განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2019
საქმის ნომერი
330100118002592019
თარიღი
29.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3753-18

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------–---–-------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თა-----–---–----------------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

გ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2010 წლის 5 მარტიდან 2016 წლის 11 მაისამდე დროის პერიოდში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ----------------–---–მა მეუღლეს თ------–---–---ეს და 2016 წლის 11 მაისიდან 2018 წლამდე დროის პერიოდში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ----------------–---–მა ყოფილ მეუღლეს თ------–---–---ეს მიაყენა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ე.ი. გ----------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2.3. დაზარალებულ თ------–---–---ის ჩვენებით მიხედვით, ის და გ----------------–---–ი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად და 2010 წლის მარტიდან 2016 წლის მაისამდე იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ისინი ცხოვრობდნენ გ----------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, ქ. თბილისში, თ------–---–-------------ში. თანაცხოვრების პერიოდში მათ ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა, რა დროსაც გ----------------–---–ი მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეურაცხყოფის მიუხედავად იგი ბრალდებულთან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა, რადგან სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა, შემდეგ კი ბავშვი შეეძინათ და ურთიერთობის შენარჩუნების მიზეზი ბავშვი გახდა. საბოლოოდ, როდესაც გ----------------–---–ის სხვა სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, იგი მისი სახლიდან სხვაგან გადავიდა. გ----------------–---–ს პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან, რა დროსაც სისტემატურად აგინებდა მას. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეჭვიანობა იყო. ბრალდებული მასზე ხშირად ეჭვიანობდა. გ----------------–---–ი მას რამდენჯერმე სამსახურშიც მიუვარდა და ეჩხუბა. მან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო რამდენჯერმე უჩივლა პოლიციაში კ-------–---–ს. გ----------------–---–ის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. გ----------------–---–ი მას განქორწინების შემდეგაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა ტელეფონზე საუბრისას ან პირადი შეხვედრისას უწმაწური სიტყვების თქმასა და გინებაში. განქორწინების შემდეგაც იგი მიდიოდა მასთან ნასვამ მდგომარეობაში და აწუხებდა. გ----------------–---–ი მის მეგობრებსაც ურეკავდა და მასზე შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა. ასევე ემუქრებოდა თვითმკვლელობით. მის მცირეწლოვან შვილს ეუბნებოდა მასზე უარყოფით რაღაცებს. როდესაც მან ბრალდებული ყველა საკომუნიკაციო საშუალებაზე დაბლოკა, გ----------------–---–მა მამამისს მიწერა მის შვილზე შეურაცხმყოფელი სიტყვები. შეურაცხყოფის ფაქტებს ასევე შესწრებიან მისი და გ----------–---–---ე და მეგობრები. იგი ამ ყველაფრის გამო განიცდიდა ტანჯვას. ამ ეტაპზე მას ბრალდებულთან აქვს ლოიალური დამოკიდებულება და შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, არ სურს მისი მკაცრად დასჯა.

 

2.4. მოწმე ი-----–--–---–---ემ სასამართლოს მოახსენა, რომ თ------–---–---ე მისი შვილია. გ----------------–---–ი და თ------–---–---ე 9 წლის წინ დაოჯახდნენ. მათ გაუჩნდათ შვილი და ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად. ბოლო წლებში მათ შორის აირია ურთიერთობა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფები. გ----------------–---–ი ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას თ------–---–---ეს. კონფლიქტის მიზეზი გ----------------–---–ის ღალატი იყო, რაც თ------–---–---ისთვის ცნობილი გახდა. ამ ფაქტის შემდეგ თ------–---–---ემ დატოვა გ----------------–---–ის სახლი. შემდეგ გ----------------–---–ი მას აკითხავდა სახლთან და ქუჩიდან უყვიროდა. გ----------------–---–ი ცდილობდა შერიგებას, მაგრამ სათანადო გზებს ვერ პოულობდა. გ-------ს მხრიდან ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონია ადგილი რამდენიმე წლის წინ. ჩხუბის გამო მისმა მეორე შვილმა გ----------–---–---ემ რამდენჯერმე პოლიციას მიმართა გ----------------–---–ის წინააღმდეგ. კ-------–---–ის მიერ შეურაცხყოფის მიყენება ძირითადად ბრალდებულის სახლში ხდებოდა, თ------–---–-------------ში, ხოლო განქორწინების შემდეგ, - ა--–--ის ქუჩაზე, სადაც იგი დაზარალებულს ხვდებოდა სახლთან. გ----------------–---–მა სამსახურის დირექტორს სამსახურიდან გამოაშვებინა თ------–---–---ე. ამ ყველაფრის გამო თ------–---–---ე ცუდად გრძნობდა თავს.

 

2.5. მოწმე გ----------–---–---ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ თ------–---–---ის და. იგი იცნობს გ----------------–---–ს, რომელიც არის მისი დის ყოფილი მეუღლე. 2009 წელს შეუღლდნენ გ----------------–---–ი და თ------–---–---ე. მათი თანაცხოვრების პერიოდში და განქორწინების შემდეგაც იგი შესწრებია კონფლიქტურ სიტუაციებს, რა დროსაც გ----------------–---–ი თ------–---–---ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და შეურაცხმყოფელ მოკლეტექსტურ ტექსტებსაც სწერდა. გ----------------–---–ი თ------–---–---ეზე ეჭვიანობდა და მას ,,ბოზს“ ეძახდა, მათ შორის სხვების თანდასწრებით. მას ერთი წლის განმავლობაში მოუწია თ------–---–---ესთან ერთად ცხოვრება, რა დროსაც გ------- ხშირად აყენებდა მის დას შეურაცხყოფას. განქორწინების შემდეგ თ------–---–---ე მასთან გადავიდა, ა--–--ის ქუჩაზე, რის შემდეგაც ნასვამი გ----------------–---–ი მას ფანჯრებთან აკითხავდა და უყვიროდა ,,ბოზებო“, ასევე კარებზე უბრახუნებდა. მსგავსი ქმედება შეიძლება კვირაში ერთხელაც ყოფილიყო. გ----------------–---–ი დაზარალებულს თვითმკვლელობითაც ემუქრებოდა. ეს ყველაფერი ბავშვზეც მოქმედებდა. ამ ქმედებების შემდეგ თ------–---–---ე და მისი ბავშვი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით დადიან ფსიქოლოგთან.

 

2.6. გამომძიებლებმა დ----------------–---–მა და ლ------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

2.7. თ------–---–---ის 2018 წლის 8 მაისის №------- განცხადებით დასტურდება, რომ მან მიმართა ვ---------------–ოს სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსს, რომელსაც შეატყობინა ყოფილი მეუღლის გ----------------–---–ის მხრიდან ჩადენილ სისტემატური შეურაცხყოფის თაობაზე და ითხოვა დახმარება ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო (ს.ფ. 2).

 

2.8. 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და თ------–---–---ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ თ------–---–---ემ, გ----------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით - განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა (ს.ფ. 11-17).

ექსპერტმა მ-------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

2.9. თ------–---–---ის 2016 წლის 3 იანვრის განცხადების მიხედვით, იგი ვ---------------–ოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს ატყობინებს, რომ მეუღლე გ----------------–---–ი, რომელსაც ორი თვეა დაშორდა, სისტემატურად ცდილობს მასთან კონტაქტს და სთხოვს შერიგებას, რა დროსაც ზოგჯერ არის აგრესიული და არ სურს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, რის გამოც პოლიციას სთხოვს შესაბამის რეაგირებას (ს.ფ. 20).

 

2.10. ,,112“-ში შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ 2017 წლის 29 მარტს, 00:51 საათზე თ------–---–---ემ 112-ს შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტზე, კერძოდ მისმა ყოფილმა მეუღლემ გ----------------–---–მა ბავშვები წაიყვანა, საღამოს 12:00 საათზე უნდა მიეყვანა, თუმცა იგი ნასვამია და ბავშვებს არ ატანს (ს.ფ. 21).

 

2.11. 2017 წლის 3 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ თ------–---–---ემ გამომძიებელ ნ-------–---ესთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ ყოფილმა მეუღლემ გ----------------–---–მა ტელეფონზე საუბრისას მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (ს.ფ. 22).

 

2.12. 2017 წლის 26 სექტემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ თ------–---–---ემ გამომძიებელ ნ-------–---ესთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატურად ძალადობს ფსიქოლოგიურად, რაც გამოიხატება სატელეფონო საუბრისას გამოხატულ აგრესიაში და შერიგების იძულებაში (ს.ფ. 23).

 

2.13. თ------–---–---ის 2018 წლის 25 თებერვლის განცხადებით დასტურდება, რომ მან მიმართა ვ---------------–ოს სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსს და შეატყობინა, რომ მისი მეუღლე გ----------------–---–ი მას აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს, რის გამოც განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ითხოვს შემაკავებელი ორდერის გაცემას (ს.ფ. 25-26).

 

2.14. 2018 წლის 3 მაისის ზეპირი გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ თ------–---–---ემ გამომძიებელ ნ-------–---ესთან გასაუბრებისას განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატურად ძალადობს ფსიქოლოგიურად, რაც გამოიხატება სიტყვიერ შეურაცხყოფაში როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის წევრების მიმართ (ს.ფ. 29).

 

2.15. 2018 წლის 3 მაისის №------ შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ გ----------------–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, ყოფილ მეუღლის თ------–---–---ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე (ს.ფ. 30-31).

 

2.16. თ------–---–---ის მიერ გამოძიებაში წარდგენილი ფოტომასალით დასტურდება თ------–---–---ისა და გ----------------–---–ის მიმოწერა პროგრამა ,,v----”-ში, სადაც გ----------------–---–ი თ------–---–---ეს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას (ს.ფ. 38-51).

 

2.17. ბრალდებულმა გ----------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

2.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.18. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.19. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.20. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2010 წლის 5 მარტიდან 2016 წლის 11 მაისამდე დროის პერიოდში გ----------------–---–ი და თ------–---–---ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

2.21. დაზარალებულ თ------–---–---ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება გ----------------–---–ის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ სისტემატურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. მან ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ გ----------------–---–ი როგორც ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინების შემდეგ მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას პირადი შეხვედრის დროსაც და სატელეფონი საუბრისას, რის გამოც იგი განიცდიდა ტანჯვას.

გარდა დაზარალებულისა, სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დაადასტურეს დაზარალებულის დამ - გ----------–---–---ემ და მამამ - ი-----–--–---–---ემ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ გ----------------–---–ი ხშირად აყენებდა თ------–---–---ეს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

2.22. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, გ----------------–---–ის მიერ თ------–---–---ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული შემაკავებელი ორდერით, ზეპირი გასაუბრებების ოქმებით და თ------–---–---ის პოლიციაში მიმართული განცხადებებით, რომლებიც ყველა ეხება გ----------------–---–ის მიერ თ------–---–---ის სისტემატურ შეურაცხყოფას, ხოლო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის კატეგორიული ხასიათის დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ თ------–---–---ემ გ----------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2.23. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - დ----------------–---–ისა და ლ------------–---–ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

2.24. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 5 მარტიდან 2016 წლის 11 მაისამდე დროის პერიოდში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ----------------–---–მა მეუღლეს თ------–---–---ეს და 2016 წლის 11 მაისიდან 2018 წლამდე დროის პერიოდში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა გ----------------–---–მა ყოფილ მეუღლეს თ------–---–---ეს მიაყენა სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

3.7. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).

 

3.8. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

3.9. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

3.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ----------------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.4. სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობას. კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ხოლო ზოგადი პრევენცია ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.5. იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულს გ----------------–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნა, ითვალისწინებს ასევე ჩადენილი ქმედების საშიშროებასა და სპეციფიკას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გ----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ. დამნაშავის მიმართ დანიშნული ეს სასჯელი მოახდენს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე გ----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 7 ივლისიდან - 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადებისთვის სასარგებლო შრომა 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ოდენობით.

 

გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

მსჯავრდებულ გ----------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ გ----------------–---–ის მიმართ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე