გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310118002681993
N 3/162-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.12.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე: შე-------–-----------ური
წარმომადგენელი: მე--------–-ძე
მოპასუხეები: თა-----------ძე, და------------–ავა, შპს C--------S, შპს ფო-----------ი,მესამე პირი:შო----–----ა
მესამე პირის წარმომადგენელი: დო-----------–-ვა
დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეების - შპს „C--------S“-ის და------------–ავას, თა-----------ძის და შპს „ფო-----------ის“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
შე-------–-----------ურის წარმომადგენელი-მე--------–-ძე მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის წარმომადგენელი მხარს უჭერს მოთხოვნას.მისი განმარტებით მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შედეგად სასარჩელო მოთხოვნა არის დასაბუთებული და არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. დო-----------–-ვას განმარტებით მისი მარწმუნებელი შო----–----ა 2007 წლიდან ჩართული იყო ავტოიმპორტის ბიზნესში და ახორციელებდა ავტომობილების შეძენას ამერიკიდან, 2012 წლიდან კი შპს ,,,,C--------S- Tbilisi-ს მეშვეობით დაიწყო ავტომობილების იაპონიიდან შეძენა, ქვეყანათა შორის დროის არსებითი განსხვავების გამო იძულებული გახდა შო----–----ა შეექმნა დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც უშუალოდ იაპონიიდან მოახდენდა ავტომანქანების შეძენას, ხოლო იმის გამო რომ ის არ იმყოფებოდა თბილისში კომპანიის 100%-იანი წილი დაარეგისტრირა მეგობრის სახელზე, რომელიც იყო და------------–ავა, იმ პირობით რომ შემდგომში და------------–ავა 50%-ს წილიდან გადაუფორმებდა შო----–----ას, თუმცა ასე არ მოხდა და შო----–----ას გადაუფორმა მხოლოდ 49%. და------------–ავას საქმიანობაში დახმარებას უშუალოდ უწევდნენ შო----–----ას გამოცდილი თანამშრომლები, ხოლო კომპანიის განვითარებისთვის მას ყოველგვარი ხარჯი ჰქონდა თვიდან აშორებული და ყველ ხარჯის გაწევა ხდებოდა შო----–----ას მიერ. მას შემდეგ კი მოხდა ის, რომ და------------–ავამ და მისმა ოჯახის წევრმა თა-----------ძემ, რომელიც კომპანიაში დაინიშნა ლოჯისტიკის მენეჯერად, შექმნეს შპს ,,c-------ss"-ის ახალი ანალოგიური კომპანია და მთელი თანხები გადაქაჩეს ახალ შექმნილი კომპანიის ანგარიშებზე, ასევე განიძრახეს ცრუმაგიერი კომპანიის შექმნით თავი აერიდებინათ იმ გადასახადების ვალდებულებებისაგან, რომელთა გადახდაც თავის დროზე არ განახორციელეს და გამოვლინდა შემოწმებით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თა-----------ძემ ჯერ დაარეგისტრირა შპს ,,ქ----------სი", ხოლო მოგვიანებით2014 წლის 4 თებერვალს შპს ,,აუ-------------იას" შეუცვალა სახელი და დაარქვა შპს ,,c-------ss fo------r", რომლითაც შპს ,,c-------ss"-ის სრული რესურსით დაიწყო საქმიანობა, რითაც მოახდინა ერთი კომპანიის მეორე ცრუმაგიერი კომპანიით ჩანაცვლება. ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შე-------–-----------ურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შპს „C--------S“-ს (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 129 290 ლარის ოდენობით.
საწარმო რეგისტრირებულია 2012 წლის 11 სექტემბრს და მის დამფუძნებელს 100%-იანი წილით წარმოადგენს და------------–ავა (პ/ნ 2----------). 2013 წლის 01 ნოემბერს და------------–ავამ საწარმოს 49% უსასყიდლოდ გადასცა შო----–----ას.
2014 წლის 16 მაისს შო----–----ამ მისი კუთვნილი წილის 49%-იდან 39% 5000 ლარად გაასხვისა ან----–---------ნზე (პ/ნ 0----------), ხოლო 2015 წლის 11 ოქტომბრის შპს „C--------S“-ის დამფუძნებელთა კრების N1 ოქმის (დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 12 თებერვალს) შესაბამისად, საწარმოს 51%-იანი წლის მფლობელმა და------------–ავამ კუთვნილი წილი გადააფორმა თავისი შვილების დედაზე - თა-----------ძეზე (პ/ნ 0----------), რომელიც ასევე დაინიშნა შპს „C--------S“-ის დირექტორად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ და მასალები
3.2.2. 2015 წლის 23 და 24 სექტემბერს საწარმო დაჯარიმდა სსკ-ის 274-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად, რადგან დაგვიანებით (17.09.2015-ში) წარმოადგინა 2014 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და შესაბამისი თვეების ინფორმაცია განაცემთა შესახებ.
2014 წლის 26 ივნისს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის N--- ბრძანება შპს „C--------S“-ის საქმიანობის თემატური (სრული) საგადასახადო შემოწმების შესახებ, ხოლო 2015 წლის 25 თებერვალს, შემოწმების შედეგებზე გადამხდელს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის N----- საგადასახადო მოთხოვნა 60 581,8 ლარზე, რომელიც ჩაბარდა ელექტრონულად 2015 წლის 30 მარტს.
შპს „C--------S“-ს 2017 წლის 26 დეკემბერს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის N------ საგადასახადო მოთხოვნა 38 539 ლარზე, რომელიც ელექტრონულად ჩაბარდა 2018 წლის 19 აპრილს.
შპს „C--------S“-ის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია 2015 წლის 26 თებერვალს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2015 წლის 30 მარტს, ხოლო 2015 წლის 01 მაისს გამოიცა ადმინისტრირების დეპარტამენტის N------ ბრძანება შპს „C--------S“-ის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, გააჩნია მოძრავი ქონება, რომელიც დააყაღდა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების N----------- დასკვნის მიხედვით შეფასებულია 3742 ლარად. მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „C--------S“-ს ქონება არ გააჩნია.
შემოწმების პერიოდში, 2014 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდის განმავლობაში, შპს „C--------S“-ის 51%-იანი წლის მფლობელმა და დირექტორმა და------------–ავამ „წარდგენილი საანგარიშო წლის (თვის) მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად, საწარმოდან ხელფასის სახით გაიტანა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს განარიდა 132 227 ლარი. ასევე, და------------–ავამ მეუღლის - თა-----------ძის სახელით 2015 წლის მარტის თვეში, საწარმოდან ხელფასის სახით გაიტანა 12 375 ლარი. და------------–ავას ხელზე აქვს მიღებული შპს „C--------S“-ის კუთვნილი 31 586 ლარი.
3.2.3. და------------–ავა საწარმოს კუთვნილ თანხებს მოიხმარდა, როგორც საკუთარს და თავისი და მასთან დაკავშირებული პირების მიერ დაფუძნებული საწარმოების მიზნებისთვის, კერძოდ, 2007 წლის 16 მარტს და------------–ავას მეუღლემ - თა-----------ძემ დააფუძნა შპს „ფო-----------ი“ (ს/ნ 2-------5). შპს „ფო-----------ი“-ს თავდაპირველი სახელწოდება იყო შპს „ა------------------“. 2014 წლის 06 თებერვალს თა-----------ძემ სახელი შეუცვალა საწარმოს შპს „ქ----------ს ფო-----------ად“ (შპს „C--------S F-------R”). ამით და------------–ავა და თა-----------ძე შეეცადნენ ერთი კომპანია - შპს „C--------S“ (ს/ნ 4--------) ჩაენაცვლებინათ მეორე კომპანიით - შპს „ქ----------ს ფო-----------ით“ (ს/ნ 2-------5) ისე, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო კლიენტებისთვის და მომწოდებლებისთვის.
2017 წლის 21 მარტს შპს „C--------S“-ის 10%-იანი წილის მფლობელმა შო----–----ამ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ქ----------ს ფო-----------ი“-სთვის სასაქონლო ნიშნების „C--------S“ და „CAR C--------S” გამოყენების აკრძალვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა. მომდევნო დღეს თა-----------ძემ შპს „ქ----------ს ფო-----------ს“ შეუცვალა სახელწოდება და დაარქვა შპს „ფო-----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და სააღსრულებო ფურცელი (იხ. ს.ფ 160-167)
საწარმომ ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2014 წლის მარტიდან. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ფო-----------ი“-ს და შპს „C--------S“-ის საქმიანების სახე (საერთაშორისო გადაზიდვები, ავტომობილების ტრანსპორტირების მომსახურების შუამავლობა) და ფაქტიური მისამართი (შ-------------------) იდენტურია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ი.ხ. ს.ფ 55-57)
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ი.ხ ს.ფ 58-62)
2015 წლის 19 თებერვლის შპს „C--------S“-ის საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, 2014 წლის მაისსა და ივნისში შპს „ფო-----------ი“-სთვის დამზადდა: სავიზიტო ბარათები, ბანერები, შტანდერები და სტიკერები, რომლთა ღირებულება ანაზღაურებულ იქნა შპს „C--------S“-ის მიერ. ასევე, შპს „C--------S“-ის მიერ, შპს „კვირის პალიტრასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სარეკლამო მომსახურებაზე გაწეული იქნა 6922 ლარის ხარჯი, რითაც რეკლამა გაეწია შპს „ფო-----------ს“. აგრეთვე, შპს „კ------------------ის მიერ შპს „C--------S“-ზე 2014 წლის მარტში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები 500 ლარის ღირებულების სარეკლამო სტიკერის მიწოდებაზე, რომელზეც განთავსებული იყო შპს „ფო-----------ი“-ს რეკლამა. გარდა აღნიშნულისა, შპს „C--------S“-მა 16 410 ლარის ოდენობით ხელფასი გასცა ფიზიკურ პირებზე (მა-----–--------–---–ი (ს/ნ 4----------) და გ--------------------------------), რომლებიც ახორციელებდნენ შპს „ფო-----------ი“-ს სახელზე შემოსული კონტეინერების მომსახურებას.
შპს „C--------S“-ს 10%-იანი წილის მფლობელის - შო----–----ას წერილით ირკვევა (შე-------–-----------ურში რეგისტრირებულია 2018 წლის 27 ივნისის N1------------, და------------–ავამ 2014 წლის 07 თებერვალს მიმართა „S------------------“-ს და სთხოვა 2014 წლის თებერვლიდან კონტეინერები გამოგზავნილიყო შპს „ფო-----------ი“-ს (იმ დროისთვის შპს „C--------S F-------R”) სახელზე შპს „C--------S“-ის ნაცვლად. ასევე, შპს „მ-----------------–--“-ს აღმასრულებელი დირექტორის ირ---–---------–---ს წერილიდან ირკვევა (შე-------–-----------ურში რეგისტრირებულია 2018 წლის 06 სექტემბრის N-------------- რომ შპს „C--------S“-ი შპს „მ-----------------–--“-სთან თანამშრომლობდა 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე. 2014 წლის 02 თებერვალს შპს „C--------S“-ის დირექტორის - და------------–ავას მიმართვის საფუძველზე, შეწყვიტა მათთან თანამშრომლობა და 2014 თებერვლიდან შპს „მ-----------------–--“-სთან თანამშრომლობას აგრძელებს შპს „C--------S F-------R” (ს/ნ 2-------5), რომლის სახელი 2017 წელს შეიცვალა შპს „ფო-----------ად“.
შპს „C--------S“-ის მიერ ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 16 აგვისტოს N------------ წერილის მოთხოვნის მიუხედავად არ იქნა წარმოდგენილი საბანკო ანგარიშზე და სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია, რისთვისაც შპს „C--------S“-ი დაჯარიმდა სსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, 2018 წლის 24 სექტემბერს განმეორებით გაიგზავნა ზემოაღნიშნული წერილი საწარმოს იურიდიულ მისამართზე, თუმცა და------------–ავას მამამ - მა-–------------–-ვამ უარი განაცხადა წერილის ჩაბარებაზე. ასევე შევნიშნავთ, რომ შპს „C--------S“-ის დამფუძნებლებს - შო----–----ასა და და------------–ავას შორის მიმდინარეობს დავა სასამართლოში თანხების მითვისებასთან დაკავშირებით. და------------–ავა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის (საქმე #1--------) განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო შპს „C--------S“-ის 10%-იანი წილის მფლობელი - შო----–----ა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გი-------------ის 2014 წლის 15 ნოემბრის N---------1 დადგენილების შესაბამისად, ცნობილ იქნა დაზარალებულად, რადგან შპს „C--------S“-ის დირექტორმა და------------–ავამ საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და შო----–----ასგან მალულად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგა საწარმოს კუთვნილი 13 661 ლარი. ასევე, და------------–ავამ მიითვისა საწარმოს კუთვნილი 31 585 ლარი.
2014 წლის მაისსა და ივნისში შპს „ფო-----------ი“-სთვის დამზადდა: სავიზიტო ბარათები, ბანერები, შტანდერები და სტიკერები, რომლთა ღირებულება ანაზღაურებულ იქნა შპს „C--------S“-ის მიერ. ასევე, შპს „C--------S“-ის მიერ შპს „კვირის პალიტრასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სარეკლამო მომსახურებაზე გაწეული იქნა 6922 ლარის ხარჯი, რითაც რეკლამა გაეწია შპს „ფო-----------ს“. ასევე, შპს „კ------------------ის მიერ შპს „C--------S“-ზე 2014 წლის მარტში გამოწერილია სასაქონლო ზედნადები 500 ლარის ღირებულების სარეკლამო სტიკერის მიწოდებაზე, რომელზეც განთავსებული იყო შპს „ფო-----------ი“-ს რეკლამა. გარდა აღნიშნულისა, შპს „C--------S“-მა 16 410 ლარის ოდენობით ხელფასი გასცა ფიზიკურ პირებზე (მა-----–--------–---–ი (ს/ნ 4----------) და გ--------------------------------)), რომლებიც ახორციელებდნენ შპს „ფო-----------ი“-ს სახელზე შემოსული კონტეინერების მომსახურებას.
და------------–ავა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის (საქმე N1--------) განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაზარალებულად ცნობის დადგენილება (იხ. ს.ფ 178-179)
- განაჩენი (იხ. ს,ფ 180-188)
3.2.4. მოპასუხეებს სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დროის და ადგილის თაობაზე გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, თუმცა უწყებები ვინაიდან არ ჩაბარდათ მოპასუხეებს მათ სხდომის თარიღის თაობაზე ეცნობათ საჯარო შეტყობინების გავრცელების მეშვეობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უწყებები, უკუგზავნილები,- სასამართლო განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 და 246-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში შე-------–-----------ური ითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ შპს „C--------S“-ის და------------–ავას, თა-----------ძის და შპს „ფო-----------ის“ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებას, იურიდიულ ინტერესად კი არსებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გატარება არის დასახელებული.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19.1 მუხლით, მოცემული არის ურთიერთდამოკიდებული პირების ცნება, სახელდობრ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც - პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია, ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია და პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246.1 მუხლით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო თვლის,რომ მოპასუხეები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანი არის და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს, ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს შე-------–-----------ურის სარჩელი.
1.1. ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილ იქნენ მოპასუხეები შპს ,,C--------S”-ი, და------------–ავა, თა-----------ძე და შპს ,,ფო-----------ი“.
2. მოპასუხეებს- შპს ,,C--------S”-ს, და------------–ავას, თა-----------ძეს და შპს ,,ფო-----------ს“ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარინა კიკნაძე