განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3684-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----- შ--–--- ძე ბ-------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------------ს, მცხოვრები: თ---–---- მ-------- მე-------------, კორპუსი #--, ბინა #----
ადვოკატი - დ---- ფ----------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 19 ივნისს, ზ----- ბ-------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას - რ------- ბ-------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც რ------- ბ-------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 19 ივნისს, ზ----- ბ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - რ------- ბ-------–---–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. 2019 წლის 19 ივნისს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება. ინიციატორი რ------- ბ-------–---–ი ითხოვდა შვილის - ზ----- ბ-------–---–ის გადაყვანას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
2.2. პატრულ - ინსპექტორ ჯ----– მ-------ის ჩვენებით, 2019 წლის 19 ივნისს, პატრულ - ინსპექტორ თ-------- ჯ-----–---–თან ერთად პატრულირების დროს, რადიოსადგურ ,,ცენტრიდან“ მიიღო შეტყობინება, რომ თბილისში, მ-------- მე-------------ს, მ--- კორპუსის მიმდებარედ, მოქალაქე გადასაყვანი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გამოძახების ადგილზე დახვდათ შეტყობინების ინიციატორი რ------- ბ-------–---–ი, იგი არ ითხოვდა პოლიციელების დახმარებას, მხოლოდ სურდა შვილის - ზ----- ბ-------–---–ის გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რომელიც იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა არაადეკვატურად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გადაიყვანა ფსიქიატრიულში. ბრიგადას, პრევენციის მიზნით, გაჰყვა საპატრულო პოლიციაც ჯ----– მ-------ის და თ-------- ჯ-----–---–ის შემადგენლობით. კლინიკამ უარი განაცხადა ზ----- ბ-------–---–ის მიღებაზე ალკოჰოლური თრობის გამო, ამასთან, არ ვლინდებოდა დანაშაულის ნიშნები, პოლიციელებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ კლინიკის ტერიტორია. სწორედ ამ დროს, რ------- ბ-------–---–მა მათ განუცხადა, რომ ზ----- ბ-------–---–ის სახლში დაბრუნების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, რადგან პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე ბრალდებულმა იგი სცემა. ცემის შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს თავის და ორივე კიდურის არეში. მოწმემ დააკავა ზ----- ბ-------–---–ი.
2.3. პატრულ - ინსპექტორ თ-------- ჯ-----–---–ის ჩვენებით, 2019 წლის 19 ივნისს რადიოსადგურ ,,ცენტრიდან“ მიიღო შეტყობინება, რომ თბილისში, მ-------- მე-------------ს მ--- კორპუსის მიმდებარედ, მოქალაქე გადასაყვანი იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მეწყვილესთან ერთად გამოცხადდა შეტყობინების მისამართზე, სადაც დახვდათ ინიციატორი რ------- ბ-------–---–ი და ზ----- ბ-------–---–ი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არაადეკვატურ მდგომარეობაში, წელს ზემოთ შიშველი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზ----- ბ-------–---–ი გადაიყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პრევენციის მიზნით პატრულ-ინსპექტორებიც გაჰყვნენ. კლინიკამ პაციენტის მიღებაზე ალკოჰოლური თრობის გამო, უარი განაცხადა. მოწმის ჩვენებით, ვინაიდან არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები და არც ინიციატორი ითხოვდა პოლიციელების დახმარებას, მეწყვილესთან ერთად ტოვებდა ფსიქიატრიულ დაწესებულებას, სწორედ ამ დროს, მათთან მივიდა რ------- ბ-------–---–ი და უთხრა, რომ გასულ კვირას შვილმა, ქონებრივი უთანხმოების გამო, რამდენჯერმე სცემა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმ დღესაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და მუქარას, იტკიებდა თავს, ხელის მტევანზე აღენიშნებოდა დაზიანება, თუმცა არ მიუთითებია დაზიანების წარმოშობის მექანიზმზე. მოწმემ შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი.
2.4. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის #0----------- დასკვნის თანახმად, მოქალაქე რ------- ბ-------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მტევნის მ--- ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.5. დაზარალებულმა რ------- ბ-------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის ზ----- ბ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.6. ბრალდებულმა შესავალ და დასკვნით სიტყვაში უარყო ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი.
2.7.სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ზ----- ბ-------–---–ს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ, გართულებული ალკოჰოლიზაციით. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იგი დაავადებული იყო ორგანული პიროვნული აშლილობით, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
2.8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა პირდაპირი მტკიცებულებ (ები) ა, რომელიც შექმნიდა უტყუარ და ნათელ სურათს ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტის დასადგენად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაულის კატეგორიის საქმეებში მნიშვნელოვანია გამოვლინდეს თუ ვინ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას და პირველად შეტყობინებაში რა ინფორმაციას აჟღერებს შეტყობინების ინიციატორი. მოწმე პოლიციელების ჩვენებებით დასტურდება, რომ რ------- ბ-------–---–ის მხრიდან ,,112“-ში არ შესულა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ან მუქარის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი ითხოვდა დახმარებას არა ოჯახურ ძალადობაზე, არამედ პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანაზე, გამოძახების ადგილზე არ იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები. ბრალდებული გადაყვანილ იქნა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მის მიღებაზე უარი განაცხადეს. მხოლოდ უარის შემდეგ უამბო პატრულ-ინსპექტორებს რ------- ბ-------–---–მა, რომ შვილმა, რომელთანაც ხშირად ჰქონდა ქონფლიქტი ქონებაზე, მასზე ფიზიკურად იძალადა. სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ მიიღო ობიექტური პასუხი, რა უშლიდა ხელს შეტყობინების ინიციატორს, ,,112“-ში ზარის განხორციელების დროს ან გამოძახების ადგილზე მყისიერად, დასახმარებლად მისული პოლიციელებისთვის განეცხადებინა ძალადობის და მუქარის თაობაზე; შესაძლო დანაშაულის გამოაშკარავების შესახებ გადაწყვეტილება რატომ მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფსიქიატრიულმა დაწესებულებამ უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, აღნიშნულ კითხვაზე სასამართლომ პირველ წყაროსგან პასუხი ვერ მიიღო, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებულმა უარყო დანაშაულის ჩადენა. საყურადღებოა ერთი ფაქტობრივი გარემოებაც, ირიბი მოწმეების ჯ----– მ-------ის და თ-------- ჯ-----–---–ის ჩვენებებით, რ------- ბ-------–---–ი აცხადებდა, რომ შვილმა დაზიანება მიაყენა თავის და ორივე კიდურის არეში, ექსპერტიზის დასკვნით შესამოწმებელ პირს დაზიანება თავის და კიდურების არეში არ აღენიშნებოდა, დაზიანების კვალი აღმოჩენილი იყო მარჯვენა მტევანზე. დაზიანების ლოკალიზაციასა და დაზარალებულის მიერ გაცხადებულ ინფორმაციას შორის ამგვარი წინააღმდეგობა საჭიროებდა დაზარალებულის მიერ დეტალურ ახსნას, თუმცა როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება არ მისცა.
2.9. რაც შეეხება მუქარას, ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა და შინაარსი, რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს, უნდა დადგინდეს მსხვერპლს სუბიექტურად შეეშინდა თუ არა და გაუჩნდა თუ არა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა რ------- ბ-------–---–მა სასამართლოს ჩვენება არ მისცა, აღნიშნულის საპირწონედ სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა არაპირდაპირ ან/და გარემოებით მტკიცებულებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მუქარის მატერიალურ ფაქტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული პირები: ჯ----– მ-------ე და თ-------- ჯ-----–---–ი არ არიან მუქარის პირდაპირი მოწმეები. თ-------- ჯ-----–---–ის ჩვენებით, რ------- ბ-------–---–მა განუცხადა, რომ პოლიციელების მისვლამდე ზ----- ბ-------–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ჯ----– მ-------ე სასამართლოს განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის, მოწმის ჩვენებით რ------- ბ-------–---–ი მხოლოდ სამომავლო მუქარის რისკზე საუბრობდა და არა უკვე მომხდარ ფაქტზე. ამდენად, პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დარწმუნდეს ზ----- ბ-------–---–ის ბრალეულობაში. ირიბი მოწმეების მითითება მასზედ, რომ გამოძახების მისამართზე შეტყობინების ინიციატორი დახვდათ აღელვებული, ხოლო ბრალდებული წელს ზემოთ შიშველი და არაადეკვატური, პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიურიექსპერტიზის #0-------- დასკვნით, ზ----- ბ-------–---–ს გააჩნია ფსიქიკური ნაკლი, - არ გამორიცხავს, მისი ამგვარი ქცევა გამოწვეული ყოფილიყო სწორედ ფსიქიკური პრობლემით - ორგანული პიროვნული აშლილობით.
2.10. სასამართლო განმარტავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისათვის.
2.11. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ----- ბ-------–---–ის ბრალეულობაში.
3.2. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ----- ბ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. ზ----- ბ-------–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა