გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.12.2019
საქმის ნომერი
050310018002619525
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.12.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002619525

N3/132-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.12.2019 წელი ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე: შპს ,,მ-----–--ა'';

წარმომადგენელი: თი------------–--ლი; თე-------------აძე

მოპასუხე: სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტო;

წარმომადგენელი: ეკ----------------–-–-ილი,მოპასუხე: სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------

წარმომადგენელი: ლა-–-----------ი

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და ახლის აქტის გამოცემის დავალდებულება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს (პ/ნ 4------------–------------------------------), გი----------------–-----------------------–------------------------------–---------------------------–---------------------–---–--------–--------------------–-----------------–---–---–-------–----------------------–---–-------------------------–------------------------------–-------------------------–--------------------------–----------------------–-------------- მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს (პ/ნ 4-----------–------------------------------), გი----------------–-----------------------–------------------------------–---------------------------–---------------------–---–--------–--------------------–-----------------–---–---–-------–----------------------–---–-------------------------–------------------------------–-------------------------–--------------------------–----------------------–-------------- მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში.

 

1.3. დაევალოს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს და სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს ,,მ-----–--ასთვის” ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–------ის, რა--–---–--------–-ს, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თო----------–----ას, მა---------–--ს მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში;

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2018 წლის 21 მარტის №04-08/1361 გადაწყვეტილებით, ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–------ის, რა--–---–--------–-, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თომა მურღულარიას, მა---------–--ს მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, შპს ,,მ-----–--ას’’ ეთქვა უარი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევები ატვირთული იქნა არასწორი კოდით (icd 10), რაც ნიშნავს რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ბ(ბ) საფუძველზე მოცემულ შემთხვევებს ნი------------–---ს (პ/ნ 4-----------–------------------------------), გი----------------–-----------------------–------------------------------–---------------------------–---------------------–---–--------–--------------------–-----------------–---–---–-------–----------------------–---–-------------------------–------------------------------–-------------------------–--------------------------–----------------------–-------------- განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის13 მარტის №04-08/1361 გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 19);

3.1.2. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,მ-----–--ას’’ საჩივარი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ განსახილველ შემთხვევები, ატვირთული იქნა დაავადების არასწორი კოდით (icd 10), რაც ნიშნავს რომ შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. წარდგენილ საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია ინტოქსიკაციის გამომწვევი საკვები, ხოლო ICD 10 კოდით წარდგენილია დაუზუსტებელ საკვებში არსებული სხვა მავნე ნივთიერებების მოქმედებიტ გამოწვეული ტოქსიკური ეფექტი. პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ’’ საფუძველზე მოცემულ შემთხვევებს განესაზღვრა სტატუსი - ,,არ ექვემდებარება ანაზღაურებას’’.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ადმინისტრაციული საჩივარი (იხ.ს.ფ.20-21)

- 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 22-23).

 

3.1.3. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა’’, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვატური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლებამ ასახვა პოვა ასევე საქართველოს კოსნტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2----–-–-------------------------1 გადაწყვეტილების გაუქმება პაციენტების: ნი------------–---ს (პ/ნ 4-----------–------------------------------), გი----------------–-----------------------–------------------------------–---------------------------–---------------------–---–--------–--------------------–-----------------–---–---–-------–----------------------–---–-------------------------–------------------------------–-------------------------–--------------------------–----------------------–-------------- შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონის თანახმად, სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრინციპთაგანია. სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, სამედიცინო პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების განხორციელების გზით ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარებისათვის ხელის შეწყობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმის შემადგენელია ნაწილის. ამავე კანონის თანახმად, კომპეტენტური სამსახურის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური და მისი განაკვეთები, განისაზღვროს საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები, ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები. სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

 

2013 წლის 21 თებერვლის საქართველოს მთავრობის №36 დადგენილებით საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“.

 

პროგრამის მიზანს წარმოადგენს, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. დადგენილებით განსაზღვრულია მოსარგებლეთა წრე და პროგრამის განმახროციელებელი დაწესებულება, ასეთს კი წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (განმახორციელებელი). ამასთან, დებულებაში მითითებულია ასევე თუ ვინ წარმოადგენს მიმწოდებლ პირს და ასეთად განმარტებულია - პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი პირი რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს ,,მ-----–--ა’’ ჩართული იყო ,,2013 წლის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, შესაბამისად მის მიერ აღებული იქნა ვალდებულება ზემოხსენებული დადგენილებით განსაზღვრული წესით ამ პროგრამით გათვალისწინებული მოსარგებლეთათვის შესაბამისი მომსახურეობის განხორციელებაზე. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–------ის, რა--–---–--------–-, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თო----------–----ას, მა---------–--ს შპს ,,მ-----–--აში” გაეწია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ისეთი სახე, რომელიც მითითებულია ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში’’ და ექვემდებარება სახელმწიფოსაგან ანაზღაურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან არ უნდა გამოეყენებინათ T62.9 კოდი -„დაუზუსტებელ საკვებში არსებული სხვა მავნე ნივთიერებების ტოქსიური ეფექტი, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია საკვებით, რომელიც არ იყო დაზუსტებული ICD კოდით, შესაბამისად კლინიკის მხრიდან გადაცემული კოდი სრულად შეესაბამება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ მონაცემებს.

 

6.4. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ 14.1 მუხლით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირებისას ხდება:

 

ა) მოსარგებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადარება ფორმა №IV-100/ა-სა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შემთხვევათა რეესტრთან;

ბ) შემთხვევათა რეესტრსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტში ჯამური ფინანსური მონაცემების სისწორის გადამოწმება;

გ) წარდგენილი დოკუმენტაციის შედარება მიმწოდებლის მიერ შეტყობინებისას დაფიქსირებულ მონაცემებთან და მონიტორინგის შედეგებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირს უნდა შეეფასებინა მხოლოდ ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ 14.1 მუხლში მოცემული საანგარიშგებო დოკუმენტაცია და არ უნდა გასცდენოდა მის ფარგლებს, რადგან აღნიშნული ნორმა არ არის ბუნდოვანი და არ იძლევა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. დასახელებული ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის სამ გარემოებას, რისი შესწავლაც ევალება ანაზღაურების გაცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, მოუსმინა მხარეებს და მიაჩნია, რომ შპს ,,მ-----–--ას" მიერ შევსებული დოკუმენტაციები ნი------------–---ს, გიორგი სიხარულის, ქრ-----------–------ის, რა--–---–--------–-, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თომა მურღულარიას, მა---------–--ს სახელზე სრულად შეესაბამება და შევსებულია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს №338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის’’ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ არც ერთი ნორმა არ ავალდებულებდა შპს ,,მ-----–--ას’’ დამატებით რაიმე მონაცემების შევსებას გარდა ცნობაში მითითებულისა.

 

სასამართლო თვლის, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ 14.1 მუხლის მოთხოვნები დაცულია ე.ი. შევსებულია ყველა მონაცემი და რაიმე უზუსტობა წარდგენილ დოკუმენტებს შორის არ არსებობს და მოპასუხეორგანიზაცია არ უნდა ჩარეულიყო რეგულირების სამსახურის კომპეტენციაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული პროგრამის მე-14 მუხლი, ითვალისწინებს დოკუმენტაციის ფორმალური გამართულობის შემოწმებას და უფლებას არ ანიჭებს შემმოწმებელს შეისწავლოს რამდენად მართებულად შეარჩია ექიმმა მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი/სახე, რამდენად სწორად დაეყრდნო ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებს და დამატებით იყო თუ არა კიდევ სხვა სახის მოქმედებები, მკურნალი ექიმის მხრიდან, ჩასატარებელი.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ 15.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოხმობილი ნორმის ფარგლები შეზღუდულია, ამავე პროგრამის 14.1 მუხლით და თუ უფლებამოსილი პირი დაადგენს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არის სწორი და გაწეული სამედიცინო მომსახურების სახე გათვალისწინებულია პროგრამით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული დააკმაყოფილოს მოთხოვნა.

 

6.5. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-3 მუხლით, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ –სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში – განმახორციელებელი).

 

ამავე პროგრამის მე-7 მუხლით, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო).

 

ამავე პროგრამის 9.2 მუხლით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, შემთხვევათა ზედამხედველობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს, თუ პროგრამის ცალკეული კომპონენტის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული: ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია; ბ) შეტყობინება შემთხვევის შესახებ; გ) შეტყობინების საფუძველზე, შერჩეული შემთხვევის მონიტორინგი (შემდგომში – მონიტორინგი); დ) ანგარიშის წარდგენა; ე) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება; ვ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი; ზ) პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი (შემდგომში - კონტროლი); თ) მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლი (შემდგომში - რევიზია).

 

ამავე მუხლის მე-6 პუნქტით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპებს ახორციელებს პროგრამის განმახორციელებელი, ხოლო „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის ეტაპს - რეგულირების სააგენტო.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო გეგმური და არაგეგმური ფორმით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში პროგრამული შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რევიზია წარმოებს შერჩევითად ან/და საჭიროებისამებრ. რევიზიის შერჩევითი პრინციპით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება რეგულირების სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას. რევიზიისთვის საჭირო ინფორმაციას ასევე ითხოვს პროგრამის განმახორციელებლისგანაც. მიმწოდებელი დაწესებულება და პროგრამის განმახორციელებელი ვალდებულია, სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებათა ფარგლები. არც ერთი ნორმა არ ანიჭებს უფლებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეითავსოს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასცდა ინსპექტირების ფარგლებს, რა დროსაც უფლება ჰქონდა შეემოწმებინა მხოლოდ დოკუმენტების გამართულობა და შეედარებინა მონაცემების სისწორე და ფაქტობრივად, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რაც უნდა დაედგინა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რევიზიის შედეგად.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, უარი ეთქვა გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, შესაბამისად, სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს (პ/ნ 4-----------–------------------------------), გი----------------–---ს (პ/ნ 4------------–------------7), ქრ-----------–------ის (პ/ნ 4------------–-------------), რა--–---–--------–-ს (პ/ნ 4------------–-----------31) ილ---–---–--ის ( შ/ნ 2---------) ბე-----–---–----ის (პ/ნ 6------------–-----------46 ) თო----------–----ას (პ/ნ 6------------–-------------) მა---------–--ს (პ/ნ 4------------–-------------) მიმართ შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

6.9. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,მ-----–--ას’’ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძვლიანია, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს (პ/ნ 4-----------–------------------------------), გი----------------–---ს შ/ნ 3---------), ქრ-----------–------ის ( შ/ნ 1-----------------–---–--------–-----–-----------------–---–---–-------–----------------------–---–---------–------------------------------–---------–--------------------------–-------–-------------- მიმართ შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს 2018 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება შპს ,,მ-----–--ას’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ”.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს და სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შპს ,,მ-----–--ას’’ სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, 22-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,მ-----–--ას” სარჩელი სსიპ ,,სო–---–--------------------------------------------------–---–---------------------------------” გ-----------–---–---------------------------------–-------ს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახლის აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გ-----------–---–---------------------------------–-------ს 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–----------------–-------–---–ის, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თო----------–----ას, მა---------–--ს მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს 2019 წლის 24 ივლისის №-------- გადაწყვეტილება პაციენტის: ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–----------------–-------–---–ის, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თო----------–----ას, მა---------–--ს მიმართ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში;

 

1.3. დაევალოს სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა” და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს ,,მ-----–--ასთვის” სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესახებ ამ გადაწყვეტილებაში მითითებული პაციენტის: 2----–-–-------------------------- გადაწყვეტილება პაციენტების: ნი------------–---ს, გი----------------–---ს, ქრ-----------–----------------–-------–---–ის, ილ---–---–--ის, ბე-----–---–----ის, თო----------–----ას, მა---------–--ს მიმართ;

 

2. სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს და სა---------–----–--------------------–--------------–---–---------–---------------------------–---–----------------------------ტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,მ-----–--ას’’ სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდნოებით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე