განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040100119003295022
N(1/59–19 )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ნანა ყვირილიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–--–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ-–- მ-------
მამის სახელი: ზ------
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ც------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უ-----–---;
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-;
პირადი ნომერი:4----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ც------, ქუჩა – ნ----–---–-- N 2-;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი – ც------, ქუჩა – ნ----–---–-- N 2-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია,სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. 2----–-–-- 16 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ც-----–-, დ----- ა----–-----–-- ქ-------, ლ-–- მ------- მართავდა V---2-- სარეგისტრაციო ნომრის მქონე, O--- A---- G მოდელის ავტომანქანას. მოძრაობისას, მძღოლმა ლ-–- მ-------მ დაარღვია „ საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ--–- ს---------. საგზაო მოძრაობის შესახებ “ საქართველოს კანონის დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო მომხდარი საგზაო–ავტოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ბ--–- ს--------- მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2----–-–-- 03 დეკემბრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4.ლ-–- მ-------მ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება.
5.მოწმის სახით დაკითხული ზაზა მეიფარიანის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს ქ. ც-----–- ა----–-----–-- ქუჩა N4- ში ოჯახთან ერთად. 2----–-–-- 16 ოქტომბერს ის იმყოფებოდა თავის ბინაში, დაახლოებით 20:20 საათზე გამოვიდა აივანზე სიგარეტის მოსაწევად, რა დროსაც ქუჩის მხრიდან გაიგონა ქალის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. გამოჩნდა ავტომანქანის ანთებული შუქებიც. იფიქრა, რომ იყო ჩხუბი, ვიღაცას უჭირდა და ჩავიდა ეზოში ვითარებაში გამოსარკვევად. შემთხვევის ადგილზე მისვლისას შეამჩნია, რომ ასფალტის კიდეზე ღობესთან იწვა ქალი მოხრილ მდგომარეობაში, ახლოს მისვლისას იცნო რომ იყო მისი მეზობელი, ბ--–- ს--------. სხვა იქ არავინ არ იმყოფებოდა და მანქანაც აღარ იყო. ს--------- უთხრა მას რომ ვიღაც დაეჯახა, არ უთქვამს ვინ იყო ან იცნობდა თუ არა მას. მალევე მათთან მოვიდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლის შენობაც დგას შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 200–300 მეტრის რადიუსში, აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დარეკეს 112–ში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით. ( ს.ფ 20–22 )
6. მოწმის სახით დაკითხული ბ--–- ს--------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ბ--–- ს-------- ცხოვრობს ქ ც-----–-, ა----–-----–-- ქუჩა N4 -ში. 2----–-–-- 16 ოქტომბერს დაახლოებით 1-:00 საათზე წავიდა ნ----–---–-- ქ------- მცხოვრებ ოჯახის ახლობელთან, რომელიც იყო შეუძლოდ და ესაჭიროებოდა დახმარება. დაახლოებით 2 საათში, თამარ მეფის ქუჩის გავლით წამოვიდა სახლში. არ იყო ჩართული გარე განათება და იყო სიბნელე. შეჩერდა ღობესთან რათა შემდეგ გზა გადაეჭრა თავის კორპუსში შესასვლელად. მიანათა ავტომანქანის შუქმა და გაიგონა ძრავის ხმა. არ ახსოვს რომელი მხრიდან მოდიოდა ავტომანქანა, ახსოვს რომ დაეჯახა მარჯვენა მხარეს, შემდეგ კი გონება დაკარგა. ახსოვს ვიღაცამ, მაგრამ არ იცის ვინ, გადაიყვანა გვერდით– დაცემის ადგილიდან. გონზე მოსვლის შემდეგ მასთან იმყოფებოდა მისი მეზობელი, ზაზა მეიფარიანი. ( ს.ფ 45–47 )
7. მოწმის სახით დაკითხული ლ-–- მ-------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ლ-–- მ------- ცხოვრობს ქ ც-----–- ნ----–---–-- ქ-------, მუშაობს ც------ს ს-------------- სპეციალისტად. 2----–-–-- 16 ოქტომბერს იმყოფებოდა ს-------------––-------–---------- სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ც-----–- დაბრუნებისას, დაახლოებით 20 საათზე მოძრაობდა დ----- ა----–-----–-- ქ-------. ქუჩაში არ იყო გარე განათება, როდესაც მიუახლოვდა აღმაშნებლის ქ------- მდებარე 4 სართულიან კორპუსს იქვე ყეფა დაიწყო ძაღლმა და დააპირა გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლა. მან ააცილა ძაღლს და საჭე მიმართა მარცხენა მხარეზე, ამ დროს შენიშნა მარცხენა მხრიდან ქვეითად მოსიარულე ქალი, რომელიც გადადიოდა გზაზე. დაამუხრუჭა, მაგრამ მანძილი იმდენად მცირე იყო, რომ დაეჯახა ქალს, რომელიც შემოვარდა წინა საქარე მინაზე ( ს.ფ 23–2-);
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო – კრიმინალისტიკური სამსახურის 2----–-–-------------------------------------------------, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მძღოლ ლ-–- მ-------- მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 მუხლის მოთხოვნებს, რომლის დაცვის შემთხვევაში მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო მომხდარი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის თავიდა აცილება.
9. 2----–-–-------------------- დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ლ-–- მ-------მ 2019 წლის 16 ოქტომბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქ. ც-----–- ა----–-----–-- ქ------- მოძრაობისას დაარღვია „ საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 36.4(გ) მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ბ--–- ს---------, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით. (ს.ფ 76-79).
10. ლ-–- მ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2----–-–--------------------–-----------------–-----------–-----------------------------–-----–---, 2----–-–-- 17 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოცხრილით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბ--–- ს--------- მიმართ და ე------------------------ დასკვნით, ცნობით შპს "ქ----------------------------------–------–------------, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, ლ-–- მ-------- ნასამართლეობის ცნობით, ლ-–- მ-------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, დანაშაულის შესახებ N------- შეტყობინებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიური განვითარების ცენტრიდან, შეტყობინებით ც------ს რაიონული საავადმყოფოდან, მიმართვით ც------ს რაიონულ საავადმყოფოსადმი, მიმართვით შპს ქ----------------------------------–----- ცენტრისადმი, მიმართვით საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურისადმი, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, დადგენილებით ბ--–- ს--------- დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით ლ-–- მ-------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და სხვა.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ლ-–- მ-------მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სამართლებრივი შეფასება:
12.სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
13. ლ-–- მ-------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
14. ლ-–- მ-------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხი, შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი), არის დ------------–-, სამი მცირეწლოვანი სვილის მამა და ერთადერთი მარჩენალი, ხანდაზმული და ავადმყოფი მამის ერთადერთი პატრონი და მომვლელი, ხასიათდება დადებითად, მის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის დასაბუთება:
15. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–- მ-------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ-–- მ-------- მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენა.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: დადებითი დახასიათება, შეუბღალავი წარსული, ოჯახური მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-------ს არ უნდა ჩამოერთვას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან მისი ოჯახური მდგომარეობისათვის ავტოტრანსპორტი წარმოადგენს სოფლად მცხოვრებ ავადმყოფ მამასთან აუცილებელი კომუნიკაციისა და შვილების გადაადგილების საშუალებას რაიონში სამოქალაქო ტრანსპორტის უკიდურესად გაიშვიათებული მოძრაობიდან გამომდინარე.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ლ-–- მ-------- მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 2-8-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ლ-–- მ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 500 ( ხუთასი) ლარის ოდენობით, თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გარეშე.
2.გაუქმდეს ბრალდებულ ლ-–- მ-------- მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო
3. საქმეზე გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება: V-- – 2-- სარეგისტრაციო ნომრის მქონე O----A---- G მარკის ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია შსს ც------ს რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი