განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4230-19 (--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--–----–---–---------–-----, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------–-------------------------------------------------–--
ადვოკატი - დ---------–----
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში .
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით გ--–-----–----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობის ჩადენისათვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 135 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
2----–-–----------------, დაახლოებით 07:00 საათზე, ქ------–--–-------------–------------–-------------------------------------------------ში, გ--–-----–----მა ურთიერთშელაპარაკების დროს, გერს თ-------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რომ არ აცოცხლებდა და ცოცხლად დაწვავდა. გ--–-----–----ის ქმედებების შედეგად თ-------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ა). ბრალდების მხარის მტკიცებულებები:
დაზარალებულ თ-------------ს ჩვენებით, ცხოვრობს დედასთან, თ-----------–---ასთან და მამინაცვალთან, გ--–-----–----თან ერთად, რომელთანაც თავდაპირველად ჰქონდა კარგი ურთიერთობა, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, დაეძაბა ურთიერთობა. 2019 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტი დრო არ ახსოვს, გამთენიისას, საკუთარ ოთახში ჩართო მუსიკა ხმამაღლა, რისი გამორთვაც მოსთხოვა მამინაცვალმა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, განაგრძო მუსიკის მოსმენა, რის შემდეგაც გ--–-----–----მა თავდაპირველად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა თავის არეში. აღნიშნული დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ--–-----–----ს მოსთხოვა თავის დანებება, თუმცა იგი უფრო გაღიზიანდა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დროს დედა იმყოფებოდა ოთახში, თუმცა მის დასაცავად არაფერი გაუკეთებია. თავად გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, მას არ მოსწონდა გ----–----- მათ სახლში რომ ცხოვროვდა და დედა არ იზიარებდა მის ამ პოზიციას.
მოწმე თ-----------–---ას ჩვენებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ--–-----–----თან, ხოლო პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი თ-------------, რომელთანაც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა უთანხმოება, კერძოდ, არ სურდა გ----–-----ს ცხოვრება მათთან, რის გამოც თ------------- ეუბნებოდა, რომ აპირებდა მის გამწარებას. 2----–-–----------------, 07:00 საათზე, თ-------------ს საძინებელი ოთახიდან შემოესმა მაღალ ხმაზე ჩართული მასიკა, რაზეც მოუწოდა მას, რომ იყო დილის საათები და სთხოვა მისი გათიშვა. თ------------- გახდა აგრესიული და ისტერიული ყვირილით მოსთხოვა თავის დანებება. გ--–-----–----ი, რომელიც აპირებდა სამუშაოდ წასვლას, თ-------------ს ყვირილზე მიბრუნდა სახლში და სთხოვა მას დაწყნარება, რადგან დედა მისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. ამის შემდგომ, მეუღლესთან და ორ მეზობელ ქალბატონთან ერთად, რომლებიც ხმაურის გაგონებაზე მივიდნენ მასთან, გავიდა გარეთ, რა დროსაც მალევე ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. თ-------------მ პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა თითქოს გ--–-----–----მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან გ--–-----–----ის მხრიდან თ-------------ს მისამართით დამუქრებას ან ფიზიკურ ძალადობას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. მოწმის განმარტებით, თ------------- იმ მომენტში იმყოფებოდა აფექტურ და არაადეკვატურ მდგომარეობაში, რის გამოც შესაძლოა მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მოვლენების სხვაგვარად აღქმას.
მოწმე ი----------–---ას ჩვენებით, იცნობს ბრალდებულ გ--–-----–----ს, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მის მეზობლად მცხოვრებ თ-----------–---ასთან. 2----–-–---------------- დილის საათებში თ-----------–---ას ოჯახიდან შემოესმა ხმაური. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდა მასთან სადაც დახვდა არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი თ-------------, რომელიც ეჩხუბებოდა დედას და გარკვეულ მომენტებში ცდილობდა ფიზიკურად შეხებას. თ-------------, რომელსაც ახასიათებდა ნერვიული ქმედებები ადრეც უნახავს მსგავს მდგომარეობაში. თ-------------ს ხმაურზე სახლში შევიდა გ--–-----–----ი, რომელიც ცდილობდა მის დაწყნარებას და უხსნიდა, რომ დედასთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, თ-------------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ--–-----–----ს, რომელიც გავიდა გარეთ, რა დროსაც სახლში მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. მოწმის განმარტებით, გ--–-----–----ის მხრიდან თ-------------ს მისამართით მუქარის და ფიზიკური ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებია და არც თ-----ს უთქვამს რაიმე გ--–-----–----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ.
მოწმე მ-------–----------–---–ის ჩვენებით, 2----–-–---------------- დილის საათებში შემოესმა მის მეზობლად მცხოვრები თ-----------–---ას ოჯახიდან ხმაური, რაზეც ადგილზე მისულს დახვდა არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი თ-------------, რომელიც ეჩხუბებოდა დედას და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ფეხის ჩარტყმაში. მოგვიანებით სახლში შევიდა გ--–-----–----ი, რომელიც ცდილობდა თ-------------ს დაწყნარებას და უხსნიდა, რომ დედასთან ასე მოქცევა არ შეიძლებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, თ-------------მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ--–-----–----ს, რის შემდეგაც იგი გავიდა გარეთ. სწორედ ამ დროს ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, რომლებსაც თ-------------მ მიუთითა, რომ გ--–-----–----მა მიაყენა მას ფიზიკური დაზიანება და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რეალურად კი გ--–-----–----ის მხრიდან არანაირ მუქარას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მსგავს ფაქტს თავად არ შესწრებია და არც თ-------------ს უთქვამს რაიმე გ--–-----–----ის მხრიდან განხორცილებული ძალადობის და მუქარის თაობაზე.
მოწმე გ-----------–---–ის ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული თ------------- და გამომძიებელი გ----------------–---–-. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გ--–-----–----ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა გ--–-----–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთან, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ--–-----–----ის მიერ თ-------------ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ან ფიზიკური ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა თ-------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ი----------–---ამ და მ-------–----------–---–მა, რომლებიც 2----–-–---------------- იმყოფებოდნენ თ-----------–---ას საცხოვრებელ სახლში და თავად შეესწრნენ თ-------------ს და თ-----------–---ას შორის არსებულ კონფლიქტს, კატეგორიულად გამორიცხეს გ--–-----–----ის მხრიდან თ-------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი და განმარტეს, რომ თ-------------, რომელიც შემთხვევის დროს იმყოფებოდა არაადეკვატურ მდგომარეობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დედას, რომლის დაწყნარებას შეეცადა თ-------------ს ყვირილზე სახლში შესული გ--–-----–----ი, თუმცა მიუხედავად ამისა, თ-------------მ, რომელსაც გარკვეულწილად ახასიათებდა ნერვიული და არაადეკვატური ქმედებები, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამინაცვალს - გ--–-----–----ს და ითხოვდა სახლიდან მის წასვლას.
მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველ მოწმე თ-----------–---ას ჩვენებასთან, რომელმაც ასევე კატეგორიულად უარყო მის შვილზე გ--–-----–----ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის და მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ 2----–-–---------------- 07:00 საათზე, თ-------------ს საძინებელი ოთახიდან შემოესმა მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა, რაზეც მოუწოდა მას, რომ იყო დილის საათები და გამოერთო ხმა. აღნიშნულზე თ------------- გახდა აგრესიული და ისტერიული ყვირილით მოსთხოვა თავის დანებება. გ--–-----–----ი, რომელიც სამუშაოდ აპირებდა წასვლას, თ-------------ს ყვირილზე მიბრუნდა სახლში და სთხოვდა მას დაწყნარებას, რადგან დედა მისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა. მიუხედავად ამისა, თ-------------მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებსაც მიუთითა, რომ გ--–-----–----მა მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
რაც შეხება დაზარალებულ თ-------------ს სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას, მართალია მან დაადასტურა გ--–-----–----ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ 2019 წლის აგვისტოს თვეში, გ--–-----–----მა ხელი დაარტყა თავის არეში, რითაც განიცადა ტკივილი და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მის მიერ აღქმული იქნა რეალურ მუქარად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა მისივე ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მას არ აქვს კარგი ურთიერთობა მამინაცვალთან და შემთხვევის დღეს თავად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა გ--–-----–----ს. ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებით კი იკვეთება თ-------------ს პირადი ინტერესი მამინაცვლის მიმართ, იგი წინააღმდეგი იყო გ--–-----–----ის და თ-----------–---ას ურთიერთობის, რის გამოც ითხოვდა მამინაცვლის სახლიდან წასვლას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ უთითებს გ--–-----–----ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, ხოლო ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ--–-----–----ის მიერ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც გ--–-----–----ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--–-----–----ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით, გ--–-----–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ გ--–-----–----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი