გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310019003117471
N 3/130-19წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.12.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე: სუ-–-------------ში
წარმომადგენელი: ქე-----------იძე
მოპასუხე: ლა---------------–----–--------------ა
წარმომადგენელი:შო------------ა, მი------------ა
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ლა---------------–----–--------------ის მიერ 2----–-–-----------ს გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართალებრივი აქტი-წ-----–-------
1.2 ლა---------------–----–--------------ას დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების N4 დანართით განსაზღვრული საცხოვრებელი სახლის დიზაინერების კატეგორიის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება სუ-–-------------შის მიმართ, კერძოდ, ,,დაზიანების მიზეზის"
გრაფაში ,,ჯდენადი გრუნტის" მითითება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ლა---------------–----–--------------ის წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2019 წლის 11 ივნისს სუ-–-------------შმა განცხადებით მიმართა ლ---------- მუნიციპალიტეტის მერს დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმის შესაბამის გრაფაში ,,გდენადი გრუნტის" აღნიშვნის მოთხვნით. განცხადებასთან ერთად მის მიერ წარდგენილი იქნა საექსპერტო შეფასება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 11 ივნისის განცხადება (იხ. ს/ფ 46-48);
3.1.2. 2----–-–-----------ის N 3181 წერილით ლა---------------–----–--------------ამ სუ-–-------------შს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ ,,ვინაიდან ტერიტორიაზე მხოლოდ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებია, ვერ ხერხდება ნგრევის მიზეზის დადგენა და შესაბამისად, დამტკიცებულ შეფასების ფორმაში დაზიანების მიზეზად ,,ჯდენადი გრუნტის" ჩაწერა მუნიციპალიტეტის მხრიდან შეუძლებელია"
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–-----------ის ლა---------------–----–--------------ის N---- წერილი (იხ. ს/ფ 49);
3.1.3. სუ-–-------------შის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობდა ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დაზიანდა და დაინგრა. შპს ,,----------------–-–------------------ საექსპერტო შეფასების თანახმად ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ,,----–-------––-- მესაკუთრე სუ-–-------------შის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში ყოფილი საცხოვრებელი სახლის (ნანგრევები) გამოკვლევითა და შესწავლით დადგინდა, რომ საცხოვრებელი სახლის ნგრევა გამოწვეული იქნა ჯდენად გრუნტზე მოწყობილი მარტივი ტიპის ლენტური და წერტილოვანი საძირკველების არათანაბარი ჯდენის შედეგად, ჰიდროლოგიური პროცესებიდან გამომდინარე (ნიაღვრული წვიმებით საძირკვლის გამორეცხვა.
ნგრევის შედეგად დარჩენილი შენობის ყოფილი ელემენტები: საძირკველი, მცირე ბლოკი შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,სფ-------------–-–-----------------–-----ება (იხ. ს/ფ 17-20);
3.1.4. ლა---------------–----–--------------ის 2019 წლის 03 ივნისის N---- წერილის თანახმად: საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის კვლევა ხდება ვიზუალური დათვალიერებით. საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის კვლევა ხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლის მეშვეობით. საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიზეზის კვლევისათვის რაიმე ნორმატიული აქტი მიღებული არ არის, სხლის მდგომარეობის შეფასება ხდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით.
სახლების კატეგორიის ფორმების შევსება ხდება ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მიერ, ვიზუალური დათვალიერებით. ფორმის შევსების შემდგომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სპეციალისტების მიერ ხდება სახლის შესწავლა და ქულების მინიჭება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლა---------------–----–--------------ის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის 2019 წლის 03 ივნისის №2910 წერილი (იხ.ს/ფ 44-45);
3.1.5. 2018 წლის 27 სექტემბერს სუ-–-------------შმა განცხადებით მიმართა ლა---------------–----–--------------ას, წარადგინა შპს ,,სფ------" ექსპერტიზის დასკვნა და და მოითხოვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმაში, რომელიც იგზავნება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, მიზეზების გრაფაში საცხოვრებელი სახლის ნგრევის მიზეზის მითითება, კერძოდ როგორც დასკნაშია აღნიშნული ჯდენადი გრუნტის მიზეზით ნგრევა.
ლა---------------–----–--------------ის 2018 წლის 03 ოქტომბრის N---- წერილით სუ-–-------------შს ეცნობა, რომ ვინაიდან განცხადებაში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სცდება ლა---------------–----–--------------ის კომპეტენციის ფარგლებს, მოკლებულები არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ მისი მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სუ-–-------------შის განცხადება (იხ. 73-78 ს.ფ)
- ლა---------------–----–--------------ის 2018 წლის 03 ოქტომბრის N---- წელი (იხ. ს.ფ 79)
3.1.6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის N-------- წერილის თანახმად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტმა განიხილა სუ-–-------------შის 2018 წლის 14 ნოემბრის განცხადება, რომლის პასუხადაც აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხს განიხილავს მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. აღნიშნული პროცედურის მიხედვით მოქალაქის მიერ განაცხადის შევსების შემდეგ, სამინისტროს მიმართავს დაზარალების მუნიციპალიტეტსდა მინისტრის ზემოხსენებული ბრძანებით დადგენილი კატეგორიის შესაბამისად მოითხოვს ინფორმაცია ოჯახის დაზარალების შესახებ. რაც შეეხება სუ-–-------------შის საკითხს წერილში მითუითებულია, რომ ლა---------------–----–--------------ის მიერ 2017 წელს გადაგზავნილი დაზარალებულის კატეგორია არაა სრულყოფილად შევსებული, კერძოდ არაა მითითებული დაზარალების მიზეზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის N-------- წერილი (იხ. 22 ს.ფ)
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საკუთრების უფლება აღიარებულია ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა’’ და ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის’’ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლა---------------–----–--------------ის 2----–-–-----------ის N---- წერილი, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით.
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ლა---------------–----–--------------ამ, 2019 წლის 25 იავნისის გადაწყვეტილების მიღების დროს, არ მოისმინა დაინტერესებული პირის მოსაზრებები, ასევე არ მოიწვია და დაკითხა ის პირები ვისაც შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით და სრულყოფილად არ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე. პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება ემსახურება კერძო ინტერესის - ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.
6.9. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
6.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით, განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
6.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და უარი უთხრა სუ-–-------------შს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოესმინა და გამოეკვლია დაინტერესებული პირის მოსაზრებები, ასევე არ მოიწვია და დაკითხა ის პირები ვისაც შესაძლოა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო მაშინ როცა მხარემ განცხადებას თან დაურთო საექსპერტო შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და უნდა მიეცა შესაძლებლობა დაინტერესებული პირისათვის სხდომის გამართვის დროს გამოეხატა პოზიცია კომისიის წინაშე, ასევე მოეწვია ის პირები ვისაც შესაძლოა სრულყოფილად განემარტა სადავო საკითხი, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა.
დასახელებული ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სულიკო ტუიღუშის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ლა---------------–----–--------------ს მიერ 2----–-–-----------ს გამოცემული ინდივიაუდლური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი-წერილი N----.
დაევალოს ლა---------------–----–--------------ას შეისწავლოს სუ-–-------------შის განცხადება დაზიანების კატეგორიის შეფასებათან დაკავშირებით, დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ , ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი.
2. სახ. ბაჟის თანხა 100 ლარის ოდენობით გადახდეს მოპასუხე ორგანიზაციას-ლა---------------–----–--------------ას სუ-–-------------შის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეილძება გსაცივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ცაბარებიდან 14 დღის ვადაშიო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში (მისამართ: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქ. N14)
მოსამართლე: მარინა კიკნაძე