გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.12.2019
საქმის ნომერი
080310018002422000
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/270-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - გ-------------

მოსარჩელე – გ---- ბ-------ე

მოპასუხე - ი-----------------–-------------------------------------------–-----------ო.

წარმომადგენელი - მალხაზ ცერცვაძე

მესამე პირი - სს მისი ,,ს------------–ი“.

დავის საგანი: ქმედების უკანონოდ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი საქართველოს იუს---–----------------------------–--ის ე---------–--------ოს ი-----------------–-------------------------------------------–-----------ოს აღმასრულებლის A---------------- 02.04.2018 წ. წერილიდან გამომდინარე აღმასრულებელის ქმედება.

 

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 აგვისტოს სს ,,მ------------------------------–-- ს------------–ი”-სგან სესხის და გირავნობის ხელშეკრულება M----8-ით, სესხად მიიღო 3150 ლარი 24 თვის ვადით, ყოველთვიური 6 % სარგებლის გადახდით. ყოველგვარი გადაცილების და შეფერხების გარეშე კეთილსინდისიერად იხდიდა სესხს. 2016 წლის ნოემბერში გირავნობის საგანი, მისი მანქანა გაქურდეს რის შესახებაც აცნობა პოლიციას რაზედაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N 0413 1-------. აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობა მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის ხელმძღვანელობას წერილობით და თან აუხსნა, რომ ვინაიდან მანქანა წარმოადგენდა მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს და იგი გაქურდვის გამო გახდა გამოუსადეგარი, ამიტომ, გარკვეული პერიოდი გაუძნელდებოდა თანხის გადახდა.

 

ამის შემდეგ, მანქანა დაასურათეს და წავიდნენ. შემდეგ კვლავ მოვიდნენ და გაქურდული მანქანა მის დაუკითხავად თვითნებურად ევაკუატორით გადაიყვანეს თან უთხრეს რომ მანქანას გაყიდიდნენ და სესხის დაფარვისთვის საჭირო თანხის 3150 ლარის დაფარვის შემდეგ დარჩენილ თანხას დაუბრუნებდნენ.

ახლახან მივიღე ზემოთ აღნიშნული სააღსრულებლო ბიუროს A----------------2 წერილი სადაც ფიქსირდება რომ აღსრულება ხორციელდება თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მიერ გაცემული N--------- აღსრულების ქვემდებარე აქტით, მაშინ როდესაც ის თბილისის საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოში არ დაუბარებიათ თუ საქმე იხილებოდა. ამის შემდეგ აცნობე აღმასრულებელს, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა ისე შეიყვანა მოვალეთა რეესტრში და შეზღუდა მისი უფლებები უკანონო ქმედებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - საქართველოს იუს---–----------------------------–--ის ე---------–--------ოს ი-----------------–-------------------------------------------–-----------ოს წარმომადგენელმა - მალხაზ ცერცვაძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის განმარტებით, აღსრულების ე---------–--------ო არ ამოწმებს აღსასრულებელი გადაწყვეტილების კანონიერებას, აღსრულების ზოგადი პრინციპია ის, რომ აღსრულება ხორციელდება სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე და მის ფარგლებში. ეს ნიშნავს რომ სააღსრულებლო ფურცლით დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი არის ზუსტად ის ქმედება და მექანიზმი, რომლითაც უნდა აღსრულდეს სააღსრულებლო ფურცელი. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ე---------–--------ო სააღსრულებლო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადების და სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება რომ იძულებითი აღსრულება დაიწყო 2018 წლის 29 მარტს. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ე---------–--------ოს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს ეცნობება: ა ) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ ბ) ამ კანონის 18-ე მუხლით დადგენილი უფლებები გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

 

3.1. მოგახსენებთ რომ გ---- ბ-------ესა და სს მისო ს------------–ს შორის დადებულია სესხის და გირავნობის ხელშეკრულება რომელიც მოსარჩელე გოცა ბ-------ის მიერ დღემდე შეუსრულებელია. ვინაიდან გ---- ბ-------ის მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად, ამ მოტივით სს მისო ს------------–მა მიმართა საარბიტრაჟო სარჩელით მოვალის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. შპ---------------–---------------–ომ მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვტილების ცნობა აღსრულება განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს სააღსრულებო ბიურომ დაიწყო მოვალის მიმართ სააღსრულებლო წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცელზე დაწყებულია სააღსრულებლო წარმოება 22/03/2018 წლიდან და დრემდე კრედიტორის მხარისათვის აღსრულების ე---------–--------ოს მიერ არა გადმორიცხული თანხა.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს სს მისო ,,ს------------–ს“ და გ---- ბ-------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება. გ---- ბ-------ემ სესხის სახით მიიღო 3150 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ---- ბ-------ეს კუთვნილი L----------ის ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით TUS 055. დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია.

მტკიცებულება: 2016 წლის 24 აგვისტოს სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება; სარჩელი; შესაგებელი. (ტ.1.ს/ფ.2-12; 19-26; 32-40;112-119).

 

4.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დადგენილება სს ,,მისო ს------------–ი“-ს შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა.

ცნობილ იქნას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპ---------------–---------------–ოს 2017 წლის 06 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს აღსრულებას შემდეგი სახით:

სს ,,მისო ს------------–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

მოპასუხე გ---- ბ-------ეს პნ 6----------- მოსარჩელე სს ,,მიკრო საფინასო ორგანიზაცია ს------------–ი“-სს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1143,83 ლარის და მიუღებელი სარგებლის - 1119,3 ლარის გადახდა.

მოპასუხე გ---- ბ-------ეს პნ 6----------- მოსარჩელე სს მიკრო საფინასო ორგანიზაცია ს------------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებლის 180 ლარის გადახდა.

გ---- ბ-------ეს (პ/ნ 6----------) სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150.00 ლარის ოდენობით

მტკიცებულება: 2017 წლის 30 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ტ.1.ს/ფ.45-48).

 

4.3. საქართველოს იუს---–----------------------------–--ის ე---------–--------ოს ი-----------------–-------------------------------------------–-----------ოს აღმასრულებლის A----------------- 02.04.2018 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, დადგენილია, რომ აღნიშნული აქტის და კრედიტორის განცხადებით გ---- ბ-------ეს (6----------) დაეკისრა 2593.13 ლარის გადახდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის (2--------) სასარგებლოდ. მოვალეს მიცა წინადადება ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაიხადოს დაკისრებული თანხა. განემარტა რომ თანხის გადახდის შემთხვევაში გადასახდელი იქნება მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარი გადახდილი საფასური- მოთხოვნის 2% არანაკლებ 50 ლარისა. წერილით ეცნობა, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ და რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება.

ეცნობა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების- ქონებაზე ყადაღის, საბანკო ანგარიშების აღწერის შესახებ. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1( ერთი) თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი.

მტკიცებულება: A----------------- 02.04.2018 წლის წინადადება. (ტ.1.ს/ფ.13).

 

4.4. თბილისის სააღსრულებო ბიურო-ს წარმოებაში არსებული 18036499 სააღსრულებო საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ გაცემული #2ბ/6299-17 სააღსრულებლო ფურცელი, იძულებითი აღსრულების შესახებ. სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, მოსარჩელე მახარეს (გ---- ბ-------ეს) დაეკისრა, სესხის ძირითადი თანხის 1143,38 ლარი და მიღებული სარგებელის 119,3 ლარის, ასევე საარბიტრაჟო მოსაკრებლის 180 ლარის და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის გადახდა სს მიკრო საფინანსოს ორგანიზაცია ს------------–ის სასარგებლოდ. სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელმა გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. მას მიეცა, ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაეხადა დაკისრებული თანხა. აღნიშნული წინადადება მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა 2018 წლის 02 აპრილს პირადად. აგრევე აღმასრულებელმა 2018 წლის 29 მარტს მოვალე, გ---- ბ-------ე დაარეგისტრირა მოვალეთა რეესტრში.

მტკიცებულება: შესაგებელი (ტ.1.ს/ფ.34).

 

4.5. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N------------ საქმე გ---- ბ-------ეს კუთვნილი L--------- ფირმის ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით TUS 055 ნაწილების ფარულად დაუფლების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით.

მტკიცებულება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-5 განყოფილების ცნობა. (ტ.1.ს/ფ.27).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით - 1. სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.2. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ე---------–--------ოს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

 

7.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს სს მისო ,,ს------------–ს“ და გ---- ბ-------ეს შორის დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება. გ---- ბ-------ემ სესხის სახით მიიღო 3150 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ---- ბ-------ეს კუთვნილი L----------ის ფირმის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით TUS 055. დადგენილია, რომ სესხი ვადაგადაცილებაშია. (ტ.1.ს/ფ.2-12; 19-26; 32-40;112-119).

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დადგენილება სს ,,მისო ს------------–ი“-ს შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა.

 

ცნობილ იქნას მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპ---------------–---------------–ოს 2017 წლის 06 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს აღსრულებას შემდეგი სახით:

 

სს ,,მისო ს------------–ის“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

მოპასუხე გ---- ბ-------ეს პნ 6----------- მოსარჩელე სს ,,მიკრო საფინასო ორგანიზაცია ს------------–ი“-სს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1143,83 ლარის და მიუღებელი სარგებლის - 1119,3 ლარის გადახდა.

 

მოპასუხე გ---- ბ-------ეს პნ 6----------- მოსარჩელე სს მიკრო საფინასო ორგანიზაცია ს------------–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს საარბიტრაჟო მოსაკრებლის 180 ლარის გადახდა.

 

გ---- ბ-------ეს (პ/ნ 6----------) სს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის სასარგებლოდ დაეკისროს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150.00 ლარის ოდენობით.

 

7.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ე---------–--------ო სააღსრულებლო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადების და სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება რომ იძულებითი აღსრულება დაიწყო 2018 წლის 22 მარტს. (ტ.1.ს/ფ 57). ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების ე---------–--------ოს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ ბ) ამ კანონის 18-ე მუხლით დადგენილი უფლებები გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.

 

7.4. დადგენილია, რომ საქართველოს იუს---–----------------------------–--ის ე---------–--------ოს ი-----------------–-------------------------------------------–-----------ოს აღმასრულებლის A----------------- 02.04.2018 წლის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, აღნიშნული აქტის და კრედიტორის განცხადებით გ---- ბ-------ეს (6----------) დაეკისრა 2593.13 ლარის გადახდა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ს------------–ის (2--------) სასარგებლოდ. მოვალეს მიცა წინადადება ნებაყოფლობით შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში გადაიხადოს დაკისრებული თანხა. განემარტა რომ თანხის გადახდის შემთხვევაში გადასახდელი იქნება მხოლოდ დაკისრებული თანხა და კრედიტორის მიერ წინასწარი გადახდილი საფასური- მოთხოვნის 2% არანაკლებ 50 ლარისა. წერილით ეცნობა, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ და რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება.

 

ეცნობა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების- ქონებაზე ყადაღის, საბანკო ანგარიშების აღწერის შესახებ. ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1( ერთი) თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი.

 

7.5. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან გაიძარცვა გირავნობის საგანი და ფაქტის შესახებ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აღმასრულებელს უნდა შეეჩერებინა აღსრულება, რადგან მართალია, აღმასრულებელი ვალდებულია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები იძულებითი აღსრულების პროცედურის კანონშესაბამისად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, თუმცა ამავე დროს აღმასრულებელი ვალდებულია სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლის წარმოშობისას შეაჩეროს სააღსრულებო წარმოება ხსენებული საფუძვლის აღმოფხვრამდე. ამასთან, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტში სააღსრულებო წარმოების შეჩერების წესი აღმასრულებლის დისკრეციული უფლებამოსილების სახით არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მისი აღსრულების მიზნით 2018 წლის 19 თებერვლის გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც უდავოდ გულისხმობს სააღსრულებო წარმოებათა კანონის შესაბამისად სააღსრულებო მოქმედებების შესრულების აუცილებლობას, რათა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულო კონსტიტუციური პრინციპი აღსრულდეს კანონშესაბამისი მოქმედებების საფუძველზე.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ აღმასრულებელი უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება შესაძლო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქმის აღძვრისას. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ სადავოდ გამხდარი სამართალურთიერთობის კანონშეუსაბამობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რის გამოც სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს გ---- ბ-------ის სარჩელი;

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის: ქუთაისი კუპრაძის ქ.N11) მეშვეობით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა N32).

 

მოსამართლე მ--–--------------