განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
340100119003168898
დავის ტიპი
126
თარიღი
24.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 3-----------------

N1/1---19

განაჩენი

საქართველოს სახელით

24.01.2020 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ალიკა ლეგაშვილი

ბრალდების მხარე:

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი:სანდრო გიორგაშვილი.

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მი----- მუ------–--ლი

თარჯიმანი: რა----- მე-----–--ლი

1. ბრალდებული: რა--- მა------ვი;

მამის სახელი: თა-–--;

დაბადებული: 27. 03. 1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი გა-----–-.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი.

 

1.1. კვალიფიკაცია: რა--- მა------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რა--- და ან--- მა------ვებმა, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ჯგუფურად სცემეს ქა---– ნი-----ვს, რითაც მიაყენეს მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

რა--- მა------ვს, 2019 წლის 01 აგვისტოს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2. ბრალდებული: ან--- მა------ვი;

მამის სახელი: თა-–--;

დაბადებული: 18. 01.1----–--–-;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონის სოფელი გა-----–-.

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

2.1.კვალიფიკაცია:. ან--- მა------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რა--- და ან--- მა------ვებმა, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ჯგუფურად სცემეს ქა---– ნი-----ვს, რითაც მიაყენეს მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.2. კვალიფიკაცია:. ან--- მა------ვს ასევე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მასსა და ქა---– ნი-----ვს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, გასაშველებლად მისულ ქა---– ნი-----ვის დედას - იე---- ნი-----ვას ფეხი ჩაარტყა ზურგში და ხელი დაარტყა მარცხენა ხელში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ან--- მა------ვს, 2019 წლის 01 აგვისტოს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი).

 

2. აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, რა--- და ან--- მა------ვებმა, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, ჯგუფურად სცემეს ქა---– ნი-----ვს, რითაც მიაყენეს მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.2. 2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ან--- მა------ვმა, მასსა და ქა---– ნი-----ვს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, გასაშველებლად მისულ ქა---– ნი-----ვის დედას - იე---- ნი-----ვას ფეხი ჩაარტყა ზურგში და ხელი დაარტყა მარცხენა ხელში, რითაც მიაყენა მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ან--- მა------ვის და რა--- მა------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების ან--- მა------ვის და რა--- მა------ვის აღიარებითი ჩვენებებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, დაზარალებულების იე---- ნი-----ვას და ქა---– ნი-----ვის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების რა--- მა------ვის, ან--- მა------ვის, გა-----–- ალ----------ვის, ნი----- ალ----------ვის, სა---- ნა------ვას გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ან--- მა------ვმა და რა--- მა------ვმა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

3. 2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ან--- მა------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის ან--- მა------ვის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, დაზარალებულების იე---- ნი-----ვას და ქა---– ნი-----ვის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების რა--- მა------ვის, ან--- მა------ვის, გა-----–- ალ----------ვის, ნი----- ალ----------ვის, სა---- ნა------ვას გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ერთჯერადი ძალმომრეობის აქტში. როგორიც შეიძლება იყოს ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ან--- მა------ვმა იე---- ნი-----ვის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ან--- მა------ვის და რა--- მა------ვის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ განზრახვა, ხელეყოთ დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება, საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ან--- მა------ვმა და რა--- მა------ვმა მათ მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი, ასევე ან--- მა------ვმა ჩაიდინა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული,რის გამოც ისინი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილნი დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:

 

5.1. ან--- მა------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან.

 

5.2. რა--- მა------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულთან.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

6.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ ოჯახურ მდგომარეობას.

 

6.4. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ და ან--- მა------ვსა და რა--- მა------ვს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

6.5. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6.6. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ ჯარიმა 1000 – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ: სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რა--- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000( ათასი) ლარი.

 

2. ან--- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000( ათასი) ლარი.

 

3. ან--- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000( ათასი) ლარი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ან--- მა------ვს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

5. რა--- მა------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ჰა----- თა----ვს(პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს რა--- მა------ვის(პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი.(სისხლის სამართლის საქმე N0-----------).

 

6. ან--- მა------ვის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, ჰა----- თა----ვს(პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს ან--- მა------ვის(პ/ნ 2----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 1000 (ათასი) ლარი (სისხლის სამართლის საქმე N0-----------)

 

7. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე