განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
330100119002834939
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/467-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------–--------,დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ---------------,ბრალდებული - მ-----–----------–---–ი (პირადი #0----------), დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული თბილისში, ვ----–--------–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–---–------------------–---------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო: 2018 წლის 29 ნოემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, კ--------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,მ---------–-----“ უკან, მ-----–----------–---–მა ნ------------- რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს:

 

ბრალდებულ მ-----–----------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 29 ნოემბერს, კ--------- ქუჩაზე ელოდებოდა მეგობარს და შენიშნა, რომ ახალგაზრდა ბიჭი მოხუც კაცს უყვიროდა. გაშველების მიზნით ჩაერთო კამათში, რაზეც ნ------------ გაბრაზდა და აგრესია მის მიმართ გადაიტანა. ამავე ჩვენებით ბრალდებულმა განმარტა „ მერე ვიჩხუბეთ, ყველანაირად ვიცავდი თავს.... ეტყობა ისე გამოვიდა, რომ ფიზიკურად მოვერიე“.

 

დაზარალებულ ნ------------- ჩვენებით 2018 წლის 28 ნოემბერს, ყოფილ მეუღლესთან ც-–- ჩ----ესთან ერთად იმყოფებოდა კ--------- ქუჩაზე. საპრისპირო მხრიდან მოძრავმა, ტაქსის ნიშნის მქონე მერსედესის მარკის ავტომანქანამ, მისი მართვის ქვეშ მყოფ მანქანას „გაუსვა გვერდზე“. ავტომანქანის დაზიანების გამო, მასა და ტაქსის მძღოლს შორის შედგა საუბარი, რომელშიც ჩაერია უცნობი მამაკაცი, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ იყო მ-----–----------–---–ი. უთხრა, რომ იყო სუს-ის თანამშრომელი და მისი ჩართვის საჭიროება არ იყო. ნ------------- ნათქვამზე ბრალდებული გახდა აგრესიული და მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ურტყამდა სახეში, თავის არეში, რის გამოც ტკივილი განიცადა და წამიერად გონება დაკარგა.

 

ც-–- ჩ----ემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რომელმაც დაზარალებული ,,ნ--------------–-ში“ გადაიყვანა, სადაც დაუდგინეს ტვინის შერყევა და დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი.

 

იგივე ფაქტობრივი დაადასტურა მოწმე ც-–- ჩ----ემ და დამატებით განმარტა, რომ მეუღლისა და ტაქსისტის საუბარში მოულოდნელად ბრალდებული ჩაერია. მიუხედავად ნ------------- განმარტებისა, რომ პრობლემას თავად მოაგვარებდნენ და თავადაც სამართლადამცავი სტრუქტურის თანამშრომელი იყო. ნათქვამზე მ-----–----------–---–ი კიდევ უფრო აგრესიული გახადა, ნიკას სახეში დაარტყა ხელი და ცემა დაუწყო რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია.

 

2018 წლის ნოემბრის თვეში, მანქანით მოძრაობისას, სპორტის სასახლესთან მდგარმა შავი მანქანის მძღოლმა უთხრა, რომ „შენ ჩემს მანქანას მოედე“, გასაკეთებელია და თანხა უნდა მომცეო. დაზარალებული აგდებულად ელეპარაკებოდა, ასევე უთხრა, რომ იყო სუს-ის თანამშრომელი. საუბარში ჩაერთო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ნ------------- უთხრა „ამხელა კაცია და როგორ ელაპარაკებიო“. ახსოვს რომ მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება გადავიდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და ბრალდებულმა დაზარალებული ცემა.

მოწმე ე---------- მ-----–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

შეტყობინების თანახმად, თბილისში, ბ----------- ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარედ ნ------------ გადაადგილდებოდა მისი კუთვნილი ა/მანქანა ,,ფოლცვაგენით“, რა დროსაც მის მანქანას მსუბუქად შეეხო ამავე ქუჩაზე მოძრავი ა/მანქანა ,,მერსედეს ბენცი“ რომელსაც მართავდა მოქ. რ------–-------------. სიტუაციაში გარკვევის მიზნით გადმოვიდნენ და ნახეს, რომ მანქანებს დაზიანებები არ აღენიშნებოდა, რა დროსაც იმავე ტერიტორიაზე მოძრავი ა/მანქანა ,,ტოიოტადან“ გადმოვიდა მძღოლი, მათთან მივიდა და მათ საუბარში ჩაერთო. ნ------------მ უთხრა, რომ იყო სამართალდამცველი და მის დახმარება არ საჭიროებდათ. მ-----–----------–---–ს გაუჩნდა აგრესია ნ------------- მიმართ და მას როგორც სიტყვიერი, ისე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნ------------ მიღებული ჯამრთელობის დაზიანებით გადაყვანილი იქნა თბილისის რეგიონალურ ჰოსპიტალში.

 

შეტყობინების ინიციატორია ც-–- ჩ----ე, რომელიც იმყოფება სპორტის სასახლესთან მდებარე ,,მ---------–დსთან“. ამავე ოქმით ადმინისტრაციული შეჯახების გამო მისამართზე მძღოლები საუბრობდნენ, რა დროსაც უცნობმა მამაკაცმა სცემა ინიციატორის მეუღლე და გაიქცა. მეუღლე დაშავებულია, სისხლი მოსდის.

 

ამოღების ოქმის თანახმად, ნ-------------გან ამოღებული იქნა ნაცრისფერი, გრძელმკლავიანი მაისური. მაისური არის დაზიანებული, ჩამოხეული აქვს წინა მარჯვენა მხარე, მარცხენა გვერდი და მკლავი.

 

პირის ამოცნობის ოქმით, რაფიელ მარქაროვმა წარდგენილი სამი პირისგან ამოიცნო მ-----–----------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 29 ნოემბერს, კ--------- ქუჩაზე სუს-ის თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

პირის ამოცნობის ოქმით, ც-–- ჩ----ემ წარდგენილი სამი პირისგან ამოიცნო მ-----–----------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 29 ნოემბერს, კ--------- ქუჩაზე მის მეუღლეს ნ------------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

პირის ამოცნობის ოქმით, ნ------------მ წარდგენილი სამი პირისგან ამოიცნო მ-----–----------–---–ი, რომელმაც 2018 წლის 29 ნოემბერს, კ--------- ქუჩაზე მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

უდავოდ იქნა ცნობილი გამომძიებელ გ-------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, მოწმე ი---------–---–--- და ექსპერტების - ლ-–------–------ისა და ქ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმები და მათ პრეიდიუციული მნიშვნელობა მიენიჭა.

 

მოწმე ი---------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გადაუდებელი დახმარების ექიმია კლინიკა ,,ნ--------------–-ში“. 2018 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში კლინიკას მიმართა პაციენტმა ნ------------მ, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და საერთო სისუსტეს. კომპიუტერული ტომოგრაფიით მას ტვინის შერყევა დაუდგინდა. პაციენტისგან შეიტყო, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა უცნობმა პირმა მიაყენა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ექსპერტი ქ---------------–---–ი), მ-----–----------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან, დვრილისებრი მორჩის საპროექციოდ აღენიშნებოდა დაზიანება-სისხლნაჟღენთის სახით. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით (ექსპერტი ქ---------------–---–ი), შპს „რ--------–----------------–--“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N1-----ის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ქსეროასლების ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ნ------------- კლინიკისთვის მიუმართავს 01.12.18 წლის 10:20სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს, დიაგნოზით: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. ნ------------- სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას ორივე ტუჩის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლჩაქცევა, ქვედა ტუჩის ლორწოვანზე-ნასკდომი. მარცხნივ შუბლ-საფეთქლის და მარცხნივ ყვრიმალის მიდამოში, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე-ზემო მესამედში და მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე-შუა მესამედში-სისხლნაჟღენთები, მარცხნივ ცხვირ-ტუჩის ნაოჭის საპროექციოდ და მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე-ნაჭდევი.

 

დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. დაზიანებანი, გარდა მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთისა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე-შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით 5-6 დღისაა.

 

შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 29 ნოემბერს უცნობმა პირმა კოსტავას ქუჩაზე მდენარე ,,მ---------–დისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენა დაზიანებები.

 

ანალოგიური ინფორმაციების შემცველია ტვინის შერყევასთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთაგან მიმღების ექიმის ჩანწერით (ი---------–---–ი) ირკვევა, რომ 2018 წლის 1 დეკემბერს, 10:20 საათზე პაციენტმა ნ------------მ კლინიკას მიმართა თვითდინებით, შესვლისას უჩიოდა თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, გულისრევას, ზოგად საერთო სისუსტეს. პაციენტის გადმოცემით, ორი დღის წინ უცხო პირმა დაარტყა თავის არეში, რის შემდეგ ჰქონდა წამიერი გონების დაკარგვის ეპიზოდი, ორი დღის მანძილზე ჩივილების ინტენსივობამ არ იკლო, რის გამოც მომართა კლინიკას.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის #11------- დასკვნით (ექსპერტი ლ-–------–------ე), ნ------------- მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებების შედეგად.

 

მოწმე მ----------------მა დაადასტურა, რომ წლებია აკავშირებს ურთიერთობა მ-----–----------–---–თან. 2018 წლის 29 ნოემბერს, ,,მ---------–-----“ მხარეს გადასვლისას მან შეამჩნია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა მოხუცს. მ-----–----------–---–ის მისვლის შემდეგ „სიტუაცია დაიძაბა“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

მოწმე ს-------- ლ---------–---მა განმარტა, რომ უშუალოდ არ შესწრებია მ-----–----------–---–სა და ნ------------- შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

 

მხარეთა მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უდავოდ იქნა ცნობილი მოწმეები: ი---------–---–ი, ლ-–------–------ე, ქ---------------–---–ი და გიორგი ბებია.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის მიმართ სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელმაც უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-------------, ც-–- ჩ----ის, რ------–-------------ს, მ----------------ის, ე---------- მ-----–-–---–ის ჩვენებებით, ელ. სმენითა და 112-ზე შესული შეტყობინების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2018 წლის 29 ნოემბერს, შუადღის საათებში, თბილისში, რესტორან ,,მ---------–-----“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ფაქტი არც თავად მ-----–----------–---–მა უარყო და განმარტა, რომ დაზარალებულს მოერია.

 

სასამართლო თვლის, რომ პაციენტის სამედიცინო ბარათში, სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი ნ------------- სხეულზე არსებული დაზიანებების სახე, რაოდენობა და ლოკალიზაცია, სრულად შეესაბამება დაზრალებულის ჩვენებასა და მის კუთვნილ მაისურის ზედაპირზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგს - ნაკერის განარღვევის, გახევის სახით და დასახელებული გარემოებები მიზეზობრივ კავშირშია მ-----–----------–---–ის მიერ ნ----------ას მიმართ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებასთან.

 

ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნის ცემის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანს და იმავდროულად გამორიცხავს მ-----–----------–---–ის ვერსიას, რომ ბრალდებული იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.

 

ამდენად, სახეზეა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ-----–----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მ-----–----------–---–ს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

მ-----–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 7 მაისიდან;

 

მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2018 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

მ-----–----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მაისური, რაც ინახება ვ---------------–----------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ-------------;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

/ლელა ნოზაძე/