განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
№1/2---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ალიკა ლეგაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ვა--- მი-----–--ლის
ადვოკატ - მი----- მუ------–--ლის
თარჯიმან - ნო------ ბა------ძის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ვა--- მი-----–--ლი;
მამის სახელი: ლე--;
დაბადებული: 05.09.1----–--–-;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: განათლების გარეშე;
ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ახ--–-------–-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ახ--–-------–-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ვა--- მი-----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ
1. ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 07 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ - შო--- მო-------–--ლის მიერ, ვა--- მი-----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი № 0-----, რომლის თანახმადაც ვა--- მი-----–--ლს აეკრძალა ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №-- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან, ცი--- წი----ძესთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა ცი--- წი----ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიური საშუალებებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვა--- მი-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, იგი მივიდა ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №-- მდებარე ცი--- წი----ძის საცხოვრებელ სახლთან და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
ვა--- მი-----–--ლი 2019 წლის 27 ოქტომბერს 05:15 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის 27 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 28 ოქტომბრის ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს განჩინებით, ვა--- მი-----–--ლის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, ვა--- მი-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრა გირაო 1000(ათასი) ლარის ოდენობით, იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 07 ოქტომბერს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელ- შო--- მო-------–--ლის მიერ, ვა--- მი-----–--ლის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი №0-----, რომლის თანახმადაც ვა--- მი-----–--ლს აეკრძალა .ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №-- მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან, ცი--- წი----ძესთან, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც იგი იმყოფებოდა, ასევე მას ამავე ორდერით აეკრძალა ცი--- წი----ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიური საშუალებებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვა--- მი-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, იგი მივიდა ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №-- მდებარე ცი--- წი----ძის საცხოვრებელ სახლთან და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების: შო--- მო-------–--ლის, მა-- წი----ძის, მა----- გო----–-–--ლის და ცი--–- წი----ძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ცი--- წი----ძის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი 0----- და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება რომ ვა--- მი-----–--ლმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები, რომლითაც დაეკისრა 2019 წლის 07 ოქტომბერს შსს ყვარლი რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შო--- მო-------–--ლის მიერ გამოცემული N0----- ორდერით, კერძოდ, ვა--- მი-----–--ლმა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2019 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, იგი მივიდა ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №-- მდებარე ცი--- წი----ძის საცხოვრებელ სახლთან და მასთან დაამყარა მისთვის არასასურველი კომუნიკაცია.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში და გულისხმობს ისეთ ქმედებას, მოქმედებას ან უმოქმედობას, რომლითაც ირღვევა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები. გათვალისწინებული მოთხოვნა-ვალდებულებები, რომლებიც დაეკისრა 2019 წლის 7 ოქტომბერს შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შო--- მო-------–--ლის მიერ გამოცემული N0----- ორდერის საფუძველზე, ვა--- მი-----–--ლს დაკისრებული ჰქონდა შემდეგი მოთხოვნა/ვალდებულებები - მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპილსათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით. ვა--- მი-----–--ლმა 2019 წლის 27 ოქტომბერს დაარღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული მოთხოვნა/ვალდებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კი ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებული ცი--- წი----ძე არის ბრალდებულის მეუღლე და ოჯახის წევრი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვა--- მი-----–--ლმა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ვა--- მი-----–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და მის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვა--- მი-----–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ვა--- მი-----–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვა--- მი-----–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ვა--- მი-----–--ლის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ვა--- მი-----–--ლს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
ვა--- მი-----–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის საოქმო განჩინებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და ვა--- მი-----–--ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 (ათასი)ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა--- მი-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, ვა--- მი-----–--ლს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი.
3. მსჯავრდებულ ვა--- მი-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 ოქტომბრის 05:15 საათიდან 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
4. ვა--- მი-----–--ლს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე