განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2019
საქმის ნომერი
330100118002408618
თარიღი
12.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1687-18

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---------–----

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---------------------–--------, დაბადებული------–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: თ---–-----------–---------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–---–--------–--------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2----–-–---------–--ს, ლ-------–--------- მიერ, 100%-იანი წილით, დაფუძნდა და გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა შ---------, საიდენტიფიკაციო კოდით #---------, რომელიც 2----–-–------------------ნ გახდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თ---–-----------–--------------, ხოლო ფაქტობრივი მისამართია------–-------------- საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ს----------------–-----–--------–------- ასევე ს---------------–----------–---–----------------------–-----. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა და დაფუძნების დღიდან მას ხელმძღვანელობს ლ-------–---------

ლ-------–---------, როგორც შ---------- დირექტორს, ევალებოდა საზოგადოების საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად და ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებით, ასევე გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, სრულად არ ახდენდა მიღებული შემოსავლისა და ხარჯის დეკლარირებას და შესაბამისად, არ იბეგრებოდა მოგების, დღგ-ს, ქონების და საშემოსავლო გადასახადით, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------------ ბრძანებით, შ--------–-- ჩატარდა გასვლითი, სრული საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2----–-–---------–---დან 2----–-–------------------ პერიოდი. შემოწმებით გაირკვა, რომ მეწარმემ შეამცირა მოგებით დასაბეგრი ბაზა, ცალკეულ თვეებში არ წარადგინა შესაბამისი დღგ-ს დეკლარაციები, სალაროში აფიქსირებდა არარსებულ ნაშთს, დეკლარაციაში ამცირებდა გაცემული დივიდენდის ოდენობას, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდებოდა კუთვნილი გადასახადები. 2----–-–----------------- საგადასახადო შემოწმების აქტით, გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ, დამატებით, გადასახდელად დაერიცდა სულ--------- ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი-------- ლარი, აქედან დღგ-ს ნაწილში------- ლარი, მოგების გადასახადის ნაწილში------- ლარი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში------- ლარი, ქონების გადასახადში------ ლარი, ხოლო ჯარიმის სახით სულ დაეკისრა---------–-----

2----–-–----------------- გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა N-------, რომლის მიხედვითაც მიმდინარე გადასახდელების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა სულ-------- ლარი, მათ შორის ძირითადი-------- ლარი, ჯარიმა------- ლარი, საურავი------- ლარი და რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2----–-–-----------------. საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელმა გაასაჩივრა------–-–--------------. შედეგად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–------------–-- დასკვნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, საზოგადოებას შეუმცირდა------- ლარი, მათ შორის ძირითადი------- ლარი და ჯარიმა------ ლარი. მითითებული გაანგარიშების საფუძველზე გამოიცა 2----–-–------------–----------- საგადასახადო მოთხოვნა, რაც ლ-------–--------- მიერ არ გასაჩივრებულა.

ლ-------–--------- არ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი შეღავათებით, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ამ კორექტირებული არ იქნა შ------------ გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა-------- ლარი და მისი გადახდის ვალდებულება არ შეჩერებულა კანონის საფუძველზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-------–--------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ლ-------–--------- მიერ დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: ლ-------–---------, ა------–------------------------------–-- გამოკითხვის ოქმებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 2----–-–----------------- აქტით, 2----–-–------------–-- დასკვნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის, მომსახურების, ადმინისტრირების დეპარტამენტებიდან, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის სამსახურიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული პასუხები თანდართული დოკუმენტებით, საგადასახადო მოთხოვნებით, დათვალიერების ოქმებით დათვალიერებული დოკუმენტებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-------–--------- ჩაიდინა:

დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ლ-------–--------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის როგორც ქონებრივ მდგომარეობას, ასევე იმას, რომ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------–---------თან მიმართებით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ჯარიმის დაკისრების პირობებში.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ-------–--------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ-------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ ლ------–--------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

ვებგვერდის დათვალიერების ოქმს დართული ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი