განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100119003286908
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5471-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

9 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ - ა------–------ის

ბრალდებულ - ბ-------- ფ-–-–-ას

ადვოკატ - ნ--ა ქ--–-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

- ბ-------- დ------ს ძე ფ-–-–-ას, დაბადებულის 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ--–--------------------–---------აში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------–---–--–----------------------–---–----------------------------------ია), ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-------- ფ-–-–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ბ-------- ფ-–-–-ას მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ოქტომბერს, ქ. თბილისში, შ--–--------ზე (ან----------–---–------------------------------------) მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ-------- ფ-–-–-ამ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მამის - დ----- ფ-–-–-ას მიმართ, კერძოდ, საღამოს საათებში, სახლში ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში დაბრუნებულმა ბ-------- ფ-–-–-ამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დ----- ფ-–-–-ას, რის შემდეგაც ცხვირის არეში დაარტყა მუშტი. მუშტის დარტყმის შემდეგ, ბ-------- ფ-–-–-ა კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დ----- ფ-–-–-ას, რა დროსაც ხელი ჰკრა გულმკერდის არეში და მიანარცხა დერეფნის კედელს.

ბ-------- ფ-–-–-ას აღნიშნული ქმედებების შედეგად დ----- ფ-–-–-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბ-------- ფ-–-–-ამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ბ-------- ფ-–-–-ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, ოქმს ალკოტესტით შემოწმების შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-------- ფ-–-–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბ-------- ფ-–-–-ას მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაზარალებული წარსულშიც გახდა მისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც ბ-------- ფ-–-–-ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობების დარღვევის გამო მას 2----–-–----------------ს დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ბ-------- ფ-–-–-ას მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა ვერ უზრუნველყო ვერც ადმინისტრაციულსამართლებრივმა და ვერც არასაპატიმრო სასჯელში გამოხატულმა სისხლისსამართლებრივმა ღონისძიებებმა და მან მამის მიმართ კვლავ განახორციელა უფრო მძიმე - ფიზიკური სახის ძალადობა. ყოველივე აღნიშნული ერთის მხრივ მიუთითებს ალკოჰოლური თრობის ქვეშ ბრალდებულის გაუწონასწორებელ ხასიათზე, ხოლო მეორეს მხრივ, ხაზს უსვამს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის უკიდურესად გამწვავებულ კონფლიქტურ ურთიერთობას. ამ პირობებში კი მხოლოდ დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ბრალდებულთან კონფლიქტური სიტუაცია ამოიწურა და ითხოვს ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, - არ არის საკმარისი სასამართლოსათვის სამომავლო საფრთხეების შეფასების კუთხით, რამდენადაც დაზარალებული შესაძლოა მოტივირებული იყოს შვილისათვის მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქების სურვილით.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი დანაშაულის მიმართ, კერძოდ, მართალია, ბ-------- ფ-–-–-ამ აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა არავითარი სინანული მამის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო სასამართლო სხდომაზე არ გამოუთქვამს. ამ ვითარებაში კი მხოლოდ ბრალდებულის აღიარება და დაზარალებულის მიმტევებლური დამოკიდებულება ვერ მიიჩნევა ბ-------- ფ-–-–-ას მიმართ პრიორიტეტულად არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების წინაპირობად.

სასამართლო მხედველობაში იღებს რა ძალადობის განმეორებით ხასიათსა და ბრალდებულის არაკანონმორჩილებას, აგრეთვე, მის მყარ დამოკიდებულებას ალკოჰოლზე, მიაჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი მაღალია და მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელი ვერ იქნება მხოლოდ პირობითი მსჯავრის ანდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბ-------- ფ-–-–-ას მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, როგორც სასჯელის მიზნების მიღწევის ერთადერთი საშუალება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ს განაჩენით, ბ-------- ფ-–-–-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 13 ნოემბრის წერილის თანახმად, მის მიერ გადახდილ იქნა 2019 წლის 5 ნოემბერს. ამდენად, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბ-------- ფ-–-–-ამ ჩაიდინა კვლავ განზრახი დანაშაული, რის გამოც სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ქვედა ზღვარს, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 1 (ერთ) წელსა და 6 (ექვს) თვეს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბ-------- ფ-–-–-ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ-------- ფ-–-–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 (ცხრა) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

2. ბ-------- ფ-–-–-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 14 ოქტომბრიდან.

3. მსჯავრდებულ ბ-------- ფ-–-–-ას ყოფაქცევაზე კონტროლი საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდეგ გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ-------- ფ-–-–-ას დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი