განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
140100119003337729
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/609-19 (092271119004)

საქმე #140100119003337729

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

6 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------ წ--------–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ----- თ------- (დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ------------------------–------)

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 მ----- თ-------მ, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, 2011-2017 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და 9 მოქალაქეზე - ლ--–- კ------ზე, მ--- ნ-----–--–---–ზე, ნ----------–- კ----------–ზე, თ----- ბ------–---–ზე, ე---------- მ---------–ზე, ნ-----–-- ლ------ზე, ი---- ც-–--–---ზე, დ-------- მ--------სა და რ----- ბ-----ზე სესხის სახით გასცა 49 450 აშშ დოლარი (93 800 ლარი), რომელთაგან მ----- თ-------მ საპროცენტო სარგებლის სახით მიიღო დიდი ოდენობით შემოსავალი - 45 777 ლარი. ვინაიდან იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფოს მიადგა 9 155 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ----- თ-------მ აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A

 

3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ლ--–- კ-----ის, მ--- ნ-----–--–---–ის, ნ----------–- კ----------–ის, თ----- ბ------–---–ის, ე---------- მ---------–ის, ნ-----–-- ლ-----ის, ი---- ც-–--–--ის, დ-------- მ-------ის, რ----- ბ----ისა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, თემატური და საგადასახადო შემოწმების აქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ----- თ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ----- თ------ის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელშეწყობას, მის ასაკს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული, არ არის სახდელდადებულიც კი), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (ნაკლებად მძიმე), დანაშაულის ჩადენიდან დღემდე გასულ დროს, ოჯახურ მდგომარეობას - ქვრივია, ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა ამ შემთხვევაში შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ჯარიმის გამოყენებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- თ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარი;

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

3. ნივთიერი მტკიცებულება - საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს არქივიდან ამოღებული დოკუმენტაციის დედანი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი