განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100119002949350
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1682-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილის

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნები - ლელა აბალიშვილი, ანა ზაბახიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - მ------–--------

 

დაცვის მხარე

ადვოკატები - თ-----------–---, ტ------–---------

 

ბრალდებული - ი-----–------------------–-------, დაბადებული - 1----–-–----------------, პირადი №------------ ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------------ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, კ---------------------ში მდებარე „-------–--------------–-- ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ი-----–------–------მა მჩხვლეტავ მჭრელი საგნის გამოყენებით სცადა ზ-----------–--–---–ის მოკვლა. კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში, ამ უკანასკნელს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო შემავალი ნაკვეთი ჭრილობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, თბილისში, კ---------------------ში მდებარე „-------–--------------–-- ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ზ-----------–--–---–მა ი-----–------–------ი გიყვანა გვერდით და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელსაც დაეხმარა ორი პირი. მათ ი-----–------–------ი წააქციეს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული ცდილობდა თავის დაცვას და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, ზ-----------–--–---–ს გულმკერდის მარცხენა ნახევრის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ი-----–------–------ის მიერ ზ-----------–--–---–ისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით

 

მოწმე თ----------–------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს „-------–--------------–-- ატრაქციონებზე. 2019 წლის 24 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც საღამოს საათებში გაიგონა ხმაურის ხმა. გაიხედა და დაახლოებით მისგან 15 მეტრის მოშორებით დაინახა სამი ადამიანი თუ როგორ სცემდა ი-----–------–------ს, რომელიც წაიქცა და თავს იცავდა, ხელებს იფარებდა თავის არეში. ყვიროდა და სთხოვდა აღნიშნულ პირებს მოშორებოდნენ და თავი დაენებებინათ. ი-----–------–------მა რამდენჯერმე მოიქნია ხელი ჰაერში, რათა თავი გაენთავისუფლებინა თავდამსხმელებისგან. აღნიშნული პირებიდან ორი ვერ ამოიცნო, რადგან ზურგით იდგნენ და მათი სახე ვერ დაინახა, ხოლო მესამე იყო დაზარალებული. მოწმის განმარტებითვე, ბრალდებული მათ ეუბნებოდა, რომ ბავშვებით იყო, რომლებიც ტიროდნენ და სთხოვდა თავი დაენებებინათ. თავად კლიენტი ჰყავდა და მოგვიანებით მივიდა მათთან, ზ-----------–--–---–მა მაისური აიწია და დაინახა, რომ დაჭრილი იყო. ფაქტის შემდეგ გაესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, რომ თავად დაიწყო ჩხუბი.

მოწმე გ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „-------–--------------–-- წყლის ატრაქციონებზე. 2019 წლის 24 თებერვალს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა მისგან დაახლოებით 10-15 მეტრში და დაძახება: „ზ---------------.“ მივიდა ზ-----------–--–---–თან, რომელთანაც უკვე მისული იყო თ----------–------–---–ი, დაზარალებულს აწეული ჰქონდა მაისური და დაინახა როგორ მოსდიოდა სისხლი. მას არ დაუნახავს ვინ მიაყენა ჭრილობა ზ-----------–--–---–ს და არც დანა დაუნახავს. წავიდა და მიუტანა ერთჯერადი ხელსახოცი ჭრილობის მოსაწმენდად. მალევე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც ზ---- საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოწმე ა----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 თებერვალს დღის მეორე ნახევარში ბავშვი წაიყვანა სასეირნოდ „-------–--------------–--, რომელიც შეიყვანა გასაბერ ბატუტზე თავად კი შეესწრო გინების და ჩხუბის ფაქტს. კერძოდ, ბრალდებულს რამდენიმე ადამიანი სცემდა, რომელიც თავდამსხმელებს სთხოვდა თავი დაენებებინათ, რადგან ბავშვებთან ერთად იყო, მაგრამ ისინი არ ჩერდებოდნენ და პასუხობდნენ - „ბავშვებთან ერთად რომ არ იყო, ვის რა უნდა მოჭამოო.“ მან გაიგონა ი-----–-- სიტყვები, რომელმაც დაზარალებულს უთხრა ტელეფონის ნომერი მიეცა, დაურეკავდა და ბავშვების გარეშე გაერკვიათ ურთიერთობა, რაზეც კ-----–--–---–მა უპასუხა, რომ ,,ნაშა“ კი არ იყო, ტელეფონს რომ სთხოვდა. მოწმე ჩ-------–---–მა აჩვენა ისიც, რომ მან დაინახა ძირს დავარდნილი ი-----–------–------ი, რომელსაც აგინებდნენ დედის მისამართით და ურტყამდნენ. ის კი თავის დაცვას ცდილობდა - ხელებს და ფეხებს იქნევდა. მან აღნიშნული ფაქტის შესახებ უამბო მეგობარს - გ-----------–---–-----ს, რომელმაც თავის მხრივ ინფორმაცია მიაწოდა ი-----–-------–---–ს.

მოწმე გ-----------–---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვლის თვეში მისი მეგობრისგან ა----------------–---–ისგან გაიგო, რომ „-------–--------------–-- შეესწრო ინციდენტს, რა დროსაც ერთ ადამიანს ურტყამდა 3-4 ბიჭი. მე-2 თუ მე-3 დღეს იგივე გაიგო ი-----–-------–---–ისგან, რომელსაც უთხრა რომ ანალოგიური ფაქტის შესახებ მოისმინა ა----------------–---–ისგანაც.

მოწმე ი-----–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის თებერვალის ბოლოს, მეგობრის ნათესავის გასვენებაში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეგობარ - ი-----–------–------ს „-------–--------------–-- რამდენიმე ადამიანმა სცემა. გ-----------–---–-----მა კი უთხრა, რომ მისი მეგობარი - ა----------------–---–ი შეესწრო ამ კონფლიქტს და ყველაფერი თავისი თვალით ნახა.

მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა „-------–--------------–--- შეჩერდნენ ატრაქციონებთან, გასაბერ ბატუტთან და ნავებთან. ბავშვები შევიდნენ შემოღობილ ბატუტზე. ამ დროს მისგან მარჯვენა მხარეს შემოესმა ხმაურის ხმა და ატყდა ჩოჩქოლი. გაიხედა და დაინახა ორი დაპირისპირებული პირი, რომლებთანაც მივიდა 3-4 ადამიანი და დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. ერთ ადამიანს სცემდნენ დანარჩენები, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. ამ ადამიანებს ი-----–-------–------ი მომწყვდეული ჰყავდათ შუაში და სცემდნენ. ბრალდებული, რომელიც ძირს დააგდეს, ცდილობდა მათგან თავის დაღწევას, მათ თავდასხმას იგერიებდა ხელებით - თავს იცავდა, მაგრამ ისინი წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ, სიტუაცია დამშვიდდა და თავადაც ოჯახთან ერთად წავიდა სახლში, სადაც დახვდა დეიდაშვილი, რომელსაც პ----–- განვითარებული მოვლენების შესახებ მოუყვა.

მოწმე თ-------–------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „-------–--------------–-- ს---------------–--------------- უფროსის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის პ------ ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა. პ----–- დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, ხოლო ჩანაწერი ინახება 21 დღის განმავლობაში. 2019 წლის 24 თებერვალს კამერები მუშაობდა ჩვეულებისამებრ, თავად არ იყო სამსახურში, მაგრამ თანამშრომლებისგან გაიგო, რომ მოხდა ზ-----------–--–---–ის სხეულის დაზიანება. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა მოწმის სახით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა წარუდგინა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც გადასცა ვიდეო კამერის ჩანაწერი.

მოწმე მ-----------–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ი-----–------–------ი „-------–-------------------- სახლში დაბრუნდა ნაცემი და თვალებჩაწითლებული, რომელიც ტკივილისგან ბეჭზე და საკვერცხეებზე იკიდებდა ხელს.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ---------------–-–---–მაც, რომელმაც დამატებით განმარტა შემდეგი: შემთხვევის დღეს მისი მეუღლე და ბავშვები როდესაც ზ----------დან დაბრუნდნენ, ი-----–- იყო ნაცემი, ხოლო ე-–--- (მცირეწლოვანი შვილი) ტიროდა და ისე იყო შეშინებული, რომ ვერ ამშვიდებდა. ბაშვს ისეთი სტრესი ჰქონდა მიღებული, რომ ფსიქოლოგთან დასჭირდა სიარული.

მოწმე მ-----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს „-------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–------------–--------------------–-- ექთნის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის პაციენტების მიღება და მისი პირადი ნივთების ჩაბარება. 2019 წლის 24 თებერვალს 17:43 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შეყვანილი იქნა პაციენტი - ზ-----------–--–---–ი, რომელსაც გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა. ზ-----------–--–---–ი მოთავსდა საოპერაციო დეპარტამენტში. საოპერაციოში შეყვანამდე ჩაიბარა ზ-----------–--–---–ის ტანსაცმელი: სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, მაისური და გრძელ მკლავიანი ქურთუკი, რომელიც მოათავსა პოლიეთილენის პ----–- და შეინახა საცავში. ტანსაცმელი ზედა ნაწილში გახეული და სისხლიანი იყო, რომელიც გამომძიებელმა ამოიღო კანონით დადგენილი წსეით.

მოწმე ზ----------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „--------------–----------–------–--------–----------------------------–-----–-- ქირურგის პოზიციაზე. 2019 წლის 24 თებერვალს კლინიკაში შეყვანილი იქნა პაციენტი - ზ-----------–--–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა ჭრილობა გულკმერდის მარცხენა არეში. ზ-----------–--–---–ს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და შესაბამისი მკურნალობა, რომელიც მესამე დღეს გაწერეს ბინაზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

მოწმეთა: გ----------–--–-–---–----------------------------------–---–----------------–--------–---–---------------------- მიერ დადასტურებული იქნა მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.

2019 წლის 24 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ-------–-----------------------------ში მდებარე ზ-----–---------------ი, ლამების ვოლიერის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ნაგვის ურნიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ერთჯერადი ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით.

2019 წლის 24 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებულ იქნა ზ-----------–--–---–ის ტანსაცმელი: ერთი წყვილი მოშავო მომწვანო ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი, მონაცრისფრო ფერის ჯინსის შარვალი მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით, მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის გრძელმკლავიანი მაისური, რომელსაც მარცხენა მხარეს აღენიშნება დაზიანების კვალი და მოწითალო ფერის ლაქები, მოლურჯო ფერის მწვანე ზოლებში გაწყობილი უმკლავებო ქურთუკი, რომელსაც მარცხენა ნაწილში აღენიშნება დაზიანების კვალი და ერთი ცალი მუქი, მოშავო ფერის კაპიშონი, გრძელმკლავიანი დუტის ქურთუკი, რომელსაც მარცხენა ნაწილში აღენიშნება დაზიანების კვალი.

2019 წლის 24 თებერვლის ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ. თ---–--–---------------------------------------------------ში მდებარე ი-----–------–------ის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი „adidas“-ის ფირმის, მოთეთრო ფერის ძირებით, გვერდზე მონაცრისფრო სამ-სამი ზოლით.

2019 წლის 25 თებერვლის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ზ-----------–--–---–მა ამოიცნო №2 ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ი-----–------–------ი და განმარტა, რომ იგი არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2019 წლის 24 თებერვალს ზ----------ს შიდა ტერიტორიაზე გასაბერ ბატუტებთან დანის დარტყმით მარცხენა ფერდის არეში მიაყენა ჭრილობა. ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალო ზომის ცხვირით, გაუპარსავი პირისახით, მუქი ფერის თვალებით, საშუალოზე ოდნავ მსხვილი ტუჩებით და მუქი ფერის მსხვილი წარბებით.

2019 წლის 01 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ ქ-------–---------------------------- „ზ-----–--------------------“ გამოთხოვილი იქნა სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი 2019 წლის 24 თებერვლის 16:55 საათიდან 17:15 საათამდე, რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის შედეგადაც უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ კონფლიქტის ინიციატორი არის დაზარალებული ზ-----------–--–---–ი, მისი ინიციატივით ხდება ბატუტის გვერდით გასვლა და პირველი დაზარალებული შედის ფიზიკურ კონტაქტში ბრალდებულთან, რის შემდეგაც ი-----–------–------ი შორდება მას და მიდის თავის მცირეწლოვან შვილთან, მაგრამ ზ-----------–--–---–ი არ ანებებს თავს და კვლავ აგრძელებს მასთან ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც დაზარალებულს ეხმარება კიდევ ორი პირი და ყველანი ერთად იწყებენ გ---–------ის ცემას, რომელიც ვარდება ძირს, მაგრამ მალევე დგება, აკეთებს ხელის მოძრაობას უკან, შემდეგ იქნევს წინ და ჩხუბიც სწრაფად სრულდება. აღნიშნულის შემდეგ, ი-----–------–------ი ხელში იყვანს მცირეწლოვან გოგონას და ტოვებს შემთხვევის ადგილს, რომელსაც სწრაფი ნაბიჯებით უკან მიჰყვება მეორე ბავშვიც.

2019 წლის 01 აპრილის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ა----------------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ქ-------–-------------–--------- პ------“ ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების სარეზერვო ჩანაწერი. 17:11:20 საათზე კადრში ჩანს მამაკაცი გასაბერ ბატუტზე როგორ სვამს ბავშვს. სწორედ ამ დროს ატრაქციონის მარცხენა კუთხიდან გამოდის ნაცრიფერ სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა კუთხიდან ჯერ პატარა ბიჭი, ხოლო შემდეგ კი მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი მიუახლოვდა. ა----------------–---–ის განმარტებით, კადრში არსებული ეს მომენტი, არის სწორედ ის, როდესაც მან გაიგონა საუბარი სპორტულ ფორმაში ჩაცმულ მამაკაცსა და მასთან მიახლოვებულ მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს შორის, რის შემდეგაც იწყება ფიზიკური შეხლა- შემოხლა სპორტულ ტანსაცმელიან მამაკაცსა და მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს შორის, რა დროსაც კადრში ჩანს, რომ მუქი ფერის ქურთუკიან მამაკაცს, ეხმარება კიდევ რამოდენიმე მამაკაცი, რომლებიც ერთვებიან დაპირისპირებაში. ამ დროს მუქი ფერის ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ანუ მოწმე ა----------------–---–ი, მისივე განმარტებით იდგა ისევ ბავშვთან მომხდარი მოვლენების სიახლოვეს, გასაბერი ბატუტის მარცხენა კუთხესთან. კადრში ჩანს, ნაცრისფერ სპორტულ ტანსაცმლიან მამაკაცს როგორ ურტყავენ მუქ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები და შედეგად როგორ ეცემა ძირს ნაცრისფერ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი. მოწმე ა----------------–---–ის განმარტებით, კადრში ასახული მოვლენების განვითარების დროს ის იყო ბატუტთან და ხედავდა ამ ყველაფერს და ასევე ესმოდა ურთიერთ შეურაცხყოფის ხმებიც. ხედავდა ასევე ვარდისფერ ქურთუკში ჩაცმულ პატარა ბავშვს, რომელიც ჩანს ვიდეო ფირის დათვალიერებისას კადრში და რომელიც მთელი ამ მოვლენების განვითარების პერიოდში იდგა გასაბერი ბატუტის ძირში და ტიროდა. ვიდეო მასალის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისას, მოწმე ა----------------–---–მა მიუთითა თავისი ადგილმდებარეობა და დაადასტურა ის გარემოება, რომ კადრში ასახული პირი, რომელიც უყურებს შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს, არის თავად.

2019 წლის 05 აპრილის სასამართლო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე, სახელწოდებით: „--------------------, ჩატარებული პროგრამულ ვიზუალური კვლევით მონტაჟის ნიშნები არ გამოვლინდა. გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოჩანაწერზე, სახელწოდებით: „--------------------, მასზე დაფიქსირებული დროის მაჩვენებლის მიხედვით, 17:08:00 სთ-დან ჩანაწერის დასასრულამდე - 17:13:51 სთ-ის ჩათვლით განვითარებული მოვლენების დეტალური აღწერა იხილეთ დასკვნის კვლევით ნაწილში. გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, სახელწოდებით: „--------------------, მოტანილი ახლო კადრითა და გაუმჯობესებული ხარისხით, გადატანილი 01 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე თან ახლავს დასკვნას, დალუქული სახით, 01 (ერთი) პაკეტად. მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეოჩანაწერების 02 (ორი) ასლი დამზადებულ იქნა და თან ახლავს დასკვნას, დალუქული სახით, 01 (ერთი) პაკეტად. შენიშვნა. გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერიდან, სახელწოდებით: „--------------------, დამზადდა მასზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოილუსტრაცია, რომელიც თან ახლავს დასკვნას, გადატანილი 01 (ერთი) ცალ კომპაქტ-დისკზე.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: ლ-–----------–--ემ.

2019 წლის 02 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიის N-------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ზ-----------–--–---–ის ქურთუკის, ჟილეტის და მაისურის უკანა მარცხენა გვერდით მხარეს არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. გამოკვლევაზე წარდგენილ ზ-----------–--–---–ის შარვალზე, ქამარზე, საცვალ- შარვალზე და ერთ წყვილ ფეხსაცმელზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: რობერტ ტატოევმა.

2019 წლის 11 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ შპს „--------------–----------–----------------------------–------ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ზ-----------–--–---–ი 2019 წლის 24 თებერვლიდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას დიაგნოზით: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთი ჭრილობა შემავალი პლევრის ღრუში, ჰემოპნევმოთორაქსი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა: კ--------------–-----–---–მა.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----–------–------მა თავი დამნაშავედ არ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია, მხოლოდ თავს იცავდა. იგი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა და არ სურდა მათი თანდასწრებით ჩხუბი. პატარა გოგონა ისედაც შეშინებული იყო და ტიროდა, მაგრამ დაზარალებულმა რომელმაც კონფლიქტი დაიწყო, მას განრიდების საშუალება არ მისცა - თავი არ დაანება მიუხედავად მისი არაერთი თხოვნისა. შემდეგ, ზ-----------–--–---–ს კიდევ სხვა პირებიც დაეხმარნენ, წააქციეს ძირს და სცემეს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული უნდა იქნას, ვინაიდან აღნიშნული სრულად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დამაჯერებელია და არ ეწინააღმდეგება სხდომაზე გამოკვლეულ ძირითად და პირდაპირ მტკიცებულებებს - „ზ-----–--------------------“ გამოთხოვილ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერს და შემთხვევის ადგილზე მყოფ ნეიტრალურ (პირდაპირ) მოწმეთა: თ----------–------–---–ის, ა----------------–---–ის და ლ-----------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს.

სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ი-----–------–------თან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა თუმცა არა ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით, არამედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით. კერძოდ, ი-----–------–------ის მიერ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ჩადენაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ი-----–------–------ი თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილი კვალიფიკაციით, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–------–------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

შესაბამისად, ბრალდებულ ი-----–------–------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ბრალდებულ ი-----–------–------ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენას.

კერძოდ, ბრალდების მხარე ი-----–------–------ს ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობას და აცხადებს, რომ არა შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების ჩარევა - მოჩხუბრების გაშველება, ბრალდებული განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.

ბრალდების მხარის პოზიცია და არგუმენტაცია გაბათილდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ზ-----------–--–---–ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც - მუშაობს „-------–--------------–-- ატრაქციონზე, ბატუტზე. 2019 წლის 24 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მივიდა კლიენტი, რომელმაც ბავშვი ბატუტზე ფეხსაცმელით შეიყვანა. ვინაიდან, სავალდებულოა ფეხსაცმლის გახდა, აღნიშნულ პირს მოუწოდა ბავშვისთვის გაეხადა, რომელმაც უპასუხა, რომ გახდიდა ფეხზე. მან მუშაობა გააგრძელა, თუმცა ცოტახანში შენიშნა რომ ბავშვს ფეხსაცმლი კვლავ ეცვა და ბრალდებულს კიდევ მოუწოდა ბავშვისთვის ფეხსაცმელი გაეხადა, ან გაეყვანა ბატუტიდან, რის გამოც ი-----–------–------ი გახდა აგრესიული და სიცოცხლის მოსპობით - შუბლის გახვრეტით დაემუქრა. შემდეგ, დაიწყეს ჩხუბი, რა დროსაც გ---–------მა მოუქნია ხელი, თავად კი ფეხით მოგერიებას ცდილობდა. ბრალდებულმა, რომელსაც ეფარა ქუდი, ეცვა ნაცრისფერი სპორტული სტილის შარვალი და ნაცრისფერი ფერის ე.წ. „ჟილეტი,“ ამოიღო დანა და მოუქნია. ის თავის არიდებას ცდილობდა და ორჯერ დაიხია უკან, თუმცა შემდეგ ხემ და იქ მყოფმა პირებმა: გ----------------–---–მა და თ----------–------–---–მა შეუშალეს ხელი და ვეღარ შეძლო თავის დაღწევა, რა დროსაც ი-----–------–------მა დანა მარცხენა ფერდში დაარტყა, გულის მხარეს. დაზარალებულის განმარტებითვე, მან დაინახა დანა, რომელიც დიდი ზომის იყო, მოწითალო ფერის ტარით. დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ტკივილი და სუნთქვა გაუჭირდა. ხმაურზე მივიდნენ გ----------------–---–ი, თ----------–------–---–ი და დამთვალიერებლები, რომელთა მიერაც მოხდა მათი გაშველება, მაგრამ ი-----–- გაშველების შემდეგაც აგრძელებდა მუქარას მისი მისამართით. ზ-----------–--–---–ის ჩვენებითვე - მის გარდა იქ მყოფ პირებს ი-----–------–------ისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მას გ--------------ემ აუწია მაისური, ნახა ჭრილობა, წავიდა და მიუტანა ხელსაცოხები ჭრილობაზე დასაფენად და გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, რადგან ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, რაც კონფლიქტის დაწყების, მიმდინარეობის და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ, დაზარალებული ზ-----------–--–---–ი სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ არის გულწრფელი, როდესაც აცხადებს რომ კონფლიქტი ბრალდებულმა დაიწყო, გვერდით მან გაიყვანა ურთიერთობის გასარკვევად, პირველიც ი-----–------–------მა დაარტყა, მათ დაპირისპირებაში სხვა არავინ ჩარეულა და მოქნეული დანის არიდებაში ხელი გ-------–---–მა და ჯ-–------–---–მა შეუშალეს, მაშინ როდესაც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე დაზარალებულის პოზიციისაგან რადიკალურად განსხვავებულად ვითარდება მოვლენები - კონფლიქტს იწყებს ზ-----------–--–---–ი, მას გაჰყავს გვერდით ბრალდებული და პირველიც თავადვე აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, ი-----–------–------ი ცდილობს დაპირისპირებისგან თავის არიდებას, მაგრამ დაზარალებული არ აძლევს ამის საშუალებას და სხვა პირების დახმარებით ფიზიკურად უსწორდება ბრალდებულს, რომელიც თავის დაცვას ცდილობს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ა----------------–---–მა, ლ-----------–---–მა და თ----------–------–---–მა, რომელმაც განმარტა ისიც, რომ მას დაზარალებულისათვის ხელი არაფერში შეუშლია, მოვლენებს დაახლოებით 15 მეტრი მანძლის დაშორებიდან უყურებდა და ვინაიდან ჰყავდა ვიზიტორი, დაზარალებულთანაც მოგვიანებით მივიდა. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მოწმე გ----------------–---–ს და მის მიერ მიცემულ ჩვენებას, სასამართლო არ შეაფასებს და შესაბამისად, ვერც გაიზიარებს ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა 2019 წლის 14 მაისის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის N-- დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ გ----------------–---–ი დაავადებულია ორგანული პიროვნული აშლილობით FO7.0. თანმხლები: სტიმულატორების („ვინტი“) მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობანი. აღკვეთის მდგომარეობა (F 15.3). ტოქსიური ენცეფალოპათია G 92 — (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია მე-10 გადასინჯვა) - მას გაძნელებული აქვს მეტყველება, ასევე სიტუაციის აღქმის და გააზრების უნარი, მეხსიერება - რეპროდუქციის და რეტენციის დაქვეითება, გამღიზიანებლობა, ემოციურობა, ინტელექტუალურ - მნესტიური ფუნქციების დაქვეითება, ფორმალური კრიტიკა. აღნიშნული დიაგნოზი წარმოადგენს ფსიქიკურ ნაკლს, რის გამოც გ----------------–---–ს თავისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს უნარი სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები და მისცეს სწორი ჩვენება, რაც სრულად იქნა დადასტურებული დაკითხული ექსპერტების: ნ-------------–---–-- და ა-–----------------–--–---–-ს მიერ.

დაზარალებულ ზ-----------–--–---–ის ჩვენების სანდოობასა და უტყუარობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს შემდეგს - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი - დაზარალებულ ზ-----------–--–---–ის ჩვენება, რომელიც არსებით წინააღმდეგობაშია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ზემოაღნიშნულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებებთან, რაც ი-----–------–------ის მიმართ სსკ-ის 19, 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ნამდვილად ვერ გახდება.

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედების მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირებისთვის შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა არ მიენიჭოს დამდგარ შედეგს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩამდენი პირის განზრახვას, მის ქცევას - მიზანმიმართულ ქმედებას დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და იმ ხელის შემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც განზრახვა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ასევე, ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პირობებში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, ბრალდებული არის თუ არა მარტო ქმედების ჩადენისას, შემთხვევის ადგილზე არის თუ არა სხვა პირი, ვინც შესაძლოა ბრალდებულს დახმარება აღმოუჩინოს და მიყენებული ჭრილობების რაოდენობა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგინდა რომ ი-----–------–------ს განზრახ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია. ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას ხელს არაფერი უშლიდა. მისი ქმედება არ იყო მიმართული დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, იგი თავს იცავდა და ზ-----------–--–---–ის დაზიანების - მხოლოდ ერთი დარტყმის განხორციელების შემდეგ, ხელში აიყვანა შვილი და შემთხვევის ადგილი დატოვა მიუხედავად იმისა, რომ განმეორებითი დარტყმების განხორციელების საშუალება ჰქონდა და რაიმე ხელის შემშლელი გარემოება არ არსებობდა, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. დაზარალებული იდგა ფეხზე და ის ვარაუდი, რომ მას მკვლელობის განზრახვა ბოლომდე მიყვანილად ჩაეთვალა, გამორიცხულია - ზ-----------–--–---–ი თავისი ფერით მივიდა და დაჯდა სკამზე. ამასთან, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის დაპირისპირება მოხდა დღისით, ხალხმრავალ ადგილას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ი-----–------–------ის მიერ ჩადენილია ზ-----------–--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით - სამი ადამიანის მიერ განცორციელებული ფიზიკური ძალადობის დროს ბრალდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში - ხელყოფა იყო მართლსაწინააღმდეგო, რეალური და იმწუთიერი, მაგრამ მის მიერ კონფლიქტში მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით და დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენებით, რისი აუცილებლობაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ იყო, მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება. პირმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს შეიძლება გადააცილოს შიშით, დაბნეულობით ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის გამო, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი - ი-----–------–------ს ფიზიკურად უსწორდებიან მცირეწლოვანი გოგონას თანდასწრებით, რომელიც ტირის და მამამისს არ ეძლევა საშუალება მივიდეს მასთან, დაამშვიდოს და შემთხვევის ადგილს განარიდოს.

ქმედების გადაკვალიფიცირების ეს შემთხვევა შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ბრალდების უცვლელობის პრინციპთან, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს სათანადოდ და სრულად უნდა ეცნობოს ბრალდების შესახებ, ბრალდების ცვლილების ჩათვლით. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ქმედების გადაკვალიფიცირება დაცვისთვის წინასწარგანჭვრეტადია, როდესაც ქმედება ბრალდების ორგანული შემადგენელი ელემენტია (დე სალვადორ ტორესი ესპანეთის წინააღმდეგ (De Salvador Torres v. Spain), განაცხადი no. 21525/93, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 33; იუჰა ნუუტინენი ფინეთის წინააღმდეგ (Juha Nuutinen v. Finland), განაცხადი no. 45830/99 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32) და ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის სამართლებრივი დაცვა, რომელსაც ემსახურება სამართლის სხვადასხვა დარგის სპეციალური ნორმები. ჯანმრთელობის დაზიანებად უნდა ჩაითვალოს ადამიანის სხეულის, მისი ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვისი სხეულის, ცალკეული ორგანოსა თუ ქსოვილის ანატომიური მთლიანობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციის დარღვევა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით (განზრახ ან გაუფრთხილებლობით). ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა. ამიტომ დაზიანების სიმძიმეს სასამართლო დამოუკიდებლად ვერ განსაზღვრავს. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, რომელმაც თავის დასკვნაში უნდა განსაზღვროს დაზიანების სიმძიმე. ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული მატერიალურია, მის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შესაბამის ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის (მაგალითად, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) შექმნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს ან კონკრეტულ საფრთხეს შორის. ამასთან, ჯანმრთელობის დაზიანების ხერხი და საშუალება შეიძლება სხვადასხვა იყოს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი სახეა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. ამ დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის ჩადენა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით შეუძლებელია პირდაპირი განზრახვით. იგი მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. აუცილებელი მოგერიების დროს მომგერიებელს შეიძლება გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ მის მიერ გამოყენებული საშუალება შესაძლოა აშკარად შეუსაბამოა თავდამსხმელის მიერ გამოყენებული საშუალების საშიშროებასთან, რასაც შედეგად მოჰყვება თავდამსხმელის სიკვდილი, მაგრამ იგი მაინც იყენებს მას. მისი მიზანია თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენა ხელყოფისაგან. იგი ასევე შესაძლებელია უშვებს, რომ მის მიერ გამოყენებულ საშუალებას, რომელიც აშკარად შეუსაბამოა თავდამსხმელის მიერ გამოყენებული საშუალების საშიშროებასთან, შეიძლება მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი, რომელიც მას არ სურს, მაგრამ მის დადგომას ეგუება. პირი რომელიც აუცილებელი მოგერიების ვითარებაში აღმოჩნდება აღელვებულია, არაა გამორიცხული ძლიერი სულიერი აღელვებაც. (შიშის აფექტი - ასთენიკური აფექტი). ეს კი ხელს უშლის მას გაითვალისწინოს მისი მოქმედების თანმდევი შედეგი. სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ხოლო მიზანი უნდა იყოს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა ხელყოფისაგან, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ი-----–------–------მა ჩაიდინა ზ-----------–--–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველია, ცივილიზებული ფორმებით.

სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთჯერადი ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც ინახება შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ზ-----------–--–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–------–------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ასევე ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დისკი, მასზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–------–------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.

2. ი-----–------–------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით.

3. ი-----–------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან და ვინაიდან, მას დანიშნული სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

4. ნივთმტკიცება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთჯერადი ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, რომელიც ინახება შსს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ზ-----------–--–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ი-----–------–------ის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ასევე ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- დისკი, მასზე არსებული ვიდეოჩანაწერებით, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი