განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/636-19 (011251119001)
140100119003381817
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - მანანა შოთაშვილის
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი- მ-------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ ბ------ (დაბადებული 1----–-–-------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ------------------------–---------------)
ადვოკატი - ვ-–- ს-------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2019 წლის 19 ნოემბრის შემაკავებელი ორდერით ზ------ ბ------ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლ ი----- ტ--------სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, 23 ნოემბერს ზ------ ბ------- ი----- ტ--------ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა, შემდეგ კი გაუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ ბ------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.2. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ი----- ტ-------ის, ზ---- ტ-----–---–ის, ზ---- დ--------–--ის და სხვათა გამოკითხვის, დათვალიერების ოქმებით, შემაკავებელი ორდერით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ------ ბ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ ბ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, დანაშაულის სიმძიმეს - ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, მას შეურიგდა ი----- ტ-------- და პრეტენზია არ აქვს;
5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ------ ბ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ზ------ ბ------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 25 ნოემბრიდან 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
მსჯავრდებულ ზ------ ბ------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულება - მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი