განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
210100119003020505
დავის ტიპი
151 , 126 2 ა
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003020505

საქმე N1/118-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 იანვარი, 2020 წელი ქ.სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

მდივანი მარი მირიანაშვილი

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - გ------------------

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ზ------------–---–---–-

დაბადებული: 15.04.-----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი:4----------

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: ს-–----–--

რეგისტრაციის მისამართი: სიღნაღი, სოფელი ა----------------

ფაქტობრივად მცხოვრები: სიღნაღი, სოფელი ა----------------

 

ადვოკატი - თ----------–---–-

 

ქმედების კვალიფიცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.პირის ბრალდების შესახებ 2019 წლის 25 აპრილის დადგენილებით ზ------------–---–---–- ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ამ ქმედებისათვის მას ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტით.

 

დადგენილების მიხედვით:

 

2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ა----–- მდებარა საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ზ------------–---–---–-- თმების მოქაჩვითა და იატაკზე თრევით ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი გერის თ------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, ზ------------–---–---–- ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის სიცოცოხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამ ქმედებისათვის მას ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

სახელდობრ:

 

2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ა----–- მდებარა საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ზ------------–---–---–-- ხელთნაქონი ფიწალის, დანისა და ღუმელის საჩხრერკის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი გერის თ------------–---–-- მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.

 

2.სასამართლომ დაადგინა

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ზ------------–---–---–-- ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, რომ მან 2019 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ა----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, თმების მოქაჩვითა და იატაკზე თრევით ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი გერის თ------------–---–-- მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით ეპიზოდი) და რომ მანვე ამავე დღეს დაახლოებით 00:30 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ა----–- მდებარა საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ხელთნაქონი ფიწალის, დანისა და ღუმელის საჩხრერკის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი გერის თ------------–---–-- მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტით ეპიზოდი).

 

3. ბრალდებულის ზ-------- ჩალბაშვილის ჩვენება.

 

ბრალდებულმა ზ------------–--–---–-- არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავი მიიჩნია უდანაშაულოდ. ამასთან, მის მიერ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებიდან, რომელიც შემდეგ უდაო სახის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, დგინდება, რომ იგი ცხოვრობს სოფელ ა----–- მეუღლესთან ერთად. მის მეუღეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი, მისი გერი თ------------–---–- ცხოვრობს ზ--------- სახლში, პერიოდულად კი რჩება იმავე სოფელში მცხოვრებ ბებია-პაპასთან. 2019 წლის 21 აპრილს, თ------------–---–- მის ოჯახში იმყოფებოდა. გვიან ღამით ზ--------- მეუღლესთან - ნ---------- ჰქონდა კამათი მათ საძიანებელში, სადაც ზ-------- ნ------ სთხოვდა, რომ როდესაც თბილისში ექიმთან წავიდოდა ვიზიტზე, მისი მობილური ტელეფონი ზ---------თვის დაეტოვებინა, რაზედაც ნ----- უარს აცხადებდა, თუმცა როგორც ბრალდებული მიუთითებს ისინი არც ჩხუბობდნენ და არც ფიზიკურად ძალადობდა მეუღლზე. ამ დროს, მათ საძინებელ ოთახში მოულოდნელად შევიდა თ------------–---–-, რომელმაც უთხრა ზ--------- მის დედასთან ხმამაღალი ტონით რატომ საუბრობდა, ზ--------- თმაში მოკიდა ხელი, საწოლიდან დაბლა გადმოაგდო და არ უშვებდა თმიდან ხელს. მხოლოდ დედის თხოვნის შემდგომ, გაუშვა თ------ ზ--------- თმას ხელი, ხოლო ამის შემდეგ იგი გავიდა სამზარეულოში, მოიტანა ცისფერტარიანი დანა და მისი დარტყმით დაემუქრა ზ---------, ასევე დანას იქნევდა ზ--------- მიმართულებით. ამ დროს, ნ----- ჩადგა მათ შორის და საშუალება არ მისცა თ------, დანა დაერტყა ზ---------თვის. აღნიშნული ფაქტის დროს ზ-------- საწოლის კუთხეში იწვა. ბრალდებულის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ასევე მასთან სტუმრად მყოფი მისი და - ს------------–---–---–-- ამის შემდეგ, თ------ და დედამისმა ზ--------- ოჯახი დატოვეს, ბრალდებულმა უარყო მეუღლზე ძალადობის ფაქტი, განაცხადა, რომ მას მეუღლისთვის ხელები არ გადაუგრეხია და არც მშობლებთან ან ექიმთან წასვლა დაუშლია, ასევე უარყო თ------------–---–-- თმით თრევის ფაქტი, ასევე ბრალდებული ჩვენებაში მიუთითებს, რომ მას მუქარა არ განუხორციელებია მისი გერის მიმართ, არც დანის, არც ფიწალის და არც მაშის გამოყენებით პირიქით დაზარალებული ემუქებოდა მას დანით.

 

4.მოწმეთა ჩვენებები

 

4.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას კახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექიმ-ექსპერტის თ-------------–-–---–-- მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას და ხანდაზულობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაზარალებულ თ------------–---–-- დაზიანებები, კერძოდ სისხლჩაქცევები შეესაბამება მითითებულ პერიოდს, ის ვერ იქნება 2-3 კვირის წინ მომხდარი დაზიანების შედეგი და კონკრეტული ვადის მითითება არ შეუძლია.

 

4.2. მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ--–--------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, 2019 წლის 22 აპრილს შესული თ------------–---–-- შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, ზ------------–---–---–-ს მიერ მის მიმართ განხორცილებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულის დამ უარი განაცხადა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე, მის მიერ ასევე ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პრობაციის ბიუროდან გამოითხოვა ინფორმაცია ზ------------–---–---–-ს შესახებ, ბრალდებულის შეკითხვაზე: “ფიწალი და მაშა ექსპერტიზას გადაეცა?“ მოწმე უპასუხა, რომ აღნიშნული ნივთები შემდგეომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილი არ ყოფილა.

 

4.3. მოწმე დ-----------–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ დაზარალებული თ------------–---–- მისი შვილიშვილია, მისი ქალიშვილი - ნ----- ს----–---–- იყო დაოჯახებული ზ-------- ჩ--–---–---–--- და ცხოვრობდა ზ--------- სახლში სოფელ ა----–-. მის ქალიშვილს - ნ----- ს----–---–- პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი თ----- და გ--- თ----- მუდმივად მის სახლში ცხოვრობს და გარკვეულ პერიოდებით თ----- 2-3 დღით მოდიოდა და რჩებოდა ხოლმე დედასთან. ნ----- ს----–---–- ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა გლანდების ოპერაციის შემდეგ და საშუალება არ ჰქონდა ექიმთან წასულიყო. მოწმემ საკუთარი პენსიიდან ნ------ 100 ლარი მისცა და უთხრა, რომ ექიმთან წასულიყო. 22 აპრილს დაახლოებით იქნებოდა ღამის 2-3 საათი, თ------ ამ დროს დედასთან იყო 2-3 დღით წასული, მოწმემ ძაღლის ყეფის ხმაზე გაიხედა გარეთ და დაინახა, რომ მასთან სახლში მივიდნენ ტირილით მისი ქალიშვილი ნ----- და შვილიშვილი თ-----. ნ------ ფეხზე არ ეცვა, ხოლო თ------ უთხრა, რომ ზ-------- დედას ცემდა საძინებელ ოთახში, რა დროსაც მას თ------ თმებში ხელი სტაცა და საწოლიდან გადმოაგდო, რის მერეც ზ--------მ თ----- თმებით ითრია. ზ-------- თ------ ხან დანით აშინებდა, ხან „ვილკით“ და ხან „მაშით“ და ბოლოს ასე გამოგვყარა და წამოვედითო. მისი შვილი ნ-----ც იგივეს ყვებოდა. იმ ღამეს მოწმის ოჯახში დარჩნენ და ამის შემდგომ, სულ მოწმის ოჯახში ცხოვრობენ, მოწმის განმარტებთ ზ--------- და ნ------ შორის კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ ზ--------- არ სურდა ნ----- თბილისში ექიმთან მარტო გაეშვა და ეჭვიანობდა. მოწმემ განმარტა რომ ნ----- ამჟამად წასულია სამუშაოდ საზღვარგარეთ.

 

4.4 მოწმე მ----- ს----–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ ბრალდებული მისი სიძეა, დაზარალებული შვილი და შვილიშვილია, იგი ცხოვრობს სოფელ ა----–- მეუღლესთან და შვილიშვილებთან ერთად. თ------------–---–- მისი შვილიშვილი 15 წლის არის, ნ----- ს----–---–- მისი ქალიშვილია, ნ------ პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს ქალ-ვაჟი, ნ----- მეორედ გათხოვდა დაახლოებით წელიწადნახევარია. თ------ დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, პერიოდულობით იგი მიდიოდა დედასთან სტუმრად და რამდენიმე დღე რჩებოდა ხოლმე. მოწმემ განმარტა, რომ ნ----- ს----–---–- ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას, ამიტომ ნ----- უნდა მისული ექიმთან თბილისში. 2019 წლის 22 აპრილის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იმ დღეს მისი შვილიშვილი თ----- დედასთან იყო რამდენიმე დღით სტუმრად წასული, ღამის 3 საათი იქნებოდა მოესმა ძაღლის ყეფა, გარეთ რომ გაიხედა დაინახა ნ----- და თ-----. როდესაც შევიდნენ სახლში თ----- სულ ცახცახებდა და ძალიან განერვიულებულები იყვნენ ორივე. თ------ მოუყვა მოწმეს, რომ გვიან ღამით ეძინა, შემოესმა დედის ტირილის ხმა მისი საძინებელი ოთახიდან, თ----- შევიდა მათ საძინებელ ოთახში და დაინახა, რომ ზ----- ზევიდან ეჯდა ნ------ და ორივე ხელი ეჭირა. თ------ ეგონა, რომ ზ----- ახრჩობდა მის დედას, შემდეგ თ------ თმაში მოკიდა ხელი ზ-----ს და დაბლა გადმოაგდო და ის და დედამისი ნ----- გამოვიდნენ საძინებლიდან. ამის შემდგომ გარეთ გამოვიდა ზ----- და უთხრა, რომ შესულიყო მასთან ნ-----, რაზეც ნ-----მ უარი უთხრა. შემდეგ ზ-----მ გარეთ გააგდო ორივე, შემდეგ ისევ შიგნით შეიყვანა, აიღო ფიწალი და ემუქრებოდა, რომ მოკლავდა თ------, შემდეგ გარეთ ოთახში თ------ ზ-----მ თმაში მოკიდა ხელი და ათრია თმით. მოწმემ განმარტა, რომ ნ-----მ უთხრა, რომ მას და ზ-----ს შორის კონფლიქტი მოხდა იმის გამო, რომ ზ----- ექიმთან არ უშვებდა. ზ-----ს სურდა, რომ წასული მასთან ერთად ექიმთა. ზ----- ძალიან ეჭვიანი იყო, არც მშობლების სახლში უშვებდა, არც მეზობლებთან და არც ექიმთან. ამის შემდეგომ მოვიდა პოლიცია, რადგან თ------ მანამდე პოლიციაში დაურეკია. მოწმემ განმარტა, რომ ნ----- იტალიაშია წასული სამუშაოდ, მისი შვილიშვილი თ----- მუდმივად ბებიის და პაპის სახლში ცხოვრობს, სკოლის მოსწავლე მე-11 კლასშია. თ------ უთხრა მოწმეს, რომ შეშინებულმა თ------ დანა აიღო რომ ზ-----ს შეშინებოდა და არ მიკარებოდა, ის დანა შემთხვევის ადგილზე დატოვეს მაგიდაზე.

 

4.5. მოწმე ს------------–---–---–-- ჩვენებიდან დგინდება რომ ბრალდებული მისი ძმაა, დაზარალებულს იცნობს მაგრამ არ აქვს ახლო ურთიერთობა. 22 აპრილის ღამის პირველ საათზე დაწვნენ დასაძინებლად რა დროსაც საძინებლს ოთახში შემოესმა თ------ ჩხუბის ხმა. თ----- ეჩხუბებოდა ზ--------- და თავის დედას ნ------ ეუბნებოდა რომ დაეტოვებინა ზ--------, წამოსულიყო მისი სახლიდან, მაგრამ ნ------ არ სურდა არსად წასვლა. მოწმე გამოვიდა საძინებელი ოთახიდან და შევიდა ზ--------- და ნ------ ოთახში სიტუაციის გასარკვევად. კამათი იყო იმაზე, რომ ნ------ სურდა ექიმთან წასვლა, მაგრამ ზ-------- მარტო არ უშვებდა და სურდა ნ---------- ერთად წასვლა. თ----- ამბობდა, რომ ზ-------- ვერ წავიდოდა ნ---------- ერთად და ნ----- წავიდოდა მარტო. ამის შემდეგ, თ----- შევიდა სამზარეულო ოთახში, აიღო დანა, შევიდა ზ-----ს და ნ------ ოთახში და ზ-----ს მოკლით ემუქრებოდა. ნ----- აშველებდათ და ცდილობდა დანა გამოერთმია თ------თვის. ბოლოს თ------ დანა დააგდო, ამის შემდეგ ზ-----მ უთხრა მათ, რომ დაეტოვებინათ სახლი და წასულიყვნენ, რის მერეც ისინი სახლიდან წავიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია.

 

4.6 მოწმე ბ---------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა ცოლისძმის სახლში, რა დროსაც ღამით მის საძინებელ ოთახში, რომელიც მდებარეობს ზ--------- და ნ------ საძინებლთან ახლოს, მოესმა ჩხუბოს ხმა, კერძოდ ზ---------, თ------ და ნ------ ყვირილის ხმა ესმოდა. ამ ყვირილის ხმაზე მისი მეუღლე ს------------–---–---–- გავიდა მათ ოთახში, რომ გაეგო რა ხდებოდა. მას კონკრეტულად რაზე კამათობდნენ არ ესმოდა და ოთახიდან არ გასულა.

 

4.7 მოწმე შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივს თანაშემწე-გამომძიებლის გ---------------–---–-- ჩვენებიდან დგინდება, რომ მას ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხული ჰყავს დ-----------–---–-, დაკავებული ჰყავს ბრალდებული ზ------------–---–---–-. ზ------------–---–---–-- სცადა გაქცევა და იგი მისი სახლიდან დაახლოებით 100-150 მეტრში ერთ-ერთ საუბნო ჩიხში დააკავეს. მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი ზ------------–---–---–-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული დაზარალებულს ემუქრებოდა და განახორციელა ძალადობა, გაგზავნილი აქვს მიმართვის წერილები. მოწმემ განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა დაზარალებული და მისი მითითებით და ჩვენებით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი თავად დაზარალებული მიუთითებდა თუ ვინ სად იდგა, მას თ----- გამოკითხული ჰყავს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, რა დროსაც მან მიცემული ჩვენება დაადასტურა. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულის მონაყოლით ზ----- გადამჯდარი იყო ზემოდან მის დედაზე ნ-----ზე, უყვიროდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მანვე განმარტა, რომ ბრალდებულის მეუღლეს ნ------ ექსპერტიზა იმიტომ არ ჩაუტარეს, რომ თავად მას არ სურდა.

 

4.8 მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა თ----- პ-----–---–-- აჩვენა, რომ ზ------------–---–---–- არის მისი მამინაცვალი, მას მანამდე ზ---------თან ნორმალური ურთიერთობა ქონდა. მოწმემ მიუთითა, რომ დედასთან იყო სანახავად მისული 2019 წლის 18 აპრილს რამდენიმე დღით სტუმრად. 2019 წლის 22 აპრილს საღამოს უყურებდნენ ფილმს და შემდეგ თ----- დასაძინებლად წავიდოდა თავის ოთხაში, ზ----- და მისი დედა თავის ოთახში წავიდნენ. მოწმემ მიუთითა, რომ მისი ოთახის გვერდით ზ--------- და დედამისის საძინებელი არის, ეს ოთახები ერთმანეთისგან გაყოფილია ერთი კედლით. ცოტა ხანში დედის ხმა შემოესმა, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება, ხოლო შემდეგ, ხმის ტონს აუწიეს და დედა ტირილით გავიდა მისაღებ ოთახში. მოწმის განმარტებით, დედამისს და ზ-----ს შორის კამათი ექიმთან წასვლას უკავშირდებოდა. ნ----- იყო ავად და ესაჭიროებოდა თბილისში ექიმთან წასვლა, ხოლო ზ----- ეჭვიანობის ნიადაგზე მას არ უშვებდა და ეუბნებოდა, რომ თუ წავიდოდა მაშინ ტელეფონი მისთვის დაეტოვებინა და თან არ წაეღო, ხოლო დედას ტელეფონის გარეშე წასვლა არ სურდა. მისაღებში ზ-----ც გამოვიდა, ცოტა ილაპარაკეს და შევიდნენ ისევ თავის ოთახში. ცოტა ხნის შემდეგ, ისევ მოესმა ზ-----ს ხმა, ისინი ჩხუბობნენ და კამათობდნენ ისევ იმ საკითხზე. მოწმე შევიდა ზ-----ს და დედამისის საძინებელში და ამ დროს დაინახა, რომ დედა იწვა საწოლზე, ხოლო ზ----- ზევიდან ეჯდა მას, ცალ ხელში ბალიში ეკავა მეორე ხელით რას აკეთებდა არ იცის. მოწმეს შეეშინდა, მივიდა ზ-----სთან, თმაში ხელი მოკიდა და ძირს გადმოაგდო. ამის შემდეგ ზ----- შებრუნდა თ------კენ, მას თმაში ჩაავლო ხელი და დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში ზ-----მ იგი თმით ატრია, იგინებოდა და თან თმას ქაჩავდა. როცა ისინი გააშველეს ზ-----მ დედა აივანზე გაიყვანა და კარი ჩაკეტა. ზ----- ნ------ ეუბნებოდა რომ დარჩენილყვენენ, მაგრამ რადგან თ----- და დედა წასვლას აპირებდნენ, ცოტა ხანში ზ----- გავიდა გარეთ შემობრუნდა მალევე. მას ხელში ეკავა ფიწალი, რომელიც იქნევდა თ------ მიმართულებით. ზ----- მას ემუქრებოდა მოკვლით და ყველა მოქნევის შემდეგ დედა იჭერდა ხელით. ეს ფიწალი იყო რკინის, ხის ტარით. ზ----- ისევ ჩხუბობდა, იგინებოდა და იძახდა „ ამას ჩავართყავ ეხლაო“, მოვკლავო. თ----- შევიდა სამზარეულში და დანა გამოიტანა, რომელიც მოგვიანებით დედამ წაართვა. მოწმე განმარტავს, რომ იმიტომ აიღო დანა რომ ზ-----ს მუქარის შეეშინდა. მოწმემ განმარტა, რომ მგონი უთხრა ზ-----ს რომ „ ჩაარტყავდა“ მაგრამ ეს უთხრა თუ არა ზუსტად არ ახსოვს რადგან შეშინებული იყო. ნ-----მ თ------ დანა წაართვა, ზ--------მ კი ეს დანა ნ------ გამოართვა შემდგეომ ნ------ გამოართვა და დანა აღარ დაუნახავს. შემდეგ თ----- დედასთან ერთად თავის ოთახში შევიდა, რა დროსაც მათთან შევიდა ზ-----, რომელსაც ხელში ეკავა მაშა, რომელსაც იქნევდა და შემდგომ გაჩერდა. ნ------ ეუბნებოდა წავიდეთ დავიძინოთ ან წადით აქედანო. შემდეგ თ----- გავიდა ზ-----ს და დედამისის საძინებელში დედის ტანსაცმლის ასაღებად, მაგრამ ზ-----მ არ მისცა საშუალება რომ აეღო ტანსაცმელი, ეუბნებოდა რომ არ გაატანდა. შემდეგ ნ------ უებნებოდა რომ შებრუნებულიყვნენ დაეძინათ და თ-----ც დამშიდდებოდა, მაგრამ თ------ წასვლა სურდა, და დედას ეუბნებოდა რომ წასულიყვნენ. ამ ლაპარაკის მერე ზ-----მ ისინი ეზოში გააგდო და ისინიც წამოვიდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ზ-----მ დედას ფეხზე გახადა, შემდეგ სხვა ფეხსაცმელი ჩაიცვა, მაგრამ ისიც გახადა და ზ----- ექაჩებოდა რომ ნ----- მიბრუნებულიყო სახლში. კონფლიქტი ზ-----ს ოჯახში სულ დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა. ზ-----ს მიერ განხორციელებული მუქარით თ------ შეეშინდა. სიტყვიერად იქ ყოფნის მანძილზე სულ სამჯერ დაემუქრა, ემუქრებოდა საძინებელ ოთახში მაშის ჩარტყმით, ხოლო დანით დამუქრების ფაქტი არ ახსოვს. ზ--------- სახლიდან წამოსვლის შემდგომ გზიდან დარეკა პოლიციაში და უთხრა რომ მასზე იძალადა მამინაცვალმა, ამის შემდეგ მივიდნენ პაპა-ბებიასთან სახლში და მოწმემ ყველაფერი უამბო პაპას და ბებიას. პროკურორის შეკითხვაზე: “ დანის დემონსტრირებით მუქარის ფაქტი ხომ არ გახსენდება?“ მოწმემ უპასუხა რომ არ ახსოვს, ემუქრებდა თუ არა დანით ზ--------. ადვოკატის შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა რომ თ------ მაშა ხელში არ ჭერია.

 

4.9 სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ნ----- ს----–---–-ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით დგინდება რომ იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ-------- ჩ--–---–---–---- დაახლოებით წელიწადნახევარია და ცხოვრობენ სოფელ ა----–-, მოწმეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი, მისი ქალიშვილი თ------------–---–-, რომელიც არის 15 წლის. თ----- ხშირად მიდის და რჩება დედის ოჯახში სტუმრად რამდენიმე დღით. თ----- მისული იყო სტუმრად დედასთან რამდენიმე დღით და 22 აპრილს სახლში უნდა დაბრუნებული ბებია-პაპასთან. 22 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, იგი იმყოფებოდა მისი მეუღლე ზ-------- ჩ--–---–---–---- ერთად საძინებელ ოთახში, რა დროსაც მათ იკამათეს თბილისში ექიმთან ნ------ წასვლსთან დაკავშირებით. ზ--------- არ სურდა ნ------ მარტო გაშვება და სთხოვდა რომ ტელეფონი დაეტოვა და ისე წასულიყო. ნ----- არ თანხმდებოდა ტელეფონის დატოვებაზე და აღნიშნულის გამო ზ------------–---–---–- გაღიზიანებული იყო. მოწმე გამოვიდა საძინებელი ოთახიდან მისაღებში და დაახლოებით 15 წუთი იქ გაჩერდა და ისევ დააბრუნა საძინებელ ოთახში. ისევ აღნიშნულ საკითხზე კამათისას მას ზ-------- ზევიდან დააწვა და გადაუგრიხა ხელები. ამ დროს მათ ოთახში შევიდა ნ------ ქალიშვილი თ-----, რომელმაც არ იცის რა იფიქრა ზურგიდან მივარდა ზ---------, თმებში ჩაჭიდა ხელი, მოქაჩა და ზ-------- საწოლიდან დაბლა ჩამოაგდო. ზ--------მაც თმაში ჩაავლო თ------ და ქაჩავდა, რა დროსაც დროს თ-----ც ცდილოდა მისთვის თმებში ხელი მოკიდებას. მოწმემ გააშველა ისინი, რის შემდეგაც თ------ მოსთხოვა დედას სახლში დაბრუნებულიყო, ხოლო მოწმემ განმარტა რომ იგი ამშვიდებდა თ------ და ეუბნებოდა, რომ ზ-------- მას არ ცემდა. ზ--------მ და თ------ გააგრძელეს კამათი, და ამის შემდეგ, გაბრაზებულმა ზ--------მ ისინი ჯერ იავანზე გაყარა, შემდეგ ეზოდან ფიწალი აირო და მოსთხოვა ოთახში შესვლა. აღნიშნული ფიწალით ზ-------- მოწმეს არ დამუქრებია, ხოლო თ------ დაემუქრა თუ არა არ ახსოვს. თ------ შეეშინდა მისაღები ოთახში მდგარი ღუმელიდან აიღო მაშა, რის შემდომაც ზ--------მ ფიწალი დააგდო და თ------აც დადო მაშა. ამის შემდეგ ისინი გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ ნ------ მშობლების სახლში, გზად საუბნო გზაზე მათ დაეწია ზ-------- და სთხოვა დაბრუნებილიყვნენ და როდესაც მოწმემ უარი უთხრა ზ-------- შებრუნდა და წავიდა სახლსი. მოწმემ განმარტა, რომ ზ--------- იგი და არც მისი შვილი თ----- არ უცემია მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოწმეს, მას არ დამუქრებია ფიწალის გამოყენებით ხოლო მისი შვილს დაემუქრა თუ არა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით აღნიშნულ ფაქტს სხვა არავინ შესწრებია.

 

5. სამართლებრივი შეფასება ბრალდებასთან დაკავშირებით

 

5.1. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებით არ დასტურდება ზ------------–---–---–-ს მიერ არასრულწლოვან თ------------–---–-- მიმართ ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს, პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი ემუქრება გარკვეულ პირს. ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი მუქარის აუცილებელი ნიშანია მისი განხორციელებადობა და მუქარის განხორციელების შესაძლებლობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

 

სასამართლო განმარტავს რომ ზ------------–---–---–-ს მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტი წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დაზარალებულის თ------------–---–-- მიმართ არ დასტურდება საქმეში წარმოდგენლი მტკიცებულებებით, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------------–---–---–--, ბ---------------–---–--, ნ----- ს----–---–-ს მიერ გამოძიების ეტპაზე მოცემული ჩვენებებით, რომელიც შემდგომ გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე. ს------------–---–---–- თავის ჩვენებაში განმარტავს რომ მას არ გაუგონია და არც შესწრებია თ------------–---–-- მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტს, ასევე მოწმე ნ----- ს----–--–-- რომელიც არის დაზარალებულის დედა თავის ჩვენებაში მიუთითებს რომ ზ------------–---–---–- თ----- პ-----–---–- არ დამუქრებია არც ფიწალის არც მაშის და არც დანის გამოყენებით. ნ----- ს----–---–- ჩვენებაში მიუთითებს რომ აივნიდან შემოსულ ზ--------- ხელში ეკავა ფიწალი და არ ახსოვს დაემუქრა, თუ არა მის შვილს. ამადროულად მოწმემ განმარტა მისმა ქალიშვილმა თ----- პ-----–---–-- ზ--------- დანახვისას ღუმელის საჩხრეკს მოკიდა ხელი, რა დროსაც ზ-------- ფიწალი დააგდო თ------აც დააგდო მაშა. რაც შეეხება, ზ------------–---–---–-ს მიერ დანის გამოყენებით განხორციელებულ მუქარის, აღნიშნული არ დასტურდება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, სადაც დაზარალებული თავად მიუთითებს, რომ სამზარეულოდან დანა თავად გამოიტანა, რომელიც გამოართვა ნ----- ს----–---–-ა, ხოლო შემდეგ აღნიშნული დანა აღარ დაუნახავს. თვითმხილველი მოწმე ნ----- ს----–---–- გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში საერთოდ არ ახსენებს დანას და არ საუბრობს დანის გამოყენებით განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, მოწმემ ს------------–---–---–-- ჩვენებით კი დგინდება, რომ თ------ ეკავა დანა და თავად ემუქრებოდა ზ--------- მოკვლით. ამდენად, სასამართლო მიუთითებს რომ დაზარალებულის და თვითმხილველი მოწმის ნ----- ს----–---–-ს ჩვენებები ურთიერთგამომრიცხველია.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატიურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენლი მტკიცებულებით ასევე არ დგინდება ზ------------–---–---–-ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან თ------------–---–-- მიმართ. თვითმხილველი მოწმე ნ----- ს----–---–-ს ჩვენებიდან დგინდება, რომ ზ------------–---–---–- არც მისთვის და არც მისი შვილისთვის თ------------–---–--ათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მეტიც მისივე ჩვენებიდან დგინდება, რომ თ------------–---–- თავად შევიდა მისი და ზ------------–---–---–-ს საძინებელ ოთახში, თმაში წვდა ზ------------–---–---–- და საწოლიდან გადმოაგდო იგი, ხოლო ზ------------–---–---–-- იმიტომ ჩაავლო ხელი თმაში თ------, რომ თ----- ხელს ხელს არ უშვებდა. არანაირი თმებით თრევის ფაქტი ბრალდებულის მხრიდან, მით უმეტეს 3-4 წუთის მანძილზე არ დასტურდება. დაზარალებული თავის ჩვენებებში ადასტურებს, რომ პირველად მან მოქაჩა თმა ზ------------–---–---–- და ჩამოაგდო იატაკზე. დაზარალებულის ჩვენებით, თ----- ან დროს იატაკზე დავარდა იმიტომ, რომ რაღაცას ფეხი წამოკრა და არა ბრალდებულმა წააქცია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზს დასკვნით დადგენილია რომ დაზარალებულს აღენიშნება მარჯვენა მტევნის ზურგის არეში მოლურჯო ფერის სისხლჩაქცევა, თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან არ იცის ზ--------- მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო თუ არა რამე დაზიანება სხეულზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ზ------------–---–---–- დიდი ალბათობით თავს იცავდა ვიდრე ფიზიკურად ძალადობდა არასრულწლოვან თ----- პ-----–---–--- და მისი მხრიდან თ------------–---–--ათვის თმების მოქაჩვა წარმოადგენდა მის ინსტიქტურ რეაქციას დაზარალებულის მოქმედებებზე.

 

სასამართლოს მიაჩნია რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ზ------------–---–---–-ს მიერ სიტყვიერად და იარაღის (დანის, ფიწალის ან მაშის) დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრების ფაქტის და ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

 

შესაბამისად სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ზ------------–---–---–-ს მიერ არასრულწოვან თ------------–---–-- მიმართ მუქარის და ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ზ------------–---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ზ------------–---–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, რაც დადასტურებულ ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ზ------------–---–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ზ------------–---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ------------–---–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. ზ------------–---–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

3. გაუქმდეს ზ------------–---–---–-ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ზ------------–---–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

4. ზ-------- ჩ--–---–---–- განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ფიწალი, ღუმელის საჩხრეკი და დანა, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოში, განადგურდეს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე