გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.10.2019
საქმის ნომერი
330310019003159724
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6560-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - გ------------–--–---–ი

წარმომადგენელი - ზ------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ს-----------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდება ს----------–--------------–--------------------------------------–--–---------------–--–---–--------–------–-----–------------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ს----------–--------------–-------------------------- 2013 წელს გ------------–--–---–ის სახელზე გასცა ბაკალვრის დიპლომი S-------------------------–---------, რომლის თანახმად, ს----------–--------------–------------------ს ს---- ბ--------------------------–-------------–-–---------–-------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ინფორმატიკაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო წესით დამოწმებული S---------- დიპლომი (ს.ფ 59-60).

 

3.2. გ------------–--–---–მა 2018 წლის 19 თებერვლის განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ს----------–--------------–------------------ს ს---- მიერ მასზე გაცემული ბაკალავრის S-------------------------–--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------------–--–---–ის 2018 წლის 19 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 55-56).

 

3.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2001 წლის 17 დეკემბერს შ------–-------------------–-----------------–--------------–-------------------- გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------- ლიცენზია.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.

 

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 15 თებერვლის №1------- გადაწყვეტილებით შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-----------------“ უარი ეთქვა ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭებაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო პროგრამები, კანონმდებლობით ჩარიცხული სტუდენტებისათვის ჩაითვალა აკრედიტირებულად, 2007-2008 სასწავლოს წლის დაწყებამდე.

 

სსიპ განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 2009 წლის 24 დეკემბრის №1---- გადაწყვეტილებით, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-----------------“ მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია, 5 წლის ვადით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-------------------, ჩაითვალა ავტორიზებულად აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 88-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შპს „ი-–-------------------–-----------------–--------------–-----------------ის“ მიერ განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალა აკრედიტირებულად.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–----------------- (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------) ცენტრში წარდგენილი აქვს ჩარიცხულ პირთა სია.

 

2011 წლის 30 ნოემბრიდან, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-----------------“ შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ს--–---–------------------------“. 2012 წლის 20 აგვისტოდან აღნიშნულ იურიდიულ პირს ეწოდა შპს „ს----------–--------------–------------------“, ხოლო 2014 წლის 29 სექტემბრიდან - შპს „ს--–---–-------------–-----------------------“.

 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 12 დეკემბრის №40 გადაწყვეტილებით, შპს „ს--–---–-------------–---------------------ს“ 2014 წლის 24 დეკემბრიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (სასწავლო უნივერსიტეტი).

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდათ ერთი წლით.

 

2015 წლის 30 სექტემბრიდან, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ს---- (საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------).

 

ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, გ------------–--–---–ის შესახებ მონაცემები არ იძებნება. იგი არაავტორიზებულ/ლიცენზირებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიის მიხედვით, შპს „ილ-------------------–-----------------–--------------–----------------ში“ ჩაირიცხა 2009 წლის 27 სექტემბრის №- ბრძანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 21 თებერვლის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 61-62);

 

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 13 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 65-66);

- ამონარიდი არაავტორიზებულ დაწესებულებებში ჩარიცხულ პირთა სიიდან (ს.ფ. 81).

 

3.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ს----------–--------------–----------------------ში 2009-2013 წლებში გ------------–--–---–ის სწავლის პერიოდი, მისთვის 2013 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი; ასევე, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-----------------“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 661 მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად, წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 67-71).

 

3.6. გ------------–--–---–მა 2019 წლის 26 ივლისის M---------------- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ს---- მიერ მასზე გაცემული S-------------------------–--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. დადგენილია, რომ მითითებული განცხადებით მან წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული ს----------–--------------–------------------ს ს---- - S-------------------------–--------- დიპლომი და მომსახურების საფასურის 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, გ------------–--–---–ის განცხადება დარჩა განუხილველად. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს უარი ეთქვა S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო №9----- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ ცვლიდა მისი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ------------–--–---–ის 2019 წლის 26 ივლისის განცხადება, დანართით (ს.ფ. 73-78);

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 72);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 79-80).

 

3.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილით მიმართა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრს, გ------------–--–---–ის მიერ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილის მიხედვით, გ------------–--–---–მა მონაწილეობა მიიღო 2009 და 2018 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა მან ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულის ცენტრის 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 82);

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 83);

- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 84-85).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------------–--–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ დავის განხილვისას უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც დადასტურდება ს----------–--------------–------------------ს მიერ 2013 წელს გ------------–--–---–ის სახელზე გაცემული S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობა.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), მე-5 მუხლის მიხედვით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) კი, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას; ბ1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას; გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირების (შემდგომში – საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღნიშნულ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესუსრცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.

 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის მე-3 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოში გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის/პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

ამრიგად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხი გადაწყვიტოს საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად.

საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------------–--–---–მა 2019 წლის 26 ივლისს M---------------- განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ს----------–--------------–------------------ს ს---- მიერ 2013 წელს მის სახელზე გაცემული S-------------------------–--------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. აღნიშნული დიპლომის თანახმად, ს----------–--------------–------------------ს ს---- ბ--------------------------–-------------–-–---------–-------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს მიენიჭა ინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ინფორმატიკაში.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, გ------------–--–---–ის განცხადება განუხილველად დარჩა. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს უარი ეთქვა S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო №9----- განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაცია არ ცვლიდა მისი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგს.

 

ასევე, დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს უარი ეთქვა S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ს----------–--------------–----------------------ში 2009-2013 წლებში გ------------–--–---–ის სწავლის პერიოდი, მისთვის 2013 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია და მის სახელზე გაცემული ბაკალავრის S---------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი; ასევე, შპს „--–-------------------–-----------------–--------------–-----------------“ არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსათვის 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (განსახილველ პერიოდში მოქმედი რედაქცია) 661 მუხლის მე-2 პუნქტით შესაბამისად, წარმოადგენდა ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

 

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხოლოდ კონკრეტული პირობების არსებობისას, კერძოდ, როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინა გადაწყვეტილებას/აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, იმ დროს, როდესაც რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 19 მარტის M---------------- გადაწყვეტილებით გ------------–--–---–ს უარი ეთქვა S---------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელს სტუდენტის სტატუსი არ ჰქონდა მოპოვებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა), მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რამდენად შეეძლო ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა, არსებითად ემსჯელა იმავე საკითხზე. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნულ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეიცვალა თუ არა გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ანდა ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება) განაპირობებს თუ არა განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს (აღნიშნულს სადავოდ არ ხდის მოსარჩელე), რომ გ------------–--–---–მა 2019 წლის 26 ივლისის M---------------- განცხადებით ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სანოტარო წესით დამოწმებული ს----------–--------------–------------------ს ს---- - S-------------------------–--------- დიპლომი და მომსახურების საფასურის 25 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ეთანხმება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო წინა გადაწყვეტილების მიღებას, არ შეცვლილა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ და ასევე, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდნენ განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. აღსანიშნავია, რომ განმეორებით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, მხარემ ვერ მიუთითა წინა გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოების ცვლილების შესახებ და ასევე, ვერ წარადგინა ისეთი სახის მტკიცებულებები, რაც გახდებოდა საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა ემსჯელა სადავო აქტის კანონიერებაზე. სასამართლოს დასკვნით, მითითებული გარემოებები გამორიცხავდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მართებულად.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის (ჩარიცხვის პერიოდში მოქმედი რედაქცია) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული და აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით პირველ საფეხურზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს ეროვნულგამოცდებგავლილი აბიტურიენტების სიებს, რომლებმაც უფლება მოიპოვეს, ისწავლონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით ან აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამით, და სიებს უგზავნის შესაბამის ფაკულტეტებს. ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ფაკულტეტი ვალდებულია აბიტურიენტები მიიღოს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული სიის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისა.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 3 სექტემბრის M---------------- წერილის მიხედვით, გ------------–--–---–მა მონაწილეობა მიიღო 2009 და 2018 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გ------------–--–---–მა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ვერ მოპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეამოწმა მოსარჩელესთან დაკავშირებული მონაცემების შესაბამისობა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და სათანადო გარემოებებზე მითითებით დაადგინა, რომ არ არსებობდა 2013 წელს ს----------–--------------–------------------ს ს---- მიერ გ------------–--–---–ის სახელზე გაცემული S-------------------------–--------- ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 30 ივლისის M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------------–--–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე