განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
340100119003157525
დავის ტიპი
160 2
თარიღი
17.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003157525

№1/151-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2020 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

სოფიკო ბერიძის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ - ფ--------–-----–---–ის

ადვოკატ - ა-–------------------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ფ--------–-----–---–ი

მამის სახელი: გ-------

დაბადებული: 1----–-–----------------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ-----------------------------–-----------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------------–-----------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ფ--------–-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ესე იგი ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2011 წლის 22 ივნისს, იპოთეკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თ----------------ე გახდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე ფ---------–-----–---–ის ბინის მესაკუთრე. თ----------------ის განცხადების საფუძველზე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2015 წლის ივლისში, ფ---------–-----–---–ი გამოსახლებული იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ფ---------–-----–---–ი, უკანონოდ მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე თ----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

ფ---------–-----–---–ს ჩადენილი ქმედებისთვის 2019 წლის 30 ივლისს წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2011 წლის 22 ივნისს, იპოთეკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თ----------------ე გახდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე ფ---------–-----–---–ის ბინის მესაკუთრე. თ----------------ის განცხადების საფუძველზე, შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 2015 წლის ივლისში, ფ---------–-----–---–ი გამოსახლებული იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ფ---------–-----–---–ი, უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე თ----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

1. მოწმე (დაზარალებული) თ----------------ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, 2011 წელს ფ--------–-----–---–ისაგან იპოთეკური ვალდებულებით შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც ქ------------–----------------–------------ში მდებარეობს. მათ შორის გაიწერა ვალდებულების შესრულების გრაფიკი, თუმცა ფ--------–-----–---–ი არ იხდიდა თანხას. რის გამოც, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფ--------–-----–---–ის საკუთრებაში არსებული, ქ------------–----------------–------------ში მდებარე სახლი გადავიდა თ----------------ის საკუთრებაში. თ----------------ემ მოითხოვა მისი კუთვნილი სახლის დაცლა, მაგრამ ფ--------–-----–---–მა სახლი არ გაათავისუფლა. თ----------------ემ მიმართა პოლიციას. 2015 წლის 17 ივლისს ფ--------–-----–---–ი გაასახლეს პოლიციის ჩართულობით. ამავე წელს, თ----------------ეს დაუკავშირდა ფ--------–-----–---–ის მეუღლე და სთხოვა ზამთარში შეეშვა ბინაში, რაზეც უარი უთხრა. მიუხედავად ამისა, ფ--------–-----–---–ი მაინც შევიდა თ----------------ის კუთვნილ სახლში, რის გამოც თ----------------ემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს.

2. მოწმე დ---------------–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2014 წლის დეკემბერში თ----------------ემ განცხადებით მიმართა შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე მისი კუთვნილი სახლიდან ფ--------–-----–---–ის გამოსახლება. აღნიშნული განცხადება შესასრულებლად დაეწერა დ---------------–ს, რომლის მონაწილეობით 2015 წლის 17 ივლისს ფ--------–-----–---–ი გამოსახლებული იქნა და თ----------------ეს ნახევრად გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა სახლი.

3. მოწმე (ბრალდებული) ფ---------–-----–---–ის მიერ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ 2011 წელს ისესხა თანხა თ----------------ისაგან, სანაცვლოდ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთა მისი კუთვნილი ბინა მდებარე ქ------------–-----------------–------------ში. ორი თვის გადასახადი გადაიხადა, მაგრამ შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო გადახდა, რის გამოც საჯარო რეესტრში მისი კუთვნილი ბინა გადააფორმა თ----------------ის სახელზე. თ----------------ეს პრეტენზია არ ჰქონდა და ამიტომ ბინაში ცხოვრებას აგრძელებდა. 2015 წელს თ----------------ემ გამოსახლებაზე განცხადება შეიტანა პოლიციაში, მივიდა პოლიცია და ნახევრად გაათავისუფლა ბინა, რადგან ბევრი ნივთი იყო და მთლიანად ვერ გამოიტანდა. ამის შემდეგ ხშირად უკავშირდებოდა ფ--------–-----–---–ი და მისი ოჯახი თ----------------ეს, თუმცა ის შეთანხმებაზე არ მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თ----------------ემ კატეგორიული უარი განუცხადა, ფ--------–-----–---–ი მაინც შევიდა თ----------------ის სახლში საცხოვრებლად. ფ--------–-----–---–ი ამჟამადაც აგრძელებს ცხოვრებას თ----------------ის კუთვნილ სახლში.

4. გარდა სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა, მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე ა-–-----–-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრის ამონაწერით, გამოსახლების მასალებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2011 წლის 22 ივნისის, იპოთეკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თ----------------ე გახდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე ფ---------–-----–---–ის ბინის მესაკუთრე. 2015 წლის ივლისში, ფ---------–-----–---–ი გამოსახლებული იქნა თავისი ყოფილი ბინიდან. 2018 წლის იანვრის თვეში, ფ---------–-----–---–ი, უკანონოდ, მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, შევიდა ქ------------–-----------------–------------ში მდებარე თ----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც დღემდე აგრძელებს ცხოვრებას.

 

სასამართლო განმარტავს, ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ შეღწევა გამოიხატება ბრალდებულების მიერ იმგვარი ქმედების განხორციელებაში, რაც არ იყო ბინის მფლობელის ნებით განპირობებული. ბინაში შეღწევა უკანონოა, როდესაც არ არსებობს მფლობელის ნებართვა. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ამგვარმა ქმედებამ გამოიწვიოს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც კონკრეტული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ბინაში ხდება მისი ნების საწინააღმდეგოდ შეღწევა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ფ--------–-----–---–სა და თ----------------ეს შორის 2011 წლის 22 ივნისს დაიდო იპოთეკური სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა ფ--------–-----–---–მა, რის გამოც ხელშეკრულების გათვალისწინებით მის საკუთრებაში არსებული ქ------------–-----------------–------------ში მდებარე უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა თ----------------ის საკუთრებაში.

 

მხარეთა მიერ გამოკვლეული და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თ----------------ემ არაერთი გზით სცადა მისი კუთვნილი სახლის გათავისუფლება, ფ--------–-----–---–ი მაინც აგრძელებს აღნიშნულ სახლში ცხოვრებას. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და თავად ფ--------–-----–---–ის გამოკითხვითაც დადასტურებულია, რომ თ----------------ის ნების შესახებ ცნობილი იყო თავად ფ--------–-----–---–ისათვისაც, მიუხედავად ამისა, იგი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ არღვევს მისი მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფ--------–-----–---–ი თ----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შევიდა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, რითაც დაარღვია ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ--------–-----–---–მა ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობას. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ფ--------–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ფ--------–-----–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების არაერთი ჩართულობისა, რაც გამოიხატა პოლიციის მეშვეობით გამოსახლებასა და შემდგომში, ფ---------–-----–---–ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაში, განაჩენის გამოტანის დღემდე ფ--------–-----–---–ის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა ვერ მოხერხდა. სისხლის სამართლის საქმის განხილვის მიმდინარეობისასაც კი, ფ--------–-----–---–ი დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ აგრძელებდა თ----------------ის კუთვნილ სახლში ცხოვრებას, რითაც არღვევდა მისი, როგორც მესაკუთრის მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ---------–-----–---–ის მიმართ, სასჯელის გამოყენების მიზნები - სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, მიღწეული იქნება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

ამასთან, სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ქმედების შემამსუბუქებელ გარემოებებსაც - ფ---------–-----–---–ი არ არის წარსულში ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ--------–-----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ფ--------–-----–---–ის მიმართ არ არის გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ფ--------–-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვე.

 

ფ--------–-----–---–ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 17 იანვრის 12:20 საათიდან.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი