განაჩენი

სისხლის სამართლის 19.01.2020
საქმის ნომერი
120100119003151191
დავის ტიპი
120
თარიღი
19.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/214-19წ. 8 იანვარი, 2020 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაზე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ------- ლ---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ლ---- ე-–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს ბ---------ში, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული: ქ.ბ---------ი, ნ.ნ-----–--ის ქ.N1. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბ---------ი, თ-----ს ქ. N5-ა.

ადვოკატი - კ------- ა------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 5 ივლისს დაახლოებით 20:10 საათზე, ქ.ბ---------ში, თ-----ს ქ.5- ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულმა ლ---- ე-–--–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ნ----–- ვ----ეს ეჭვიანობის ნიადაგზე დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----–- ვ----ემ მიიღო ცხვირის ძვლის მოტეხილობა, აღნიშნულის შემდეგ ლ---- ე-–--–---–მა ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში ნ----–- ვ----ეს სხეულზე მიაყენა მრავლობითი დაზიანებები და კედელზე მიჯახებით გაუტეხა თავი. ლ---- ე-–--–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა ნ----–- ვ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ლ---- ე-–--–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

1. მოწმე ა---- მ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოში, 2019 წლის 05 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 112-დან მიიღო შეტყობინება, სადაც შეტყობინების ინიციატორი იტყობინებოდა, რომ ,,ა--------ის“ დასახლებაში, თ-----ს ქუჩა N 5-/ა-ში მოხდა ოჯახური ძალადობა, კერძოდ, ლ---- ე-–--–---–ი ძალადობდა მის მეუღლეზე - ნ----–- ვ----ეზე. ამ შეტყობინებაზე მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

ადგილზე მივიდნენ, საღამოს 18-დან 20 სთ-მდე პერიოდში. მისვლისას დაადგინეს შეტყობინების ინიციატორი და მისი საცხოვრებელი ადგილი. იყო კერძო სახლი სადაც ლ---- ე-–--–---–ი იმყოფებოდა თავის ორ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ნ----–- ვ----ესთან ერთად. ნ----–- ვ----ე იყო შეშინებული, სახეზე ეტყობოდა, რომ იყო ნამტირალევი. აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, თავი ჰქონდა გატეხილი, სისხლი მოსდიოდა შუბლიდან და თავიდან, მაჯები დალურჯებული ჰქონდა და ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, იგი განმარტავდა, რომ მას ეს დაზიანებები მეუღლემ-ლ---- ე-–--–---–მა მიაყენა და ამის გამო პოლიციელებისგან ითხოვდა დახმარებას.

ნ----–- ვ----ესთან საუბრის დროს ლ---- ე-–--–---–იც იქვე იმყოფებოდა, მას მეუღლის ნათქვამთან დაკავშირებით არაფერი განუმარტავს. ლ---- ე-–--–---–საც აღენიშნებოდა კისრის არეში დაზიანებები, ნაკაწრები ჰქონდა, რომელთან დაკავშირებითაც განმარტავდა, რომ დაზიანებები მიიღო იმავე დღეს მეუღლესთან ჩხუბის (კონფლიქტის) დროს - იმ შემთხვევის დროს რის გამოც პოლიციელები იყვნენ მისულები.

გასაუბრების შემდეგ მათ შესაბამისი დახმარება გაუწიეს ნ----–- ვ----ეს, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა ვინაიდან თავზე არსებული ჭრილობა გასაკერი იყო.

მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას და მის მიერ შესრულებული დოკუმენტებისა და საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს. დამატებით განმარტავს, რომ დაკავებისას ლ---- ე-–--–---–ს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს დაკავების საფუძველზე და იმ გარემოებაზე რომ ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით იყო დაკავებული. მათ წინააღმდეგობას არ უწევდა და განმარტავდა, რომ ,,მან იჩხუბა მეუღლესთან, რომელსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა “.

2. მოწმე გ------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება შემთხვევის ადგილის დათვალიერება ექსპერტ ვ-–- გ--–-–---–თან ერთად. დათვალიერებას ესწრებოდა ლ---- ე-–--–---–ის ძმა გ------- ე-–--–---–ი. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბ---------ში, თ-----ს ქუჩა 5-/ა-ში, სახლის შესასვლელის ეზოში, მარჯვენა მხარეს ძირს ეგდო დანა, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სათანადო წესით, სახლის დათვალიერებისას სასადილო ოთახის შესასვლელში მარჯვენა და მარცხენა მხარეს შეინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ასევე ამოიღო და დალუქა ექსპერტმა, სასადილო ოთახში განთავსებული იყო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტელევიზორი, რომლის ეკრანიც გაბზარული იყო, საცხოვრებელი ბინის 1-ლი სართული საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი, მეორე სართულზე ასვლისას, შესასვლელ ოთახში შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ძირს ეყარა სხვადასხვა ნივთების მინის ნამსხვრევები რაც ასევე ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტის მიერ სათანადო წესით. საძინებელ ოთახში შესვლისას განთავსებული იყო ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ხის საწოლი იყო დამტვრეული, მომდევნო საძინებელ ოთახშიც შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ტანსაცმელი ძირს ეყარა, ტანსაცმლის კარადა დამტვრეული იყო. ექსპერტმა გადაიღო ფოტოსურათები, რომელიც ერთვის ოქმს. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მისი ჩვენების სისწორეს და მის მიერ შესრულებული დოკუმენტებისა და საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

3. მოწმე ლ--–- ს--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადი ექიმი. 2019 წლის 5 ივლისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, 112-დან მიიღეს შეტყობინება, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი ქ.ბ---------ში თ-----ს ქ.N5-ა-ში. გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. საღამოს საათები იყო. ადგილზე მისვლისას პოლიციის თანამშრომლები უკვე ადგილზე იყვნენ და თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ.

დაზარალებული, ნ----–- ვ----ე გარეთ იყო და მათ ელოდებოდა. დაზარალებული ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში, გასინჯვის მიზნით. დაზარალებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები, დაჟეჟილობები, სილურჯეები, დაზიანებები ჰქონდა ხელებზე და ცხვირზეც, შედარებით სერიოზული დაზიანება ჰქონდა თავზე - ჰქონდა ჭრილობა, კეფის არეში ჰქონდა სისხლმდენი ჭრილობა, მას გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. როდესაც მას ჰკითხეს დაზიანებების გამომწვევი მიზეზი, ნ----–- ვ----ემ განმარტა, რომ მას ეს დაზიანებები კონფლიქტის დროს მეუღლემ მიაყენა. შესთავაზა საავადმყოფოში გადაყვანა, რაზეც დაზარალებული თავიდან ჭოჭმანობდა, თუმცა შემდეგ მათ დათანხმდა. რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმები დაეხმარნენ, რადგან სჭირდებოდა ქირურგიული ჩარევა. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეს.

4. მოწმე რ--------- მ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის შპს ,,ჯ-------------–---“ ბ---------ის სამედიცინო ცენტრის ექიმი. 2019 წლის 5 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მიიყვანა პაციენტი - ნ----–- ვ----ე, რომელსაც ჰქონდა თავის ღია ჭრილობები, ზედაპირული ტრავმა და დაზიანებები, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა ქმარმა. ასევე აღენიშნებოდა შეშუპება და სისხლნაჟღენთები. მან გამოიძახა ქირურგი და აღნიშნული პაციენტი მას გადააბარა. გადაუღეს რენდგენოგრაფია, სადაც აღმოჩნდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტს ეცვა დახეული მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით. მიღებული ინფორმაცია და ჩატარებული გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია დააფიქსირა ავადმყოფობის ისტორიაში სრულყოფილად. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორეს.

5. მოწმე ვ-–- გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტი, რომელიც მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად გამომძიებელთან ერთად მივიდა ღამის საათებში, ქ.ბ---------ში, თ-----ს ქუჩა N5--ში. დათვალიერებას ესწრებოდა ლ---- ე-–--–---–ის ძმა. სახლის შესასვლელი ეზო მოპირკეთებული იყო ბეტონის საფარით, რომელზეც შეინიშნებოდა მოწითალო ფერის, სისხლისმაგვარი ლაქები, იქვე ეგდო დანა რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით, სახლში აღინიშნებოდა არეულობის კვალი, ტელევიზორი გატეხილი იყო, სხვადასხვა სახის ჭურჭელი იყო დამტვრეული რომლებიც ასევე ამოღებული და დალუქული იქნა სათანადო წესით.

მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

6. მოწმე თ------ ს--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ექსპერტი, ესწრებოდა ინსპექტორ-გამომძიებლის გ------- ბ-–---ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომლითაც ადგილზე შემოწმდა ნ----–- ვ----ის მიერ მოწმისა და დაზარალებულის სახით მიცემული ინფორმაცია. დაზარალებული ნ----–- ვ----ე მიუთითებდა მათ იმ ადგილებს, სადაც მისმა მეუღლემ-ლ---- ე-–--–---–მა მასზე განახორციელა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს იყო ეზოს ტერიტორია და სახლის მეორე სართული. ნ----–- ვ----ეს სახეზე ეტყობოდა ძალადობის კვალი - ჰქონდა დაზიანებები. მოწმე დაეთანხმა გამოძიების დროს მის მიერ შედგენილი დოკუმენტებისა და შესრულებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს.

7. მოწმე ხ------- ვ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ნ----–- ვ----ის და. 2019 წლის 5 ივლისს, საღამოს, მას ტელეფონზე დაურეკა მისმა დამ - ნ----–- ვ----ემ, იყო აღელვებული, ტიროდა და უთხრა, რომ თავი ჰქონდა გატეხილი და სთხოვა მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება, ჭრილობები სტკიოდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. როდესაც მან ჰკითხა თავის გატეხვის მიზეზი, ნ----–- ვ----ემ უპასუხა, რომ მეუღლესთან - ლ---- ე-–--–---–თან ჩხუბი მოუვიდა და თავი გაუტეხა, მას სხვა დაზიანებები აღარ უხსენებია.

მოწმემ განმარტა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლ---- ე-–--–---–სა და ნ----–- ვ----ეს ხშირი დაპირისპირება, კონფლიქტი და ჩხუბი ჰქონდათ. ლ---- ე-–--–---–ი მეუღლეს შორდებოდა, ნ----–- ვ----ე წავიდოდა თავის მშობლებთან. ლ---- ე-–--–---–ი კი ურეკავდა და სთხოვდა დაერწმუნებინა ნ----–- ვ----ე, რომ შერიგებოდა მეუღლეს. მოწმე ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი და, რომ ოჯახი არ დაენგრია და შერიგებოდა ლ---- ე-–--–---–ს, ისიც უჯერებდა. საბოლოოდ, ამ შედეგამდე მივიდნენ. მოწმემ შეასრულა დის თხოვნა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება ნ----–- ვ----ის მისამართზე. მოწმე ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას სრულად.

დაზარალებულმა ნ----–- ვ----ემ, და მოწმეებმა თ----- ე-–--–---–მა და ო----- ე-–--–---–მა, თ------- ლ-----ემ, ი-----–- ე-–--–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

ბრალდებულმა ლ---- ე-–--–---–მა ისარგებლა დუმილის უფლებით.

შეტყობინება N 1------ -ის თანახმად 2019 წლის 5 ივლისს შსს ბ---------ის რაიონულ სამმართველოს სამორიგეოს დაუკავშირდა ,,ჯ-------------–ის" მორიგე ექიმი რ--------- მ-------ე რომელმაც განაცხადა, რომ საავადმყოში დახმარების აღმოჩენის მიზნით მიიყვანეს 1--- წელს დაბადებული ნ----–- კ----ს ასული ვ----ე დიაგნოზით თავის ღია ჭრილობები და ზედაპირული ტრამვა, რომელიც მისი განმარტებით მიაყენა მისმა მეუღლემ ლ---- ე-–--–---–მა.

2019 წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---------ში თ-----ს ქუჩა N5--ა-ში და წარმოადგენს ლ---- ე-–--–---–ის და მისი ოჯახის ეზოს და საცხოვრებელ სახლს. დათვალიერებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში იყო არეულობა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა და ავეჯი იყო დამტვრეული. დათვალიერებისას ამოღებული იქნა, მოწითალო ფერის ლაქები სტერილური ჩხირებით, დამტვრეული მინის ჭურჭელის ნატეხები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი ლუქით. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

საქმეში წარმოდგენილია სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N 2------ სადაც პაციენტის გასინჯვის ფურცელში ჩანაწერით ირკვევა რომ ნ----–- ვ----ე უჩივის ჭრილობის არსებობას კეფის მიდამოში, ტკივილს ცხვირის მიდამოში, 1 საათის წინ ოჯახური კონფლიქტის დროს დაზიანება მიაყენა ქმარმა. ტრამვის მომენტში გონება არ დაუკარგავს, გულისრევა და ღებინება არ ჰქონია. კეფის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა უსწორო დაჟეჟილი კიდეებით, ინტენსიური სისხლდენით, ცხვირის მიდამოში აღენიშნება ჰემოტომა. ჭრილობა დამუშავდა, დაედო კვანძოვანი ნაკერები.

ლ---- ს----------–ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N4--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,ჯ-------------–ს’’ ბ---------ის მრავალფუნქციური სამედიცინო ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2-------ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით ნ----–- ვ----ეს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობა კეფის არეში, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

ექსპერტმა დ----- მ------–---–მა დაადასტურა ბ---------ის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 6 ივლისის დადგენილებების საფუძველზე 2019 წლის 6 ივლისს მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 5 ივლისს.

2019 წლის 6 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ----–- ვ----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2019 წლის 6 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დაზარალებულმა ნ----–- ვ----ემ შემთხვევის ადგილზე მდებარე ბ---------ში თ-----ს ქუჩა N5--ა-ში მიუთითა და დაადასტურა დაზარალებული და მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია. ექსპერტის მიერ გადაღებულია ფოტოსურათები, რომელიც თან ერთვის ოქმს.

ლ---- ე-–--–---–ს (პ/ნ 1----------) 2019 წლის 7 ივლისს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 8 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

გამომძიებლებმა გ------- ბ-–---ემ, დ----- ბ-–---ემ, ლ-–- გ------–--ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

სასამართლოს დასკვნა ლ---- ე-–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

საქართველოს სსკ-ს 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის განხილვით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 ივლისს დაახლოებით 20:10 საათზე, ქ.ბ---------ში, თ-----ს ქ.5-ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ლ---- ე-–--–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან ნ----–- ვ----ესთან კონფლიქტის დროს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ნ----–- ვ----ემ მიიღო ცხვირის ძვლის მოტეხილობა, დაზიანებები სახისა და ტანის არეში, ასევე ღია ჭრილობა მიაყენა თავის არეში. ლ---- ე-–--–---–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა ნ----–- ვ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ ბრალდებულის ქმედებამ სხვა პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

ობიექტური მხრივ ბრალდებული ლ---- ე-–--–---–ის ქმედება გამოხატულია მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. ქმედების ჩამდენ პირს გაცნობიერებული აქვს რომ აყენებს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, ითვალისწინებს მის შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს შედეგს - ჯანმრთელობის დაზიანებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს შერაცხადი, თოთხმეტ წელს მიღწეული პირი. დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მოცემულ შემთხვევაში ნ----–- ვ----ის ჯანმრთელობა. ქმედება ჩადენილია პირდაპირი განზრახვით, ლ---- ე-–--–---–ს სურს დაზიანება მიაყენოს ნ----–- ვ----ეს, მკვრივი ბლაგვი საგნის გამოყენებით მის მიმართ ისეთი სახის მოქმედებებით, რითიც მას ადგება სხეულის დაზიანება კეფის არეში დაჟეჟილი ჭრილობების, ცხვირის ძვლის მოტეხილობის, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით.

მოცემულ შემთხვევაში, ლ---- ე-–--–---–ის მიერ ნ----–- ვ----ის მიმართ ჯანმრთელობის მოშლით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით. დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ზოგადად დაზარალებულისათვის სხეულის დაზიანების არსებობა და საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიუთითა, რომ საქმის განხილვით არ არის დადგენილი, რომ ეს დაზიანებები მიაყენა ბრალდებულმა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ უარყოფას და მიუთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებენ ლ---- ე-–--–---–ის ბრალეულობაზე ნ----–- ვ----ისათვის სხეულის დაზიანების მიყენებაში. დადგენილია, რომ დაზარალებულმა შემთხვევიდან უმალვე სატელეფონო ზარით შეატყობინა მის დას ხ------- ვ----ეს იმის შესახებ, რომ მეუღლემ ლ---- ე-–--–---–მა მიაყენა ჭრილობა თავის არეში და სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან მას სტკიოდა და ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება. ასევე შემთხვევიდან დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომელმა ადგილზე ნ----–- ვ----ისგან გაარკვია, რომ სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები მიაყენა იქვე მასთან ერთად მყოფმა ბრალდებულმა. აღნიშნულზე არც ბრალდებულს გამოუთქვამს წინააღმდეგობა. დანაშაულის ფაქტი მომხდარი იყო დროის უკანასკნელი მოკლე პერიოდის განმავლობაში - დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლდენა ჭრილობებიდან, იყო ნამტირალევი, ითხოვდა დახმარებას, ტანთ ეცვა დახეული მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით. ამასთან, სახლში არსებული ვითარება - დამტვრეული ჭურჭელი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მიუთითებდა სწორედ დროის მოკლე უკანასკნელ პერიოდში მომხდარ კონფლიქტზე. ასევე თავად ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც კონფლიქტში სწორედ მის მონაწილეობაზე მიუთითებდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმს დაზარალებულმა განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მეუღლემ ლ---- ე-–--–---–მა და იგივე ინფორმაცია დააფიქსირა სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის შემდეგ.

ოჯახური ძალადობის - როგორც დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭიროა პირველ რიგში უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებებით დადგინდეს ძალადობის არსებობის ფაქტი, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ამ დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობის ფაქტი არ გამოირჩევა მოწმეთა და სხვა მტკიცებულებების სიმრავლით. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ წარმოადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურად შესაძლებელი იყო. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეებმა სასამართლოს გადმოსცეს ინფორმაცია, რომელიც დაინახეს უშუალოდ შემთხვევიდან დაუყოვნებლივ. მსხვერპლი ძალადობისაგან თავის დასაღწევად დაუკავშირდა ნათესავს და ითხოვა დახმარება, ამასთან, საცხოვრებელი სახლის ეზოში ელოდებოდა დახმარების აღმოჩენას, რათა მის მიმართ ძალადობა კვლავ არ განმეორებულიყო. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს ნ----–- ვ----ემ განუცხადა, რომ დაზიანებები მიაყენა მეუღლემ და ამ განმარტებას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელსაც არ გაუპროტესტებია დაფიქსირებული გარემოება, ასევე წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს მისი დაკავების საფუძველზე, სადაც მეუღლის მიმართ ძალადობა დასახელდა. ეს გარემოებაც პირდაპირ ადასტურებს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს და დანაშაულის ჩადენაში არ ამხილა მისი მეუღლე ლ---- ე-–--–---–ი, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებების არსებობა საქმის განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში იძლევა შესაძლებლობას დადასტურებულად იქნეს მიჩნეული გარემოება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ოჯახური ძალადობის (როგორც ყველა სხვა დანაშაულის) ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მაგრამ ამ ფაქტის არსებობის მტკიცების შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული დაზარალებულის ნებაზე, ვინაიდან, მისი მხრიდან მოძალადე მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემამ შესაძლოა გაართულოს მისი მდგომარეობა. ამავე დროს დაზარალებულის ეს უფლება არ უნდა იქნეს გამოყენებული იარაღად ბრალდებულის ხელში, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს პასუხისმგებლობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზი იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ლ---- ე-–--–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

სასამართლოს დასკვნა ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, რომლებიც ერთმანეთთან თანხვედრაშია და მათ შორის რაიმე პრინციპული და არსებითი წინააღმდეგობა არ არსებობს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- ე-–--–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.

კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია. ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ბრალდებულის ლ---- ე-–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

საქართველოს კონსტიტუციით დაცულია ადამიანის საპროცესო უფლებები და 31-ე მუხლში მითითებულია, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ლ---- ე-–--–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ლ---- ე-–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

ლ---- ე-–--–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

სასამართლო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით.

სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების (ოჯახში ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით დღეისათვის მომეტებული საშიშროების მატარებელია, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დაზარალებულების პოზიციას და მიიჩნევს, რომ ლ---- ე-–--–---–ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

ნივთიერი მტკიცებულება:

უგეშა ვ----ის კუთვნილი ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ----–- ვ----ეს.

ერთი ცალი დანა, ნ----–- ვ----ის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ჭურჭლის ნამტვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ---- ე-–--–---–ი (პ/ნ1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

2. ლ---- ე-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 6 ივლისიდან.

ლ---- ე-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ნ----–- ვ----ის კუთვნილი ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ნ----–- ვ----ეს. ერთი ცალი დანა, ნ----–- ვ----ის სისხლის ნიმუში, სისხლისმაგვარი ლაქები, მინის ჭურჭლის ნამტვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი