განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2812-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-–---------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----- თ------------ ძე კ----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ვ-–-–--------- კორპუსი #7-, ბინა #1--
ადვოკატი - მ-------------–---
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი „გ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ვ-------–---–-- მეორე შესახვევი #1----–ი, ვ-–-–-------- მეორე შესახვევში საცხოვრებლად განთავსებულ ავტოფარეხსა და ვ-–-–-------- #7----–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზ----- კ----–-–---–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს-------- ზ-----–---–ის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მათ შორის 2016 წლიდან, 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით შუალედში, როდესაც ს-------- ზ-----–---–ი იმყოფებოდა ორსულად. ძალადობის შედეგად ს-------- ზ-----–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
1.2. 2017 წლის 20 იანვარს, თბილისში, ვ-–-–-------- მეორე შესახვევში საცხოვრებლად განთავსებულ ავტოფარეხში, ზ----- კ----–-–---–მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა დედის - ა----------–---–ის და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ს-------- ზ-----–---–ის მიმართ.
1.3. 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში, ზ----- კ----–-–---–ი სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა არასრულწლოვანი დის - 2003 წელს დაბადებულ მ------ კ----–-–---–ის მიმართ. ძალადობის შედეგად მ------ კ----–-–---–ი განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. 2019 წლის 3 მაისს, „112-ში“ დარეკა მოქალაქე ა----------–---–მა და განაცხადა, რომ მისი არასრუწელოვანი შვილი წავიდა სახლიდან, მშობელს აღარ ეკონტაქტება და ითხოვა მოძიება.
2.2. პირველი შეტყობინებიდან რამდენიმე წუთში, ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებაში, ელ-სმენით შევიდა შეტყობინება (რეგისტრაციის N1------), შეტყობინების ინიციატორი იყო პატრული ბ. ე---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე „მაკდონალდსთან“ მოქალაქე ა----------–---–მა განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ მისი არასრულწლოვანი შვილი მ------ კ----–-–---–ი და რძალი ს-------- ზ-----–---–ი წავიდნენ სახლიდან, არასრულწლოვანი მშობელს უარს ეუბნებოდა სახლში დაბრუნებაზე იმ მიზეზით, რომ მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ძმა ზ----- კ----–-–---–ი.
2.3. მიღებული შეტყობინების (რეგისტრაციის N1------) საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
2.4. გამომძიებელ - ლ---- შ--–--------ის ჩვენებით, ს-------- ზ-----–---–მა გამოკითხვის პროცესში აღნიშნა, რომ მეუღლე ზ----- კ----–-–---–ი სისტემატურად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე 2016 წელს ორსულობის პერიოდში. გამომძიებლის ჩვენებით, მან ასევე გამოკითხა არასრულწლოვანი მ------ კ----–-–---–ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი ძმა ზ----- კ----–-–---–ი სამუშაოდან ხშირად ბრუნდებოდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მას, დედას ა----------–---–ს და მეუღლეს ს-------- ზ-----–---–ს.
2.5. გამომძიებელ - პ-----------–-ას ჩვენებით, გამოკითხვისას ა----------–---–მა განუცხადა, რომ 2017 წელს, შვილმა ზ----- კ----–-–---–მა, მას და მეუღლეს ს-------- ზ-----–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.6. 2019 წლის 3 მაისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი #0-----, #0-----. ზ----- კ----–-–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი, ხოლო ოჯახის წევრებს, მეუღლეს - ს-------- ზ-----–---–ს და დას მ------ კ----–-–---–ს მსხვერპლის სტატუსი. მსხვერპლები შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში აცხადებდნენ, რომ ზ-----ი კ----–-–---–ი მათ სისტემატურად აყენებდათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
2.7. დაზარალებულმა - ს-------- ზ-----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის, ზ----- კ----–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.8. დაზარალებულმა - ა----------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის, ზ----- კ----–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.9. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა - მ------ კ----–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის, ზ----- კ----–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
2.10. დაზარალებულმა - ს-------- ზ-----–---–მა გამოძიებაში უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზას, იგი არ ჩატარდა ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, დაზარალებულები მიუთითებდნენ რამდენიმე წლის წინ ჩადენილ შესაძლო ძალადობაზე, შესაბამისად, მათ სხეულზე ძალადობის კვალი, 2019 წლის 3 მაისის მდგომარეობით აღარ ფიქსირდებოდა.
2.11. ბრალდებულმა შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში გამორიცხა ოჯახში ძალადობის ჩადენა.
2.12. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება ან/და მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებდა 2017 წლის 20 იანვარს, ზ----- კ----–-–---–ის მიერ დედის - ა----------–---–ის და მეუღლის - ს-------- ზ-----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტს.
2.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სისტემატურ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში (ხელის დარტყმა სახეში) ან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, მაგალითად: თმებით თრევა, ხელების გადაგრეხა და ა.შ., აქაც აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილი, დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს სისტემატური ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენას, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის და არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლოში არ გამოკვლეულა არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება ან/და მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცებდა, რომ ზ----- კ----–-–---–ი 2014 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდა და ცემდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ს-------- ზ-----–---–ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მათ შორის, იმ პერიოდში, როდესაც ს-------- ზ-----–---–ი იმყოფებოდა ორსულად. ასევე არ დადასტურა 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პერიოდში, ზ----- კ----–-–---–ის მიერ სისტემატური ფიზიკური ძალადობის განხორციელება არასრულწლოვანი დის - 2003 წელს დაბადებულ მ------ კ----–-–---–ის მიმართ.
2.14. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულებმა ს-------- ზ-----–---–მა, ა----------–---–მა და მ------ კ----–-–---–მა ისარგებლეს პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ს-------- ზ-----–---–მა გამოძიების ეტაპზე უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე, სამედიცინო ექსპერტიზაც ვერ ჩატარდა ობიექტური მიზეზიდან გამომდინარე, დაზარალებულები მიუთითებდნენ წლების წინ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე, განვლილი პერიოდი, რამდენიმე წელი, გონივრულად ასახვას ვერ ჰპოვებდა სხეულზე დაზიანების კვალის სახით. ასევე, იმის გამო, რომ დაზარალებულებმა წლების შემდეგ გამოააშკარავეს შესაძლო ძალადობის ფაქტები, ობიექტურად საქმეში ვერ იქნებოდა შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის დავებში წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ მტკიცებულებებს, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მიღებული ინფორმაციის და ადგილზე არსებული ვითარების ანალიზის კუთხით.
2.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. მოწმე გამომძიებლების ლ---- შ--–--------ის და პ-----------–-ას ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.
2.1-- ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნები მოითხოვს მოძალადე ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. ამავე დროს, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ პირის მსჯავრდება არ უნდა მოხდეს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს, ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე. პირის მსჯავრდება საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ----- კ----–-–---–ის ბრალეულობაში.
3.2.გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზ----- კ----–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ----- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით ზ----- კ----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. ზ----- კ----–-–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა