განაჩენი

სისხლის სამართლის 25.11.2019
საქმის ნომერი
120100119003055737
დავის ტიპი
126 1
თარიღი
25.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/163-19წ. 25 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ---- ნ----–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 06.0-.1--- წელს თბილისში, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული: ქ.თ---–-------–-------------------------------. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–-------–-------------------------------.

ადვოკატი - ი----- ხ-------–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 21 თებერვალს დაახლოებით 13:30 საათზე ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში ,,დ------–ის“ სათხილამურო ტრასაზე წინა დღის შელაპარაკების გამო გაღიზიანებულმა, ხელებისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში თ------ გ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ნ---- ნ----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულის თ------ გ-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარ შემთხვევამდე იგი არ იცნობდა ბრალდებულ ნ---- ნ----–---–ს და მასთან ნათესაური კავშირი ან რაიმე ურთიერთობა არ გააჩნდა. 2019 წლის 17 თებერვალს იგი დედასთან და შვილთან ერთად დასასვენებლად ჩავიდა დაბა ბ---------ში და დაბინავდა დ------–ის სათხილამურო ტრასასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში. დაახლოებით 19 თებერვალს გადაწყვიტა სასრიალოდ წასვლა, ტრენერთან წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ვარჯიშის დრო. ბ---------ში ასევე იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც, რომლებთან ერთადაც აპირებდა სრიალს. მეგობრებმა იქვე იქირავეს თხილამურები, უკვე შესაბამისად აღჭურვილები იყვნენ სასრიალოდ და აღარ სჭირდებოდათ ქირაობა, ხოლო მას სჭირდებოდა თხილამურების დაქირავება.

იქვე ახლოს მდებარეობს თხილამურების გასაქირავებელი ორი პუნქტი, მისგან მარცხნივ მდებარე პუნქტის დასახელება იყო „S------------”, სადაც მივიდა თხილამურების დასაქირავებლად. ზომის გარკვევის შემდეგ მას გამოუტანეს და მოარგეს თხილამურები, ამ დროს ნ---- ნ----–---–ი იჯდა მიმღებში და მასთან ხდებოდა ქირის საფასურის გადახდა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაცია.

ნ---- ნ----–---–მა მას მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, (მისთვის თავიდანვე არავის განუმარტავს, რომ თხილამურების დასაქირავებლად საჭირო იყო პირადობის მოწმობა), რა დროსაც მან განუმარტა, რომ თან არ ჰქონდა პირადობის მოწმობა და შესთავაზა თხილამურების უკან დაბრუნების დროს პირადობის მოწმობის წარდგენა და ქირავნობის სრული საფასურის წინასწარ გადახდა, რაზეც ნ---- ნ----–---–ისგან უარი მიიღო. მან კიდევ ერთხელ განუმარტა ნ---- ნ----–---–ს, რომ იქვე ახლოს ცხოვრობდა სასტუმრო ,,დ------–ში“, შეეძლო ქირის სრული საფასურისა და დამატებით თანხის გადახდა ვინაიდან მეგობრები ელოდებოდნენ და ასევე შესთავაზა მისი მონაცემების ჩაწერა რათა საჭიროების შემთხვევაში მისი მოძებნა არ გასჭირვებოდათ. მას თხილამურების აღჭურვილობა თითქმის უკვე ჩაცმული ჰქონდა, ამ დროს ნ---- ნ----–---–მა უმიზეზოდ, მას ყვირილი დაუწყო და უთხრა, რომ ,,თუ პირადობა არ გაქვს დაახვიე აქედანო“. მისი თქმით, ნ---- ნ----–---–ისთვის ყვირილის და შეურაცხყოფის საბაბი არ მიუცია. მანაც შესაბამისი პასუხი გასცა ნ---- ნ----–---–ს, თუმცა იმაზე მეტი არ უკადრებია რაც ნ---- ნ----–---–მა მას უთხრა.

ამ დროს იქვე ახლოს იყო იქვე მომუშავე დაბალი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც ნ---- ნ----–---–ის დამშვიდებას ცდილობდა, ხოლო ამ დროს თავად მოუწოდებდა ნ---- ნ----–---–ს, რომ მას კლიენტისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ ჰქონდა, რა დროსაც ნ---- ნ----–---–მა მას კიდევ ერთხელ, ყვირილით, რუსულ ენაზე მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ნ---- ნ----–---–ი ყვიროდა და არაადეკვატურად იქცეოდა, ამ ყველაფრის გამო გაოგნებული იყო რა დროსაც ნ---- ნ----–---–ი მოულოდნელად ოთახიდან გაუჩინარდა. ამის შემდეგ გამოვიდა აღნიშნული პუნქტიდან გარეთ, სადაც თხილამურები იყო აყუდებული, აქვე მუშაობდა ორი ბიჭი, რომლებსაც ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა დაწესებულების ხელმძღვანელი, რათა გაერკვია თუ ვინ იყო ის თანამშრომელი ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა და რატომ მოიქცა ასე. მათგან გაარკვია რომ თავად ნ---- ნ----–---–ი იყო ხელმძღვანელი,ამის შემდეგ მან დატოვა აღნიშნული დაწესებულება და შევიდა მოპირდაპირე მხარეს არსებული თხილამურების გასაქირავებელ პუნქტში, სადაც ორი ბიჭი აქირავებდა თხილამურებს. ვინაიდან იგი აღელვებული იყო, ამ ბიჭებმა ჰკითხეს აღელვების მიზეზი. მან უამბო მომხდარის შესახებ და იკითხა თუ იცნობდნენ იმ გოგოს. იქ მყოფთაგან ერთ-ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ იგი იცნობდა ამ პიროვნებას იცოდა, რომ ნ---- ერქვა, ხოლო მისი მეუღლე იყო თ-----–---–ი, მისი მხრიდან მსგავსი ფაქტი პირველი არ იყო, მათ ნ---- ნ----–---–ს გიჟი უწოდეს. აღნიშნულ გასაქირავებელ პუნქტში ის დაამშვიდეს და თხილამურებიც, პირადობის მოწმობის გარეშე უპრობლემოდ გაატანეს და იმ დღეს ტრენერთან ერთად ისრიალა.

მოგვიანებით მან გაარკვია იმ ადამიანის სახელი და გვარი ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა. სოციალური ქსელის საშუალებით მოძებნა დაწესებულების დასახელება, მას მხოლოდ ის აინტერესებდა თუ ვინ იყო ნ---- ნ----–---–ი და რა უნდოდა მისგან. სოციალური ქსელით ასევე მოიპოვა ნ---- ნ----–---–ის ტელეფონის ნომერი, დაურეკა, აუხსნა ვინც იყო და სთხოვა განემარტა თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი, რაზეც ნ---- ნ----–---–მა იგივენაირად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა რუსულ ენაზე და ტელეფონი გაუთიშა. ამის შემდეგ მან ისევ სოციალური ქსელის საშუალებით მიწერა ნ---- ნ----–---–ს, რომ კლიენტისთვის მსგავსი შეურაცხყოფის მიყენება არ შეიძლებოდა და კვლავ ითხოვდა მომხდარის მიზეზის განმარტებას. ნ---- ნ----–---–მა აღნიშნულზე მიუგო - ,,ჯობია არსად არ გადამეყაროო“. მათ ჰქონდათ მსგავსი შინაარსის მიმოწერა. რის შემდეგაც აღნიშნულის შესახებ ახლობლებსაც მოუყვა.

ამის შემდეგ იგი ჩვეულებრივად ატარებდა დროს მეგობრებთან ერთად, აგრძელებდა დასვენებას, ნ---- ნ----–---–თან არანაირი სახის კონტაქტი არ ჰქონია და ეგონა, რომ აღნიშნული კონფლიქტი ამოწურული იყო.

დაახლოებით 21 თებერვალს იგი კვლავ მივიდა თხილამურების დასაქირავებლად ნ---- ნ----–---–ის ობიექტის მოპირდაპირე მხარეს, მოირგო თხილამურები წავიდა სასრიალოდ, ტელეფონით ესაუბრა ტრენერს, სახელად ა-------ს რომელიც აღმართზე ელოდებოდა, ვინაიდან სრიალში ვარჯიშის დრო ახლოვდებოდა. ეცვა სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობა, ჩაფხუტი, სათვალე, ქუდი, თბილი კომბინოზონი, ფეხზე ეცვა თხილამურების ფეხსაცმელი, თხილამურები ერთ ხელში ეჭირა, ხოლო მეორე ხელში ეჭირა ტელეფონი. სალაროსკენ დააპირა წასვლა ბილეთის ასაღებად. ამ დროს მან შეამჩნია ნ---- ნ----–---–ი რომელიც მისი მიმართულებით იყურებოდა

სალარო მდებარეობს მოპირდაპირე მხარეს აღმართზე და იქამდე მისასვლელი გზა მოლიპულია, რადგან ხშირი მოძრაობაა. აღჭურვილობა საკმაოდ მძიმე იყო და მისგან შებოჭილი იყო. მის წინ, დაახლოებით სამ მეტრში მიდიოდა ტრენერი, რომელსაც მიჰქონდა მისი თხილამურები, ხოლო თავად მეგობარს ესაუბრებოდა ტელეფონზე. მას არ დაუნახავს ნ---- ნ----–---–ი ესაუბრა თუ არა მის ტრენერს.

ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ, მოულოდნელად უკნიდან იგრძნო დარტყმა, რა დროსაც ეგონა, რომ მისი მეგობრები უხეშად ეხუმრებოდნენ, რადგან ვერ წარმოიდგენდა თუ ნ---- ნ----–---–ი მიაყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა შემდეგ იგრძნო, რომ ზურგზე ვიღაც მიახტა და ხელიდან მობილური გამოგლიჯა, რის შემდეგაც ძირს დაეცა, ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა. ამის შემდეგ გრძნობდა ფეხით დარტყმებს. შემდეგ თავდამსხმელმა მას მაჯაში ხელი მოჰკიდა და გადმოაბრუნა, რის შემდეგაც დაინახა, რომ ეს ნ---- ნ----–---–ი იყო, რომელიც ხმამაღლა უყვიროდა მას - აბა თუ მაგარი ხარ ეხლა მითხარი რა გინდაო. იგი თავის დაცვას ვერ ახერხებდა. მისი ტრენერი და გარშემომყოფები წინ იყურებოდნენ. ნ---- ნ----–---–ი მას კვლავ ფეხით სცემდა საკმაოდ ძლიერად, რა დროსაც ტკივილს განიცდიდა, ხოლო მისი ტელეფონი ხელში ეჭირა, რომელიც მოისროლა. იგი ითხოვდა დახმარებას და ტელეფონის მასთან მიტანას, ვიღაცამ მიუტანა ტლეფონი. მისი განმარტებით დაზიანებებისგან იგი ჩაფხუტმა გადაარჩინა. აღჭურვილობისა და თხილამურების გამო მას ფეხზე დგომა უჭირდა, იყო უმწეო მდგომარეობაში და ნ---- ნ----–---–ი მას ძირზე ათრევდა, რა დროსაც მაჯა დაიზიანა. ნ---- ნ----–---–მა მას სახეში ხელიც კი დაარტყა, რადგან ჩაფხუტი სახეს არ უფარავდა.

საბოლოოდ, ნ---- ნ----–---–ის ნაცნობმა ბიჭმა მოახერხა მათი გაშველება და მისი ცალკე გაყვანა, სხვა არავინ ჩარეულა კონფლიქტში. თუმცა, ნ---- ნ----–---–ი კვლავ მივარდა მასთან, ტელეფონი მეორედ გამოგლიჯა ხელიდან, გადააგდო და უმეორებდა - აბა ეხლა მომწერე, აბა ეხლა დამირეკე თუ მაგარი ხარო. საბოლოოდ, დაშოშმინების შემდეგ ნ---- ნ----–---–ი კვლავ ცდილობდა მის გამოწვევას. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მან პირველად დედას დაურეკა, აცნობა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება. დედამ უთხრა, რომ ვერ მოახერხებდა მისვლას და სასტუმროში მისულიყო.

ამის შემდეგ ის შევიდა თხილამურების გასაქირავებელ პუნქტში ორ ბიჭთან, სადაც მას აღმოუჩინეს დახმარება და ერთ-ერთმა მიაცილა სასტუმრომდე. სასტუმროში მისვლის შემდეგ მასთან მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მას აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. ამის შემდეგ ის მივიდა ბ---------ის საავადმყოფოში და გაესინჯა ექიმს, რაც ასახულია კიდეც სამედიცინო დოკუმენტაციაში.

მოწმე ა------- მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სათხილამურო სპორტის ინსტრუქტორი. შემთხვევის დროს იგი თ------ გ-----ეს ასწავლიდა თხილამურებით სრიალს დაახლოებით სამი დღის განმავლობაში. 2019 წლის 21 თებერვალსაც მას თ------ გ-----ისთვის მორიგი სწავლება უნდა ჩაეტარებინა. ის და თ------ გ-----ე მიდიოდნენ საბაგიროსკენ, აღმართში. თ------ გ-----ე მის წინ მიდიოდა და ტელეფონზე საუბრობდა, ხოლო თავად უკან მიჰყვებოდა 2-3 მეტრში და მიჰქონდა თხილამურები. ზოგადად თ------ გ-----ეს საკმაოდ კარგად შეეძლო თხილამურებზე დგომა. როდესაც გზაში მიდიოდნენ ამ დროს მათთან მივიდა ნ---- ნ----–---–ი, მისთვის ნ---- ნ----–---–ის მისვლის მიზეზი უცნობია. ნ----–---–მა თ------ გ-----ეს ზურგის მხრიდან ხელი მოჰკიდა და ძირს წააქცია თოვლზე. ვინაიდან ნ---- ნ----–---–ი თ------ გ-----ეს ზურგის მხრიდან მიუახლოვდა თ------ გ-----ე მას ვერ ხედავდა. სანამ თ------ გ-----ემდე მივიდოდა, ნ---- ნ----–---–მა მოწმესთან დააზუსტა, რომ ნამდვილად იყო მისი მოსწავლე რაზეც მან თანხმობა განუცხადა. მოწმეს კონკრეტულად არ დაუნახავს ნ---- ნ----–---–ის მიერ თ------ გ-----ისთვის დარტყმის მომენტი, დაინახა მხოლოდ წაქცევის მომენტი, თუმცა არ ახსოვს სხეულის რა ნაწილით დაეცა ძირს თ------ გ-----ე სავარაუდოდ ზურგით. მოწმის განმარტებით მას თოვლზე ფეხი უცურავდა და ძირითადი ყურადღება საკუთარი წონასწორობის დაცვაზე ჰქონდა გადატანილი და მიმდინარე მოვლენებს ნაკლებად აკვირდებოდა. იგი მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა 2-3 მეტრიდან.

მოწმის თქმით გ-----ე და ნ----–---–ი ფეხზე იდგნენ, ერთმანეთში კამათობდნენ ლანძღვა და შეურაცხყოფა მას არ გაუგია და რაღაცას არკვევდნენ, გ-----ეს აინტერესებდა თუ რა უნდოდა მისგან ნ----–---–ს. თავიდან მათკენ მიბრუნდა, თუმცა შემდეგ მათ ზურგი შეაქცია, თხილამურების გასაქირავებელი პუნქტისკენ წავიდა, თხილამურები ჩააბარა და სახლში წავიდა.

მოწმეს მათ შორის სხვა დაპირისპირება აღარ დაუნახავს. თ------ გ-----ე ნ---- ნ----–---–ისგან ითხოვდა თავის ტელეფონის დაბრუნებას, რა დროსაც მისთვის უცნობმა გოგოებმა ჩამოიარეს თ------ გ-----ეს ტელეფონი მიაწოდეს და უთხრეს, რომ ეს მისი ტელეფონი იყო.

შემთხვევის ადგილიდან ნ---- ნ----–---–ის ჯიხურამდე მანძილი დაახლოებით 100 მეტრია. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ხალხი, ხოლო უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ოყვნენ მხოლოდ თავად, თ------ გ-----ე და ნ---- ნ----–---–ი. მოგვიანებით მივიდნენ ის გოგოები რომლებმაც თ------ გ-----ეს ტელეფონი მიაწოდეს. მოწმე სრულად დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას და ტელეფონთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნ---- ნ----–---–ს ხელში ეჭირა გ-----ის ტელეფონი რომელიც შემდეგ მოისროლა. გ-----ესა და ნ----–---–ს შორის არსებული კონფლიქტი დაწყებიდან მალევე, 2-3 წუთში ამოიწურა. ხალხის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ. მას თ------ გ-----ისთვის არ შეუმჩნევია რაიმე დაზიანება. მომხდარის შემდეგ თ------ გ-----ე წავიდა ვ-–-------- ა------–---–ის თხილამურების გაქირავების პუნქტში და ამის შემდეგ მას თ------ გ-----ე საერთოდ აღარ უნახავს.

მოწმე ე-–--------- ე--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ბ---------ში იმყოფებოდა დასასვენებლად შვილთან და შვილიშვილთან ერთად. ერთხელ მისი შვილი თ------ გ-----ე წავიდა მეგობრებთან ერთად გასართობად, სათხილამურო ტრასაზე, საღამოს როდესაც უკან დაბრუნდა მას უამბო, რომ თხილამურების გამქირავებელთან შელაპარაკება მოუვიდა პირადობის მოწმობის არ ქონის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თანხა შესთავაზა გამქირავებელს და ამის გამო მოხდა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი შვილი მომხდარ ფაქტს ახსნას ვერ უძებნიდა. რამდენიმე დღის შემდეგ თ------ გ-----ე მარტო წავიდა სასრიალოდ, თვითონ სასტუმროში დარჩა. დაახლოებით 13:30 საათიდან 14:00 საათამდე შუალედში, მას ტელეფონზე დაურეკა თ------ გ-----ემ, ჰქონდა აღელვებული ხმა, ტიროდა. აუხსნა მომხდარის შესახებ და უთხრა, რომ ის თხილამურების გამქირავებელი უკნიდან, მოულოდნელად დაესხა თავს, ვისთანაც რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოუვიდა, თავდამსხმელმა წააქცია, თავში ურტყა, მობილური ტელეფონი გადაუგდო, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. სახლში მისვლისას თ------ გ-----ე იყო ნაწყენი და აღშფოთებული რადგან მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც თ------ გ-----ე სასტუმროში მივიდა, ზედა ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, თავბრუ ეხვეოდა, ჰქონდა ღებინების შეგრძნება და იყო აღელვებული. ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომლებმაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს თ------ გ-----ეს. მოწმემ ასევე იცის, რომ თ------ გ-----ეს და ნ---- ნ----–---–ს ჰქონდათ კომუნიკაცია ფეისბუქ მიმოწერის საშუალებით.

ბ---------ში ყოფნის პერიოდში თ------ გ-----ეს მისთვის არ უთქვამს სხვა ვინმესთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ.

მოწმე ვ-–-------- ა------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ---- ნ----–---–ის მახლობლად არსებული თხილამურების გაქირავების პუნქტის მფლობელი. თ------ გ-----ე მისი ჯიხურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში რეგულარულად ქირაობდა თხილამურებს, ასევე იქირავა 2019 წლის 21 თებერვალსაც და პუნქტიდან გავიდა. მისი გასაქირავებელი პუნქტიდან დაახლოებით 5 მეტრში მუშაობენ საბაგიროს თანამშრომლები და თვალთახედვის არე იზღუდება და ხმაც არ ისმის. მალევე, დაახლოებით 10-15 წუთში თ------ გ-----ე უკან დაბრუნდა იყო აღელვებული და იძახდა ,,როგორ დამეჯახა“, რაზეც მან ივარაუდა, რომ ვიღაც თხილამურებით დაეჯახა თუმცა მას თ------ გ-----ის სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ შეუმჩნევია, საქმით იყო დაკავებული და არ დაჰკვირებია.

მოწმის განმარტებით, 10-15 წუთი საკმარისი არ იყო სასრიალოდ, რადგან საბაგიროს სალაროსთან ხალხმრავლობა და რიგები იყო და თ------ გ-----ეს სავარაუდოდ ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდებოდა.

ჯიხურში შესული თ------ გ-----ისთვის მას ყურადღება აღარ მიუქცევია და საქმიანობა გააგრძელა. თ------ გ-----ეს ყურადღება მიაქციეს მის ჯიხურში მომუშავე ორმა თანამშრომელმა წყალი დაალევინეს, მას დეტალებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია რადგან საქმით იყო დაკავებული. თ------ გ-----ემ სადღაც დაიწყო დარეკვა. მან შესთავაზა, რომ თუ მას ვიღაც დაეჯახა, იქვე ახლოს იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაუძახებდა თუმცა თ------ გ-----ემ არაფერი უპასუხა და მანაც კვლავ განაგრძო საქმიანობა. თ------ გ-----ემ სადღაც დარეკა და დაახლოებით ორი წუთის შემდეგ დატოვა პუნქტი. მისი თხილამურების გასაქირავებელი ჯიხურიდან დ------–ის სათხილამურო ტრასამდე მანძილი იქნება დაახლოებით 30-40 მეტრი. მანძილი მისი ჯიხურიდან ნ---- ნ----–---–ის ჯიხურამდე არის დამატებით 30-40 მეტრი, ჯიხურები ერთმანეთის პირისპირ მდებარეობენ, ნ----–---–ის ჯიხური უფრო დაბლაა, შუაში არის საბაგიროს სალაროსკენ ასასვლელი გზა

მოწმეს ჩხუბის და აყალ-მაყალის ხმა არ გაუგონია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაარკვია, რომ თ------ გ-----ეს და ნ---- ნ----–---–ს შელაპარაკება მოუვიდათ. იგი დადებითად ახასიათებს ბრალდებულს და ვერ იხსენებს კონფლიქტის სხვა შემთხვევას.

ბრალდებულის ნ---- ნ----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ - ცხოვრობს ბ---------ში, მეუღლესთან ერთად აქვს საოჯახო ბიზნესი, გახსნილი აქვს თხილამურების გაქირავების პუნქტი დ------–ის სათხილამურო ტრასასთან.

მომხდართან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2019 წლის 19 თებერვალს მისთვის უცნობი პიროვნება თ------ გ-----ე შევიდა თხილამურების გაქირავების პუნქტში და განუცხადა, რომ სურდა თხილამურების დაქირავება, რის შემდეგაც დაიწყეს თხილამურების გაქირავებისთვის საჭირო პროცედურების გავლა. ბოლოს მან თ------ გ-----ეს მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თხილამურების დაკარგვისგან დაზღვევის მიზნით. აღნიშნულმა მოთხოვნამ გ-----ე გააკვირვა, თუმცა მას ხელახლა განუმარტეს თუ რისთვისაც იყო საჭირო პირადობის მოწმობა. თ------ გ-----ე განმარტავდა, რომ პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა, იქვე ახლოს ცხოვრობდა და მოგვიანებით მიიტანდა პირადობის მოწმობას. იგი ასევე ამბობდა, რომ მეგობრებთან აგვიანდებოდადა ჩქარობდა.

ბრალდებულმა თ------ გ-----ეს განუმარტა, რომ პირადობის მოწმობის არ ქონის შემთხვევაში, კლიენტი ტოვებდა რაიმე ღირებულ ნივთს მანქანის გასაღებს, სახლის გასაღებს, ტელეფონს და ა. შ., რომელსაც სპეციალურ სათავსოში ინახავენ და თხილამურების დაბრუნების შემდეგ უბრუნებენ კლიენტს. თ------ გ-----ემ აღნიშნულზეც უარი განაცხადა და უკმაყოფილებას გამოხატავდა. თ------ გ-----ე ითხოვდა თხილამურების ჩაცმას. ოფისში იმყოფებოდნენ სხვა თანამშრომლებიც, ამ დროს თავად ნ---- ნ----–---–მა დატოვა ოფისი და გაერიდა თ------ გ-----ეს, მოსაფიქრებლად მისცა დრო, თუ რომელ პირობაზე იყო თანახმა ან რა გამოსავალს მოიფიქრებდა. როდესაც ოფისში დაბრუნდა, თ------ გ-----ე უკვე თხილამურების აღჭურვილობას იცვამდა, რაზეც მან იფიქრა, რომ თ------ გ-----ე რომელიმე პირობაზე იყო თანახმა. ნ---- ნ----–---–ი მივიდა თავის სამუშაო მაგიდასთან, ამ დროს თ------ გ-----ე მასთან მივიდა და შესთავაზა გაცილებით მეტი თანხა, რაზეც მან უარი განაცხადა და კვლავ გაუმეორა, რომ მაგალითად, მობილური ტელეფონი დაეტოვებინა სანაცვლოდ. ამაზე თ------ გ-----ე აყვირდა და განუცხადა, რომ ,,ვგავარ მე მომპარავს? “, თუმცა მას განემარტა, რომ ხდებოდა ქურდობის ფაქტები და ზოგადად იზღვევდნენ თავს მსგავსი ფაქტებისგან.

თ------ გ-----ე ამის გამო ძალიან უკმაყოფილო იყო და იქ მყოფებს განუცხადა ,,თქვენ მე ვინ გგონივართ, თქვენი თხილამურები რაში მჭირდებაო". ვინაიდან თხილამურების დასაქირავებლად ხალხი შედიოდა, მან თ------ გ-----ეს მოუწოდა დამშვიდებისკენ და განუმარტა, რომ თუ მის შეთავაზებულ პირობებზე არ იყო თანახმა თხილამურებს ვერ იქირავებდა, დაეტოვებინა პუნქტი და სხვაგან ექირავებინა თხილამურები. ამ ყველაფერზე თ------ გ-----ე გაღიზიანდა. თ------ გ-----ესთან კონფლიქტში, რომ არ შესულიყო მან დატოვა ოფისი და გავიდა გარეთ. როდესაც დაბრუნდა ოფისში გააგრძელა საქმიანობა და თ------ გ-----ეს სთხოვა, რომ გაეხადა აღჭურვილობა და დაეტოვებინა პუნქტი. თ------ გ-----ემ გაიხადა აღჭურვილობა, ჩხუბით დატოვა პუნქტი და იმ დღეს ამით ამოიწურა ყველაფერი.

მეორე დღეს, 20 თებერვალს, ტელეფონზე დაურეკეს მისთვის უცხო ნომრიდან, მას თავიდან კორექტულად ესაუბრებოდა ქალბატონი, ხოლო მას შემდეგ რაც ქალბატონმა დაადგინა, რომ ის ნ---- ნ----–---–ს ესაუბრებოდა, მას დაუწყო ხმამაღალი ტონით საუბარი შემდეგი ტექსტით ,,გოგონი მომისმინე, მე გუშინ, რომ ვიყავი მანდ ის თ------ გ-----ე ვარ" და დაუწყო ლანძღვა. ლანძღავდა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ბოლოს ნ---- ნ----–---–მა გაუთიშა ტელეფონი და მისწერა, რომ ,,ძალიან ეცოდებოდა“. ამის შემდეგ თ------ გ-----ემ მას მისწერა შეურაცხმყოფელი ტექსტი, ერთ-ერთი შემდეგი სახის იყო: ,,შე ქათამო გოგო, ჩემი შეგეშინდა და იმიტომ გახვედი გარეთ, თორემ უნდა მეცემე“ და ემუქრებოდა მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებით. თ------ გ-----ემ მსგავსი შინაარსის ტექსტი მისწერა სოციალურ ქსელშიც, თუმცა მას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მან იმ დღესაც 20 თებერვალს, ნახა თ------ გ-----ე თუმცა არაფერი უთქვამს რადგან, მიიჩნევდა, რომ თ------ გ-----ე, ასაკით მასზე უმცროსი იყო, მას არასერიოზულ ადამიანად აღიქვამდა და აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ხოლო მას შემდეგ რაც სოციალური ქსელიდან შეიტყო მისი ასაკისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა როგორც მის თანატოლს და ზრდასრულ ადამიანს.

21 თებერვალს დილით, მან თავის მობილურში ნახა დილის 8 საათზე თ------ გ-----ისგან მოწერილი ტექსტი. ამასთან დაკავშირებით მან მისი შვილის ძიძასაც კი უთხრა, რომ იმ დღეს თუ ნახავდა თ------ გ-----ეს სასრიალოდ, მთაზე, მასთან გაარკვევდა სიტუაციას, დაელაპარაკებოდა, აღნიშნულ ტექსტებთან დაკავშირებით, ძიძამაც ურჩია, რომ მშვიდობიანად გაერკვიათ ყველაფერი.

ბრალდებულის განმარტებით იგი ძალიან ღიზიანდებოდა თ------ გ-----ისგან მოწერილი ტექსტით, ვინაიდან დილით ადრე შეურაცხმყოფელი ტექსტის მიღება თავისთავად გამაღიზიანებელია. მის მიმართ ამის გამო ჰქონდა პრეტენზია და აპირებდა ვითარებაში გარკვევას.

21 თებერვალს სამსახურში ყოფნისას, სავარაუდოდო შუადღეს, მან, მოპირდაპირე მხარეს არსებულ თხილამურების გასაქირავებელ პუნქტთან, დაახლოებით 400-500 მეტრში, დაინახა თ------ გ-----ე, რომელიც ტრენერთან ერთად იმყოფებოდა და სასრიალოდ იყო გამზადებული. თ------ გ-----ე იცნო სათხილამურო აღჭურვილობით და ნაცნობი ტრენერით ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში სულ მასთან ერთად სრიალებდა. მან შორიდანვე დაუძახა თ------ გ-----ეს და მისკენ გაიქცა ყვირილით ,,მოიცადე თ-----, უნდა გელაპარაკო, რატომ მწერ ესეთ რაღაცებს“, ვინაიდან შესაძლოა თ------ გ-----ე მას არ დალოდებოდა და სასრიალოდ წასულიყო.

როდესაც იგი მიუახლოვდა თ------ გ-----ეს, მათ შორის მანძილი 1-2 მეტრი იყო და საუბრის დაწყებას აპირებდა, მისი მეუღლის მეგობარი - გ-----------–--ე მივიდა მასთან, რომელიც მას სავარაუდოდ უკან გაჰყვა და ხელკავით მოშორებით გამოიყვანა და არაფრის თქმა არ აცალა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც კი არ მომხდარა. ამის გამო ის გაბრაზებულიც კი იყო გ-----------–--ეზე, რადგან საუბარი არ აცალა. მას ასევე არ დაუნახავს თ------ გ-----ის ძირს დაცემისა და ტელეფონის ძირზე დაგდების მომენტი. თ------ გ-----ის მწვრთნელი იქვე იყო, ზემოდან მოდიოდა და თხილამურები ეჭირა ხელში. ამით ამოიწურა აღნიშნული დღის მოვლენა და სხვა არანაირი გაგრძელება არ ჰქონია. მომხდარიდან მეორე დღეს მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ გამოძიება იყო დაწყებული.

2019 წლის 21 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---------ის რაიონ დაბა ბ---------ში მდებარე ,,დ------–ის’’ სათხილამურო ტრასაზე. დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელოვანი ნივთი, ნივთიერება ან საგანი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N172/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯ--------------–ს’’ ბ---------ის მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5---ის მიხედვით თ------ გ-----ეს აღენიშნებოდა ექსკორაციები ზედა ტუჩისა და მარცხენა მტევნის მე-5 თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა დ-------------–---–მა დაადასტურა ბ---------ის რაიონული სამმართველოს ბ---------ის განყოფილების 2019 წლის 28 თებერვლის დადგენილებების საფუძველზე 2019 წლის 28 თებერვალს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 21 თებერვალს.

2019 წლის 28 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, თ------ გ-----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ნ---- ნ----–---–ს (პ/ნ 0----------) 2019 წლის 17 მაისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 17 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1000 ლარის ოდენობით, გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 20 დღე. ბრალდებულის მიერ გირაო იქნა უზრუნველყოფილი თანხით.

სასამართლომ ასევე გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ:

მოწმე გ-----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ინსტრუქტორად დ------–ის საბაგირო ტრასაზე, ვ------- თ-----–---–ის, ნ---- ნ----–---–ის მეუღლის თხილამურების გაქირავების პუნქტში. არის ნ---- ნ----–---–ის მეუღლის მეჯვარე და მათი შვილის ნათლია. ზამთრის სეზონზე მუშაობა უწევს თითქმის ყოველდღიურად. მიმდინარე წლის 19 თებერვალს, დილის 10 საათიდან იგი იმყოფებოდა თხილამურების გასაქირავებელ პუნქტში და მუშაობდა, ხოლო ნ---- ნ----–---–ი უფრო ადრე იყო მისული რადგან ჯიხური უკვე გაღებული ჰქონდა. იგი არის ინსტრუქტორი და საჭიროების შემთხვევაში კლიენტებს ეხმარება.

შუადღეს, დაახლოებით პირველ საათზე, იმყოფებოდა გასაქირავებელი პუნქტის წინ, ახალი დაბრუნებული იყო სათხილამურო ტრასიდან, ვინაიდან მოსწავლე ჰყავდა. ამ დროს მას შორიდან შემოესმა ხმამაღალი საუბარი, მეორე პუნქტთან ასევე იმყოფებოდა ხალხიც, დამსვენებლები, ინსტრუქტორები და ასევე იყვნენ იქვე ახლოს მდებარე თხილამურების გაქირავების პუნქტში მომუშავე სხვა პიროვნებები - დ----- ბ--------ე და გ--------------ე. იქვე ახლოს არის თხილამურების გასაქირავებელი მეორე პუნქტიც ვ-–-------- ა------–---–ის. მათი პუნქტიდან საბაგირომდე არის დაახლოებით 50 მეტრი,მან შელაპარაკების ხმა გაიგონა, შემთხვევის ადგილზე იყო ხალხმრავლობა და ხმაური, თუმცა მან იცნო ნ---- ნ----–---–ის ხმა, არ გაუგია კონკრეტულად რაზე საუბრობდნენ ხმამაღლა. მოწმეს არ დაუნახავს თუ როგორ ან როდის მივიდა ნ---- ნ----–---–ი თ------ გ-----ესთან. იგი მათთან მივიდა ნ---- ნ----–---–ის ხმის გაგონების შემდეგ. ნ---- ნ----–---–ს უთანხმოება ჰქონდა მისთვის უცნობ გოგოსთან, ხმამაღლა საუბრობდნენ მათ შორის არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მან ეს 50 მეტრიდან გაიგონა. დაპირისპირებულებს შორის მანძილი ორი-სამი მეტრი იყო. როგორც მოგვიანებით გაარკვია ეს საუბარი ეხებოდა ტელეფონზე მიმოწერას, რომლის შესახებაც ნ---- ნ----–---–ს მისთვის ადრეც ჰქონდა ნათქვამი. მოწმის თქმით თ------ გ-----ეს ჩაფხუტი ეხურა, სათვალე ეკეთა და იგი დღესაც ვერ იცნობს თუ ვინ იყო ის პიროვნება სახეზე არ ახსოვს.

იგი მივიდა ნ---- ნ----–---–თან, ჰკითხა თუ რა ხდებოდა და რადგან ნ---- ნ----–---–ი განერვიულებული იყო, სიტუაციას გამოარიდა. ამ დროს ტრენერი-ა------- მ---------ე ზემოთ იყო მათგან 5-6 მეტრის დაშორებით საბაგიროს შესასვლელთან, ხელში ეჭირა თავისი და თ------ გ-----ის თხილამურები. ის დაპირისპირებულებთან მივიდა ზედა მხრიდან, თხილამურების გაქირავების პუნქტიდან და მას ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მან უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა და ნ---- ნ----–---–ი წამოიყვანა ქვემოთ, თხილამურების გაქირავების პუნქტისკენ, ხოლო ა------- მ---------ე და თ------ გ-----ე ადგილზე დარჩნენ. მას თ------ გ-----ისთვის, სახეზე რაიმე დაზიანება ან სისხლის კვალი არ შეუნიშნავს.

წამოყვანის დროს ნ---- ნ----–---–ი მას ეუბნებოდა, რომ მას საუბარი არ ჰქონდა დასრულებული. მათი წამოსვლისას თ------ გ-----ე რაღაცას იძახდა და ტელეფონს ეძებდა. იქ მყოფებს სთხოვდა, რომ მის ნომერზე დაერეკათ და ტელეფონის მოძებნაში დახმარებოდნენ. მათი წამოსვლის შემდეგ ეს ინციდენტი აღარ გაგრძელებულა. ადგილზე მისვლისას მას ასევე არ დაუნახავს მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება ნ---- ნ----–---–სა და თ------ გ-----ეს შორის და თუ მანამდე იქნებოდა რაიმე სახის დაპირისპირება მათ შორის, ვერც მაშინ დაინახავდა რადგან მათი მიმართულებით ყურადღება არ ჰქონდა გამახვილებული.

მოწმე დ----- ბ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ნ---- ნ----–---–ის თხილამურების გაქირავების პუნქტში, მოქალაქეებს ეხმარება თხილამურების მორგებაში, არ შესწრებია ნ---- ნ----–---–ისა და თ------ გ-----ის პირველად დაპირისპირების მომენტს, ხოლო 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა ნ---- ნ----–---–ის კუთვნილ თხილამურების გაქირავების პუნქტთან, გარეთ სიგარეტს ეწეოდა. შემოესმა ხმაური. ხმაურის მიმართულებით გახედვისას, მისგან დაახლოებით 20-25 მეტრში დაინახა ორი პიროვნება, რომლებიც ფეხზე იდგნენ და ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ - მათგან ერთი იყო ნ---- ნ----–---–ი, რომელიც ხმაზე იცნო, ხოლო მეორე ქალბატონი ერთხელ იყო ნ---- ნ----–---–ის ჯიხურში თხილამურების დასაქირავებლად და მას მეტჯერ არ უნახავს. ისინი საუბრობდნენ ხმამაღლა, რამაც მისი ყურადღება მიიქცია. მას არ დაუნახავს ნ---- ნ----–---–ის წასვლის მომენტი. მისი თქმით ნ---- ნ----–---–ი ყვირილით, რომ წასულიყო თ------ გ-----ისკენ ამას აუცილებლად გაიგებდა და მიმავალ ნ---- ნ----–---–საც დაინახავდა. არ ახსოვს საუბრის ზუსტი შინაარსი, ახსოვს კონკრეტული სიტყვები ,,არ გრცხვენია “ ? , უსირცხვილო და ა. შ., თუმცა ვერ იხსენებს ვინ ამბობდა ამ სიტყვებს.

მან დაინახა მათკენ ჩქარი ნაბიჯით მიმავალი გ-----------–--ე, რომელმაც, მათი საუბრის დაწყებიდან მალევე, დაახლოებით 15 წამში ნ---- ნ----–---–ი ცალკე გაიყვანა და წაიყვანა გაქირავების პუნქტისკენ. ნ---- ნ----–---–ი უკან აღარ მიბრუნებულა. მანძილი ნ---- ნ----–---–ის ჯიხურიდან საბაგირომდე დაახლოებით 40-50 მეტრია. 21 თებერვალს კარგი ამინდი იყო საბაგიროსთანაც ასე თუ ისე ხალხმრავლობა და ხმაური იყო.

ნ---- ნ----–---–ი და თ------ გ-----ე ერთმანეთს ფიზიკურად არ დაპირისპირებიან, ხელით არ შეხებიან, იყო მხოლოდ ხმამაღალი საუბარი. ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში იგი ამ ფაქტს აუცილებლად დააფიქსირებდა. მას შემთხვევის ადგილთან ახლოს არ დაუნახავს ა------- მ---------ე, ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად იცნობდა გარდა იმ შემთხვევაში თუ ის საბაგიროს შესასვლელთან იყო, რადგან იქ ხალხმრავლობაა და ვერ გაარჩევდა. ასევე არ დაუნახავს ტელეფონის გადაგდების ფაქტი.

ჯიხურთან მისვლისას ნ---- ნ----–---–ს სახეზე ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო,მოწმე გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ---- ნ----–---–ის მეუღლე არის მისი მეგობარი და მათთან ახლო ურთიერთობა აქვს. მუშაობს ინსტრუქტორად ნ---- ნ----–---–ის ჯიხურში. შემთხვევის დღეს, 21 თებერვალს 10 საათზე მივიდა ჯიხურთან. არ ახსოვს როდის მივიდა ნ---- ნ----–---–ი. ამ დღეს საშუალო დონის ხალხმრავლობა იყო სათხილამურო ტრასაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, იყო ქაოსი, ამის გამო სმენა ერთგვარად შეზღუდულია, ხოლო სივრცის მხედველობის არე ობიექტზე ფოკუსირების შემთხვევაში, სმენასთან შედარებით უმჯობესია. ნ---- ნ----–---–ის ჯიხურიდან საბაგირომდე მანძილი დაახლოებით 40-50 მეტრია. შემთხვევის დროს იგი მარტო იმყოფებოდა ნ---- ნ----–---–ის თხილამურების გასაქირავებელ ჯიხურთან, არის ინსტრუქტორი და ძირითადად იქ დგას ხოლმე მსურველებს ასწავლის თხილამურებზე დგომას. მიმდებარე ტერიტორიაზე სულ არის სამი თხილამურების გასაქირავებელი ჯიხური. მოწმეს არ დაუნახავს როდის წავიდა ნ---- ნ----–---–ი საბაგიროს მიმართულებით. დაახლოებით 30 მეტრის მანძილიდან შემოესმა ნ---- ნ----–---–ის ხმამაღალი საუბარი საუბრის კონკრეტული შინაარსი არ იცის. მან ხმაურისა და მანძილის მიუხედავად იცნო მისი ხმა. საუბრის მიმართულებით გახედვისას დაინახა ნ---- ნ----–---–ი და გ-----------–--ე, რომელიც იქვე იდგა, კილაძემ ნ---- ნ----–---–ი საუბრისას გვერდზე გამოიყვანა, იქ სხვა დაპირისპირება-ჩხუბი არ მომხდარა და არც მანამდე შეუნიშნავს ნ---- ნ----–---–ისა და თ------ გ-----ის საუბარი ან დაპირისპირება თუნდაც კამათის სახით. მას არ დაუნახავს ძირს წაქცეული ან დასვრილი თ------ გ-----ე და მისთვის რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს.

კამათის დასრულების შემდეგ იგი ახლოს არ მისულა მათთან და არ დაუნახავს სად წავიდა თ------ გ-----ე. შემთხვევის ადგილზე მას ასევე არ შეუნიშნავს ა------- მ---------ე, ყოფნის შემთხვევაში აუცილებლად დააფიქსირებდა არ დაუნახავს ნ---- ნ----–---–ს მობილური ტელეფონი ეჭირა თუ არა ხელში ან გადააგდო თუ არა. არ მოუსმენია მათი საუბარი. თუმცა მოწმე კატეგორიულად განმარტავს, რომ ნ---- ნ----–---–სა და თ------ გ-----ეს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. იგი საერთოდ არ იცნობს თ------ გ-----ეს და ნ---- ნ----–---–ისგანაც არ სმენია მათი დაპირისპირების ამბავი, მათ შორის არც შემთხვევის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მისი მხედველობის არედან გამომდინარე ჩხუბი, რომ მომხდარიყო იგი ამას აუცილებლად დააფიქსირებდა. შემთხვევის შემდეგ ნ---- ნ----–---–ს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, იყო აღელვებული, თუმცა მას არაფერი უკითხავს მისთვის და მალევე გავიდა სამუშაოდ.

სასამართლოს დასკვნა ნ---- ნ----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 თებერვალს დაახლოებით 13:30 საათზე ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში ,,დ------–ის“ სათხილამურო ტრასაზე წინა დღის შელაპარაკების გამო გაღიზიანებულმა ნ---- ნ----–---–მა, ხელებისა და ფეხის რამოდენიმეჯერ დარტყმით სახისა და ტანის არეში თ------ გ-----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა, ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. ეს გარემოებაც პირდაპირ ადასტურებს ნ---- ნ----–---–ის მიერ თ------ გეგიაზე განხორციელებულ ძალადობას. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებას - დაზარალებულმა განიცადა თუ არა ტკივილი ძალადობის გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N172/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს,,ჯ--------------–ს’’ ბ---------ის მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5---ის მიხედვით თ------ გ-----ეს აღენიშნებოდა ექსკორაციები ზედა ტუჩისა და მარცხენა მტევნის მე-5 თითის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. თავად დაზარალებულიც მიუთითებს, რომ დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული და არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებიც არ არის არსებით წინააღმდეგობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, უშუალოდ შემთხვევის დაწყების მომენტის შესახებ ინფორმაციას იძლევა დაზარალებული და მოწმე ა------- მ---------ე, ხოლო, მოწმეებმა კონფლიქტის არსებობა დააფიქსირეს მას შემდეგ, რაც მათი ყურადღება მიიქცია დაპირისპირებული პირების ყვირილმა, ამ დროს ფიზიკური დაპირისპირება დასრულებული იყო. რაც შეეხება ნ---- ნ----–---–ის ჩვენებას, ინფორმაცია ეწინააღმდეგება თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც გამყარებულია სხვა მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო ბრალდებულის ჩვენება წარმოდგენილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ნ---- ნ----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თ------ გ-----ის ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ---- ნ----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქმის განხილვა მიმდინარეობდა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ნ---- ნ----–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ნ---- ნ----–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ---- ნ----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ნ---- ნ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ნ---- ნ----–---–ს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან რათა რეალურად იყოს შესაძლებელი ბრალდებულის რესოციალიზაცია და უფრო მეტად არ გაართულოს დაპირისპირებულებს შორის ურთიერთდამოკიდებულება. დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ---- ნ----–---–ი (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

2. ნ---- ნ----–---–ის (პ/ნ0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ნ---- ნ----–---–ს (პ/ნ 0---------- ) დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 1000 ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად, თანხა გადახდილ იქნა 2019 წლის 22 მაისს.

3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი