განაჩენი

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
330100119003173577
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4081-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნ-------------–---–-

 

დაცვის მხარე

დამცველი - მ--------------

ბრალდებული - დ-----------------------–----–---–-, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-----------------------------------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ. თბილისში, ტ-------–-----------------------–--–-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე დ--------–----–---–- დანის დემონტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ------------–----–-–---–-, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ--------–----–---–-ს

მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას

 

დაზარალებულ გ------------–----–-–---–-- მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ დ--------–----–---–- არის მისი ყოფილი მეუღლის ბიძა, რომელსაც იცნობდა მეუღლისგან. 2019 წლის 29 ივლისს დღის მეორე ნახევარში დაუკავშირდა დ--------–----–---–-, რომელმაც მოსთხოვა შეხვედრა და საუბარი მის მეუღლესთან - ნ--------–----–---–თან დაკავშირებით. ვინაიდან სამსახურში იყო და არ ეცალა შეპირდა, რომ სახლში მისვლის შემდეგ დაუკავშირდებოდა და გაესაუბრებოდა. სამსახურიდან დაბრუნდა დაახლოებით 20:00 საათზე, დაუკავშირდა დ--------–----–---–- და აცნობა, რომ ელოდებოდა უბანში, სახლთან ახლოს. დ--------–----–---–- მივიდა მის სიმამრთან - გ--–----–----–---–თან ერთად, ლურჯი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით. დ--------–----–---–მა ანიშნა, რომ გაყოლოდა, რაზეც უარი უთხრა. რის გამოც დ--------–----–---–- გადმოხტა მანქანიდან დანით ხელში, რომელიც რამდენჯერმე მოუქნია. აღნიშნულის გამო უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რადგან დაზიანება თავიდან აეცილებინა. დ--------–----–---–- ემუქრებოდა „ნაბოზარო მოგკლავ, ნაწლავებს დაგაყრევინებო“ და აგინებდა დედის მისამართით. დ--------–----–---–-ს მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და დარეკა 112-ში. მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელმაც გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი ძმა, რომელიც თავისი მანქანით ბრუნდებოდა სახლში და რომელმაც დაინახა როგორ უქნევდა დ--------–----–---–- დანიან ხელს.

აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის ძმამ - ლ---------–----–-–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ დაახლოებით 19:00 საათიდან 20:00 საათამდე შუალედში გავიდა მაღაზიაში, უკან დაბრუნებისას დაინახა მისულები იყვნენ მისი ძმის სიმამრი - გ--–----–----–---–ი და დ--------–----–---–- ლურჯი ფერის „ოპელის“ მარკის ავტომანქანით, რომლის საჭესთან იჯდა გ--–----–----–---–ი. დ--------–----–---–- გადმოხტა მანქანიდან შავტარიანი დანით ხელში, რომელიც რამდენჯერმე მოუქნია მის ძმას - გ------------–----–-–---–- დაზიანების მიზნით. თუმცა გ------------–----–-–---–მა დაიხია უკან და დ--------–----–---–მა ვერ შეძლო მისთვის დაზიანების მიყენება. დ--------–----–---–- ემუქრებოდა გ------------–----–-–---–- „მოგკლავ შენი დედაცო.“ ამის შემდგომ დ--------–----–---–- ჩაჯდა მანქანაში და დატოვა ტერიტორია, ხოლო მისმა ძმამ - გ------------–----–-–---–მა დარეკა პოლიციაში.

მოწმის სახით დაკითხული გ--–----–----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 29 ივლისს დ--------–----–---–თან ერთად ჩამოვიდა წ--–------ და იმყოფებოდნენ ტ-------–-–- მის საცხოვრებელ სახლში. დ--------–----–---–- დაუკავშირდა გ------------–----–-–---–- და შეუთანხმდა შეხვედრაზე. შემდეგ მას ჩაეძინა, ხოლო დ--------–----–---–- გ------------–----–-–---–თან მისი კუთვნილი მანქანით წავიდა შეხვედრაზე.

მოწმის სახით დაკითხული ლ-----–----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 29 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც დაახლოებით 19:40 საათზე გაიგონა ყვირილის ხმა და მიხვდა, რომ ვიღაც პირები ჩხუბობდნენ, თუმცა არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ ჩხუბობდა. მოგვიანებით გ------------–----–-–---–-- დედისგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩხუბი მოუვიდათ გ------------–----–-–---–-, დ--------–----–---–-ა და გ--–----–----–---–ს, რა დროსაც დ--------–----–---–- გ------------–----–-–---–-- მისამართით იქნევდა დანას.

მოწმის სახით დაკითხული ზ--------------–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს ძველი თბილისის ს-----------–-------------------–---–-------------------------- თანამდებობაზე. 2019 წლის 30 ივლისს დაახლოებით 12:00 საათისთვის გამომძიებელ - გ------------–--–-–---–თან ერთად, დ--------–----–---–- განუმარტეს უფლებები და ქ. თბილისში, ტ-------–----------------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ბრალდებულის სახით, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. მის მიერ შედგენილი იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ბრალდებული გადაიყვანეს ძ---–-------–-----------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში. ბრალდებულის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილოებით, დ--------–----–---–-ს ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. რის თაობაზეც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა უფროსმა გამომძიებელმა - შ---------------. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა შ---------------, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ დ--------–----–---–- გამოკითხა ბრალდებულის სახით, ხოლო გ--–----–----–---–ი მოწმის სახით, შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომელიც წაიკითხეს და მოაწერეს ხელი.

მოწმეთა: ტ------–---–--–---–--, მ------------–-–---–-- და გ------------–--–-–---–ის ჩვენებებით დადასტურდა მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა და ავთენტურობა.

2019 წლის 30 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით მოხდა ბრალდებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული ზ---------------–---–-- ჩვენებით.

აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა - დ--------–----–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ გ------------–----–-–---–-- სიმამრს - გ--–-------–----–---–ს უნდოდა გ-------ს ნახვა და დალაპარაკება. თუმცა გ------------–----–-–---–ი არ პასუხობდა ზარებს, რის გამოც თავად დაუკავშირდა და შეუთანხმდა შეხვედრაზე. მოგვიანებით დაუკავშირდა გ------------–----–-–---–ი, რომელსაც უთხრა რომ არ ეცალა და სთხოვა შეხვედრის გადადება, თუმცა გ-------მ მიაყენა შეურაცხყოფა. რის გამოც გაბრაზდა და წავიდა შესახვედრად, თუმცა ადგილზე მისულს გ------------–----–-–---–ი დახვდა ხანჯლით ხელში, რომელსაც უღერებდა მას. მან მხოლოდ ის უთხრა გ------------–----–-–---–-, რომ გიჟი, „ირემი“ და „ქორბუდა“ იყო, თუმცა არ შეუგინებია და არ დამუქრებია, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ; დაზარალებულის და მოწმის ჩვენებას.

შესაბამისად, სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------–----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვინაიდან, დ--------–----–---–- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ--------–----–---–-ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია და სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების თავისებური ინტერპრეტაცია, ემსახურება მხოლოდ ბრალდებულისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის - მუქარის შემადგენლობა დაფუძნებული არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი მუქარის ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მუქარა შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რამდენადაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში, ბ) შედეგში - შიში (რომელიც ბრალდებულის ქმედებით განიცადა დაზარალებულმა) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც სატელეფონო საუბრით, ისე პირისპირ საუბრით და ა.შ.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. პირს თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი - დაზარალებულმა ბრალდებულის მუქარა აღიქვა რეალურად, ვინაიდან იგი იქნევდა დანას მისი მისამართით და რომ არა მის მიერ უკან გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა მიეყენებინა დაზიანება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ--------–----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ--------–----–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

-საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დ--------–----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

2.დ--------–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.

3.ნივთმტკიცება:

-საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი

 

საქმე №1/4081-19

გამოძიების №------------

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

განაჩენის აღსრულების შესახებ

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ 2019 წლის 02 დეკემბერს გამოტანილი განაჩენით, დ--------–----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

დ--------–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

დ--------–----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულების მიერ.

 

აღნიშნულის გამო, საქართველოს სსსკ-ის 279-280-ე მუხლების შესაბამისად, გეგზავნებათ განაჩენის ასლი და განკარგულება განაჩენის აღსრულების დ--------–----–---–-ს მიმართ.

 

ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს სსსკ-ის 280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ განაჩენის დამდგენ პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლეს).

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი

 

ასლი:

საქმე №1/4081-19

გამოძიების №------------

 

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა

განაჩენის აღსრულების შესახებ

 

02 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის მიერ 2019 წლის 02 დეკემბერს გამოტანილი განაჩენით, დ--------–----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

დ--------–----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 30 ივლისიდან.

 

თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (დადგენილება), სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი (განჩინება), ასევე საკასაციო სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.

 

დ--------–----–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 დეკემბრის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა იმავე დღეს ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულების მიერ.

 

აღნიშნულის გამო, საქართველოს სსსკ-ის 279-280-ე მუხლების შესაბამისად, გეგზავნებათ განაჩენის ასლი და განკარგულება განაჩენის აღსრულების დ--------–----–---–-ს მიმართ.

 

ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს სსსკ-ის 280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ განაჩენის დამდგენ პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლეს).

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი