განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
330100119003239774
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1/4889-19

(N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია ნებაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა------–-------,დაცვის მხარე:

ბრალდებული ვ-------- დ-----ის ძე ჯ--------ე, დაბადებული 1----–-–-------------------, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ა---–----------–-----------,ადვოკატი გ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1.სასამართლომ დადგენლად ცნო: 2019 წლის 09 სექტემბერს, გ--------------------–--–----------–---–-------------თან, ვ-------- ჯ--------ეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მისამართზე მდებარე ღ-------–-------------- უსაფრთხოების თანამშრომელთან-ე----------------------, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ჩაარტყა გულ-მკერდის არეში და გაიქცა ქ-----–-ს ქუჩის მიმართულებით. ე----------------- დაედევნა მას, რა დროსაც ქ-----–-ს ქუჩაზე ასასვლელი კიბის მოაჯირთან ვ-------- ჯ--------ემ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ე-----------------ს, კერძოდ, გადატეხილი ბოთლი დაარტყა გულ-მკერდის არეში და მიაყენა გულ-მკერდის წინა კედლის არა შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. ე----------------- გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.

 

2. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

2.1საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.2მხარეებმა წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

2.3სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1 მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

3.2საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

3.3 ვ------- ჯ--------ის აღიარება დასტურდება დაზარალებულის ე------------------, მოწმეების, თ---------------, ო-----------–---–--–---–--, მ-----–-----–---–--, ხ--------------, ე------------------------------–---–---------–---------------- გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ პატაკით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ამოღებული ნივთმტკიცებებით, რაც ვ------- ჯ--------ეს სადაოდ არ გაუხდია და დაეთანხმა ამავე მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

3.4 ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ------- ჯ--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2 ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4 ვ-------- ჯ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხასიათდება დადებითად, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 267-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ვ------- ჯ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით.

 

2.გაუქმდეს ვ------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო.

 

3.მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

 

4.მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

5.ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მომწვანო ფერის მინის ბოთლის ფრაგმენტები (FCD 1------) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ ამოღებული ე------------------ ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7.ე------------------ ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/