განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
200100120003410971
დავის ტიპი
25 - 210 1
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100120003410971

N1/5-20

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

29 იანვარი 2020 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - თ---------ე

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ო----- მ-----–-–---–ი

მამის სახელი: ი------

დაბადებული: 2----------- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: ქ----–-----–---------

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ-------ი

მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ-------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2017 წლის 15 აგვისტოს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა „ი----- მ-----–-–---–ი“ (ს/ნ 3----------). მეწარმის სახლით საქმიანობას, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ახორციელებდა ო----- მ-----–-–---–ი, რომელიც მის სარგებლობაში არსებული „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერი „A------“ ახორციელებდა სათბობი შეშის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, ო----- მ-----–-–---–მა, სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინასური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით, გადაწყვიტა, დაემზადებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელთაც გამოიყენებდა სათბობი შეშის რეალიზაციისას.

2. კერძოდ, 2019 წლის 05 ნოემბერს, ო----- მ-----–-–---–მა ი/მ „ი----- მ-----–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით, ი/მ „დ-----------–-----ისგან“ (ს/ნ 0----------) შეიძინა 2 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, რაზეც გაიწერა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------. სათბობი შეშა, ო----- მ-----–-–---–ს, ტრანსპორტირებით, უნდა გადაეტანა ახმეტიდან საგარეჯო- სოფ.კ-------ში.

3. 2019 წლის 12 ნოემბერს, ო----- მ-----–-–---–მა, ი/მ „ი----- მ-----–-–---–ი“-ს (ს/ნ 3----------) სახელით, ქ.მარნეულში, ლ--–-–--ს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, განახორციელა 2 მ3 დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია გ----------------–---–ზე. შეშის ტრანსპორტირების მიზნით, ო----- მ-----–-–---–მა ი/მ „ი----- მ-----–-–---–ის“ (ს/ნ 3----------) სახელით, გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------. რეალურად, ო----- მ-----–-–---–მა განახორციელა არა შიდა გადაზიდვის ოპერაცია, არამედ ხე-მასალის რეალიზაცია, საქმეში ოპერატიულად ჩართულ პირებზე.

4. აღნიშნულის შემდგომ, ო----- მ-----–-–---–მა ი/მ „ი----- მ-----–-–---–ი“-ს (ს/ნ 3----------) სახელით, კვლავ გაწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის, ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული სასაქონლო ზედნადები N ელ- 0---------, რომლითაც მას უკვე განხორციელებული ჰქონდა შეშის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

5. ამდენად, ო----- მ-----–-–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც გამოიყენა შეშის ტრანსპორტირების და რეალიზაციის დროს

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

6. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- მ-----–-–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გასაღება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

8. სასამართლოს ბრალდებულ ო----- მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გამოხატული ქცევები, მისი აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან.

9. ო----- მ-----–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

10. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაშს იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეს, მისს ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

11. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ო----- მ-----–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

12. ო----- მ-----–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარი.

13. ო----- მ-----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

14. ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები ჩაწერილი ორ ცალ DVD დისკი, რაც გადმოგზავნილია ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან და თან ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სამის შენახვის ვადით.

15. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - „საკონტროლო შესყიდვის“ ფარგლებში შესყიდული დაკოტრილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, რაც ინახება ქ.თბილისში, უ-------------ის ქუჩა N2ა-ში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

16. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

17. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური