განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020100119003192188 (1/535-19)
განაჩენი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნატრული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი - მა--------------ს
ბრალდებული - მა--------------–---–--ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: მა--------------–---–--ს მიმართ
მამის სახელი: ჟო---
დაბადებული: 0-.01.1--2 წელს
პირადი ნომერი: 51--------4
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: წა-–--------------–----–--------------------------ჩა №28
რეგისტრირებული: წა-–--------------–----–--------------------------ჩა №28
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 3811 -ე მუხლის პირველი ნაწილით
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
მა--------------–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულე-ბების შეუსრულებლობა.
იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცე-ბულად ცნო:
2019 წლის 30 ივლისს გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერით მოძალადე მა--------------–---–--ს 30 დღის ვადით აეკრძალა დაზარალებული - მეუღლის ინ-------–--------ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე აეკრძალა მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იმყოფება და მასთან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია.
2019 წლის 27 აგვისტოს, მა--------------–---–--მ არ შეასრულა №0----- შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა ქ. წა-–---------------------------ა №28-ში მდებარე ინ-------–--------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც 2019 წლის 28 აგვისტოს ინ-------–--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა-მიმართა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით.
2019 წლის 24 დეკემბრის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულის პოზი-ციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მა--------------–---–--ს ბრალეულობა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
დაზარალებულ ინ-------–--------ს განმარტებით დადასტურებულია, რომ მა--------------–---–-- არის მისი მეუღლე, 2019 წლის 30 ივლისს იყო მთვრალი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა მას გამოუწერა შემაკავებელი ორდერი და არ ჰქონდა სახლში მისვლის და მასთან კონტაქტის უფლება რის გამოც ცხოვრობდა ნათესავებთან. 2019 წლის 27 და 28 აგვისტოს მა--------------–---–-- იყო ნასვამი, მივიდა მასთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარას ადგილი არ ჰქონია, მისმა შვილმა დარეკა 112-ში, გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც მოუყვა ყველაფერი და დააკავეს მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მის მეუღლეს უყვარს ოჯახი, არის მზრუნველი მამა, ჰყავს ავადმყოფი მამამთილი, ორი არასრულწლოვანი შვილი და მა--------------–---–-- არის მათი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, ითხოვს მის გათავისუფლებას.
მოწმე არ----–--------ა განმარტავს, რომ მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ინ-------–--------, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე მა--------------–---–--, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი და აკრძალული მასთან მიახლოება, მივიდა სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან მა--------------–---–--ს არ ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოების და კომუნიკაციის უფლება, მან დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რის გამოც იქვე დააკავეს ეზოში, საცხოვრებელი სახლის წინ.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებელმა ზუ-----–-----მ და აღნიშნა, რომ არ----–--------ასთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ინ-------–--------ს განმარტებით მა--------------–---–--ს მხრიდან ადგილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რომელიც წინა თვეში ინ-------–--------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მის მიერ იყო გამოწერილი, ასევე მსხვერპლის მითითებით საცხოვრებელი სახლის ეზოში დააკავეს მა--------------–---–--.
მა--------------–---–--ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებებით.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა №1 - 2019 წლის 28 აგვისტოს 112-დან შემოსული შეტყობინებით (ს.ფ 1-3)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 15 სექტემბრის საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2019 წლის 16 სექტემბრის ამოღების ოქმით (ს.ფ. 66-71)
2019 წლის 30 ივლისის №0----- შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ. 72-75)
2019 წლის 17 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 78-84)
ბრალდებულ მა--------------–---–--ს აღიარებით
მოწმეების მა-–--------------------------------–---–--ს გამოკითხვის ოქმებით.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთე- ლობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნვეყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.
ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი;
საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ დაზარალებული ინ-------–-------- არის მა--------------–---–--ს მეუღლე და მისი ოჯახის წევრი.
პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.
შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძლადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.
მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებ- ლობია იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სხვადასვხვა ვალდებულებებს, მოთხოვნებს, რომელთა შეუსრულებლობა შეიძლება სისხლისსა-მართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
განსახილველი დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს ასეთი შედეგის დადგომა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი-ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლი-ობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლი-ობა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.
პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე) სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ მა--------------–---–--მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებუ-ლებების შეუსრულებლობა.
ამდენად, ბრალდებულ მა--------------–---–--ს ქმედება სწო---დ არის დაკვალიფიცი- რებული საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მა--------------–---–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
მა--------------–---–--ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწი-ნებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწი-ნააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
მა--------------–---–--ს მიმართ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას სასამარ-თლო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მა--------------–---–--მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ადრე არ არის ნასამართლევი და მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით რეალური სასჯელის გამოყენება ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით არ იქნება თანაზომიერი და პროპორციული და შეიძლება გამოიწვიოს მისი ტანჯვა, შესაბამისად სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორცი-ელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის და ხერხის გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ მა--------------–---–--ს მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის და შესაბამისად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, რაც არის გამართლებული და საკმარისი მისი შემდგომი რესოციალიზაციისათვის, რაც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 1--1 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე Dudgeon v. the United Kingdom, სადაც მსჯელობს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მუდმივად გასდევს სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვას შორის.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლება-მოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალის- წინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ცნობილი იქნას დამნაშავედ მა--------------–---–-- (პირადი ნომერი 51--------4) საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.მა--------------–---–--ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2019 წლის 24 დეკემბრის 12:14 საათიდან.
3.მა--------------–---–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 28 აგვისტოდან 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
4.მა--------------–---–--ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად მა--------------–---–--ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (წა-–--------------–----–--------------------------ჩა №28)
6.საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად მა--------------–---–--ს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნატრული აკობია