განაჩენი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N0-----------------
საქმე N1/1-----
განაჩენი
საქართველოს სახელით
16.01.2020 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი: მა---------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: თე------–----ა
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: ბი-----------------–---–ი
მამის სახელი: გუ----ი
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლებით
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის ადგილი: ჩოხატაური, სო----–----------------ი
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჩოხატაური, სო----–-------–-–--ე
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტები (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტები (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 03 მარტამდე, ბი-----------------–---–ი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მეუღლეს სო-------------ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2015 წლიდან, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, მათი არასრულწლოვანი შვილების - გუ----, გო--, შა---, და---- და გი-----ი სო---------–---–--ის თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა გინებით და უწმაწური სიტყვების მიმართვით, რითაც სო------------- განიცდიდა ტანჯვას. იგი მსჯავრდებულია მის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბი-----------------–---–მა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი, სახლში ყოფნისას, მეუღლეს სო-------------ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2015 წლიდან, ლომბარდში ჩაბარებულ ოქროს სამკაულებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას დაუწყო გინება და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის და გულმკერდის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
1.3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 1-:00 საათზე, ბი-----------------–---–მა მეუღლეს - სო-------------ს, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერით ეკრძალებოდა მასთან მიახლოება, ალკოჰოლით მთვრალმა მიაკითხა საცხოვრებელ სახლში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი და მათი არასრულწლოვანი შვილის - გო-- სო---------–---–-ს თანდასწრებით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ მის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, სო-------------ს მისაღებ ოთახში დაუწყო გინება, რა დროსაც იგი თმების მოქაჩვით წააქცია საწოლზე, მარცხენა ხელი ჩაჭიდა მკლავში, ხოლო მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ ძალით გაიყვანა სამზარეულო ოთახში, სადაც მუშტების რამდენჯერმე დარტყმით ცემა თავის და ზურგის არეში და აღნიშნული ძალადობით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2019 წლის 03 მარტს, შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბი-----------------–---–ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის - მეუღლის სო-------------ს საცხოვრებელ სახლთან, მასთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბი-----------------–---–მა 2019 წლის 16 მარტს, ასევე მეორე დღეს 17 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი, საცხოვრებელ სახლში მიაკითხა სო-------------ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. სასამართლომ დაადგინა
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბი-----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ბრალდებულმა ბი-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.
დაზარალებულმა სო-------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დაწყებამდე უარი განაცხადა მეუღლის - ბი-----------------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას დაზარალებულ სო-------------ს არ დაუდასტურებია ბი-----------------–---–ის მიერ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე ძალადობის განხორციელებისა და ამ ძალადობის შედეგად მის მიმართ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენების ფაქტი.
არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა: გო-- სო---------–---–მა, შა--- სო---------–---–მა და გუ----ი სო---------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - მი–- წი-------მ, გი-----ი ჯი--------მ, და---- ირ-----მ დაადასტურეს, რომ ბი-----------------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მა-–--ზ მა---–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თეი------ზ უჯ---------ძემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასასვლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად (შპს ,,ჯა--------–----------–---------ში’’ ცნობა N4---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 17.03.2019 წელი) სო-------------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 17.03.2019 წელს 13:25 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 14:05 საათზე დიაგნოზით: მარცხენა მხრის ზედაპირული დაზიანება. მას ასევე აღენიშნებოდა სამი სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის ზედა მესამედში ლატერალურ არეში. 17.03.2019 წელს 22:19 - 22:30 საათზე ჩატარებული პირადი გასანჯვით სო-------------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (იხ. ტომი I, ს.ფ. 244-247)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა გი-----ი გრ-----–-–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
ჩოხატაურის კლინიკის ,,ჯა--------–----------–---------ში’’ მორიგე ექიმმა ნა-----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დაადასტურა 2019 წლის 17 მარტს, 13:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ სო-------------ს კლინიკაში მიყვანის ფაქტი.
2019 წლის 17 მარტის N6----- შეტყობინებით, ნა---–---–--ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი ბი-----------------–---–ის ოჯახში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.
2019 წლის 17 მარტის N6----- შეტყობინებით, კლინიკა ,,ჯა--------–----------–---------ს’’-ს მორიგე ექიმმა ნა-----------ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ კლინიკაში მიყვანილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი მცხოვრები სო-------------, დიაგნოზით მარცხენა მხრის ზედაპირული დაზიანება.
სასამართლო, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბი-----------------–---–ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზო--დოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სო------------- არის ბრალდებულის მეუღლე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა თე------–----ამ მიუთითა, რომ სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით დაკითხვის დაწყებამდე დაზარალებულმა სო-------------მ არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა ხელი მოაწერა რა ფიცის დადების და გაფრთხილების ხელწერილებს, არ ჰქონდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა სო-------------მ, მოწმის სახით დაკითხვის დაწყებამდე დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ არ მისცემდა ჩვენებას მეუღლის - ბი-----------------–---–ის წინააღმდეგ, ამასთან, იმის მიუხედავად, რომ სო-------------მ პასუხი გასცა პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვებს (რა დროსაც ძალადობის და ამ ძალადობის შედეგად მის მიმართ ფიზიკური ტკივილის ან სულიერი ტანჯვის შესახებ არაფერი განუცხადებია და სწორად აღნიშნულზე აპელირებს დამცველი), სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცა დანაშაულის ჩადენაში მეუღლის - ბი-----------------–---–ის მამხილებელი ჩვენება.
ამდენად, როგორც დაზარალებულმა სო-------------მ, ასევე არასრულწლოვანმა მოწმეებმა: გო--, შა--- და გუ----ი სო---------–---–--მა ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ბი-----------------–---–ის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
ამდენად, დაზარალებულმა სო-------------მ უარი განაცხადა რა ჩვენების მიცემაზე, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა დაზარალებულ სო-------------საგან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიიღო, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის ან/და მოწმის ჩვენება ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, ადასტურებს მხოლოდ დაზიანებების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა ეს ქმედება ბრალეული.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები არ არიან ბი-----------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე ძალადობის ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, რის გამოც დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
მოწმე ნა----------- მიუთითებს, რომ მხოლოდ ერთხელ, დეკემბრის თვეში შეესწრო ფაქტს, როცა მთვრალი ბი-----------------–---–ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, ძმისშვილების თანდასწრებით, სო-------------ს აყენებდა შეურაცხყოფას, სხვა შემთხვევების შესახებ კი, გადმოცემით იცის, ხოლო პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ წაკითხული, მოწმე ავთანდილ ნინუას 2019 წლის 06 აპრილის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ პირადად არ შესწრებია სიძის - ბი-----------------–---–ის მიერ, შვილის - სო-------------ს მიმართ ძალადობის ფაქტს.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალდების ამ ნაწილში, ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. ამდენად, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბი-----------------–---–ი არასრულწლოვანის თანდასწრებით სისტემატიურად შეუარცხყოფდა და ამცირებდა მეუღლეს, ასევე საქმეში არ მოიპოვება იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ბი-----------------–---–მა, არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა სო-------------ზე და ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი-----------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე ძალადობის განხორციელების ფაქტი არ არის დადგენილი და დადასტურებული ,,გონივრულ ეჭვს მიღმა’’ მტკიცებულებითი სტანდარტით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთ შეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრერო--ტივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/1-/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ბი-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია მტკიცებულებით საფუძველს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბი-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში, სახეზე არ არის.
განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბი-----------------–---–ის მხრიდან სო-------------ს მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით სისტემატიური შეურაცხყოფის და დამცირების, ასევე ძალადობის განხორცილების ფაქტებს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ბი-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ბი-----------------–---–ის ბრალეულობა ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს ბრალდების ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს მის პოზიციას უდანაშაულობის შესახებ - სო-------------ს მიმართ ძალადობის განხორციელებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ბი-----------------–---–ის მხრიდან დაზარალებულ სო-------------ს სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტები, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ბი-----------------–---–ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, ასევე, ბი-----------------–---–ის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის და ბი-----------------–---–ის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, - ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბი-----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ( ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ბი-----------------–---–ს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. სასამართლომ დაადგინა
5.1. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბი-----------------–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
6.1. დაზარალებულმა სო-------------მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაადასტურა, რომ ბი-----------------–---–მა და--–-–---–ი მიაკითხა, სადაც მისვლა ეკრძალებოდა. აღნიშნულის შესახებ ნა---–---–--ემ შეატყობინა პოლიციას.
მოწმე მი–- წი------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 03 მარტს მიიღო თეი------ზ უჯ---------ძის პატაკი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბი-----------------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში სო-------------ს დაუკავშირდა მეუღლე - ბი-----------------–---–ი რომელმაც მუქარით მოსთხოვა დროულად მისულიყო სახლში. სო-------------მ ითხოვა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. 2019 წლის 03 მარტს გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მსხვერპლად დაფიქსირებულია სო-------------, ხოლო მოძალადედ ბი-----------------–---–ი. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მსხვერპლის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერი გააცნო როგორც მსხვერპლს, ასევე მოძალადეს, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით. ორდერი გამოცემული იქნა 30 კალანდარული დღით. შემაკავებელი ორდერის ასლი ბი-----------------–---–ს ჩააბარა 2019 წლის 03 მარტს, ხოლო 05 მარტს შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში ამ უკანასკნელს გააცნო მისი ვალდებულებები. როგორც ორდერის გამომცემი პირი ანხორციელებდა მონიტორინგს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინული პირობების შესრულებაზე, რა დროსაც ახდენდა სატელეფონო გასაუბრებას მსხვერპლთან და მოძალადესთან. 2019 წლის 17 მარტს, 1-:32 საათზე დაურეკა სო-------------ს, რომელმაც უთხრა, რომ მასთან მისული იყო ბი-----------------–---–ი. დაახლოებით 10 წუთში, შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებლთან ერთად მივიდა ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი მდებარე სო-------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაინახა ბი-----------------–---–ი, რომელიც მიიმალა. სო-------------სგან გაიგო, რომ 2019 წლის 16 მარტს მასთან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბი-----------------–---–ი, რომელიც პასუხს სთხოვდა პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის გამო. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 03 მარტს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მომენტისთვის ოჯახური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოხდა სო-------------ს გამოკითხვიდან და შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებული ქულებიდან გამომდინარე.
მოწმე გი-----ი ჯი-------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 მარტს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში ნა---–---–--ისაგან მიიღეს შეტყობინება ბი-----------------–---–ის მიერ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შემდეგ თვით სო------------- მივიდა პოლიციის შენობაში, რადგან კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან - ბი-----------------–---–თან, რის გამოც შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. წინა დღეს, 16 მარტს ბი-----------------–---–ი ნასვამი მისულა სო-------------სთან, რის შესახებაც ნა---–---–--ემ შეატყობინა პოლიციას.
მოწმე და---- ირ-----ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 17 მარტს, მი–- წი-------სთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს სო-------------მ აცნობა, რომ 16 მარტს მასთან მისული იყო ბი-----------------–---–ი, რომლის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მალევე მივიდნენ სოფელ და--–-–---–ი, სო-------------ს საცხოვრებელ სახლთან. ეზოში დაინახა ბი-----------------–---–ი, რომელიც ჭიშკრიდან სწრაფად გადმოვიდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. სო-------------სგან გაიგეს ბი-----------------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე, რადგან ბი-----------------–---–ს ერთი თვით აეკრძალა სოფელ და--–-–---–ი სო-------------ს სახლში მისვლა. სო------------- ითხოვდა დახმარებას შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.
შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მა-–--ზ მა---–--ის მიერ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობდა გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც სო-------------მ არ დაადასტურა გამოკითხვის დროს. მეუღლესთან განხორციელებული კომუნიკაციისას ბი-----------------–---–მა სო-------------ს უთხრა, რომ იცოდა სად იმყოფებოდა და ნახავდა რაც დაემართებოდა. ამის გამო გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ბი-----------------–---–ი ცხოვრობდა სოფელ ზემო სურებში. ამ უკანასკნელის მიერ შემაკავებელი ორდერი დარღვევის თაობაზე გაიგო მი–- წი------ისაგან.
შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თეი------ზ უჯ---------ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 02 მარტს დაიწყო გამოძიება ბი-----------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რაც არ დადასტურდა. გამოკითხვის დროს, სო-------------ს დაურეკა ბი-----------------–---–მა, რომელმაც იცოდა, რომ სო------------- საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა და მუქარით მოსთხოვა სახლში მისვლა. მან შეადგინა პატაკი, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც შესასრულებად დაეწერა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - მი–- წი-------ს. ბი-----------------–---–ის მუქარის შესახებ ინფორმაცია სო-------------მ წერილობითაც დაადასტურა მი–- წი-------სთან გამოკითხვის დროს, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით და ბი-----------------–---–ს სხვა ვალდებულებებთან ერთად აეკრძალა სო-------------სთან მიახლოება. შემაკავებელი ორდერის დარღვევა მოხდა მი–- წი------ის მიერ მონიტორინგის წარმოების დროს. მი–- წი-------მ პირადად ნახა თუ როგორ გამოვიდა ბი-----------------–---–ი სო-------------ს სახლიდან, სადაც ეკრძალებოდა მიახლოება და პოლიციის ავტომანქანის დანახვაზე გაიქცა.
მოწმე ნა-----------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ არის სო-------------ს და. ბი-----------------–---–ი, რომლის მიმართაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, სოფელ და--–-–---–ი არ უნდა ყოფილიყო, რადგან აკრძალული ჰქონდა სო-------------სთან მიახლოება.
2019 წლის 03 მარტის შემაკავებელი ორდერით N0----- დასტურდება, რომ მოძალადე - ბი-----------------–---–მა მსხვერპლის - სო-------------ს მიმართ განახორციელა რა ფსიქოლოგიური ძალადობა, შემაკავებელი ორდერის მე-8 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ პუნქტებით ბი-----------------–---–ს განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოძალადეს ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია ბი-----------------–---–ის და სო-------------ს მიერ (იხ. ტომი I, ს.ფ. 22).
2019 წლის 03 მარტის შემაკავებელი ორდერის ოქმით N0----- დასტურდება, რომ ოქმში დაფიქსირებულია სავარაუდო მსვერპლის - სო-------------ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია განმეორებითი ძალადობის რისკების განსაზღვრის მიზნით. მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებულია სო-------------ს ხელმოწერით (იხ. ტომი I, ს.ფ. 23-28)
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, ძალადობის მსხვერპლთან სატელეფონო გასაუბრების 2019 წლის 17 მარტის ოქმით დასტურდება, რომ მსხვერპლმა - სო-------------მ დაადასტურა ბი-----------------–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი, კერძოდ 2019 წლის 16 და 17 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი მდებარე სო-------------ს საცხოვრებელ სახლში ბი-----------------–---–ის მისვლის ფაქტი. (იხ. ტომი I, ს.ფ. 101)
6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზო--დოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/1- §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრერო--ტივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/1-/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო ეყრდნობა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების: მი–- წი------ის და და---- ირ-----ს ჩვენებებს, რომლებშიც ისინი მიუთითებენ, რომ 2019 წლის 03 მარტს, 30 დღის ვადით შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, 2019 წლის 17 მარტს, იმ დროს, როცა ბი-----------------–---–ს ეკრძალებოდა როგორც სო-------------სთან, ასევე მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, მათ პირადად ნახეს ბი-----------------–---–ი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი, სო-------------ს საცხოვრებელ სახლთან. ამასთან მი–- წი-------, როგორც შემაკავებელი ორდერის გამომცემი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე და ანხორციელებდა მისი შესრულების მონიტორინგს, ადასტურებს, რომ მისთვის პირადად სო-------------საგან გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ მისამართზე ბი-----------------–---–ი იმყოფებოდა წინა დღესაც, 2019 წლის 16 მარტს. ანალოგიური დასტურდება ასევე მოწმე და---- ირ-----ს ჩვენებითაც.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზო--დი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).
საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).
სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს სა---ნსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ მი–- წი------ის და და---- ირ-----ს ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, მათი ჩვენება გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში ბი-----------------–---–ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ამასთან, დაზარალებულმა სო-------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვის მოქმედების პერიოდში, მის საცხოვრებელ სახლთან ბი-----------------–---–ის ყოფნის ფაქტი.
საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პოლიციელთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბი-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს პირდაპირ მტკიცებულებად მიაჩნია მხოლოდ ორი მოწმე პოლიციელის ჩვენება, რომლებიც რეალობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმეზე - „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia, N 17828/05 , 11.07.2013), სასამართლო აღნიშნავს: პოლიციელებმა სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყვნენ, მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, საქმის მასალებიდან მსჯავრდებულის მიმართ მათი სუბიექტური დამოკიდებულება არ იკვეთება, საგამოძიებო მოქმედებების დროს არ გამოვლენილა რაიმე კანონდარღვევა, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობას. ამასთან, სასამართლო, ბი-----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე დასკვნას ამყარებს არა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე, არამედ ამ ჩვენებებს სასამართლო აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად.
სასამართლო მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 26 ნოემბრის განჩინებას №328აპ-1-, რომელშიც მითითებულია: ,,დაცვის მხარე პოლიციელთა ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (ECtHR, 11/07/2013, Ochelkov v. Russia, №17828/05), რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ სადავო არ იყო ბატონი ოჩელკოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი (რასაც თავად ოჩელკოვი სამართალდამცავებს მიაწერდა), მიუთითა იმ პოლიციელების ჩვენებების ნაკლებ მტკიცებულებით ღირებულებაზე, რომლებსაც ბრალს სდებდა ოჩელკოვი, თანაც იმ ფონზე, რომ პოლიციელების ჩვენებები არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით და ასევე, იყო წინააღმდეგობრივი როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთა----ვე მცირე (ან მეტი) მნიშვნელობა აქვს, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს ევროსასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებიდან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია’’.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის თაობაზე არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს ამ საკითხზე ბრალდებულ ბი-----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თე------–----ას პოზიციას.
ამდენად, საქმეში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებით დადგენილია, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 03 მარტს გამოცემული შემაკავებელი ორდერით N0----- ბი-----------------–---–ს აკრძალული ჰქონდა მსხვერპლთან და იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, იგი 2019 წლის 16 მარტს და 17 მარტს იმყოფებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ და--–-–---–ი მდებარე სო-------------ს საცხოვრებელ სახლთან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებები. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბი-----------------–---–ის მიერ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 201- წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი-----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ბი-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა სამართლებრივი შეფასებისა და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბი-----------------–---–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდების ამ ნაწილებში ბი-----------------–---–ის მიერ დანაშაულთა ჩადენა არ არის დადასტურებული კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტით.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბი-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
9. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ბი-----------------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნი–-ნზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 201- წლის 1- ნოემბრის განაჩენით, ბი-----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. ბი-----------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-6–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-6–ე მუხლის პირველ ნაწილზე. ბი-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1-6–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ბი-----------------–---–ს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა საზო--დოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ ბი-----------------–---–ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 201- წლის 29 მარტიდან 201- წლის 1- ნოემბრამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის, საზო--დოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და ბი-----------------–---–ი გათავისუფლდა დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
ამჯერად, ბი-----------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულები განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და არ არის გასული სამ წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ბი-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნი–-ნი. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბი-----------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზო--დი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ასევე, სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბი-----------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
10. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სახრახნისი და სასხლავი მაკრატელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბი-----------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 267-277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბი-----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
2. ბი-----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ ბი-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების დღიდან, კერძოდ 2019 წლის 1- ივნისის 07.25 საათიდან.
4. ბი-----------------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (201- წლის 1- ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5.2. სახრახნისი და სასხლავი მაკრატელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბი-----------------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო როხვაძე