განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/802-19 (N 041120819003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ---–ა ტ-------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატები - მ--ა ფ------–--ე, ე----ი ო-----ე
ბრალდებული - გ---–-დ ხ--------ა
მამის სახელი: გ------ი
დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6---------2
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული-უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ს------ი, სოფელი ბ---–---ი
ფაქტიურად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, მ----------ს N3/32
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. გ---–-დ ხ--------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2--- წლის 8 ა--------ს, დაახლოებით 22:00 საათზე,ქუთაისში,მ----------ს ქუჩა N3/32-ში მდებარე სახლში, გ---–-დ ხ--------ამ იძალადა მეუღლეზე ლ--–- ყ-----–---–ზე (სახისა და თავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. გ---–-დ ხ--------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2--- წლის 12 ა--------ს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქუთაისში, მ----------ს ქუჩა N3/32-ში მდებარე სახლში, გ---–-დ ხ--------ამ იძალადა მეუღლეზე ლ--–- ყ-----–---–ზე (სახისა და მკლავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი) დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---–-დ ხ--------ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი), კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდებების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ბ---–--- ე----------მ განმარტა, რომ 2--- წლის 12 ა--------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ღამის საათებში მიიღო შეტყობინება მ----------ს ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე დახვდა გამოძახების ინიციატორი ლ--–- ყ-----–---–ი და ბრალდებული გ---–-დ ხ--------ა. მოწმის განმარტებით მან დაზარალებულს განუმარტა შემ--ავებელი ორდერის არსი, რის გამოცემაზეც დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა, ვინაიდან მეუღლე სცემდა და აყენებდა შეურაცხყოფას და სურდა მოძალადისგან დაცვა. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, თუმცა მდგომარეობა იყო დაწყნარებული, კერძოდ, გ---–-დ ხ--------ა აგრესიას აღარ გამოხატავდა დაზარალებულის მიმართ. მოწმის თქმით, დაზარალებულს სახეზე, მარჯვენა მხარეს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, რომელიც, როგორც ლ--–- ყ-----–---–მა განუმარტა მეუღლის დარტყმის შედეგად გაჩნდა. მოწმემ განმარტა, რომ უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძებელმა შ----- ი--------მ განმარტა, რომ 2--- წლის 12 ა--------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ.ქუთაისში, მ----------ს 3/32-ში მცხოვრებ ლ--–- ყ-----–---–ის მიმართ მეუღლის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. მითითებულ მისამართზე მოწმე რ----- ნ-–------ესთან ერთად გამოცხადაა, სადაც დახვდათ შუახნის ქალბატონი ლ--–- ყ-----–---–ი და შუახნის მამ--აცი ბრალდებული გ---–-დ ხ--------ა. მოწმის განმარტებით ისინი უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან. მოწმემ ასევე, აღნიშნა, რომ დაზარალებულის განმარტებით მისმა მეუღლემ 2--- წლის 8 ა--------ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და აჩვენა ჩალურჯებული თვალი, რომელიც მისივე განმარტებით რამდენიმე წუთის წინ მეუღლის მუშტის დარტყმის შედეგად დაუზიანდა. მოწმემ განმარტა, რომ გ---–-დ ხ--------ას დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია და აღიარა, რომ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მოწმემ აღნიშნა, რომ გ---–-დ ხ--------ა იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ. მოწმის განმარტებით ბრალდებულს აგრესია არ გამოუხატავს.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გ-- გ----------ემ განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ ო-------–--ის დადგენილების საფუძველზე 2--- წლის 13 ა--------ს, ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. შესამოწმებლის გადმოცემით, 2--- წლის 08 ა--------ს დაახლოებით 22:00 საათზე და 12 ა--------ს დაახლოებით 22:30 საათზე ქ.ქუთაისში, მ----------ს ქუჩა 3/32-ში ლ--–- ყ-----–---–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ გ---–-დი ხ--------ამ. შემოწმება მიმდინარეობდა 11:36-11:50 სთ-ში. შესამოწმებელი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქოდე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურის მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე და შუა მესამედების დონეზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშება. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმის განმარტებით, მკვრივი-ბლაგვი საგანი სხვა ობიექტთან ერთად შეიძლება იყოს ასევე ადამიანის მუშტიც. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის მიდამოში არსებული სიხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები-სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებების ხანდაზმულობა, როგორც მოწმემ განმარტა დგინდება დაზიანებების შეფერილობით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების ინსპექტორ- გამომძიებელმა რ----- ნ-–------ემ განმარტა, რომ 2--- წლის 12 ა--------ს იმყოფებოდა ოპერატიული გამოძახების ჯგუფში თავის კოლეგებთან ერთად, როდესაც საღამოს პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. იგი შ----- ი--------სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იმყოფებოდა შუახნის ქალბატონი და მამ--აცი. დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება თვალბუდის არეში. დაზარალებულის განმარტებით მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მოწმემ განმარტა, რომ ბოლო პერიოდში ხშირია ოჯახური კონფლიქტების გამო შეტყობინებები, მაგრამ ისეთი სახის სისხლნაჟღენთი, როგორიც იყო დაზარალებულის სახეზე, თვალბუდის არეში მოწმეს ბოლო პერიოდში არ უნახავს. ასევე, რ----- ნ-–------ის თქმით დაზარალებულს მხედველობის პრობლემასთან ერთად სმენის პრობლემაც ჰქონდა. მოწმე აღნიშნავს, რომ სახლში იყო მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელსაც ეძინა. გ---–-დ ხ--------ას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე ახსნა-განმარტება მიუცია პოლიციის თანამშრომლებისთვის. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის პერიოდში ბრალდებულს აგრესია არ გამოუხატავს.
საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის.
საქმეზე დართული N0-------9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 13.08.2---წ. 11:36-11:50სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ--–- ყ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის მიდამოში არსებული სიხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (12.08.2---), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები-სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (08.08.2---).
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ლ--–- ყ-----–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
ბრალდებულმა გ---–-დ ხ--------ამ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული, N0-------9 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 13.08.2---წ. 11:36-11:50სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. ლ--–- ყ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარჯვენა თვალბუდის მიდამოში არსებული სიხლნაჟღენთის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (12.08.2---), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები-სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (08.08.2---), მაგრამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დაზიანება დაზარალებულ ლ--–- ყ-----–---–ის მიმართ, მიყენებულია თუ არა ბრალდებულის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ლ--–- ყ-----–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ლ--–- ყ-----–---–ს მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და მან არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ---–-დ ხ--------ას ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ---–-დ ხ--------ას ბრალეულობაში, რის გამოც, გ---–-დ ხ--------ა ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---–-დ ხ--------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 08 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ---–-დ ხ--------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. გ---–-დ ხ--------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
4. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი 1 (ერთი) ცალი დისკი, (რომელიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით
5. გამართლებულ გ---–-დ ხ--------ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი