განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2019
საქმის ნომერი
330100119003076890
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2984-19

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ-------------–--------------------–---–-,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნ--------–--–---,ბრალდებული - გ-----------ე, დაბადებული 1----–-–-----------–-, პირადი N2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული კ---–----------–-------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, თ------------------------–-----------–----------------------------ში,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რომ 2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თ---–--–---------------------------------–-----------–-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე გ-----------ემ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი მეუღლე ხ------- ტ-----–--ე აპირებდა პოლიციაში განეცხადებინა მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, ხელი მოჰკიდა მკლავზე და ძალით მოუჭირა, რა დროსაც ხ------- ტ-----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 28 მაისს დილის საათებში, თბილისში, თ----------------------------–-----------–---------------------------ში, გ-----------ე მეუღლესთან ხ------- ტ-----–--ესთან საუბრის დროს გაღიზიანდა, რა დროსაც ამ უკანასკნელს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ხ------- ტ-----–--ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულ ხ------- ტ-----–--ის ჩვენებით: - დაახლოებით 22 წელიწადია მეორე ქორწინებაში იმყოფება გ-----------ესთან, რომლისგანაც ჰყავს შვილი თ-----ა გ------, ხოლო პირველი ქორწინებიდან შვილი ე-–---, რომელიც ცხოვრობს თ---------- რესპუბლიკაში. ბოლო პერიოდში მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა, რაც ერთის მხრივ განპირობებული იყო გ-----------ის ქრონიკული ავადმყოფობით - არის შაქრიანი დიაბეტის მქონე პირი და მეორეს მხრივ იმ გარემოებით, რომ ბრალდებულმა დაიწყო ეჭვიანობა, ხშირად ღამე აღვიძებდა და ეკითხებოდა ღალატობდა თუ არა მას. კამათის ერთ-ერთი მიზეზი იყო ასევე განქორწინება, რომელსაც ხ---------------–--ე სთხოვდა გ-----------ეს და დაზარალებული ბრალდებულისაგან ყოველთვის იღებდა უარს.

 

2019 წლის 25 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გადაწყვიტა პოლიციის განყოფილებაში წასვლა, რის გამოც გ-----------ემ ხელი დაუჭირა და პოლიციაში არ გაუშვა. ბრალდებულის ქმედებამ ასახვა ჰპოვა მის სხეულზე დატოვებული ნათითურით და იგივე უთხრა ექსპერტსაც. დაზარალებულის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულს არ ამოძრავებდა მიზანი მისთვის ტკივილი მიეყენებინა.

 

2019 წლის 28 მაისს, მათ შორის მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, რომელიც ეჭვიანობას ნიადაგაზე წარმოიშვა გ-----------ე დაემუქრა რომ მოკლავდა. მანვე უთხრა, „ვ----------------- თავის ცოლს რაც გაუკეთა მოგონილი იქნებაო“. შეეშინდა წავიდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, რომ გამოეცათ შემაკავებელი ორდერი.

 

ხ------- ტ-----–--ემ ბრალდებული დაახასიათა როგორც კარგი მეუღლე, მამა და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება.

 

ბრალდებულმა გ-----------ემ განმარტა, რომ უყვარს მეუღლე ხ---------------–--ე და 2019 წლის 25 მაისს მისი მიზანი არ იყო ამ უკანასკნელისათვის ტკივილი მიეყენებინა. რაც შეეხება 2019 წლის 28 მაისის ფაქტს მუქარის ეპიზოდში, მან დაადასტურა მეუღლის მიმართ ნათქვამი და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

მხარეებმა სხვა მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გ-–-----------–------------–-–-------- განყოფილების გამომძიებლის - მოწმე ლ-------------- გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 28 მაისს ხ------- ტ-----–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაზარალებულმა, რომელიც იყო შეშინებული, მიუთითა გ-----------ეზე, რომელიც მაღაზიასთან იდგა და უთხრა, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.

 

მოწმე თ-----ა გ-----ის გამოკითხვის ოქმით, არის ბრალდებულის და დაზარალებულის შვილი. ბოლო პერიოდში ხ------- ტ-----–--ეს უნდოდა მამასთან განქორწინება, მიზეზიც მისთვის უცნობია. ის არასდროს შესწრებია მამის მხრიდან დედის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს, გარდა იმისა, რომ ისინი ზოგჯერ ოჯახურ საკითხებზე სიტყვიერად კამათობდნენ.

 

მოწმე გ------- ფ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გ-----------ესთან და მის ოჯახთან აქვს მეგობრული ურთიერთობა და მათ სახლში ხშირად დადის. გ-----------ესა და ხ------- ტ-----–--ეს შორის კონფლიქტს შესწრებია, მაგრამ ცემის ფაქტი არასდროს უნახავს. ხ-------სგან იცის, რომ გ---- მას უხეშად ექცეოდა, მაგრამ ნათქვამში დაზარალებული რას გულისხმობდა არ იცის.

 

ხ------- ტ-----–--ის 2019 წლის 28 მაისის განცხადების თანახმად, მეუღლე გ-----------ე სისტემატურად ძალადობს მასზე ფსიქოლოგიურად, რამდენჯერმე ხელითაც შეეხო, ასევე ემუქრება სიცოცხლის მოსპობით.

 

2018 წლის 28 მაისის შემაკავებელი ორდერისა და ორდერის ოქმის თანახმად, გ-----------ემ მეუღლეს ხ------- ტ-----–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ხ------- ტ-----–--ეს სასამართლო სამედიცინო შემოწმების შედეგად მარცხენა მხრის მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, მარცხენა წინამხრის მიდამოში - ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 25 მაისს, მეუღლემ მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავზე.

 

მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ ცნობილი გამომძიებლების - გ---------------–---–----------–--------------------------------- მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს მიენიჭა პრეიდიუციული მნიშვნელობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

სისტემატური ცემა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messegue and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

2019 წლის 25 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ მეუღლეს მისი შეჩერება სურდა და მიზნად არ ისახავდა ხ------- ტ-----–--ისათვის მიეყენებინა ტკივილი. დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაში მოვიდა არა მარტო შვილის თ-----ა გ-----ის გამოკითხვის ოქმთან, ასევე, ბრალდებულის ჩვენებასთანაც, რომელმაც არ უარყო ის ფაქტი, რომ მან მეუღლეს შესაჩერებლად მართლაც მოჰკიდა ხელი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოძიების ეტაპზე ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დროსც ხ------- ტ-----–--ე არაფერს ამბობს განცდილ ტკივილთან დაკავშირებით.

 

ბრალდების ამ ეპიზოდში არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება ძალადობის ფაქტი. 2019 წლის 28 მაისის განცხადებაში ხ------- ტ-----–--ე უთითებს, რომ მეუღლე მას რამდენჯერმე შეეხო, თუმცა დაზარალებულის მიერ არ არის დაკონკრეტებული რას მოიაზრებს შეხებაში და ასევე არ არის მითითებული დრო. შესაბამისად, სასამართლო ვერ ადგენს, დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია უშუალო კავშირშია თუ არა 2019 წლის 25 მაისის ფაქტთან.

 

ამავე ეპიზოდზე ასევე არაფერია თქმული 2019 წლის 28 მაისს შედგენილ შემაკავებელ ორდერშიც. იგივე უნდა ითქვას პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმებზე, რომლებიც არაინფორმატიულია 2019 წლის 25 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს მოწმე გ------- ფ--------–---–ის გამოკითხვის ოქმს, რომელიც დაკითხვაში უთითებს, რომ ის არასდროს არ შესწრებია გ-----------ის მხრიდან ხ---------------–--ის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

 

ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც არ არსებობს 2019 წლის 25 მაისის ეპიზოდში გონივრული ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-----------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ ის, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რადგან დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, სწორედ ეს განაპირობებს მუქარის საზოგადოებრივ საშიშროებას.

ბრალდებულმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 28 მაისს ის ხ------- ტ-----–--ეს დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით.

 

დაზარალებულმა ხ--------------–---- განცხადა, რომ ქმრის მიერ მოკვლის მუქარის შედეგად მან განიცადა შიში. იგივე დასტურდება გ-–-----------–--------------------–-------------------–---- თანამშრომლის ლ-------------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც უშუალოდ შეხვდა დაზარალებულს და მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის თვითმხილველი გახდა.

 

იგივეა გადმოცემული 2019 წლის 28 მაისის შემაკავებელ ორდერში, სადაც მითითებულია, რომ გ-----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ------- ტ-----–--ეს.

 

საგულისხმოა ასევე ის გარემოება, რომ ბრალდებულმა მუქარის დროს დაზარალებულს შეახსენა ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობა. სასამართლო თვლის, რომ გ-----------ის მიერ მოყვანილი მაგალითი ისახავდა მიზანს, გავლენა მოეხდინა ხ------- ტ-----–--ის ფსიქიკაზე და გაემძაფრებინა მასში შიშის განცდა.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია თუ ვინ ითვლება ოჯახის წევრად. ამავე მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლოს მიერ, რასაც არც თავად მხარეები ხდიან სადავოდ, დადგენილი გარემოებაა, რომ გ-----------ე და ხ------- ტ-----–--ე არიან მეუღლეები.

 

გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ გ-----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ბრალდებულის მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სასჯელის დასაბუთება:

 

გ-----------ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, დაზარალებული ბრალდებულთან არის შერიგებული და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება; ბრალდებულს პასუხიმგებლობას უმძიმებს ის ფაქტი, რომ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-----------ე გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

გ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ-----------ემ დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 6(ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

გ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 28 მაისიდან;

 

გაუქმდეს გ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა;

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/