განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
020100119003378832
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN020100119003378832(1/802-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - კო--------------------ს

დაცვის მხარე: ადვოკატი - გო------------ს

ბრალდებული - რე----------–-----ს

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: რე----------–-----ს მიმართ

მამის სახელი: რე----

დაბადებული: 05.06.198- წელს

პირადი ნომერი: 48--------4

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ქ. ზუ--------------------------------------------ა N208/2-

რეგისტრირებული: სე-----------–----–----------------–---------ი

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რე----------–-----მ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2013 წლიდან რე----------–----- იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში ლე-–----------------ნ და მასთან ყავს საერთო შვილი - 5 წლის ბე--------–----ა, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს ქ. ზუ---------------------------------ს №208-ში მდებარე დევნილთა საერთო საცხოვრებელში ბინა №2--ში. ბოლო პერიოდში, რე----------–----- გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, ხშირად აძლევდა შენიშვნას ლე-–------------ს, უკრძალავდა მას მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, სოციალური ქსელებით სარგებლობას. აღნიშნულის ნიადაგზე, რე----------–-----მ 2019 წლის 16 და 17 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლე-–------------ს, რამდენჯერმე მიმართა მას დამამცირებელი სიტყვებით და შეაგინა დედის მისამართით, რითაც ლე-–------------მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ასევე 2019 წლის 1- ნოემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რე----------–-----მ ლე-–------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი დილის საათებიდან ღებულობდა ალკოჰოლურ სასმელს და კვლავ გენდერული ნიშნით გამოხატული დისკრიმინაციული ფორმით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რამდენჯერმე მიმართა მას დამამცირებელი სიტყვებით და შეაგინა დედის მისამართით. დაახლოებით 19:00 საათზე, კონფლიქტისგან გარიდების მიზნით, ლე-–------------მ გადაწყვიტა გადასულიყო ბიძაშვილთან - სა-–---------------სთან, რომელიც ცხოვრობს იმავე კორპუსში მესამე სართულზე, რამაც რე----------–----- გახადა კიდევ უფრო აგრესიული და ხელები წაუჭირა ყელში, მან შეძლო თავის დაღწევა და საცხოვრებელი კორპუსის დერეფანში გაქცევა მე----ბლებისათვის დახმარების სათხოვნელად. აღნიშნულით გაღიზიანებული რე----------–----- დაეწია და კვლავ მოუჭირა მას ხელი ყელზე, ძალის გამოყენებით შეიყვანა ოთახში და მიანარცხა იქვე მდგომი დივნის ხის სახელურს, რა დროსაც ლე-–------------მ კეფის დარტყმისას განიცადა ძლიერი ტკივილი.

 

2020 წლის 09 იანვარს ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულის პოზიციიდან გამომდინარე, რომელმაც შერაცხულ ბრალდებაში თავი ცნო დამნაშავედ და სადავოდ არ გახადა ბრალდების მტკიცებულებები, ბრალდების და დაცვის მხარის შეთანხმებით საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული ძალა და არ იქნა გამოკვლეული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (1-.10.2006).

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

რე----------–-----ს მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია პრეიუდიციული ძალის მქონე, ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებებით.

 

ბრალდებულ რე----------–-----ს აღიარებით

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით რეგისტრაციის დაწყების შესახებ (ს.ფ 1-2)

 

2019 წლის 1- ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ 21-37)

 

2019 წლის 1- ნოემბრის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით (ს.ფ 55-61)

 

დაზარალებულ ლე-–------------ს გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმეების კა------------–---ას, სე------------–-ას, ნი----–--------------ას, ალ------------ს და სა-–---------------ს გამოკითხვის ოქმებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები, თავისუფლებები და ჯანმრთელობა დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საკანონმდებლო აქტებით და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ოჯახი სახელმწიფოს საფუძველი და ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ელემენტია. სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ადამიანის უფლება იცხოვროს ოჯახში ძალადობის გარეშე, ოჯახის წევრთა თანასწორობის საფუძველზე შექმნას მათი უფლებების დაცვის საკანონმდებლო და სოციალური გარანტიები, შეინარჩუნოს ოჯახური ღირებულებები, დაიცვას ოჯახი ძალადობისგან, საკანონმდებლო საფუძვე- ლზე უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

 

პირის კონსტიტუციით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს მისივე ოჯახის წევრის მიერ.

 

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით, ან/ და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა ოჯახში ძალადობისათვის, რადგან ოჯახში ძალადობის არსი ადამიანის პირადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაში მდგომარეობს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში რე----------–-----ს მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილია ძალადობრივი ქმედება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, სახელდობრ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროებში იღებენ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის საკანონმდებლოს, რათა უზრუნველყონ ქალთა ყოველმხრივი განვითარება და პროგრესი, მათ მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა განხორციელება და გამოყენება მამაკაცებთან თანასწო- რობის საფუძველზე.

 

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის“ შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) შესაბამისად ოჯახში ძალადობა გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ რე----------–----- და დაზარალებული ლე-–------------ იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ცხოვრობენ ერთად და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი.

 

ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის, ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს - საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

 

ბრალდებულ რე----------–-----ს მიერ დანაშაული ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, რე----------–-----ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და ის ზიანი, რაც შეიძლება მიდგომოდა დაზარალებულებს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.

 

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რე----------–-----ს მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელდა არაერთხელ და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრე- ბით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა უფლებების დაცვას, არასრულწლოვანს უნდა ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და ცხოვრების მშვიდი და მოწესრიგებული გარემო, მშობლები თანაბრად უნდა ზრუნავდნენ მათზე, უქმნიდნენ შესაბამის პირობებს და ოჯახური კონფლიქტი და ძალადობა ბუნებრივია ახდენს უარყოფით გავლენას მოზარდის ჯერ კიდევ არამდგრად ფსიქიკაზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 2-9-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული.

 

სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტი- ტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთო- ბლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვე- ტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით არაერთ გადაწყვეტილებაშია მითითება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალი სამართლებრივი სტანდარტით მტკიცებულებათა არსებობის აუცილებლობის შესახებ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს ეჭვს ქვეშ არ უნდა აყენებდეს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს.

 

პირის ბრალდების დასადასტურებლად და გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობასთან დაკავშირებით იგივე მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს: (გადაწყვეტილება Barbera, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. The Czech Republic საქმეებზე).

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსა- ზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ რე----------–-----მ არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბრალდებულ რე----------–-----ს ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოე- ბები:

 

რე----------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარე- მოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ორასიდან ოთხას საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ რე----------–-----მ ჩაიდინა არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობრივი ქმედება ოჯახის წევრის მიმართ, ის ამჟამად შერიგებულია დაზარალებულთან და სასამართლოს აზრით მიზანშეუწონელია მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება და გამართლებულად მიიჩნევს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.

 

საქართველოს სსკ-ის მუხლი 4--ე მუხლის შესაბამისად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ინიშნება ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. ჯარიმის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის შემთხვევაში, ან ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანდა თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, იგი შეიძლება დაინიშნოს უფრო მეტი ვადითაც. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს რვა საათს.

 

ვინაიდან, რე----------–----- პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით 29 დღე, სასჯელის დანიშვნისას მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რის შესაბამისად სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

 

სარე----ლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-5-ე, 2-8-260-ე, 268-269-ე, 2-1- 2-4-ე, 2-7-ე, 2-9-280-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილი იქნას დამნაშავედ რე----------–----- (პირადი ნომერი 39001035771) საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით საბოლოოდ რე----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 205 (ორას ხუთი) საათის ვადით.

 

2.რე----------–-----ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან, 2020 წლის 17 იანვრის 14:23 საათიდან.

 

3.რე----------–-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება №12/1717-19) რე----------–-----ს (პირადი №39--------4), საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე სე-----------–----–----------------–--------ში, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №4-.02.2-.201- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში და ასევე გაუქმდეს პასპორტის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მართვის მოწმობის გამოძიების ორგანოში ჩაბარების და გამოძიების მწარმოებელ ორგანოში კვირაში ერთხელ გამომძიებლის მიერ განსაზღვრულ დროს გამოცხადების ვალდებულება, დაზარალებულთან მიახლოების და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის აკრძალვა.

 

4.,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის’’ შესახებ საქართველოს კანონის 29-33-ე მუხლების შესაბამისად რე----------–-----ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულების პერიოდში განახორციელოს სამეგრელო ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.(ქ. ზუ--------------------------------------------ა N208/2-).

 

5.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №12)

 

მოსამართლე: ნატრული აკობია