განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
330100119003340858
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6032-19 (№------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი გაიოზ ილურიძე

 

პროკურორ - ი-----–- მ---–----–--ას

ადვოკატ - ი--- შ----–----ის

ბრალდებულების - დ--–- მ-------–---–ის და ზ---- ხ--–-–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

ბრალდებულ დ--–- მ-------–---–ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

დაბადების თარიღი: 1-.1-.1--- წ.

განათლება: უმაღლესი განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------------------------------ში

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

ბრალდებულ ზ---- ხ--–-–---–ის მიმართ

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 0----------

დაბადების თარიღი: 2--------- წ.

განათლება: უმაღლესი განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კ------–-----------------------ში

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. დ--–- მ-------–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

დ--–- მ-------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დ--–- მ-------–---–ი 2016 წლის 26 ივლისისდან 2018 წლის 2 თებერვლის პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას დ--–- მ-------–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

დ--–- მ-------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 10 000 აშშ დოლარი და 73 870 ლარი, რაზედაც 2016 წლის 26 ივლისისდან 2018 წლის 4 მაისის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 4 213.76 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, დ--–- მ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 842.75 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2. ზ---- ხ--–-–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზ---- ხ--–-–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ---- ხ--–-–---–ი 2012-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ლამარა ოდიშელიძე ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.

 

ზ---- ხ--–-–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 225 000 აშშ დოლარი და 157 200 ლარი, რაზედაც 2012 - 2019 წლებში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 87 688,27 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ლამარა ოდიშელიძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 17 312.65 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულებმა - დ--–- მ-------–---–მა და ზ---- ხ--–-–---–მა თავი სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ნინო გაგანაშვილის, ისააკ ქობელაშვილის, ნინო ჟვანიას, ზურაბ წოწონაშვილის, ხათო ჩიკვილაძის, ალექსანდრე მუზაშვილის, მანანა წიჭინაძის და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილები, შემოსავლების სამსახურის მომართვის წერილი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტები და სხვ.) ერთობლიობა დ--–- მ-------–---–ის და ზ---- ხ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ბრალდებულებმა რეგისტრაციის გარეშე განახორციელეს სამეწარმეო საქმიანობა, ამ საქმიანობით მიიღეს დიდი ოდენობით შემოსავალი, რომლის დეკლარირებაც კანონის შესაბამისად არ მოახდინეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზეა ორიენტირებული, ერთის მხრივ, ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაზღვრულ კონტროლსაც ახორციელებს მასზე. სახელმწიფო კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა. ამ მიზნის მიღწევას ემსახურება მეწარმეთა რეგისტრაციის დადგენილი წესი და ამა თუ იმ სახის სამეწარმეო საქმიანობაზე სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) მიღების აუცილებლობა. ფიზიკური და იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს, მეწარმეთა შესახებ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:

 

1. დ--–- მ-------–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით;

 

2. ზ---- ხ--–-–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით;

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. დ--–- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

3.2. ზ---- ხ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულების პიროვნების, მათი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის, მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად ზ---- ხ--–-–---–ს უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო დ--–- მ-------–---–ს უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

2. დ--–- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ზ---- ხ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;

 

4. დ--–- მ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 1 000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

5. გაუქმდეს 2019 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ზ---- ხ--–-–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (პ/ნ 0----------) 36.00 კვ.მ უძრავ ქონება - მდებარე თბილისი, წ-------–-----------------------------------------; საკადასტრო კოდი: N 0----------------------) ბრალდებულ ზ---- ხ--–-–---–ის გირაოს თანხის 4 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

 

6. განაჩენი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სა მართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი