწურავი განმარტება, რომ წესდებითა და მეწარმეთა შესახებ კანონით, კაპიტალის შენატანი, შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი ქონებით, როგორც ფულით, ისე სხვა ფასეულობით. თანახმად სადამფუძნებლო დოკუმენტებისა შპს-ს, პარტნიორების (მ.შ. მოსარჩელეების) წერილობითი თანხმობით, საწესდებო შენატანი განხორციელებული აქვს ინვენტარით და ამ სახითაა რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. კაპიტალში შეტანილი ქონება იყო საბჭოური წარმოების ს-----------–--------- მოწყობილობა, რომელსაც ფიზიკურად, მორალურად და ბუღალტრულად დაკარგული ჰქონდა საექსპლუატაციო დანიშნულება და საბალანსო მატერიალური ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე შპს-ს, საწესდებო და კანონისმიერ-სამართლებრივი შინაარსით, ფაქტობრივად აღარ გააჩნდა კაპიტალი. აღნიშნული გარემოებით იყო განპირობებული კაპიტალში შენატანის ჩანაცვლების აუცილებლობა იგივე მოცულობის უძრავი ქონების ღირებულებით. იმის გათვალისწინებით, რომ კაპიტალის მოცულობის არც გაზრდას და არც შემცირებას არ ჰქონია ადგილი, კრების მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც არ საჭიროებდა პარტნიორთა სრული შემადგენლობის თანხმობას. მოცემულ შემთხვევაშიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, დღის წესრიგი წინასწარ ჰქონდათ დარიგებული პარტნიორებს, მ.შ. მოსარჩელეებს და, კანონით დადგენილ ვადაში შენიშვნები, არც საწესდებო კაპიტალის ქონების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, არ შემოუტანიათ.
მოპასუხის წარმომადგენლებმა ასევე იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და განმარტეს, რომ შუამდგომლობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი და 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა¹ პუნქტი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება. კერძოდ: სასარჩელო მოთხოვნიდან კრების ოქმის ბათილობის შესახებ იკვეთება, რომ მოსარჩელეთა მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი. სარჩელი სამი წელია, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (დღეის მდგომარეობით კი თქვენს) წარმოებაშია. სამოქალაქო საქმეზე ბე-–---–--–--–---–ის, ი---- ხ------ის, თამარ ფანქველაშვილის, სოფიო გაბელაშვილის (მოსარჩელეთა წარმომადგენელი, ბატონი ა-–------------------–-–---–-) სარჩელისა გამო შპს ,,ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----" – ს მიმართ, მოთხოვნილია 2015 სამეურნეო წლის შედეგების დამტკიცება, საზოგადოების 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის იმ დანაწესიდან გამომდინარე, რომ აღიარებით სარჩელში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ამგვარი სარჩელის აღძვრის მიმართ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია და იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თუკი მოსარჩელეს არ გააჩნია რეალური იურიდიული ინტერესი აღიარებითი სარჩელის აღძვრის მიმართ და სარჩელის შეტანა მხოლოდ მისი სურვილის გამოხატულება, სასამართლომ არ უნდა მიიღოს სარჩელი, ხოლო თუკი იგი მიღებულია მაშინ საქმე უნდა შეწყდეს. საქმის შეწყვეტის საფუძველი არის ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტი. აღნიშნულ ნორმაში მითითებულ დავის საგნის არარსებობაში იგულისხმება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა. სწორედ ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მოცემულ დავაში რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი დავა. მოსარჩელეთა მიერ არ არის დასაბუთებული არც რეალური იურიდიული ინტერესი არც ის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობაა გამოკვეთილი, რომელიც შეიძლებოდა ქცეულიყო დავის საგნად სასამართლოში. როგორც მოგეხსენებათ, დავის საგანი საბოლოო ჯამში უნდა იქცეს სასამართლო გადაწყვეტილების საგნად. შესაბამისად, თუკი არ არსებობს დავის საგანი, ვერც იარსებებს სასამართლო გადაწყვეტილების საგანი, რის გამოც საქმე უნდა დამთავრდეს გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე. ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე საქმის დამთავრების ფორმა არის საქმის შეწყვეტა. რომ არ არსებობს დავის საგანი და ამ სარჩელის რეალური ფაქტობრივი საფუძველიც, ეს კარგად ჩანს შესაგებელიდან. (საქმე N 2/1259; ტ.2. ს/ფ. 1-9).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ შპს „ ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. და წერეთლის ქ. N20/ საიდენტიფიკაციო კოდი: 2-------- რეგისტრირებულია 1997 წლის 15 სექტემბერს. სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 12/4-708 მარეგისტრირებელი ორგანო: ქ. ქუთაისის სასამართლო; საგადასახადო ინსპექცია: ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგ-დო ინსპექცია).
ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი 6----------, თ------ ჟ------–---–ი. დირექტორი. პარტნიორები: მფლობელი. 6----------, თ------ ჟ------–---–ი, წილი: 66.7%; 6---------9, ბე-–---–--–--–---–ი. 3%; 6----------, ბ---------------–----–---- 2,8%; 60--------0, ზ----------ა -0.1 %; 60---------, თ---------------–-–---–ი, 2.9%; 6---------9, ირ-----------------------------------------–----–---–-----------------------------------------------------------------–---–-----------------------------------–-----------------------------–------------–---–------------------------------------------------------------------–---------–------------------------------------–--------------------------------------–-–---–---------------------------–-------–--–--–---–-------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------–-------------------------–---–----–--------------------------წ. პარტნიორის/დამფუძნებლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია). ა------------------ 0.1% (დაბ. 19.05.1958წ. პარტნიორის/დამფუძნებლის იდენტიფიკაცია შეუძლებელია). 6----------- ელგუჯა კირკიტაძე, 0.5 %;
მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (საქმე 2/1259-15; ტ.1. ს/ფ. 28-32. ტ.2. ს/ფ. 182-187).
3.1.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 1. სოფიო გაბელაშვილის, ანა ბერაძის, ვენერა თოდუას, და სხვათა საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი, დარჩა 2001 წლის 05 დეკემბრის, იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ მიღებული დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ.
მტკიცებულება: დადგენილება - ტომი I (ს/ფ. 66-69).
3.1.3. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის 2001 წლის 15 აგვისტო N07/3-357 წერილით დადგენილია, რომ მ/წლის 27 ივლისის N 07-43 ბრძანების საფუძველზე, შპს „დ----------“-ს პარტნიორთა მოთხოვნის (საჩივრის) საფუძველზე, შემოწმებული იქნა, შპს „დ----------“-ს ბიუჯეტთან და არასაბიუჯეტო ფონდებთან ანგარიშისწორების შემოწმება. 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში შემოწმებით დადგინდა: ფიტოთერაპევტი ირიცხება შპს „დ----------“-ს თანამშრომელთა სიაში და მის მიერ ყოველთვიური შემონატანები აღრიცხულია სალაროში. სულ 1999-2000 წლებში და 2001 წლის 6 თვეში ფიტოთერაპევტის მიერ საზოგადოების სალაროში შეტანილია 2582 ლარი.
შპს „დ----------“-ს დირექტორსა და სხვადასხვა საწარმოებს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების გარკვეული ფართი გაცემულია იჯარით დროებით სარგებლობაში, რომლის საფუძველზეც შპს „დ----------“-ს სალაროში შეტანილია შესამოწმებელ პერიოდში 19762 ლარი, მ/შ. საავიაციო ქარხანა 1400 ლარი, აღნიშნული თანხიდან 643 ლარის სამუშაოები შესრულებულია თ. ჟ------–---–ის მიერ. სამედიცინო კოლეჯი/ ჩეჩელაშვილი/ - 600; ხალხური მედიცინის სასწავლებელი - 3600; სამედიცინო ინსტიტუტი - 2367; სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2000; რაც შეეხება მოქრომვის აპარატს იგი შპს „დ----------“-ს , როგორც საკუთრება საპრივატიზაციო ნუსხაში არ ირიცხება; 2001 წელს მოქრომვის კაბინეტისათვის გაცემულია ფართი გოგიტა ქარსელაძეზე, რომლის მიერ იჯარის ქირა შეტანილია საზოგადოების სალაროში ივლისის და აგვისტოს თვეში 400 ლარი; 2001 წლის განვლილ პერიოდში აფხაზეთის ინვალიდთა საქმეთა დეპარტამენტიდან მიღებულია 9000 ლარი, რომელიც დახარჯულია პროგრამით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად /მ. შ. მედ. პერსონალის ხელფასი 600 /. აქედან გამომდინარე, წერილში მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება და არ შეესაბამება სინამდვილეს.
მტკიცებულება: ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის შემოწმების პასუხი.(ტ.1. ს.ფ.78).
3.1.4. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის 2001 წლის 27 ივლისის N07-43 ბრძანების საფუძველზე შემოწმებული იქნა შპს დენტ-ი------ს ბიუჯეტთან და არასაბიუჯეტო ფონდებთან ანგარიშსწორების შემოწმება შპს „დენტ-ი-----“-ს პარტნიორთა მოთხოვნის (საჩივრის) საფუძველზე, 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში. დადგინდა - ფიტოთერაპევტი ირიცხება შპს ,,დენტ-ი-----“-ს თანამშრომელთა სიაში და მის მიერ ყოველთვიური შემონატანები აღრიცხულია სალაროში სულ 1999-2000 წლებში და 2001 წლის 6 თვეში ფიტოთერაპევტის მიერ საზოგადოების სალაროში შეტანილია 2582 ლარი. შპს ,,დენტ-ი-----“-ს და სხვადასხვა საწარმოებს შორის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე საზოგადოების გარკვეული ფართი გაცემულია იჯარით დროებით სარგებლობაში, რომლის საფუძველზეც შპს ,,დ----------“-ს სალაროში შეტანილია შესამოწმებელ პერიოდში 19762 ლარი; მათ შორის - საავიაციო 1400 ლარი. აღნიშნული თანხიდან 643 ლარის სამუშაოები შესრულებულია თ. ჟ------–---–ის მიერ. სამედიცინო კოლეჯის მიერ-600 ლარი; ხალხური მედიცინის სასწავლებელი-3600 ლარი; სამედიცინო ინსტიტუტი-2367 ლარი; სახელმწიფო უნივერსიტეტი -2000 ლარი; რაც შეეხება მოქრომვის აპარატს იგი შპს ,,დენტ-ი-----“-ს როგორც საკუთრება საპრივატიზაციო ნუსხაში არ ირიცხება. 2001 წელში მოქრომვის კაბინეტისათვის გაცემულია ფართი გოგიტა ქარსელაძეზე რომლის მიერ იჯარის ქირა შეტანილია საზოგადოების სალაროში ივლისის და აგვისტოს თვეში 400 ლარი; 2001 წლის გავლილ პერიოდში აფხაზეთის ინვალიდთა საქმეთა დეპარტამენტიდან მიღებულია 9000 ლარი, რომელიც დახარჯულია პროგრამით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მათ შორის მედ. პერსონალის ხელფასი 600 ლარი. აქედან გამომდინარე თქვენს მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება და არ შეესაბამება სინამდვილეს.
მტკიცებულება: ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის შემოწმების პასუხი.(ტ.მე-2. ს.ფ.10).
3.1.5. დადგენილია, რომ 1997 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რეგისტრ. N12/4-708, დამტკიცდა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდება. წესდების 2.5 მუხლით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 10 000 (ათი ათასი) ლარს და წარმოადგენს დამფუძნებლების სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ განკერძოებულ საკუთრებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 15 სექტემბრის დადგენილების მე-7 პუნქტით - საწარმოს საწესდებო კაპიტალია 10 000 (ათი ათასი) ლარის ქონება.
მტკიცებულება:შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 15 სექტემბრის დადგენილება (საქმე 2/1304-16; ტ.მე-1. ს.ფ.31-43; 157-161).
3.1.6.1997 წლის 08 სექტემბრის აქტით დადგენილია, რომ შპს ,,დენტ-ი-----“-ს დამფუძნებლებმა შპს ,,დენტ-ი-----“-ს დირექტორს თ------ ჟ------–---–ს გადასცეს საწესდებო კაპიტალში ჩადებული ქონება სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სრულ განმგებლობაში, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. სულ წარმოდგენილი ქონება შეფასდა 10 000 (ათი ათასი) ლარად.
მტკიცებულება: აქტი (ტ.მე-2. ს.ფ.14-21).
3.1.7.დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აპრილს ჩატარდა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს აუდიტორული შემოწმება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის მდგომარეობით შპს ,,დენტ-ი-----“-ს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ციფრობრივი მაჩვენებლები რეალურად ასახავს საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობას.
შპს ,,დენტ-ი-----“-ს 2017 წლის მდგომარეობით შემოწმებული სამეურნეო- საფინანსო ოპერაციები ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნებისა და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ძირითადად ნაწარმოებია სწორად, საგადასახადო მოთხოვნათა შესაბამისად.
ანალოგიური შინაარსის დასკვნა გასცა აუდიტმა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს აუდიტორული შემოწმების 2017 წელს (ტ. მე-2. ს.ფ. 51-58); ანალოგიური შინაარსისაა აუდიტორული შემოწმების 2011-2014; 2015; 2016 წლის დასკვნები (ტ. მე-2. ს.ფ. 120-172; 337-338);
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნები (ტ.მე-2. ს.ფ.51-58; ს.ფ.120-172; 337-338).
3.1.8. 2016 წლის 14 მაისის აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ აუდიტორული ფი---- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ ექსპერტმა ვ. ბაჯაძემ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-იმერთან“ დადებული ხელშეკრულება N01/14 (12.05.2016წ.) საფუძველზე მოახდინა საწესდებო კაპიტალში მოძრავი ქონების ჩანაცვლება უძრავი ქონებით.
შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 000 (ათი ათასი) ლარს. კაპიტალში შედიოდა სამი სხვადასხვა სახის ბორმანქანა. 1. ც. კერამიკის ფეჩი და 2ც. ფაიფურის სატექნიკო მაგიდა. ზემოთ აღნიშნული მანქანები ჩამოწერილია და ფიზიკურად არ არსებობს. მოხდება მათი ჩანაცვლება ადმინისტრაციული შენობის ერთი ოთახით, რომლის ფართი შეადგენს 9.623 კვ.მ. (ყოფილი რეგისტრატურის ოთახი). აღნიშნული ფართი შეფასდეს 10000 ლარად.
ამრიგად, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ საწესდებო კაპიტალში მოხდა ჩანაცვლება უძრავი ქონებით, რომლის ღირებულება შეადგენს 10000 ლარს. საწესდებო კაპიტალი არ შეცვლილა.
მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა (ტ.მე-2. ს.ფ.70).
3.1.9. დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ დირექტორის 2016 წლის 18 იანვრის N4 ბრძანებით, შეიქმნა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ ბალანსზე ინვენტარის სახით რიცხული, ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილი, საექსპლუატაციოდ ვადაგასული, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერის კომისია შემდეგი შემადგენლობით. ივანე ა------------ე, მენეჯერ-იურისტი; ი---- ხ-------; მაცაცო მირზაშვილი; მირზა ქათამაძე; ბე-–---–--–--–---–ი.
მტკიცებულება: 2016 წლის 18 იანვრის N4 ბრძანება (ტ.მე-2. ს.ფ.84).
3.1.10. დადგენილია, რომ 2014 წლის 15 თებერვალს შედგა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ პარტნიორთა კრება. კრებამ დაადგინა - 1. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული პარტნიორთა წილები აღიარებული იქნას რეალური ფართების სახით. 2. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ წესდების 12.5 მუხლში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის, რეორგანიზაციის პარტნიორთა ნატურით შესაძლო გამოყოფის დროს ყველა პარტნიორზე გადანაწილდეს შპს ,,დ----------ს“ უძრავი ქონება 18.01.2013 წლის შპს N1 ს-----------–--------- პ---–---–----- ,,დ----------ს“ პარტნიორთა კრების დადგენილებისა და თანდართული შპს ,,ინტელექტ კადასტრ ჯგუფის“ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად დანართი N3.
მტკიცებულება: შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ 2014 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების N2 ოქმი (ტ.მე-2. ს.ფ.207-225).
3.1.11. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სამუშაო ჯგუფმა, ამავე სამსახურის უფროსის 2.08.01 წ. N17 ბრძანების საფუძველზე შპს N4 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-იმერში განახორციელა მონიტორინგი შიდა სტანდარტით მუშაობის პრაქტიკის და დევნილი ინვალიდთა ს-----------–--------- დახმარების ფედერალური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, ზემოთ აღნიშნულ დაწესებულების, ბუღალტერიის კადრების სტატისტიკის სამსახურების მასალების და 2001 წლის ივნისის თვეში გატარებულ ყველა ს-----------–--------- პაციენტის ბარათის ანალიზის მიხედვით.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ: დაწესებულება რენტაბელურია, სადღეისოდ არ გააჩნია რაიმე დავალიანება, რომელიმე უწყების ან თანამშრომლის მიმართ; შიდა სტანდარტით შემოსული თანხა უზრუნველყოფს დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობის გაცემას; შიდა სტანდარტისა და ფედერალური პროგრამის მსვლელობაში, ჩვენი სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე დარღვევები არ დაფიქსირებულა.
მტკიცებულება: ქალაქ ქუთაისის მერიის პასუხი.
3.1.12. დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“, სრულად აკმაყოფილებს ,,ბაზარზე“ არსებულ მოთხოვნებს და იგი წარმატებული ორგანიზაციაა.
მტკიცებულება: ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის კავშირის წერილი; სერთიფიკატი; (საქმე-2/1304-16; ტ.1.ს.ფ.162-173).
3.1.13. დადგენილია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001 წლის 15 ნოემბრის N 14/6 დადგენილებით, უარი ეთქვა შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს არგეგმიური თემატური შემოწმების ჩატარების შესახებ.
მტკიცებულება: საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2001 წლის 15 ნოემბრის N 14/6 დადგენილება. (საქმე 2/1259-15; ტომი მე-2. ს.ფ.11).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 05 მაისს შედგა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს პარტნიორთა საერთო კრება და შედგა #--2016 ოქმი.
კრებას ესწრებოდნენ - თ------ ჟ------–---–ი, წილი: 66.7%; წარმომადგენელი ივანე ა------------ე; ბე-–---–--–--–---–ი. 3%; თ---------------–-–---–ი, 3,4; ი---- ხ-------; ლ------------–---–-, 2.8%; ქ-----------------ე , 3%; ი---- სოფრომაძე, 2.7%;
კენჭისყრის შედეგად კრებამ დაადგინა: კრების დღის წესრიგში დამატებით იქნას შეტანილი საკითხი პარტნიორ ლ------------–---–-სთვის პარტნიორული წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ასევე, კენჭისყრის შედეგად მომხრე -66,7; წინააღმდეგი -17,9 კრებამ დაადგინა: შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნას ცვლილება მისი მოცულობის გაზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორციელებული, დღეის მდგომარეობით ამორტიზირებული, გამოუსადეგარი ქონება ინვენტარის სახით და ჩანაცვლებულ იქნას იგი ქალაქ ქუთაისში, პუშკინის ქუჩის N20/ წერეთლის ქუჩის N9-ში მდებარე, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს უძრავი ქონების, შენობის (ს/კ 03.03.26.002.01/502) ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იგივე ათი ათასი ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით.
კრებამ დაამტკიცა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო წლის (შედეგები).
ასევე, კენჭისყრის შედეგად კრებამ დაადგინა: მომხრე 17,9; წინააღმდეგი -66,7; საკითხის განხილვა, პარტნიორ ლ------------–---–-სთვის პარტნიორული წილის გასხვისებაზე თანხმობის მიცემის შესახებ, გადაიდოს სხვა დროისათვის.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, კრება ჩატარდა კანონდარღვევით, კრებას თავმჯდომარეობდა არაუფლებამოსილი პირი.
მტკიცებულება: სარჩელი; 2016 წლის 05 მაისს შედგა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორთა საერთო კრების ოქმი. (საქმე N2/1304-16; ტ.1. ს/ფ. 22-29).
3.2.2. დადგენილია, რომ შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს დირექციამ, უფლებამოსილება მიანიჭა საზოგადოების მენეჯერ-იურისტს ივანე ა------------ეს (პირადი ნომერი 6---------7), 2015 წლის სამეურნეო შედეგებზე ანგარიში წარუდგინოს - შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს პარტნიორთა საერთო კრებას და განახორციელოს კრებაზე დირექციის წარმომადგენლობა და მასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება.
მტკიცებულება: მინდობილობა (საქმე 2/1304-16; ტომი I. ს. ფ. 96).
3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ივლისს შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორმა თ------ ჟ------–---–მა, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ივანე ა------------ეს.
მტკიცებულება: რწმუნებულება (საქმე 2/1304-16; ტომი I. ს.ფ.108-110).
3.2.4. დადგენილია, რომ შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2015 წლის 05 მაისის პარტნიორთა კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ, შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორებს, გაეგზავნათ უწყება. დადგენილია, რომ პარტნიორთა ნაწილმა განცხადებით მიმართა შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს მთავარ ექიმს თ. ჟ------–---–ს კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის თაობაზე; - დივიდენდების მიცემის საკითხი (რატომ მოხდა დივიდენდების განკარგვა პარტნიორთა თანხმობის გარეშე; პარტნიორთა წილის გასხვისების საკითხი; რეგისტრაციის საკითხი, რატომ მუშაობს პ---–---–----- რეგისტრაციის გარეშე და რატომ არ ხდება პირველადი პაციენტების აღრიცხვა დღემდე; მენეჯერის საქმიანობა მოსვლის დღიდან დრემდე და მოსვლის მიზანი; დივიდენდების მიცემის საკითხი (რატომ მოხდა დივიდენდების განკარგვა პარტნიორთა თანხმობის გარეშე.
მტკიცებულება: რწმუნებულება (საქმე 2/1304-16; ტომი I. ს.ფ. I. ს.ფ. 45; 115-134; 112-113).
3.2.5. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება, არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის და კრების თავმჯდომარის უფლებამოსილების კანონიერების შემოწმება. პარტნიორთა კრების მიერ, საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ცვლილების კანონიერების შემოწმება და წლიური ანგარიშის დამტკიცების კანონიერება.
ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით საზოგადოების პარტნიორზე უფლებამოსილების მინიჭება, იმავე საზოგადოებაში, სამეურნეო მოქმედებების შემოწმებისათვის წარადგინოს მის მიერ შერჩეული აუდიტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. შესაბამისად, სადაო კრების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე გარდა სპეციალური კანონის ნორმებისა, ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დღის წესრიგში დამატებათა შეტანა. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები).
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა საერთო კრებაზე. შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.
ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2016 წლის 5 მაისის შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორთა საერთო კრება მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით, პარტნიორებს კრების ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგის პროექტი ეცნობათ ერთი კვირით ადრე. ასევე დადგენილია, რომ პარტნიორებმა წარადგინეს განცხადება იმავე კრების დრის წესრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც უდავოდ მოწმობს, რომ შპს პარტნიორები, და მათ შორის მოსარჩელე ი. ხ-------, ინფორმირებული იყო როგორც კრების დღის წესრიგის, ასევე ადგილის და დროის თაობაზე. დადგენილია, რომ კრებაზე გადაწყვეტილება მიიღეს ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებმა. (იხ. ს/საქმე 2/1304. ტ.1. ს.ფ.45;112-125;).
უსაფუძვლოა მოთხოვნა, 2016 წლის 5 მაისის შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების არაუფლებამოსილი თავმჯდომარის მიერ ხელმძღვანელობის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდების 5.1. მუხლით დადგენილია, რომ საზოგადოების პარტნიორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების მართვაში პარტნიორთა კრების მეშვეობით;
წესდების 6.1. მუხლით - საზოგადოების მმართველობის უმაღლესი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც მოიწვევა სულ ცოტა წელიწადში ერთხელ დირექტორის მიერ, საზოგადოების წლიური შედეგების განსახილველად, სხვა შემთხვევაში კი დირექტორის ან პარტნიორთა მიერ ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
7.2. პუნქტით საზოგადოების საწესდებო ფონდი წარმოიქმნება დამფუძნებლების ფულადი და მატერიალური შენატანების ხარჯზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სარჩელი შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების არაუფლებამოსილი პირის (თავმჯდომარის) მიერ მოწვევის მოტივით, კრების N1 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დირექტორი (დირექტორატი) სამეწარმეო საზოგადოების მართვის აუცილებელი ორგანოა, რომლის მნიშვნელობაც საზოგადოების საქმიანობის სწორად წარმართვაში გადამწყვეტია. დირექტორი, ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის თანახმად, აღჭურვილია საზოგადოების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება მეწარმე სუბიექტის მიზანს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში საზოგადოების წარმოდგენას ნიშნავს. სწორედ დირექტორის მეშვეობით ხდება იმ გადაწყვეტილებების რეალიზაცია, რომელთაც იღებს პარტნიორთა საერთო კრება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდების 6.5 მუხლით, საზოგადოების დირექტორი ინიშნება პარტნიორთა კრებაზე. დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს დირექტორია (უვადოდ) თ. ჟ------–---–ი.
სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის სპეციფიკურ ხასიათს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი მხრივ, თ------ ჟ------–---–ი შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორია და, მეორე მხრივ, იგი იმავდროულად ორგანიზაციის დირექტორიც არის, ასევე იგი შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 66,7 % მფლობელი აქციონერია, რომელმაც, როგორც შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს დირექციამ, უფლებამოსილება მიანიჭა საზოგადოების მენეჯერ-იურისტს ივანე ა------------ეს (პირადი ნომერი 6---------7), 2015 წლის სამეურნეო შედეგებზე ანგარიში წარუდგინოს-შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“- ს პარტნიორთა საერთო კრებას და განახორციელოს კრებაზე დირექციის წარმომადგენლობა და მასთან დაკავშირებული ყველა უფლებამოსილება (საქმე 2/1304-16; ტომი I. ს. ფ. 96).
ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ივლისს შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს პარტნიორმა თ------ ჟ------–---–მა, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა ივანე ა------------ეს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------ ჟ------–---–ი, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრებაზე მონაწილეობდა წარმომადგენელის, ივანე ა------------ის მეშვეობით, და ასევე, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრებას, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს დირექტორის 2016 წლის 20 აპრილის 01/2016 წლის მინდობილობით თავმჯდომარეობდა საზოგადოების მენეჯერ-იურისტი - ივანე ა------------ე (საქმე 2/1304-16. ტ.1.ს.ფ. 96; 109-110).
6.2. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელის მითითება შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს საწესდებო კაპიტალის 10.000 (ათი ათასი) ლარის ფულადი შენატანის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო.
როგორც აღინიშნა, სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ქუთაისის №1 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. და წერეთლის ქ. N20/ საიდენტიფიკაციო კოდი: 2-------- რეგისტრირებულია 1997 წლის 15 სექტემბერს. სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 12/4-708 მარეგისტრირებელი ორგანო: ქ. ქუთაისის სასამართლო;
დადგენილია, რომ 1997 წლის 15 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რეგისტრ. N12/4-708, დამტკიცდა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდება. წესდების 2.5 მუხლით, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 10000 (ათი ათასი) ლარს და წარმოადგენს დამფუძნებლების სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ განკერძოებულ საკუთრებას. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997 წლის 15 სექტემბრის დადგენილების მე-7 პუნქტით - საწარმოს საწესდებო კაპიტალია 10.000 (ათი ათასი) ლარის ქონება. (საქმე 2/1304-16; ტ.მე-1. ს.ფ.31-43; 157-161).
1997 წლის 08 სექტემბრის აქტით დადგენილია, რომ შპს ,,დენტ-ი-----“-ს დამფუძნებლებმა შპს ,,დენტ-ი-----“-ს დირექტორს თ------ ჟ------–---–ს გადასცეს საწესდებო კაპიტალში ჩადებული ქონება სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, სრულ განმგებლობაში, რაც დაადასტურეს ხელმოწერით. სულ წარმოდგენილი ქონება შეფასდა 10 000 (ათი ათასი) ლარად. (ტ.მე-2. ს.ფ.14-21).
2016 წლის 14 მაისის აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ აუდიტორული ფი---- ,,აუდიტ-სერვის-ცენტრის“ ექსპერტმა ვ. ბაჯაძემ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტიმერთან“ დადებული ხელშეკრულება N01/14 (12.05.2016წ.) საფუძველზე მოახდინა საწესდებო კაპიტალში მოძრავი ქონების ჩანაცვლება უძრავი ქონებით. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10000 ლარს. კაპიტალში შედიოდა სამი სხვადასხვა სახის ბორმანქანა; 1. ც. კერამიკის ფეჩი და 2 ც. ფაიფურის სატექნიკო მაგიდა. ზემოთ აღნიშნული მანქანები ჩამოწერილია და ფიზიკურად არ არსებობს. მოხდება მათი ჩანაცვლება ადმინისტრაციული შენობის ერთი ოთახით, რომლის ფართი შეადგენს 9.623 კვ.მ. (ყოფილი რეგისტრატურის ოთახი). აღნიშნული ფართი შეფასდეს 10000 ლარად. ამრიგად, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------ს“ საწესდებო კაპიტალში მოხდა ჩანაცვლება უძრავი ქონებით, რომლის ღირებულება შეადგენს 10000 ლარს. საწესდებო კაპიტალი არ შეცვლილა. (ტ.მე-2. ს.ფ.70).
სასამართლოს მიაჩნია, რომ საწესდებო კაპიტალში აღნიშნული სახის ცვლილება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რადგან საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება თ------ ჟ------–---–ის საწარმოს წარმომადგენლობაზე და ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირად ყოფნის ფაქტი. წარმომადგენლობაზე, ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს მართვას, ისეთი სახის გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც შესაძლოა საწარმოსათვის უმნიშვნელოვანესი შედეგები მოყვეს. დირექტორის უფლებამოსილება პირდაპირ უკავშირდება საწარმოს მომავალ ბედს და შესაბამისად აქციონერთა - დამფუძნებელი პარტნიორის ქონებრივ უფლებებს. დირექტორის ფუნქციაა ფლობდეს მენეჯერულ თვისებებს, იცნობდეს სამეწარმეო ბაზარს, კომპანიის შესაძლებლობებს და ყველა ღონე იხმაროს დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. დირექტორის მოვალეობას წარმოადგენს კომპანიისადმი ზრუნვის ვალდებულება, დირექტორი საქმეებს უნდა წარუძღვეს კეთილსინდისიერად და ზრუნავდეს კომპანიის მოგებაზე.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------ს“ დირექტორის მხრიდან/ქმედებებიდან არ იკვეთება დირექტორის გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება კომპანიის მიმართ და შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის ეჭვი თ------ ჟ------–---–ის მიერ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------ს“ მიმართ მიზანმიმართული ზიანის მოტანის თაობაზე. საქმის მასალებით დასტურდება სრულიად საწინააღმდეგო და წარმოდგენილია იმავე საზოგადოების რენტაბელურობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
გარდა ამისა, სსს კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სსს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს საწესდებო კაპიტალის 10 000 (ათი ათასი) ლარის, მისი კუთვნილი პროპორციული წილის თანხობრივად შეტანის თაობაზე. რაც შეეხება შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წესდების ზოგადი დებულების 1.5 მუხლის ჩანაწერს საწესდებო კაპიტალის პარტნიორთა წილის თაობაზე, იგი წარმოადგენს პარტნიორის წილის შესაბამის ფულად გაანგარიშებას და არა პარტნიორის მიერ საზოგადოების ანგარიშზე შეტანილ ფულადი თანხის ამსახველ მტკიცებულებას.
მითითებული, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. პარტნიორთა კრება უფლებამოსილი იყო ემსჯელა დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხზე და კენჭისყრის შედეგად, მომხრე -66,7; წინააღმდეგი -17,9 კრებამ დაადგინა: შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნას ცვლილება მისი მოცულობის გაზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორციელებული, დღეის მდგომარეობით ამორტიზირებული, გამოუსადეგარი ქონება ინვენტარის სახით და ჩანაცვლებულ იქნას იგი ქალაქ ქუთაისში, პუშკინის ქუჩის N20/ წერეთლის ქუჩის N9-ში მდებარე, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს უძრავი ქონების, შენობის (ს/კ 03.03.26.002.01/502) ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იგივე ათი ათასი ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით. (საქმე N2/1304-16; ტ.1. ს/ფ. 22-29).
კრებამ ასევე დაამტკიცა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2015 წლის საფინანსო-სამეურნეო წლის შედეგები.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2014 წლის 15 თებერვალს შედგა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ პარტნიორთა კრება. კრებამ დაადგინა - 1. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული პარტნიორთა წილები აღიარებული იქნას რეალური ფართების სახით. 2. შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----ს“ წესდების 12.5 მუხლში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის, რეორგანიზაციის პარტნიორთა ნატურით შესაძლო გამოყოფის დროს ყველა პარტნიორზე გადანაწილდეს შპს ,,დ----------ს“ უძრავი ქონება 18.01.2013 წლის შპს N1 ს-----------–--------- პ---–---–----- ,,დ----------ს“ პარტნიორთა კრების დადგენილებისა და თანდართული შპს ,,ინტელექტ კადასტრ ჯგუფის“ ექსპერტის დასკვნის შესაბამისად დანართი N3. (ტ.მე-2. ს.ფ.207-225).
სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, აქციონერთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს (იხ. სუსგ №ას-863-813-2015, 2015 წლის 17 დეკემბერი). შესაბამისად, აქციონერთა კრების ოქმზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების მოწვევისას არ დარღვეულა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები.
6.3. სარჩელი უსაფუძვლოა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტიმერში“ პარტნიორის მიერ შერჩეული აუდიტის - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების სპეციალური შემოწმებისათვის დაშვების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უტყუარად დადასტურებული, სანდოობის უმაღლესი ხარისხის მქონე მტკიცებულების გარეშე, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რაც ეჭვქვეშ დააყენებს დირექტორის საქმიანობას და რაიმე ფორმით შეაფერხებს სამეწარმეო სუბიექტის ფუნქციონირებას.
საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების სპეციალური შემოწმებისათვის აუდიტის დაშვების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი გარემოების გასამყარებლად, მოსარჩელეს მითითებული აქვს საზოგადოების დირექტორის მხრიდან ი---- ხ------ის მოთხოვნის უგულებელყოფა, საზოგადოების ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე.
მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან, რომლის მე-3 მუხლის 10-ე პუნქტის თანახმად, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. მოსარჩელემ 27.09.2015 განცხადებით მიმართა შპს-ს დირექტორს, რათა ნება დაერთო შპს-ს წარმოედგინა მის მიერ შერჩეული აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედების სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლის დღემდე“, რაზედაც პასუხი არ მიუღია. ი---- ხ------- არის შპს-ს 5% წილის მფლობელი, შესაბამისად მას სურს რომ იცოდეს და ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის თაობაზე. კერძოს, შპს-ს შემოსავალ-გასავალი, რამდენია მოგება-ზარალი, როგორ და რა წესით ნაწილდება მოგება, დივიდენდები.
სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-დან გამოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია, რაც სრულად გადაეცა მოსარჩელეს, თუმცა იგი სასამართლოს თხოვს აღნიშნული უფლებით აღჭურვას, რაც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო.
როგორც აღინიშნა, ზოგადად შპს-ს დირექტორი ანგარიშვალდებულია პარტნიორების წინაშე და ვალდებულია, მართოს საწარმო პარტნიორთათვის მაქსიმალური სარგებლიანობის მოტანის მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს პარტნიორთათვის რაც შეიძლება მეტი დივიდენდის მიღების შესაძლებლობა საზოგადოების ინტერესების ხელყოფის გარეშე. იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი, როგორც იურიდიული პირის ხელმძღვანელობით-წარმომადგენლობითი ორგანო, საქმეებს უძღვება საკუთარი პასუხისმგებლობისა და სამეწარმეო გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე, იგი საქმიანობის პროცესში ავლენს საკუთარ ნებას, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებისას დირექტორი არ არის დამოკიდებული პარტნიორებზე და მისთვის დირექტივების მიცემის უფლება არავის აქვს. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მან არ უნდა გაითვალისწინოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები და პარტნიორთა კრებას არ უნდა შეუთანხმოს მნიშვნელოვანი საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი მართავს და უძღვება საწარმოს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში. არავის აქვს უფლება ზემოქმედება მოახდინოს მის საქმიანობაზე, საწარმოს პარტნიორებსაც კი.
მოცემულ შემთხვევაში საუბარია ცალკეულ პარტნიორთა სუბიექტურ შეხედულებებზე, სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. მოსარჩელე ი---- ხ------ის ეჭვს იწვევს შპს-ს შემოსავალ-გასავლის, მოგება-ზარალის, მოგების და დივიდენდების განაწილების საკითხი. დირექტორის მიერ მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების საკითხი.
დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“ ბაზარზე ფუნქციონირებს 1997 წლიდან და ეწევა სტომატოლოგიურ მომსახურებას.
2001 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ 1. სოფიო გაბელაშვილის, ანა ბერაძის, ვენერა თოდუას, და სხვათა საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი, დარჩა 2001 წლის 05 დეკემბრის, იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციისა და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების მიერ მიღებული დადგენილება, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის შესახებ. ტომი I (ს/ფ. 66-69).
ასევე, ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის 2001 წლის 15 აგვისტო N07/3-357 წერილით დადგენილია, რომ მ/წლის 27 ივლისის N 07-43 ბრძანების საფუძველზე, შპს „დ----------“-ს პარტნიორთა მოთხოვნის (საჩივრის) საფუძველზე, შემოწმებული იქნა, შპს „დ----------“-ს ბიუჯეტთან და არასაბიუჯეტო ფონდებთან ანგარიშისწორების შემოწმება. წერილში მოყვანილი ფაქტები არ დასტურდება და არ შეესაბამება სინამდვილეს. (ტ.1. ს.ფ.78).
დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის საოლქო საგადასახო ინსპექციის 2001 წლის 27 ივლისის N07-43 ბრძანების საფუძველზე შემოწმებული იქნა შპს დენტ-ი------ს ბიუჯეტთან და არასაბიუჯეტო ფონდებთან ანგარიშსწორების შემოწმება შპს „დენტ-ი-----“-ს პარტნიორთა მოთხოვნის (საჩივრის) საფუძველზე, 1999 წლის 1 იანვრიდან 2001 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში. ფაქტები არ დასტურდება და არ შეესაბამება სინამდვილეს (ტ.მე-2. ს.ფ.10).
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აპრილს ჩატარდა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს აუდიტორული შემოწმება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის მდგომარეობით შპს ,,დენტ-ი-----“-ს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზიდან ირკვევა, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ციფრობრივი მაჩვენებლები რეალურად ასახავს საზოგადოების ფინანსურ მდგომარეობას.
შპს ,,დენტ-ი-----“-ს 2017 წლის მდგომარეობით შემოწმებული სამეურნეო- საფინანსო ოპერაციები ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნებისა და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება ძირითადად ნაწარმოებია სწორად, საგადასახადო მოთხოვნათა შესაბამისად.
ანალოგიური შინაარსის დასკვნა გასცა აუდიტმა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-ი-----“-ს აუდიტორული შემოწმების 2017 წელს (ტ. მე-2. ს.ფ. 51-58); ანალოგიური შინაარსისაა აუდიტორული შემოწმების 2011-2014; 2015; 2016 წლის დასკვნები (ტ. მე-2. ს.ფ. 120-172; 337-338); (ტ.მე-2. ს.ფ.51-58; ს.ფ.120-172; 337-338).
დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში მერიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სამუშაო ჯგუფმა, ამავე სამსახურის უფროსის 2.08.01 წ. N17 ბრძანების საფუძველზე შპს N4 ს-----------–--------- პ---–---–----- დენტ-იმერში განახორციელა მონიტორინგი შიდა სტანდარტით მუშაობის პრაქტიკის და დევნილი ინვალიდთა ს-----------–--------- დახმარების ფედერალური პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, ზემოთ აღნიშნულ დაწესებულების, ბუღალტერიის კადრების სტატისტიკის სამსახურების მასალების და 2001 წლის ივნისის თვეში გატარებულ ყველა ს-----------–--------- პაციენტის ბარათის ანალიზის მიხედვით. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ: დაწესებულება რენტაბელურია, სადღეისოდ არ გააჩნია რაიმე დავალიანება, რომელიმე უწყების ან თანამშრომლის მიმართ; შიდა სტანდარტით შემოსული თანხა უზრუნველყოფს დაწესებულების ყველა თანამშრომლისთვის მინიმალური ხელფასის ოდენობის გაცემას; შიდა სტანდარტისა და ფედერალური პროგრამის მსვლელობაში, ჩვენი სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე დარღვევები არ დაფიქსირებულა. დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“, სრულად აკმაყოფილებს ,,ბაზარზე“ არსებულ მოთხოვნებს და იგი წარმატებული ორგანიზაციაა. (საქმე-2/1304-16; ტ.1.ს.ფ.162-173).
ყოველივე მითითებული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს დირექტორი გულისხმიერი მეწარმის პრინციპით ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, პარტნიორები იღებენ დივიდენდებს და ეს ფაქტი სადავო არ არის.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-10 პუნქტით - ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით.
ანალოგიური კატეგორიის დავაზე (საქმე №ას-964-925-2014) საკასაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნები და სამართლებრივი შეფასება და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებაში განმარტა, რომ იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას სრულად ექვემდებარება საწარმოში ფაქტობრივად არსებული კომერციული ინფორმაციის მიწოდება. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პარტნიორის უფლების დასაცავად, გარდა ზემოთ განხილული ინფორმაციის მიწოდებისა, ითვალისწინებს ისეთ ქმედით მექანიზმებს, როგორიცაა, კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის უფლება (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით); 91 მუხლით განსაზღვრული პარტნიორთა კრების ინსტიტუტი და სხვა. დირექტორის ყოველდღიური საქმიანობა საზოგადოების მოგება უნარიანობაში ასახული ინფორმაციაა და, მიუხედავად იმისა, პარტნიორისათვის ცნობილი არის თუ არა დირექტორის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას სუბიექტურად არსებული ინფორმაცია, მას, სწორედ, წლიური ანგარიშის შემოწმების შედეგად შეუძლია გამოიტანოს დასკვნები საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელების ეფექტურობისა და კანონიერების თაობაზე“.
ამდენად, კანონის საფუძველზე, შპს-ს პარტნიორს უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. მოცემულ შემთხვევაში, წლიური ანგარიში დამტკიცებულია. უდავოა, რომ პარტნიორები იღებენ დივიდენდებს და აღნიშნული ფაქტი სადავო არ არის.
მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონის მე-9 მუხლით - 1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3.ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონის 46.4 მუხლით - დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
სასამართლოს მიჩნია, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას სრულად ექვემდებარება მითითებულ ორგანიზაციაში ფაქტობრივად არსებული კომერციული ინფორმაციის მიწოდება. მოპასუხემ სასამართლოს სრულად წარმოუდგინა და მოსარჩელეს გადასცა შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს წიგნები და ჩანაწერები, საწარმოს მიერ დადებული ხელშეკრულების ასლები. საგამოძიებო ორგანოების მიერ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის მასალები, რაც გაზიარებული იქნა სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, საქმეზე დართულია 2011-2018 წლის აუდიტის დასკვნები.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გამოკვეთილი არ არის დირექტორის მიერ უფლებათა გადამეტება და ამდენად, ასევე არ იკვეთება შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს სპეციალური შემოწმების აუცილებლობა.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოპასუხეთა წარმომადგენელთა სსს კოდექსის 85-ე მუხლზე მითითება, არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.
მეწარმეთა შესახებ, საქართველოს კანონის მე-9 მუხლით 1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში ი---- ხ-------მ მიიჩნია, რა მისი უფლება დარღვეულად, სარჩელით მომართა სასამართლოს მოპასუხეების - თ------ ჟ------–---–ის, როგორც შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს დირექტორის და მოპასუხე - შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს მიმართ.
დადგენილია, რომ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“ (დირექტორი თ. ჟ------–---–ი) საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყო ორგანიზაციის იურისტ -მენეჯერის ივანე ა------------ის (საქმე 2/1304-16; ს/ფ. 174; საქმე 2/1259-15. ტ.1. ს/ფ. 130-134) და შალვა ქურდაძის (საქმე 2/1259-15. ტ.1. ს/ფ.207) სახით.
დადგენილია, რომ შესაგებელი სწორედ შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს სახელით იქნა წარმოდგენილი და სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა სსს კოდექსის 85-ე მუხლზე მითითება, არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის თაობაზე.
ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა კრების ოქმის გასაჩივრების ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილია შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების #- ოქმის ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდა ი---- ხ-------, ხოლო სარჩელი სასამართლოში შპს ,,#- ს-----------–--------- პ---–---–----- დ----------“-ს 2016 წლის 05 მაისის პარტნიორთა საერთო კრების #--2016 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილია 2016 წლის 4 ივლისს, კანონით დადგენილ ვადაში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარი, სსს კოდექსის 55.2-ე მუხლის საფუძველზე, უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მოპასუხემ წარმომადგენელს იურიდიული მომსახურებისათვის გადაუხადა 665 ლარი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე თ. ჟ------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე ი---- ხ-------ს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი---- ხ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. მოპასუხე ი---- ხ-------ს თ------ ჟ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 665.00 ლარის გადახდა;
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავს წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამ პირებმა გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მ--–--------------