განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/3192-19
(გამოძიების N0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---------------–-–---–ი,დაცვის მახრე:
ბრალდებული - ტ------ მ-----–ის ზე გ---------ე (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თ---–-------–-----–--------------------------------,ადვოკატი - მ------–------–-–---–-,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 126I-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი),სხდომის სახე: ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 07:00 საათზე, თბილისი, ლ-------–----------------------------------ში ყოფნისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ტ------ გ---------ემ, დედას, მ-----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, დაარტყა მუშტი ზურგის არეში, რითაც მ-----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, თბილისი, ლ-------–----------------------------------ში ყოფნისას, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ტ------ გ---------ემ, დედას მ-----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, დაარტყა რამდენჯერმე მუშტი სახის, ყელის, ხელის და ზურგის არეში, რითაც მ-----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ტ------ გ---------ე, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნისას, წლების განმავლობაში, დედას, მ-----------------ეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რითაც მ-----------------ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მ-----------------ემ უარი განაცხადა მიეცა ჩვენება შვილის წინააღმდეგ. იმავე უფლებით ისარგებლა ბრალდებულის მამამ მ-----– გ---------ემ და არ მისცა შვილის წინააღმდეგ ჩვენება.
საასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 05.06.2019 წ. მოქ. მ-----------------ის შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო - ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მ-----------------ემ, შვილის, ტ------ გ---------ის ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო თვლის, რომ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ტ------ გ---------ის მხრიდან დედის - მ-----------------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. იმის გათვალსიწინებით, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრებმა ჩვენება არ მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სასამართლოს შესაფასებლად რჩება, მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არ მოიპოვება აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ტ------ გ---------ის დანაშაულს და ის უნდა იქნეს გამართლებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ტ------ გ---------ე გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ტ------ გ---------ე გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
ტ------ გ---------ე გამართლებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მესამე ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
გაუქმდეს ტ------ გ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;
გამართლებულ ტ------ გ---------ის უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
/ლელა ნოზაძე/