განაჩენი

სისხლის სამართლის 13.01.2020
საქმის ნომერი
140100119003045083
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/255-19 (011290419005)

140100119003045083

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ი----- ბ----–-–---–- (დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები: გ------------------------–-----------–-)

 

ადვოკატები - დ----- გ------–----, ე-–---- პ---–--–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ბრალდების სამი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბერს განაჩენით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებული ი----- ბ----–-–---–-, 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს, გ------------------------–----------–ში მდებარე სასაფლაოზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს - ი--- ბ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამავე დროს, ი----- ბ----–-–---–მა არასრუწლოვანი შვილიშვილის - ვ------- ბ----–-–---–-ს თანდასწრებით, შვილს - გ------- ბ----–-–---–ს ხელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რის შედეგად გ------- ბ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება;

 

1.2. 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, გ------------------------–----------–ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფი ი----- ბ----–-–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ე---------- ბ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.3. 2019 წლის 1 მაისს, დაახლოებით 08 საათზე, ი----- ბ----–-–---–- ამავე სახლის ეზოში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს - ი--- ბ----–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, არაერთგზის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დადასტურდა ი----- ბ----–-–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა გ------- ბ----–-–---–მა და მოწმე ნ------ ბ----–-–---–მა არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის (ი----- ბ----–-–---–-ს) წინააღმდეგ, ხოლო 14 წლამდე ასაკის მოწმეების - ე----------, ლ---- და ვ------- ბ----–-–---–ების დაკითხვაზე კანონიერმა წარმომადგენლებმა განაცხადეს უარი (2019 წლის 14 ნოემბრისა და 20 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

დაზარალებულმა ი--- ბ----–-–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს, შვილთან - ლ---- ბ----–-–---–თან, მაზლთან - გ------- ბ----–-–---–თან და მაზლის შვილთან - ვ------- ბ----–-–---–თან ერთად მივიდა თავისი მეუღლის საფლავზე, სადაც დახვდა მამამთილი - ი----- ბ----–-–---–-. იქ იმყოფებოდნენ აგრეთვე ი-----ის ნათესავები - ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ები, ნ--- და ნ---- ჯ------–---–ები, მ------- ჯ------–---–ი და მისი მეუღლე - ი----- ბ-----–---–-. ი--- ბ----–-–---–ს მამამთილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს 2018 წლიდან - ი-----მა მეუღლის მიმართ იძალადა და ი--- მოწმე იყო. ამის გამო ი----- ბ----–-–---–- ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხოფას. გარდა ამისა, ი-----ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მათ შორის დაიწყო სამოქალაქო დავა საცხოვრებელ სახლზე. ი--- ბ----–-–---–მა ი-----ს მოსთხოვა წასულიყო სასაფლაოდან, ი----- ბ----–-–---–მა მისკენ გაიწია - ,,ჭიქა უნდა დაერტყა“, თუმცა არ დაურტყამს და ისევ დადგა - ,,ალბათ გაახსენდა პირობითი რომ ჰქონდა“. შემდეგ ჯ------- წ-–---–---–მა ი--- ბ----–-–---–ს დაარტყა ყურის არეში, რის გამოც ი---ს საყურე შეერჭო და სისხლი წამოუვიდა. გ------- ი---ს გადაეფარა. ი----- ბ----–-–---–მა მას ხელები დაუჭირა, ხოლო ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ებმა დაუწყეს ცემა, შემდეგ სამივე სცემდა. ამასთან, ი----- ბ----–-–---–- და ჯ------- წ-–---–---–ი ემუქრებოდნენ გ------- ბ----–-–---–სა და ი--- ბ----–-–---–ს. ი-----ი ი---ს ემუქრებოდა მოკვლით და ეუბნებოდა, რომ ,,ქმრის გვერდით დააწვენდა“. მან ეს მუქარა რეალურად აღიქვა. ი--- ბ----–-–---–მა ყურადღების გადასატანად ი----- ბ----–-–---–-ს მანქანას მუშტები დაარტყა. ამ დროს გ------- მუხლებზე დაეცა, რის შემდეგაც მისი ცემა შეწყვიტეს. 11 წლის ლ---- და 6 წლის ვ------- ბ----–-–---–ები მანქანაში ისხდნენ და ხედავდნენ ამ ყველაფერს. ისინი შეშინებული ტიროდნენ. მ------- ჯ------–---–ი და მისი მეუღლე კონფლიქტის დაწყებისთანავე წავიდნენ. 2019 წლის 1 მაისს ი----- ბ----–-–---–- მანქანას რეცხავდა ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ აგრეთვე ი--- ბ----–-–---–- და მისი დედამთილი - ე---------- ბ----–-–---–-. ი----- ბ----–-–---–- მათ დაემუქრა ,,სიკვდილით“ და წავიდა. ი---ს და ე----------ს შეეშინდათ, რადგან ,,ი-----ი რომ გაბრაზდება, ყველაფერზეა წამსვლელი“. ამ მუქარას სხვა არავინ შესწრებია. დაზარალებული ითხოვს ბრალდებულის დასჯას (2019 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ჯ------- წ-–---–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, საღამოს, თავის ძმასთან - ბ------- წ-–---–---–თან, ძმისშვილთან და ბიძასთან - ი----- ბ----–-–---–თან ერთად წავიდა სასაფლაოზე. 10-15 წუთის შემდეგ იქ მივიდნენ მ------- ჯ------–---–ი, ი----- ბ-----–---–-, ნ--- და ნ---- ჯ------–---–ები და მ-------ის შვილი - გ-------. რამდენიმე ჭიქა სასმელის მიღების შემდეგ სასაფლაოზე მივიდნენ გ------- და ი--- ბ----–-–---–ები. გ-------მ მაშინვე ლანძღვა-გინება დაიწყო - ,,აქ რა გინდათ, რა ნამუსით ამოხვედითო“. ი----- ბ----–-–---–მა იქ მყოფებს უთხრა, რომ ი---სა და გ-------სათვის ხმა არ გაეცათ. ი--- ბ----–-–---–- ი-----ს ,,მივარდა“ - ,,რა ნამუსით ამოხვედი აქ, შენი ადგილი ციხეშიაო“. იგი დასდევდა ი-----ს - ,,მოდი, დამარტყი, ისევ იქ უნდა გაგიშვაო“. ი-----ი ეუბნებოდა - ,,თავი დამანებეო“. გ-------მ მაგიდაზე გაშლილი სუფრა ძირს გადმოყარა. ი--- ბ------- წ-–---–---–ს ეუბნებოდა, რომ ი-----ი წაეყვანა და თვითონაც წასულიყვნენ. ბ------- წ-–---–---–მა კალათაში ჩაალაგა ყველაფერი და მანქანაში ჩადო. გ------- მას ეჩხუბებოდა. ჯ-------მ გ-------ს უსაყვედურა ,,მამაშენს რას ეუბნები, არ გრცხვენიაო“. გ------- ჯ-------სკენ წამოვიდა, მას უკან გამოჰყვნენ ქალებიც. გ-------მ დაარტყა ჯ------- წ-–---–---–ს, ჯ------- წ-–---–---–მაც დაარტყა გ-------ს სახეში. ჯ-------ს წარბი გაუსკდა, გ-------საც სისხლი მოსდიოდა. გ------- ბ----–-–---–- გაიყვანეს ქალებმა და აკავებდნენ მას. ი-----მა თქვა, რომ პოლიციაში დარეკა, რის შემდეგაც ი--- და გ------- წავიდნენ. მოწმის განმარტებით, მის გარდა გ-------სთვის სასაფლაოზე არავის დაურტყამს (2019 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ბ------- წ-–---–---–მა. მან განმარტა, რომ ი--- და გ------- ბ----–-–---–ები ეჩხუბებოდნენ მათ - ,,აქ რატომ ამოხვედით, რა გინდათ, აალაგეთ და აახვიეთ აქედანო“. ი--- ი-----ს უკან დასდევდა, არ ეშვებოდა - ,,აქ რა უფლებით ამოხვედი, შე უნამუსო, შენ ციხეში უნდა იყო, დამარტყი, ციხეში უნდა გაგიშვაო“. ი-----ი იძულებული გახდა, პოლიციაში დაერეკა (2019 წლის 3 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე მ------- ჯ------–---–ის განმარტებით, რომ 2019 წლის 29 აპრილს მეუღლესთან, შვილთან და ნათესავებთან - ნ---- და ნ--- ჯ------–---–ებთან ერთად მივიდა სასაფლაოზე, სადაც დახვდა ი----- ბ----–-–---–-, ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ები. მათ სუფრა ჰქონდათ გაშლილი. მალევე იქ მივიდნენ ი--- და გ------- ბ----–-–---–ები. გ-------მ ლანძღვა-გინება დაიწყო, აალაგეთო, სუფრა აუშალა - საპურე და დოქი გადააგდო. ი-----ს ხმა არ ამოუღია, პოლიციაში დარეკა. ამასთან, სუფრის ალაგებაც დაიწყეს. გ-------ს ჯ-------სთან მოუვიდა უთანხმოება, დაარტყა მას და ჯ-------მაც დაარტყა, ისინი გააშველეს. ი--- ქვებს და კენჭებს ისროდა. იგი ი-----თან მივიდა და უთხრა - ,,დამარტყი, შენი ადგილი ციხეშიაო“ (2019 წლის 3 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ი----- ბ-----–---–მა განმარტა, 2019 წლის 29 აპრილს ავიდნენ ნათესავ - ვ------- ბ----–-–---–-ს საფლავზე, სადაც დახვდათ ი----- ბ----–-–---–-, ჯ------- და ბ------- წ-–---–---–ები. მათ სუფრა ჰქონდათ გაშლილი. მათი მისვლიდან 15-20 წუთის შემდეგ დიდი სისწრაფით მოვიდა მანქანა, საიდანაც აგრესიით გადმოვიდნენ ი--- და გ------- ბ----–-–---–ები და ,,გაიწიეს პირდაპირ ი-----ზე“. დაიწყეს ლანძღვა-გინება. ი--- მამამთილს უცენზუროდ, აგრესიულად მიმართავდა - ,,რატომ ამოხვედი საფლავზე, დამარტყი, შენ აქ არ უნდა იყო, ციხეში უნდა იჯდეო“. გ------- ბ----–-–---–მა საპურე და ღვინის ბოცა გადაუგდო სუფრიდან, შემდეგ ჯ------- წ-–---–---–ს დაარტყა. ჯ-------მაც დაარტყა გ-------ს ცხვირში. ი---სთვის არავის დაურტყამს. ,,სიტუაცია ძალიან დაიძაბა“. ი--- და გ------- ქვებს ისროდნენ. გ-------ს აკავებდნენ, რადგან ,,იწევდა“, ჯ------- არ იწევდა. ი----- ბ----–-–---–- ამბობდა - თავი დაანებეთო და პოლიციაში დარეკა, რა დროსაც ი--- და გ------- წავიდნენ (2019 წლის 3 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ნ--- ჯ------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 29 აპრილს, თვითონ, ნ---- ჯ------–---–ი, მ------- ჯ------–---–ი, ი----- ბ-----–---–- და გ------- ჯ------–---–ი მივიდნენ გარდაცვლილი ნათესავის საფლავზე, სადაც დახვდნენ ი----- ბ----–-–---–-, ჯ------ და ბ------- წ-–---–---–ები. 15-20 წუთის შემდეგ მოვიდნენ გ------- და ი--- ბ----–-–---–ები. ისინი აგრესიულები იყვნენ ი-----ის, ჯ-------სა და ბ-------ს მიმართ და ლანძღავდნენ. ი--- მათ მიმართავდა - ,,აქ რა გინდათ, რა უფლება გაქვთ, ჩემი ქმრის საფლავზე რომ მოხვედითო“. ი-----ს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა - ,,შენ ღირსი არ ხარ ჩემი ქმრის საფლავზე რომ გამოდიხარ და აქ უნდა დაგასვენო შენცო“. გ-------მ ჯ------- წ-–---–---–ს დაარტყა, ჯ-------მაც დაარტყა გ-------ს. ი-----ს ხელი არავისთვის დაურტყამს, ი---საც არავინ შეხებია. ი-----ი ამბობდა ,,თავი დაანებეთ, საშაროდ არიან მოსულებიო“, გ------- იმდენად აგრესიული იყო, რომ იჭერდნენ. ი-----ი იძულებული გახდა პოლიციაში დაერეკა ,,ილიასთან“ (2019 წლის 3 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ნ---- ჯ------–---–მა. მან დაადასტურა, რომ ი-----ს არავისთვის დაურტყამს და არც დამუქრებია. ეს იყო გ-------სა და ი---ს მხრიდან მოწყობილი ,,პროვოკაცია“ ი----- ბ----–-–---–-ს მიმართ. ი--- ექაჩებოდა ი-----ს - ,,დამარტყი, შენი ადგილი ციხეშია და ისევ იქ გაგიშვებო“, ბრალდებული კი გაურბოდა მას (2019 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

დაზარალებულ ე---------- ბ----–-–---–-ს განმარტებით, 2019 წლის 29 აპრილს, მიცვალებულთა ხსენების დღეს, შვილთან - გ------- ბ----–-–---–თან, რძლებთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფებოდა შვილის საფლავზე, საიდანაც დაბრუნების შემდეგ, საღამოს, მისი შვილი - გ-------, რძალი - ი--- ბ----–-–---–- და მათი მცირეწლოვანი შვილები კვლავ წავიდნენ საფლავის დასუფთავების მიზნით. სასაფლაოზე გ------- უცემიათ ი----- ბ----–-–---–ს, ჯ------- წ-–---–---–სა და ბ------- წ-–---–---–ს. ჯ------- წ-–---–---–ს ხელი დაურტყამს აგრეთვე ი---სთვის. 2019 წლის 30 აპრილს, საღამოს, როდესაც ე---------- ბ----–-–---–- სამსახურიდან დაბრუნდა, სახლში დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო შემდეგ დაიწყეს მოწმეების წაყვანა. ი----- ბ----–-–---–- დაემუქრა ე---------- ბ----–-–---–ს, უთხრა, რომ ,,ცულით თავს მოაჭრიდა“, რის განხორციელების შიშიც განიცადა ე---------- ბ----–-–---–მა. მუქარას შეესწრო ე---------- ბ----–-–---–-ს რძალი - ნ---- ბ----–-–---–-. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც იგი ძალადობაში ამხილა, რის გამოც ი----- ბ----–-–---–- დააკავეს. დაზარალებული ითხოვს ბრალდებულის დასჯას (2019 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ნ---- ბ----–-–---–-ს განმარტებით, ი--- ბ----–-–---–-საგან იცის, რომ გ------- ბ----–-–---–ს სასაფლაოზე სცემეს ი----- ბ----–-–---–მა, ჯ------- წ-–---–---–მა და ბ------- წ-–---–---–მა. ჯ------- წ-–---–---–მა ი--- ბ----–-–---–ს დაარტყა ყურის არეში. ი----- ბ----–-–---–- ი--- ბ----–-–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითაც. ი----- ბ----–-–---–ს ყველასთან ცუდი ურთიერთობა აქვს. ი--- ბ----–-–---–თან მას ურთიერთობა დაეძაბა 2016 წლიდან - შვილის (ი--- ბ----–-–---–-ს ქმრის) გარდაცვალების შემდეგ. ი----- ბ----–-–---–- აიძულებდა ი---ს, ყველაფერი მისი სურვილის შესაბამისად გაეკეთებინა. ჯერ ,,ორმოციც“ არ იყო გასული, რომ ი-----მა საცემრად გაიწია ი--- ბ----–-–---–ზე, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებიათ. 2019 წლის 30 აპრილს, საღამოს, როდესაც ე---------- ბ----–-–---–- სამსახურიდან დაბრუნდა, ი----- ბ----–-–---–მა, რომელიც მანამდე პოლიციაში იმყოფებოდა, მეუღლეს უთხრა, რომ ,,გ-------ს საქმე უკვე გაკეთებულია, გ-------ს დაიჭერენ და მერე შენც მოგივლი, ცულით მოგაჭრი თავსო“. ამ ფაქტს თავად ნ---- ბ----–-–---–- შეესწრო. ე----------ს ,,შეეშინდებოდა“, რადგან ეს მუქარა პირველი არ ყოფილა, მითუმეტეს უკვე შვილითაც ემუქრებოდა. ი----- ბ----–-–---–- აგრესიულად იცინოდა და სურდა მათი გაღიზიანება (2019 წლის 8 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------ გ------–--–მა განმარტა, რომ 2019 წლის 30 აპრილს, შეტყობინების საფუძველზე თანამშრომელ ნ-----–---- ა--–----სთან ერთად დილით, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ვ------- და ვ------ ბ----–-–---–ების საცხოვრებელ სახლში. ამ პერიოდში იგი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ შესწრებია, მისთვის ე--, ი--- ან ნ---- ბ----–-–---–ებს არ მიუმართავთ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. რომელიმეს პრობლემა რომ ჰქონოდა ,,ალბათ“ მივიდოდა და განუცხადებდა მას. მოწმის განმარტებით, ბ----–-–---–ებს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საცხოვრებელი სახლია (2019 წლის 13 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 23 მაისის დასკვნის შესაბამისად, დაზარალებულ გ------- ბ----–-–---–ს დაუდგინდა ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ექსკორიაციები ცხვირისა და მარჯვენა მტევნის არეში, სისხლნაჟღენთები ყურზე და მარცხენა მხრის მიდამოზე. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთად და ცალ-ცალკე ეკუთვნის მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ტ.2, ს.ფ. 45-46);

 

აღნიშნული დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა მ--–---- მ----------მა (2019 წლის 2 დეკემბრის სხდომის ოქმი);

 

სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმა დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობა და ამ მოქმედებების სისწორე;

 

ბრალდებულმა ი----- ბ----–-–---–მა უარყო ბრალად შერაცხული რომელიმე ქმედების ჩადენა (2020 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმი);

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვალდებულება, დადგინდეს მოწმის დამოკიდებულება ბრალდებულთან და დაზარალებულთან, ემსახურება მისი ჩვენების სარწმუნოობის შეფასებასაც. ამ მხრივ აღსანიშნავია ი--- ბ----–-–---–-ს გამორჩეულად ანტაგონისტური დამოკიდებულება მამამთილისადმი. ამას ადასტურებს თავად მოწმის განმარტება სასამართლოში, რომ ი----- ბ----–-–---–ს გარდაცვლილი შვილის საფლავზე მისვლის უფლებაც არ აქვს (სწორედ ამგვარი პრეტენზიითა და აგრესიით მივიდნენ სასაფლაოზე ი--- და გ------- ბ----–-–---–ები, რასაც აღნიშნავს იქ მყოფი ყველა პირი). გასათვალისწინებელია ი--- ბ----–-–---–-ს სამართლებრივი დავაც ბრალდებულთან, რის შესახებ წარმოდგენილია სამოქალაქო სარჩელი. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის 29 აპრილის, სასაფლაოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტზე 1-ლი შეტყობინებით ინიციატორი ი--- ბ----–-–---–- აცხადებს, რომ ,,მამამთილმა სცემა“ (ტ.1, ს.ფ. 2). ადგილზე მისულ პოლიციელ გ--- გ-----–--–---–ს ი--- ბ----–-–---–მა განუცხადა, რომ ,,მას და მის მაზლს სცემა ჯ------- წ-–---–---–მა“ (ტ.1, ს.ფ. 3). ეს გარემოება მოწმე გ--- გ-----–--–---–მა სასამართლოშიც დაადასტურა (2019 წლის 1 ნოემბრის სხდომის ოქმი). 29 აპრილს გამოკითხვის დროს ი--- ბ----–-–---–- არ ამბობს, რომ სასაფლაოზე მამამთილი მოკვლით დაემუქრა. მხოლოდ 1 მაისს იგი თავისი ინიციტივით გამოიკითხა და განაცხადა 29 აპრილსა და 1 მაისსაც მუქარის შესახებ. ამასთან, ადრე მუქარის შეუტყობინებლობა იმით ახსნა, რომ ,,შეეცოდა მამამთილი და არ სურდა მისთვის სიტუაციის დამძიმება“ (ტ.1, ს.ფ. 47-49). გაუგებარია, თუკი 1 მაისს, დაახლოებით 08 საათზე მუქარის გამო ი--- ბ----–-–---–ს ძალზე შეეშინდა, რატომ არ შეატყობინა მაშინვე პოლიციას და რატომ გამოცხადდა გამოკითხვის მიზნით მხოლოდ შუადღის შემდეგ, დაახლოებით 15 საათზე (?!), მიუხედავად იმისა, რომ ი----- ბ----–-–---–- ,,მუქარის“ შემდეგ სახლიდან წავიდა. უფრო გაუგებარია დაზარალებულ ე---------- ბ----–-–---–-ს ქცევა - 30 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე მის მიმართ მუქარას იგი აღნიშნავს 1 მაისს, დაახლოებით 17 საათზე, გამოკითხვის დასასრულს და მხოლოდ გამომძიებლის კითხვის შემდეგ (?!) (ტ. 1, ს.ფ. 57-59). გარდა ამისა, ფაქტობრივად ბრალდებულის დაკავების დღესვე ე---------- ბ----–-–---–-, ისე, რომ არ ჰქონდა ნებართვა და გასაღები, შევიდა ი----- ბ----–-–---–-ს საცხოვრებელ ფართში და დღემდე იქ ცხოვრობს. ე---------- და ი--- ბ----–-–---–ების ამგვარი ქცევა ეჭვქვეშ აყენებს, მუქარის არსებობის შემთხვევაშიც კი, მის რეალურად აღქმას, რაც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია. საგულისხმოა, რომ ე----------, ი--- და ნ---- ბ----–-–---–ები 29-30 აპრილს განხორციელებული მუქარის შესახებ აცხადებენ მხოლოდ 1 მაისს - გ------- ბ----–-–---–-ს დაკავების შემდეგ (იგი დააკავეს 30 აპრილს). უფრო მეტიც, 30 აპრილს, დაახლოებით 18 საათზე, ე---------- ბ----–-–---–-ს მიმართ ჩადენილი მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით გამომძიებელ გ------ გ------–--–ის ჩვენებით, ბ----–-–---–ების სახლში დილით, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში იგი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ შესწრებია, მისთვის ე--, ი--- ან ნ---- ბ----–-–---–ებს არ მიუმართავთ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, გამოძიების ეტაპზე მოწმე გ------ გ------–--–ი აცხადებს, რომ ბ----–-–---–ების სახლში 30 აპრილს იმყოფებოდა 11-დან 19:30 საათამდე და რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას არ შესწრებია (ტ. 2, ს.ფ. 167-169). ბრალდებული დაკავების დღესვე აცხადებდა, რომ 30 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ პოლიციელები - გ------ გ------–--–ი და ნ-----–---- ა--–---- (ნ-----–---- ა--–---- სასამართლო სხდომაზე მხარეებმა აღარ დაკითხეს), მაგრამ ეს უკანასკნელნი დაიკითხნენ მხოლოდ დაახლოებით თვენახევრის შემდეგ - 11 ივნისს (?!). ასევე აღსანიშნავია, რომ სასაფლაოზე მყოფი ყველა მოწმე უარყოფს იქ მცირეწლოვანი ვ------- ბ----–-–---–-ს ყოფნას. ბავშვი არც სასამართლოში დაიკითხა, კანონიერი წარმომადგენლის უარის გამო, თუმცა ვ------- ბ----–-–---–- გამოკითხვის დროს არ ადასტურებს ი----- ბ----–-–---–-ს მიერ ვინმეს ცემას, ამბობს, რომ მამამისს (გ------- ბ----–-–---–ს) ,,ჯ------- და ბ------- სცემდნენ“ (ტ. 2, ს.ფ. 54).

 

ამრიგად, სასაფლაოს ტერიტორიაზე ი----- ბ----–-–---–-ს მიერ ძალადობასა და მუქარას ადასტურებს მხოლოდ ი--- ბ----–-–---–- და უარყოფს არაერთი თვითმხილველი მოწმე, რომლებთანაც, თავად ი--- და ე---------- ბ----–-–---–ების განმარტებით, ცუდი ურთიერთობა არ ჰქონიათ. დაზარალებულთა ობიექტურად გამოვლენილი დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ და ქცევა, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებითაც, მათი ჩვენებების უტყუარობას საეჭვოს ხდის, რასაც ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი და, შესაბამისად, ი----- ბ----–-–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ბ----–-–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ი----- ბ----–-–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი