განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003378613
saqme #1/242-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 იანვარი, 2020 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ გი------ ნა-------ის,ბრალდებულ _ მი----– მჭ----–-–---–ის,ადვოკატ - ნა----–- ბი–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034210819002
ბრალდებულ მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ
დაბადებული: 2-.1-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 4----------
განათლება: ს-–----–----------–-----------
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ს--------, მისამართის გარეშე
ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------ს რაიონი, ქ. წ------, ს-----------------–-- ქ. №1-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მი----– მჭ----–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 აგვისტოს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქ. წ-----–-, ს-----------------–-- ქუჩა მ-------------–- ფულის სესხებაზე უარის თქმით განაწყენებულმა მი----– მჭ----–-–---–მა, მამის - ვა–- მჭ----–-–---–ზე გაფორმებული სანადირო თოფიდან გასროლით დააზიანა შპს „I---------------------------------“-ის კუთვნილი “S--------------”-ის მარკის ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით S--------), კერძოდ, დაუზიანა უკანა საქარე მინა, რითაც, დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 220 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და ასევე, დააზიანა კუ-–-------- სი---ის კუთვნილი “TATA XENON“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით M--------, კერძოდ, დაუზიანა უკანა საქარე მინა, უკანა მარცხენა და მარჯვენა მაშუქები, უკანა მარცხენა ნისლის საწინააღმდეგო მაშუქი, რითაც, კუ-–-------- სი---ს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ესე იგი, მი----– მჭ----–-–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მი----– მჭ----–-–---–მა მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2020 წლის 10 იანვარს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მი----– მჭ----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მი----– მჭ----–-–---–ის ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №2211641 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; ამოღების ოქმი; შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტიზის დასკვნები N57/ს და N58/ს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შსს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა N930/ბ, დადგენილებები შპს ,,I--------------------------------” - ის და კუ-–-------- სი---ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ქესპერტიზის N--------- დასკვნა; მოწმეების - ვა–- მჭ----–-–---–ის და კა--- სი---ის გამოკითხვის ოქმი; მი----– მჭ----–-–---–ის მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მი----– მჭ----–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ მი----– მჭ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მი----– მჭ----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დაოჯახებულია და კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილები. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მი----– მჭ----–-–---–ის სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მი----– მჭ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს მი----– მჭ----–-–---–ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ მი----– მჭ----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშც, მსჯავრებულს აეკრძალოს საცხოვრებელი მისამართის შეცვლა.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მი----– მჭ----–-–---–მა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილ საგანთა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- ვა–- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრიანი „იჟ 43 მ“ მოდელის ორლულიანი სანადირო თოფი ნომრით 8------, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის;
- ვა–- მჭ----–-–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა („ბ“ კატეგორიის) გაცემული ვა–- მჭ----–-–---–ის (პ/ნ 4----------) სახელზე, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - ვა–- მჭ----–-–---–ის კანონით დადგენილი წესით. ;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის დეტალები, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის პოლიციის განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო-სურათები დაფიქსირებული 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული “TATA XENON“-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით M-------- და “SUBARU-FORESTER”-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S--------, რაც ხელწერილით ჩაბარდა მესაკუთრეს - კუ-–-------- სი---ს, დარჩეს მის მფლობელობაში.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი