განაჩენი

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
050100119002925779
დავის ტიპი
373 1
თარიღი
03.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002925779

საქმე N 1-112-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

23. 12. 2019 წელი ქ.ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე

 

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: მამუკა ნადირაძე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: გოჩა გორდელაძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------

 

ბრალდებული: ზვ--------–---ე

მამის სახელი: რ------

დაბადებული: 3-. 10. 1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი შ----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2----–-–-------------- ზვ--------–---ემ მიმართა სსიპ იუსტიციის სახლის ოზურგეთის ფილიალის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს ოპერატორს ა-----–----–---ს და მოითხოვა მისი მოვალის - კა------------ს წინააღმდეგ წარმოებული სააღსრულებო საქმის შეწყვეტა. ზვ--------–---ემ აღნიშნული განცხადება დაადასტურა ხელმოწერით, თუმცა 2----–-–------------–ს, ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში ზეპირი გამოკითხვის ოქმის შედგენისას, ზვ--------–---მ განახორციელა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა და განმარტა, რომ ოზურგეთის სააღსრულებო ბიუროში, კა------------ს წინააღმდეგ წარმოებული აღსრულების საქმის შეწყვეტის თაობაზე არანაირი განცხადება არ შეუტანია და სააღსრულებო საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადებაზე ხელი მას არ მოუწერია. ვინაიდან იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, იმავე დღეს, 2----–-–------------–ს, ზვ--------–----ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2----–-–------------–ს გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა ზვ--------–---ე, რა დროსაც კვლავ განახორციელა ცრუ დასმენა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ექსპერტიზა, დაიკარგა საგამოძიებო ორგანოს ძალისხმევა და დრო, რადგან ზვ--------–----ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აშკარად შეუსაბამო იყო სინამდვილესთან.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ა-----–----–---მ განმარტა, რომ მუშაობს ოზურგეთის იუსტიციის სახლში, აღსრულების განხრით უფროს სპეციალისტად. ზვ--------–---ემ წარმოადგინა სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც კა------------ს მიმართ გააჩნდა გარკვეული მოთხოვნები, ხშირად მიდიოდა ბიუროში და საქმესთან დაკავშირებით ითხოვდა ინფორმაციას, მეტწილად ზეპირსიტყვიერს. ერთ-ერთი მოსვლის დროს ზვ--------–---ემ მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა კა------------ს მიმართ. მან გაუმარტა ზვ--------–---ეს, რომ შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება იგივე მხარეებს შორის აღარ განხორციელდებოდა, აღარ ექნებოდა სააღსრულებო ფურცლის მეორედ შემოტანის უფლება იმავე პირის მიმართ და იმავე საქმესთან დაკავშირებით. ზვ--------–----ს კატეგორიული მოთხოვნა იყო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, რაც მის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა. იუსტიციის სახლში, მისი სამუშაო კომპიუტერის მეშვეობით, მან დაბეჭდა დოკუმენტის ტექსტი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო დოკუმენტზე ხელი მოაწერა ზვ--------–---ემ. სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა განხორციელდა ზვ--------–----ს განცხადების საფუძველზე, განცხადების დაწერის დროს მას პრეტენზია არ გამოუთქვავს. შემდეგ პერიოდში კი სააღსრულებო ბიუროში ზვ--------–----ს ყოველი მისვლა იყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი, რაც გამოიხატებოდა ფურცლების დახევით, სახეში მოყრით და მსგავსი ქმედებებით. აბ-–---ე მათ ადანაშაულებდა დოკუმენტის გაყალბებაში, საქმის ძალდატანებით დასრულებაში და შეურაცხოფელი სიტყვებით იხსენიებდა თანამშრომლებს. მისი მხრიდან არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია, მან და სააღსრულებო ბიუროს სხვა თანამშრომლებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად.

 

მოწმე ის-----–-----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2014 წლის აგვისტოდან მუშაობს აღმასრულებლად სააღსრულებო ბიუროში. დაეწერა ზვ--------–----ს საქმე, რომელიც წარმოებაში მიღებული იყო 2014 წლის იანვრის თვიდან. სააღსრულებო საქმე შეეხებოდა სასესხო ვალდებულებას ზვ--------–---ეს და კა-----------ეს შორის. ზვ--------–----ს სასარგებლოდ კა-----------ეს დაეკისრა თანხის გადახდა. სააღსრულებო საქმის წარმოება სტანდარტული ეტაპების გავლით წარიმართა, მათ შორის გამონაკლისს წარმოადგენდა ის, რომ კა-----------ეს რეალურად არ გააჩნდა მოძრავი ქონება, რაც დადასტურებული იქნა აღმასრულებლების მიერ მისამართზე შედგენილი ოქმით. კა------------ს სახელზე დარეგისტრირებული იქნა წილი სოფელ შემოქმედში მდებარე უძრავი ქონებიდან, მოხდა ამ ქონებების შეფასება, აღწერა, დაყადაღება და მათი განთავსება ელექტრონულ აუქციონზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა აუქციონი არ შედგა და ბუნებრივია, თანხაც არ შემოსულა, რომ კრედიტორისთვის გადაერიცხათ. ზვ--------–---ე სისტემატურად მიდიოდა აღსრულების ბიუროში და როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით არაერთხელ იქნა ინფორმირებული გატარებული ღონისძიებების შესახებ. 2--- წლის იანვარში აბ-–---ემ იუსტიციის სახლში, ოზურგეთის ფილიალში, აღსრულების ოპერატორთან - ა-----–----–---სთან შეადგინა განცხადება მიმდინარე სააღსრულებო საქმის შეწყვეტის თაობაზე. განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში და საქმის ელექტრონული განაწილების პროგრამის მიხედვით მას დაეწერა. ამ განცხადების საფუძველზე დასრულდა სააღსრულებო საქმე. განცხადება ხელმოწერილია ზვ--------–----ს მიერ. საქმის დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, შსს სამინისტროდან დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც აცნობა განცხადების გაყალბების ფაქტზე არსებული საჩივრის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ა-----–----–---სთან ერთად გამოკითხული იქნა ოზურგეთის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მატთვის ცნობილი გახდა, რომ ზვ--------–---ე უარყოფდა საქმის შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე მის ხელმოწერას, რის თაობაზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, აღებული იქნა ნიმუშები კალიგრაფიული ექსპერტიზისათვის, რომლებიც გადაიგზავნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ზვ--------–----ს, როგორც კრედიტორის მიმართ განხორციელდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. მიუხედავად ამისა, ზვ--------–----სგან წლების განმავლობაში გრძელდება შეურაცხყოფა მათი მისამართით, რაც გამოიხატებოდა შეურაცხყოფაში, მათ შორის მათი მცირეწლოვანი შვილების სისტემატიურ წყევლაშიც. 2--- წლის იანვარში საქმის დასრულების შემდეგ, ზვ--------–---ეს საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის მისაღებად წერილობით არ მიუმართავს. შემდეგ კი საჩივარი შექონდა ყველა უწყებაში. საქმის შეწყვეტა კრედიტორის ინდივიდუალური უფლებაა, აბ-–---ეს განემარტა შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები, რომ იმავე მხარეებს შორის, იმავე დავაზე ბიუროში განცხადებას ვეღარ შეიტანდა, მან მოითხოვა საქმის შეწყვეტა, რაც მისი ნება იყო და რაც დაკმაყოფილდა.

 

ზვ--------–---ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ განცხადება იძულებით დააწერინეს, მაგრამ ხელმოწერა მას ეკუთვნის. მი-------------------ან და ნა-----–----თან გამოკითხვების დროს აღნიშნა, რომ ხელმოწერა არ იყო მის მიერ შესრულებული, იძულებით მოხდა, როგორც მათ უნდოდათ და აწყობდათ ისე დაწერეს. ა-----–----–---მ მისი ყადაღის ფურცელი გააქრო. განცხადების დაწერამდე ა-----–----–---ზე და ნა----------–---ზე იყო გაბრაზებული და შური იძია ა-----–----–---სა და ნა----------–---ზეც, რომლებმაც მისი ნახაზები გააქრეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მი----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 3 აპრილს დაეწერა ოზურგეთის რაიონული პროკურატურიდან შესული განცხადება ზვ--------–---ესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც აღსრულებიდან გამოითხოვა მასალები. ზვ--------–---ეს წარედგინა განცხადება, თუმცა მან უარყო განცხადებაზე მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი. ვინაიდან განცხადება ითვლებოდა ყალბ დოკუმენტად, ამის შესახებ აცნობა სამმართველოს უფროსის მოადგილეს და დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმემ დაადასტურა ასევე მის მიერ ზვ--------–----ს გამოკითხვის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნან----–--ემ განმარტა, რომ სრული მოცულობით აწარმოებდა გამოძიებას ზვ--------–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი--------------ძის წარმოებაში არსებული, ზვ--------–----ს განცხადება მოვალე - კა------------ს მიმართ, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე, 2----–-–------------–ს მი-------------------ან ზეპირი გამოკითხვისას ზვ--------–---ემ განმარტა, რომ მის მიერ არ იყო შესრულებული 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებული განცხადების არც ტექსტი და არც ხელმოწერა, რომელიც შეეხებოდა მოვალე კა-----------ესთან სააღსრულებო საქმის წარმოებას და მიმდინარეობდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ოზურგეთის სამსახურში. ვინაიდან იკვეთებოდა სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, მი--------------ძის მიერ მომზადდა პატაკი, რომლის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს მოწმის სახით გამოიკითხა ზვ--------–---ე, რომელმაც უარყო განცხადებაზე მისი ხელმოწერა, რის გამოც ამ უკანასკნელისაგან აღებული იქნა ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები. საქმეზე გამოიკითხა ა-----–----–---, რომელმაც დაადასტურა, რომ ზვ--------–---ე განცხადებით ითხოვდა კა------------ს მიმართ საქმის შეწყვეტას და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შეწყვეტის შემთხვევაში ვეღარ მოხდებოდა საქმის გაგრძელება, ზვ--------–---ე თანხმობას აცხადებდა საქმის შეწყვეტაზე. გამოიკითხა ასევე ის-----–-----------, რომელმაც დაადასტურა, რომ მას დაეწერა განცხადება კა-----------ესთან დავის შეწყვეტის თაობაზე. აღებული იქნა ხელწერის ნიმუშები არ---–----–--ისა და ის-----–------------გან, დაინიშნა ექსპერტიზა, რომელსაც წარედგინა ზვ----- აბ-–---ის, ის-----–------------ და არ---–----–--ის ხელწერის და ხელმოწერის ნიმუშები. აჭარის კრიმინალისტიკურ სამსახურში დანიშნულმა ექსპერტიზამ, დადგენილებაში დასმულ კითხვას - ხელმოწერის კუთვნილების თაობაზე, პასუხი ვერ გასცა მცირე გრაფიკული მასალის არსებობის გამო. შემდეგ აღებული იქნა დამატებითი ნიმუშები და დაინიშნა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, რომელმაც გასცა დასკვნა, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო ზვ--------–----ს მიერ. ამ დასკვნის მიღებამდე, განცხადებით მიმართა ზვ--------–---ემ, რომელშიც მიუთითა, რომ აღნიშნულ განცხადებაზე შესაძლოა ყოფილიყო მისი ხელმოწერა და არ სურდა გამოძიების გაგრძელება. აღნიშნული დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხვის დროსაც.

 

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებებს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------ს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზვ--------–----ს სარჩელი და კა-----------ეს დაეკისრა ზვ--------–----ს სასარგებლოდ 1800 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით. მითითებულ გადაწყვეტილებაზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ, 2014 წლის 06 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N 2-362-12.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–----- ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზვ--------–----ს სარჩელი და დადგინდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კა------------ს (1/3 წილით) საკუთრებაში დარეგისტრირებულიყო გომის მიწის რეფორმის კომისიის 25.08.1----–-–------- მიწის მიღება-ჩაბარების აქტით კა----------–-----------ის კომლზე გადაცემული უძრავი ქონების: სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების და მათზე არსებული საცხოვრებელი სახლი.

04.04.2--- წელს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, კა------------ს თანასაკუთრებაში (1/3 წილი) სახელზე რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------–--------- მდებარე სასოფლო-სამეურნეო (მრავალწლიანი ნარგავები) დანიშნულების 700 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 26. 18.18.2--.

18.05.2--- წელს გაცემული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, კა------------ს თანასაკუთრებაში (1/3 წილი) სახელზე რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ---------–--------- მდებარე სასოფლო- სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 3800 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით 26.18.18.2---

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ის-----–------------ სახელზე შედგენილი, 2----–-–--------------თ დათარიღებული განცხადებით დასტურდება, რომ ზვ--------–---ემ ითხოვა N A 1------- სააღსრულებო საქმის შეწყვეტა, რომელშიც წარმოადგენს კრედიტორს და მიუთითა, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. განცხადებაზე დაფიქსირებულია ზვ--------–----ს ხელმოწერა.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ის-----–------------ 2018 წლის 04 იანვრის წერილით დასტურდება, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ 06.01.2----–--–----–-----–----------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომლის მიხედვით მოვალეს - კა-----------ეს დაეკისრა თანხის გადახდა კრედიტორის - ზვ--------–----ს სასარგებლოდ, შეწყვეტილი იქნა კრედიტორის - ზვ--------–----ს წერილობითი განცხადების საფუძველზე 12. 01. 2--- წელს.

 

გამოძიების დაწყების აღიცხვის ბარათით, 2----–-–------------–ს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, N A 1------- სააღსრულებო საქმის შეწყვეტის განცხადებაზე განმცხადებლის - ზვ--------–----ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

ხელმოწერის და ხელწერის ნიმუშის აღების 2----–-–------------–ის და 27 აგვისტოს ოქმებით დასტურდება, რომ ზვ--------–----საგან აღებული იქნა ხელმოწერის ნიმუშები.

 

ხელმოწერის და ხელწერის ნიმუშის აღების 2018 წლის 03 მაისის და 29 აგვისტოს ოქმებით დასტურდება, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ის-----–------------აგან აღებული იქნა ხელმოწერის ნიმუშები.

 

ხელმოწერის და ხელწერის ნიმუშის აღების 2018 წლის 04 მაისის და 29 აგვისტოს ოქმებით დასტურდება, რომ ოზურგეთის იუსტიციის სახლის ოპერატორის (აღსრულების განხრით) არ---–----–--ისაგან აღებული იქნა ხელმოწერის ნიმუშები.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, დაკმაყოფილდა პროკურორის შუამდგომლობა და შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომლებს მიეცათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვა - კერძოდ, ნებართვა ქ.ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩა N9-ში სსიპ იუსტიციის სახლის ოზურგეთის ფილიალიდან 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებული, N A 1------- სააღსრულებო საქმის შეწყვეტის შესახებ განცხადების ამოღებაზე.

 

2----–-–----------- შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება, რომ სსიპ იუსტიციის სახლის ოზურგეთის ფილიალის აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროდან ამოღებული იქნა ზვ--------–----ს 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებული N A1------- განცხადება სააღსრულებო საქმის შეწყვეტის შესახებ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელწერის ექსპერტიზის 2----–-–----------------------------- დასკვნით დასტურდება, რომ ხელმოწერა ზვ--------–----ს სახელით, განლაგებული: განცხადებაზე, N A 1------- სააღსრულებო საქმის შეწყვეტის შესახებ, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ის-----–------------ სახელზე, 2--- წლის 11 იანვრის თარიღით, შესრულებულია არა ის-----–------------, არა არჩილ ხელაძის, არამედ შესრულებულია ზვ--------–----ს მიერ.

 

2----–-–----------------–-- დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერელ ობიექტს წარმოადგენს 2----–-–----------- სსიპ იუსტიციის სახლის ოზურგეთის ფილიალში, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმსასრულებლის ის-----–------------აგან, სასამართლოს 2----–-–------------ განჩინების საფუძველზე ამოღებული, 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებული ზვ--------–----ს განცხადება სააღსრულებო N A 1------- საქმის შეწყვეტის თაობაზე. განცხადება არის ერთი თაბახის ფურცელზე ნაბეჭდი, კერძოდ განცხადება დაბეჭდილია შემდეგი სიტყვებით: ,,აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ბატონ ის-----–-----------ს, ზვ--------–---ე (3----------) ოზურგეთის ს. შ---------- ტელ. 557 3- 62 38. განცხადება, თქვენს წარმოებაში იმყოფება N A 1------- სააღსრულებო საქმე, სადაც წამოვადგენ კრედიტორს, გთხოვთ შეწყვიტოთ ზემოთხსენებული სააღსრულებო საქმე, აღსრულებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია’’. ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ დასმულია ხელმოწერა და თარიღი 11.01.2---. განცხადების ქვემოთ ცარიელ ადგილზე დასმულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბეჭედი, ხოლო ფურცლის უკანა ქვედა მხარეს - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბეჭედი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2---) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლოს მირჩია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტით ზვ--------–---ე ბრალეულია დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენაში, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ბრალდებულმა ზვ--------–---ემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის, თუმცა გამომძიებლებთან: მი-------------------ან და ნა-----–----თან გამოკითხვების დროს უარყო აღნიშნულ განცხადებაზე მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი, რაც ახსნა აღმასრულებელ - ა-----–----–---სა და სარეგისტრაციო სამსახურის უფროსზე ნა----------–---ზე განაწყენებით.

 

აღსრულების განხრით უფროსმა სპეციალისტმა - ა-----–----–---მ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ სააღსრულებო საქმის შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ ზვ--------–----ს ინფორმირების მიუხედავად, ამ უკანასკნელის კატეგორიულ მოთხოვნას წარმოადგენდა კა------------ს მიმართ სააღსრულებო საქმის შეწყვეტა. ა-----–----–---მ დაადასტურა, რომ მან კომპიუტერის მეშვეობით დაბეჭდა განცხადება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხოლო განცხადებაზე ხელი მოაწერა ზვ--------–---ემ. მოწმე ა-----–----–---მ უარყო ზვ--------–----ს მიმართ რაიმე სახის იძულების განხორციელების ფაქტი და მიუთითა, რომ სააღსრულებო ბიუროში ყოველი მისვლის დროს აბ-–---ე გამოხატავდა აგრესიას, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა თანამშრომლებს, რომ თითქოს მისი ნების სააწინაღმდეგოდ დააწერინეს განცხადება და დოკუმენტი გაუყალბეს. ზვ--------–---ე ჯერ უარყოფდა, ბოლოს კი, ეჭვის ქვეშ აღარ დაუყენებია განცხადებაზე მისი ხელმოწერის არსებობის ფაქტი.

 

აღმასრულებელმა ის-----–-----------მ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დაადასტურა 2--- წლის იანვარში, იუსტიციის სახლში, აღსრულების ოპერატორთან - ა-----–----–---სთან, მიმდინარე სააღსრულებო საქმის შეწყვეტის თაობაზე შედგენილ განცხადებაზე ზვ--------–----ს ხელმოწერის არსებობა. მოწმემ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ამ განცხადების საფუძველზე სააღსრულებო საქმის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, გახდა მისთვის ცნობილი განცხადების გაყალბების ფაქტზე არსებული საჩივრის თაობაზე, იმის შესახებ, რომ ზვ--------–---ე უარყოფდა საქმის შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე მის ხელმოწერას და აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. მოწმემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, კრედიტორ - ზვ--------–----ს მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიუხედავად, ზვ--------–----ს მხრიდან წლების განმავლობაში გრძელდებოდა არა მარტო მათი, არამედ მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფაც.

 

შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მი----------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ვინაიდან ზვ--------–---ემ უარყო საქმის წარმოების შეწყვეტის განცხადებაზე მისი ხელმოწერა, რამაც წარმოშვა ეჭვის დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, იმოქმედა კანონის შესაბამისად.

 

შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ნან----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ზვ--------–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძველად დაედო შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მი--------------ძის პატაკი, რასაც წინ უსწრებდა 2----–-–------------–ს, მი--------------ძის მიერ, ზვ--------–----ს ზეპირი გამოკითხვისას ამ უკანასკნელის განმარტება იმის თაობაზე, რომ კა-----------ესთან სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებული განცხადების არც ტექსტი და არც ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა. გამომძიებლის ჩვენებით, იმავე დღეს მოწმის სახით გამოკითხა ზვ--------–---ე, რომელმაც დაადასტურა გამომძიებელ მი-------------------ან 2----–-–------------–ს გამოკითხვის დროს მითითებული გარემოებები და შესაბამისად, უარყო საქმის წარმოების შეწყვეტის განცხადებაზე მისი ხელმოწერა, რის გამოც აწარმოა გამოძიება ზვ--------–----ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

ამდენად, მოწმეების: არ---–----–--ის და ის-----–------------ პირდაპირი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------- ზვ--------–---ემ განცხადებით მოითხოვა მოვალის მიმართ სააღრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა, პირადად მოაწერა ხელი აღმასრულებლის არ---–----–--ის მიერ კომპიუტერის გამოყენებით, მისი მოთხოვნის შესაბამისად შედგენილ განცხადებას, რამაც განაპირობა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული N A 1------- სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა.

 

გამომძიებლების: მი--------------ძის და ნან----–--ის პირდაპირი ჩვენებებით დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმის დასრულებიდან ერთ წლის შემდეგ, ზვ--------–---ემ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს და უარყო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებულ განცხადებაზე მისი ხელმოწერა, რაც დაადასტურა 2----–-–------------–ის გამოკითხვის ოქმშიც. აღნიშნული გარემოება საფუძვლად დაედო 2----–-–------------–ს, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოში სისხლის სამართლის N------------ საქმეზე გამოძიების დაწყებას ზვ--------–----ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ხელმოწერა ზვ--------–----ს სახელით, განცხადებაზე N A 1------- სააღსრულებო საქმის შეწყვეტის შესახებ, 2--- წლის 11 იანვრის თარიღით, შესრულებულია ზვ--------–----ს მიერ.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით, აღმასრულებლების: არ---–----–--ის და ის-----–------------ ჩვენებებით დადგენილია, რომ ზვ--------–---ე სისტემატურად მიდიოდა სააღსულებო ბიუროში, შეურაცხყოფდა ბიუროს თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს, წლების განმავლობაში გამოხატავდა მათ მიმართ აგრესიას, თავიდან სააღსრულებო საქმის გაჭიანურების გამო, ხოლო მისივე მოთხოვნის შესაბამისად საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, ზვ--------–---ე გამოთქვამდა უკმაყოფილებას და შეუარცხყოფას აყენებდა ბიუროს თანამშრომლებს, რომ თითქოს მისი ნების სააწინაღმდეგოდ დააწერინეს განცხადება და დოკუმენტი გააყალბეს. აღნიშნულის თაობაზე ზვიად აბაშიძემ არაერთი საჩივრით მიმართა სხვადასხვა ინსტანციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულით განაწყენებულმა ზვ--------–---ემ განიზრახა რა გამოეყენებინა სამართალდამცავი ორგანოები, გადაწყვიტა დაესმინა იუსტიციის სახლის თანამშრომლები, რისთვისაც 2----–-–------------–ს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ 2--- წლის 11 იანვრით დათარიღებულ განცხადებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა, შემდეგ კი, იგივე დააფიქსირა გამომძიებელ მი-------------------ან ზეპირი გამოკითხვის დროს. აღნიშნულის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს დაიწყო გამოძიება ზვ--------–----ს ხელმოწერის გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მისმა ქმედებამ ხელი შეუშალა სამართალდამცავი ორგანოების ნორმალურ საქმიანობას და ფუჭად დაიკარგა ამ ორგანოების რესურსი.

 

ბრალდებულმა ზვ--------–---ემ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა საქმის შეწყვეტის განცხადებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, ხოლო საგამოძიებო ორგანოში განცხადების შეტანა და არაერთი გამოკითხვის დროს მიცემული განმარტება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა, ა-----–----–---ზე და ნა----------–---ზე განაწყენებით ახსნა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--- წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება კონკრეტული მოტივი, რაც შესაძლოა ამოძრავებდათ გამომძიებელებს და სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს, რის გამოც იგონებდნენ ისეთ ფაქტებს, რასაც არ ჰქონდა სინამდვილეში ადგილი.

 

სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ როგორც აღმასრულებლების: არ---–----–--ის და ის-----–------------, ასევე გამომძიებლების: მი--------------ძის და ნან----–--ის ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრაშია და არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

რაიმე სახის მტკიცებულება კი, რომელიც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას ზვ--------–----ს უდანაშაულობის თაობაზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს.

 

დადგენილია, რომ ზვ--------–---ემ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას არ ეკუთვნოდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებაზე არსებული ხელმოწერა ზვ--------–----ს სახელით და იგი შესრულებული იყო სხვა პირის მიერ. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ზვ--------–---ემ დაადასტურა განცხადებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა და ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-----–----–---ზე განაწყენებულმა მიაწოდა გამომძიებლებს განზრახ არასწორი ინფორმაცია კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რითაც სახეზეა ცრუ დასმენა.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, როგორც მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხელს უშლის არა მარტო მართლმსაჯულების ორგანოების სწორ და ეფექტურ საქმიანობას, არამედ მან შეიძლება გამოიწვიოს უდანაშაულო პირის დასჯა, რაც უდავოდ წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებით შელახვას. კონკრეტული პირის კანონიერი უფლებები და ინტერესები საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით დაცვის ძირითადი ობიექტია. ნორმის შინაარსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისას გამოვლენილი უნდა იყოს კონკრეტული პირის ტყუილად დადანაშაულება (დასმენა, დაბრალება), რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული, ვინაიდან ბრალი/ ბრალდება თავისი არსით კონკრეტული პირისკენაა მიმართული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 04 ოქტომბრის №212აპ-17 განჩინება).

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, კერძოდ, არ---–----–--ის, ის-----–------------, მი--------------ძის, ნან----–--ის ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზვ--------–---ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა). ასეთი დასკვნა ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზვ--------–---ემ ჩაიდინა დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზვ--------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ შპს ,-------–------ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ კაბინეტში აღრიცხვაზე იმყოფება 01.05. 2--- წლიდან დიაგნოზით: შიზოტიპიური აშლილობა.

ზვიად აბაშამაძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზვ--------–---ე ნასამართლევი არ არის, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, დადგენილი აქვს დიაგნოზი შიზოტიპიური აშლილობა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზვ--------–---ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი.

 

ამდენად, ზვ--------–---ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-64-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 2---ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზვ--------–---ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულ ზვ--------–----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე