განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003311002
საქმე #1/585-19 (011261019001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ--------- ლ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - შ--–-- გ------–- (დაბადებული 1----–-–-----------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-----------–--ში)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, გ------------------------–-----------–--ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო შ--–-- გ------–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს - ქ------- გ------–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა შ--–-- გ------–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარების, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ქ------- გ-----–ის, ლ---- მ--------–---–ის, მცირეწლოვან ლ--- გ-------ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შ--–-- გ-----–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს შ--–-- გ------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას. შ--–-- გ------–- სოციალურად დაუცველია, მას შეურიგდა დაზარალებული და პრეტენზია არ აქვს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის სპეციფიკას, მისი ჩადენის გარემოებებს - შ--–-- გ------–- მცირეწლოვანი, მათ შორის - ავადმყოფი, შვილიშვილების თანდასწრებით დაემუქრა შვილს, რაც სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამამძიმებელი გარემოებაა და მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი შ--–-- გ------–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-- გ------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ შ--–-- გ------–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ შ--–-- გ------–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი