განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100119003279800
საქმე #1/542-19 (028011019001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ--–--- მ----------- (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: კ-----------------------–--------------)
ადვოკატი - ნ------- ც--–---
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2019 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე, კ-----------------------–------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის გამო, მთვრალი ჯ--–--- მ----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ს-------- მ---------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, ჯ--–--- მ----------მა მეუღლეს სახეში დაარტყა რამდენჯერმე და მოუჭირა ხელი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლაც კი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ჯ--–--- მ-----------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა - ს-------- მ---------მ და მოწმე ე--- მ----------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.3. ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება (2019 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3.4. უდავოდ მიჩნეული სხვა მოწმეთა ჩვენებები ირიბია, ხოლო - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს-------- მ---------ს დაუდგინდა მარჯვენა ლოყის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. პირადი გასინჯვისას მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკეც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 175-176);
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ;
მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ცხადია, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი. არცერთი უტყუარი მტკიცებულებით დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება ან/და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შორის. ამდენად, ჯ--–--- მ----------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ--–--- მ----------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ჯ--–--- მ----------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. ნივთმტკიცებები - ტანსაცმელი და მობილური ტელეფონის სადენი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
4. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი