განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2086-19
(N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:
პროკურორები - ა---------,დაცვის მხარე:
ადვოკატი - თ-------- გ---------,ბრალდებული - ვ---------- ვ--–------ის ასული მ---–-–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–-------------------------------–--
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: - 2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ------–--–----------------------------------ში, ვ---------- მ---–-–---–მა მეუღლის - ლ---- ჭ----------ის მიმართ განახორციელა ძალადობა. კერძოდ, ყელზე მოუჭირა ორივე ხელი და დაკაწრა, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 17 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ------–--–-----------------------------------ში, ვ---------- მ---–-–---–მა მეუღლის - ლ---- ჭ----------ის მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ ნაჯახის დემონსტრირებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რის შედეგად ლ---- ჭ----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ვ---------- მ---–-–---–მა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 17 მარტს, ღამის საათებში ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს არ მისცა სასახლიდან გასვლისა და ავტომანქანის საჭესთან დაჯდომის საშუალება. ლ---- ჭ----------ის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე მიუთითა, რომ მიაყენა იმავე პერიოდში, როცა ცდილობდა ამ უკანასკნელის შეჩერებას. მანვე უარყო, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა ლ---- ჭ----------ეს და ბრალდების ამ ეპიზოდში მოითხოვა გამართლება.
მოწმე ვ--–---- გ--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა და განმარტა, რომ 2019 წლის 17 მარტის 112-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულია ნაჯახი და საფერფლე. გამოკითხა ვ---------- მ---–-–---–ი და ლ---- ჭ----------ე, დადგენილების საფუძველზე მოახდინა მათგან ტანსაცმლის ამოღება. ასევე, დაათვალიერა 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი; დანიშნა სამედიცინო და კომპლექსური ექსპერტიზები.
დაზარალებულმა ლ---- ჭ----------ემ, საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მიეცა მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება.
მხარეებმა გარდა ზემოაღნიშნული მოწმეებისა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
პატრულ ინსპექტორ რ-------------–----ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მარტს იმყოფებოდა სამსახურში. იმავე დღეს, 112 - ის საშუალებით, დაახლოებით 03:00 საათზე, მიიღო შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ადგილზე მისვლისას, თ---–--–-----------------------------ში ბინა დახვდათ დაკეტილი და კარები ვ---------- მ---–-–---–მა გააღო მხოლოდ მათი თხოვნის შემდეგ. იმავე ბინაში მყოფი ლ---- ჭ----------ის განმარტებით, მეუღლემ მას ხელში ჩაარტყა ნაჯახი და არ უშვებდა სახლიდან.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას პატრულ -ინსპექტორმა მ-----–----------–---–მა.
2019 წლის 17 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–-------------------------------–-- სადაც განთავსებულია ვ---------- მ---–-–---–ისა და ლ---- ჭ----------ის საცხოვრებელი სახლი. ამავე ბინის სამზარეულოს ბოლო კედლის კარადის კარი არის ღია, რომლის მეორე თაროზე დევს ხის ტარიანი ნაჯახი. არსებული ნივთი ექსპერტების მიერ იქნა ამოღებული, მოთავსდა მუყაოს კონვერტში და დაილუქა ერთ პაკეტად. ვ---------- მ---–-–---–მა მიუთითა სამზარეულოს შესასვლელში არსებულ ნაგვის ურნაზე და განმარტა, რომ იქ ჩააგდო საფერფლის ნატეხები, რომელიც ლ---- ჭ----------ემ ისროლა მისი მიმართულებით. არსებული ნატეხები ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტების მიერ. ვ---------- მ---–-–---–ის განმარტებით სამზარეულოში მოხდა მეუღლესთან - ლ----ი ჭ----------ესთან ჩხუბი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის ფოტოსურათები.
2019 წლის 17 მარტის ამოღების ოქმის თანახმად: - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------------------–---–- ლ---- ჭ----------ისაგან ამოღებული იქნა ,,კ---–-----“ ფირმის მოლურჯო შეფერილობის ჯინსის შარვალი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები და გრძელ სახელოებიანი მაისური.
პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით: - პაციენტის გადმოცემით მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ---- ჭ----------ეს აღენიშნება მარცხენა ზედა კიდურის მტევანზე ნაკაწრი ჭრილობა და აგრეთვე კისრის ზედაპირული ტრავმა.
2019 წლის 17 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად: - უფროსმა ინსპექტორ გამომძიებელმა ვ--–-----------–---–--, ლ---- ჭ----------ის თანხმობითა და მონაწილეობით დაათვალიერა 2019 წლის 17 მარტს გაცემული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი. ბარათზე მითითებულია პაციენტ ლ---- ჭ----------ის მონაცემები და მდგომარეობა. კერძოდ, პაციენტს მარცხენა ხელის ზედა კიდურზე აღენიშნება ნაკაწრი ჭრილობა და კისრის არეში ექსკორიაციები.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის ი-------–---- გამოკითხვის ოქმით დადგენილია: - 2019 წლის 17 მარტს, გამოძახების საფუძველზე, ქ------–--–----------------------------------ში მისულებს დახვდათ ლ---- ჭ----------ე, რომელსაც მარცხენა ხელის კიდურზე აღენიშნებოდა დაზიანებები. იმავე პირის განმარტებით მას მეუღლემ ნაჯახი შემთხვევით მოარტყა ხელში და ჩამოკაწრა ყელზე.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: - ლ---- ჭ----------ეს 17.03.2019 წ. 03:40 სთ-ზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რომელსაც აღენიშნებოდა მარცხენა ზედა კიდურის მტევანზე ნაკაწრი ჭრილობა და კისერზე ექსკორიაციები. დაზიანებები (ნაჭდევების სახით) განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 17.03.19წ.
მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გაჩნია წინასწარ დადგენილი ძალა და ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. ამასთან, საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისგან მოპოვებული დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ბრალდებულის აღიარება სრულად თავსებადია, მოწმეთა: რ-------------–----ს, მ-----–----------–---–ის, ი-------–---- დაკითხვის ოქმებთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებასთან, 112-ის სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან, ლაზერული დისკის დათვალიერების ოქმთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან და სამედიცინო დოკუმენტაციასთან, რომელთა შეფასებით, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ვ---------- მ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტის, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათა შეფასებით ვერ დადასტურდა ვ---------- მ---–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მუქარის ეპიზოდში და ის უნდა გამართლდეს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---------- მ---–-–---–ს პასუხისმგებლობას უმსუბუქებს ის გარემოება, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული შერიგებულია მასთან და პრეტენზია არ გააჩნია (სანოტარო აქტი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს); პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით დადგენილი არ არის.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო თვლის, რომ ვ---------- მ---–-–---–ს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და ის ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად იმავე გამოსაცდელი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ---------- მ---–-–---–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ვ---------- მ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი;
ვ---------- მ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 30 მარტიდან - 2019 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი;
გაუქმდეს ვ---------- მ---–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლ---- ჭ----------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი (შარვალი, მაისური) და ვ---------- მ---–-–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი (შარვალი, მაისური) დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ნაჯახი და საფერფლის ნატეხები, ლ---- ჭ----------ისაგან აღებული სისხლის ნიმუში და ვ---------- მ---–-–---–ისგან აღებული სისხლისა და ფრჩხილების ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; 2 (ორი) ცალი დისკი, რომლებზეც განთავსებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა და სსიპ 112-ის სამსახურიდან გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/