განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2019
საქმის ნომერი
330100119003172724
თარიღი
05.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4077-19

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ-------------–---–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული ---------------–---------------------–---–- (დაბადებული-------–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–------–--–-------–---–----------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თბილისში, ლ--–-------–---–------------------------ მიმდებარედ, გ-----------------–---–-- ი--------–----- მოქაჩა თმა და მიაჯახა კედელს, ასევე რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მარცხენა თვალბუდის არეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

დაზარალებულ ი--------–----- ჩვენებით, ცხოვრობს ლ-------–---–----------------------–- დასთან - ქ----------–----სთან და შვილთან ერთან. მის მეზობლად ცხოვრობს ბრალდებული გ-----------------–---–- შვილებთან ერთად. მის შვილს და გ-----------------–---–-ს შვილს შორის წარსულში ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის კონფლიქტს, რის გამოც გ-----------------–---–-ს ოჯახთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე ბრუნდებოდა სახლში, სადარბაზოში შესვლის დროს შემოესმა გ-----------------–---–-ს ხმამაღალი საუბარი, რომელიც უყვიროდა ქ----------–----ს და ითხოვდა მისი დისშვილის ნახვას, რომელიც თითქოს მის შვილებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ--------- ბ------–---–- მოუწოდა შეეწყვიტა შეურაცხყოფის მიყენება, თუმცა იგი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და კვლავ აგრძელებდა მისი მისამართით გინებას. დააპირა სახლში შესვლა და კარის დაკეტვა, რა დროსაც გ-----------------–---–-- მოქაჩა თმები და ტანით მიაჯახა კედელს. შეეცადა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა გ-----------------–---–-- რამდენჯერმე ჩაარტყა მუშტი მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მოწმე ქ----------–----- ჩვენებით, ცხოვრობს ლ-------–---–------------–-, დასთან და დისშვილთან ერთად. მის მეზობლად ცხოვრობს ბრალდებული გ-----------------–---–- შვილებთან ერთად. გ-----------------–---–-ს ოჯახთან ჰქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება, რის გამოც ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ. 2019 წლის 24 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე შემოესმა ბრახუნის ხმა. კარის გაღებისას დახვდა გ-----------------–---–-, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და კითხულობდა თუ სად იმყოფებოდა მისი დისშვილი. გ--------- ყვიროდა ხმამაღლა და იგინებოდა მისი დისშვილის მისამართით, რომელსაც თითქოს მისი შვილისთვის შეუგინებია დედის მისამართით. ამ დროს მათთან მივიდა გ-----------------–---–-ს შვილი, რომელმაც ბრალდებული განარიდა ტერიტორიას და წაიყვანა სახლში, თუმცა რამდენიმე წუთში გ-----------------–---–- კვლავ დაბრუნდა მასთან ჩხუბით და იგინებოდა მისი დისშვილის მისამართით. სწორედ ამ დროს სადარბაზოში შევიდა ი--------–----- რომელსაც გ-----------------–---–-- დაუწყო შეურაცხყოფის მიყენება. ვინაიდან იგი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა გინებას, შევიდა სახლში საპატრულო პოლიციის გამოსაძახებლად. სახლში ყოფნის დროს შემოესმა მეზობელ ნ-----–-- ყვირილი, რ-----–-–----------- ბ------–---–- ეუბნებოდა თუ რას აკეთებდა. ყვირილის ხმაზე კვლავ გავიდა სადარბაზოში, სადაც დაინახა თუ როგორ ქაჩავდა თმებს გ-----------------–---–- ი--------–-----, რომელსაც სახის არეში ეტყობოდა მუშტის ჩარტყმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით.

მოწმე ლ-–------–---- ჩვენებით, 2019 წლის 24 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ძალადობის ფაქტზე, გ-----------------–---–-ს მიმართ. გამოკითხა მოწმეები, დაზარალებულ ი--------–----- ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გამოკითხა იგი მოწმის სახით, რომელმაც დაადასტურა მეზობელ გ-----------------–---–-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი, რისი კვალიც დაზიანებების სახით აღენიშნებოდა ი--------–-----.

ბრალდებულ გ-----------------–---–-ს ჩვენებით, ცხოვრობს ლ-------–---–------------–- შვილებთან ერთად. მის მეზობლად ცხოვრობენ დები ქ---------------------–------- და ი------ შვილი ა-–----. ბ-–-------- ოჯახთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, რადგან ი--------–----- შვილმა რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს თ--------- და შეაგინა დედის მისამართით. 2019 წლის 24 ივლისს, საღამოს საათებში ბრუნდებოდა სახლში, სადარბაზოში შესვლისას შეხვდა მეზობელი ი--------–----- რომელსაც ჰკითხა თუ სად იმყოფებოდა მისი შვილი ----–----, რაზეც ი------ უპასუხა: „რა გინდა გაეთრიეო აქედანო“. მასთან მოუვიდა კონფლიქტი, რაშიც ასევე ჩაერთო სახლიდან გამოსული ქ----------–----, თუმცა შვილმა, თ----------------–---–-- შეძლო მისი ადგილიდან გარიდება და წაიყვანა სახლში. ვინაიდან სურდა ი--------–-----თვის ეთქვა, რომ მისი შვილი ----–---- დედის მისამართით აგინებდა მის შვილს, რამდენიმე წუთის შემდგომ კვლავ დაბრუნდა უკან, რა დროსაც სახლის კარი გახსნა ი--------–------ რომელმაც მის დას სთხოვა ნაჯახის მიწოდება, რათა კიბეზე დაეგორებინა იგი, თუმცა ქ----------–----მ გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ი--------–----- განუმეორა ის სიტყვები, რასაც მისი შვილი ეუბნებოდა თ----------------–---–-, რაზეც იგი გაღიზიანდა და გაიწია მისკენ. თავდაპირველად შეძლო მისთვის კარის დაკეტვა, თუმცა გარკვეულ მომენტში ი------ შეძლო კარის გაღება, რა დროსაც მარჯვენა ხელი ჩაავლო სახეში. მარჯვენა ხელის დაჭერის შემდგომ ი--------–----- შეძლო მარცხენა ხელის სახეზე ჩავლება, რის შემდეგაც ხელი მოკიდა თმებში, თუმცა ვინაიდან ი--------–----- არ გაუშვა ხელი, მოიქნია ხელი, რაც მოხვდა ი--------–-----. საბოლოოდ მათი გაშველება შეძლო მეზობელმა ნ-----–--. ბრალდებულის განმარტებით ურთიერთდაპირისპირების დროს მანაც მიიღო დაზიანებები სახის არეში ნაკაწრების სახით, თუმცა ვინაიდან გამოძიებაში დაკითხვისას მომხდარი ფაქტიდან გასული იყო რამდენიმე დღე, უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის გავლაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ-----------------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ გ-----------------–---–-ს მხრიდან, ი--------–------- ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ისე თავად დაზარალებულ ი--------–----- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 24 ივლისს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ყოფნისას გ-----------------–---–-- თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოქაჩა თმები, მიაჯახა კედელს და რამდენჯერმე მარცხენა თვალბუდის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

დაზარალებულ ი--------–------- ბრალდებულ გ-----------------–---–-ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებს ფაქტის თვითმხილველი მოწმე ქ----------–----, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, 2019 წლის 24 ივლისს ურთიერთშელაპარაკების დროს გ-----------------–---–-ს მხრიდან ი--------–------- თმის მოქაჩვის ფაქტი, რომელსაც მარცხენა თვალის არეში ასევე აღენიშნებოდა მუშტის დარტყმის შედეგად მიყენებული დაზიანების კვალი.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ ლ-–------–---- ჩვენებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აწარმოა შემდგომში დაზარალებულად ცნობილი მ---------–----- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მეზობლის - გ-----------------–---–-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულ გ-----------------–---–-ს ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა ი--------–---------- თმის მოქაჩვის ფაქტი, თუმცა ბრალდებულის განმარტებით, მას დაზარალებულისთვის ხელი არ დაურტყამს და მისი მოგერიების მიზნით იქნევდა ხელს, რაც მოხვდა ი--------–-----. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის როგორ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რითაც დადგენილია, რომ ი--------–----- სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი ი--------–------- მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე და რაოდენობა, რაც არასარწმუნოს ხდის ბრალდებულის პოზიციას მხოლოდ ხელის მოქნევით აღნიშნული სახის დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ი--------–----- სამედიცინო შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთის სახით. კერძოდ, ი--------–----- მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ზომით 2X1სმ, შუბლის არეში ცენტრალურად მოწითალო, მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 2X1,5სმ. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში აღენიშნება ნაჭედევი, ზომით 3X2სმ. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე ნაჭდევი 6X1სმ ფართობზე. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ-----------------–---–-- ჩაიდინა ი--------–----- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ გ-----------------–---–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მიაჩნია, რომ გ-----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

გ-----------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი