განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2019
საქმის ნომერი
330100119003193529
თარიღი
22.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4340-19

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------- შ--------ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული ბ------- ვ--------- ძე ლ---–--ლი - დაბადებული 1----–-–-------------ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული გ-----------------------------–---------–---, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–------------------------–---------------------ში,ადვოკატი დ----- ჩ--–--ე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811-ე მუხლის I ნაწილი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დადგენლად ცნო:

 

1.1 2019 წლის 24 აგვისტოს გაცემული შემაკავებელი N0----- ორდერით ბ------- ლ---–--ლს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკავების ვალდებულება სადაც მსხვერპლი _ მეუღლე მ--------–---–ი ცხოვრობს და აეკრძალა მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც ის იმყოფება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბ------- ლ---–--ლმა არ შეასრულა 2019 წლის 24 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, 2019 წლის 24 აგვისტოს საღამოს მივიდა მ--------–---–ის სახლში მდებარე თ---–--–----------------------–---------------------ში, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

2.2 მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

2.3სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

3.3 ბ------- ლ---–--ლის აღიარება დასტურდება დაზარალებულის მ--------–---–ის, მოწმეთა, თ-------------–---–--------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი N0----- ორდერით, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ოქმებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

4.2 კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის საკმარისია ადგილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვების დარღვევის ფაქტს.

 

4.3 2019 წლის 24 აგვისტოს გაცემული შემაკავებელი N0----- ორდერით დადგენილია რომ ბ------- ლ---–--ლს დაეკისრა იმ სახლისაგან განცალკავების ვალდებულება, სადაც მსხვერპლი _ მეუღლე მ--------–---–ი ცხოვრობდა და აეკრძალა მის სამსახურთან და იმ ადგილებში მიახლოება სადაც ის იმყოფებოდა.

4.4. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ბ------- ლ---–--ლი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ კვლავ მივიდა სახლში სადაც დაზარალებული ცხოვრობდა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4.4 დაზარალებული სმ--------–---–ის ჩვენებას ადასტურებს, მოწმთა: თეა-----------–---–------------------–---- გამოკითხვის ოქმები, რაც ბ------- ლ---–--ლს სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

4.5 ამდენად, დაზარალებულის ჩვენება თავსებადია როგორც ბრალდებულის ჩვენებასთან, ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბ------- ლ---–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 111-3811-ე მუხლის 1 ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1 ბ------- ლ---–--ლს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ არის დადგენილი.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბ------- ლ---–--ლის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს თვისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------- ლ---–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

2. ბ------- ლ---–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 24 აგვისტოდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი;

3.გაუქმდეს ბ------- ლ---–--ლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს;

 

4.მსჯავრდებულის ბ------- ლ---–--ლის ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/