განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100120003424031
საქმე #1-64/2020
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ რ------–----ის
ადვოკატის - ი-----–-----–--ის
მონაწილეობით, ბრალდებულ ხ---- ხ-----–--ის დასწრების გარეშე - ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №173021219002 საქმე :
ბრალდებულ ხ---- ხ-----–--ის მიმართ
მამის სახელი: ა------
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: გაქარწყლებული
რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–-------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბა----------------------–--–-------------------–-----------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2019 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 10:00 საათიდან 11:00 საათამდე დროის შუალედში, ქ. ბათუმში, ფ------------–--–-------------------–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ---- ხ-----–--ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე კამათისას, მეუღლეს - ნ-------------–---–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოს წინაშე ბრალდებულმა ხ---- ხ-----–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ---- ხ-----–--ის მიერ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :
5. დაზარალებულ ნ-------------–---–ის ჩვენება, მოწმეების - თ----------–---–----------------------–----------------------------–--------------–---–----------------–--ის ჩვენებები; 2019 წლის 2 დეკემბერს, „112“-ში განხორციელებული N3217689 შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. ბათუმში, ფ------------–--–--------–-------ში მცხოვრები ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ მეუღლე ხ---- ხ-----–--ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა; 2019 წლის 2 დეკემბრით დათარიღებული N021794 შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, რომელიც გაიცა მოძალადე ხ---- ხ-----–--ის მიმართ, რომელმაც მსხვერპლს - ნ-------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; 2019 წლის 26 დეკემბრით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი“; 2019 წლის 3 დეკემბერს, დაზარალებულ ნ-------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2014 წლის 15 აპრილს გაცემული N77143000572 ქორწინების აქტის ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება ნ-------------–---–ისა და ხ---- ხ-----–--ის ქორწინების ფაქტი.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, ბრალდებული ხ---- ხ-----–--ე და დაზარალებული ნ-------------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები არიან, ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად და სახეზეა ოჯახის ერთი წევრის - ხ---- ხ-----–--ის მიერ, მეორის - რეგისტრირეულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის ნ-------------–---–ის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება), 118-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება) ან 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით) გათვალისწინებული შედეგი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
9. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
10. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
11. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
12. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
13. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
კვალიფიკაციის შეცვლა:
15. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ---- ხ-----–--ეს ბრალად ედება რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობა მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
16. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას, შემდეგი საფუძვლით:
17. ნ-----–---- ხ-----–--ის დაბადების სააქტო ჩანაწერი საქმეს არ ერთვის (თუმცა მითითებულია მტკიცებულებათა ნუსხაში). დაზარალებული ნ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ნ-----–---- ხ-----–--ე, რომლის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობასაც ედავება ბრალდების მხარე ხ---- ხ-----–--ეს, არის თვეების ჩვილი (10 თვის). შესაბამისად, მას არ შეეძლო აღქმა და გაცნობიერება მისივე ოჯახის წევრის - დედის მიმართ განხორციელებული ძალადობისა. ცხადია, რომ ამ ასაკში ბავშვებს, არათუ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის აღქმა, არამედ კონკრეტული ადამიანების ოჯახის წევრებად აღქმაც კი უჭირთ.
18. მსგავსი დანაშაულის საქმეებზე, სწორედ იმის გამო, რომ უშუალოდ ძალადობის მსხვერპლთან ერთად შემთხვევის შემსწრე არასრულწლოვნის ფსიქიკაც ზიანდება მისივე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო, აცნობიერებს მომხდარს და თავადაც იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას, ისიც დანაშაულის ობიექტი ხდება, დაზარალებულის სტატუსით აღიჭურვება და სარგებლობს მისი ყველა უფლებით. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, არ მომხდარა ჩვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სწორედ მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე, თუმცა იგივე ფაქტს ხელი არ შეუშლია ბრალდების მხარისთვის იგივე გარემოება მაკვალიფიცირებელ და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხა ბრალდებულისთვის .
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
20. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
21. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
22. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
23. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედასტურებინა ხ---- ხ-----–--ის მიერ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
24. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ---- ხ-----–--ის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
სამართლებრივი შეფასება:
26. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ---- ხ-----–--ემ, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ-------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, ხ---- ხ-----–--ემ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
27. ხ---- ხ-----–--ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება, სსკ-ის 531 მეორე ნაწილის თანახმად, თავად წარდგენილი ბრალდების არსში მდგომარეობს.
28. ხ---- ხ-----–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, შერიგება დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
30. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
31. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
32. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
33. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
34. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
35. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ---- ხ-----–--ეს, სსკ-ის 1261 მუხლის მუხლის პირველი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით, ამასთან, ვინაიდან ის აღიარებს და ინანებს ჩადენილს, არ არის ნასამართლევი, სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, რაც სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებაა, დანიშნული სასჯელი სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა - ერთი წელი.
30. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი, რათა მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ხ---- ხ-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული ხ---- ა------ს ძე ხ-----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ხ---- ხ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - მ------------------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ--------------------------–--–------------------–--------------------------------------------------------- - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 9 დეკემბრამდე.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი