განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2187-19
გამოძიების N0-----------
19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ა-- გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–------------- (პ/ნ 0----------), დაბადებული 19---–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, ბ-----------------ში,ადვოკატი - თ------------–---–-,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 1--------–ს, ქ. თბილისი, ბ--------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი-----–-------------მ ოჯახური ძალადობა გა--ხორციელა მამიდის - მ------------------ს მიმართ, რომელსაც გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თა--სწორობის საფუძველზე, განიხილა ი-----–-------------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–------------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დაზარალებულმა მ------------------მ, ბრალდებულის მამიდამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს მასთან ერთად მცხოვრებმა ძმისშვილმა, ი-----–-------------მ, სახლში, კონფლიქტისას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - ხელი გაარტყა სახეში. ძმისშვილი მას ი-----–-ს მამამ - ზ------------------მ გაარიდა. კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ აზარტული თამაშებით გატაცებული ი-----–- საკუთარი ვალების გამო ოჯახს მატერიალურ ზიანს აყენებდა. დაზარალებულმა მ------------------მ განმარტა, რომ ი-----–-------------ს მიმართ დღეის მდგომარეობით პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თა--ხმად, 2019 წლის 1--------–ს მოქ. მ------------------ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირის გადმოცემით, 2019 წლის 1--------–ს, დაახლოებით 21:00 საათზე, ძმისშვილმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ ი-----–-------------ს ქმედებათა შედეგად მ------------------ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.
მოწმე ლ-----------–---–--მ, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–--------------------–-------------–--------------ა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს, მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისი, ბ-----------------ში ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ მ------------------, რომელმაც გა--ცხადა, რომ ძმისშვილმა, ი-----–-------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტი დაადასტურა მისმა ძმამ, ბრალდებულის მამამ - ზ------------------მ, რომელმაც განმარტა, რომ მისი დისა და შვილის კონფლიქტში ჩართვა და გაშველებაც კი მოუხდა. თავად ი-----–------------- ადგილზე არ იმყოფებოდა.
ექსპერტმა თ----------------ა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს მონაწილეობდა ქ. თბილისი, ბ--------------ში მდებარე შემთხევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ძალადობის ფაქტისათვის დამახასიათებელი არეულობის რაიმე კვალი აღმოჩენილი ვერ იქნა. საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა დაზარალებული მ------------------ც, რომელიც განმარტავდა, რომ სახლში, კერძოდ, სამზარეულოში მყოფს, ძმისშვილმა, ი-----–-------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაზარალებულმა ა-----------–---–მა, ბრალდებულ ი-----–-------------ს მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 2--------ს მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, იმის გამო, რომ მან შვილის წამლის ყიდვისთვის საკმარისი თანხა არ იშოვა. გაბრაზებულმა, საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, შემდეგ ინა-- და გამოცხადებულ პოლიციის თა--მშრომლებს გამოძახების გაუქმებაც კი სთხოვა, რაზეც ისინი არ დასთანხმდნენ. პატრულ-ინსპექტორებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რის შედეგადაც ი-----–------------- ბიძასთან გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, ი-----–-, მისი თხოვნით, რამდენჯერმე იყო მისული სახლში, ბავშვის მედიკამენტისა და თანხის მისატა--დ. 2019 წლის 1--------–საც მისი თხოვნით დაბრუნდა მეუღლე შინ, რა დროსაც მისი დაცვის მოტივით, მამიდას, რომელიც უდიერი სიტყვებით მოიხსენიებდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოწმეებმა: ო-–----------მ და გ-------------------მ, ბრალდებულის მეგობრებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 1--------–ს ი-----–-------------ს მიაკითხეს თემქაზე, სადაც იგი იმ დროისათვის ცხოვრობდა. ბავშვის წამლისთვის ი-----–-ს 50 ლარი მიუტანეს და ერთად წავიდნენ ბ--------------ში, სადაც სახლის ეზოში ი-----–-მ მეუღლეს, ა-----------–---–ს ფული გადასცა. ი-----–-ს და--ხვაზე მისი მამიდა აგრესიული გახდა და უშვერი სიტყვებით მოიხსენია ა--. მეუღლის შეურაცხყოფაზე ი-----–- გაბრაზდა, მამიდას დაუყვირა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იქაურობა დატოვა. მოწმეთა განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან მ------------------ს ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
მოწმე ა-–----------------------მ, ბრალდებულის ძმამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს, საღამოს, იმყოფებოდა მეგობართან, სადაც მას მიაკითხა ი-----–-მ, რომლისგა--ც შეიტყო, რომ იგი მამიდის საცხოვრებელ სახლში მეუღლისთვის ბავშვის წამლის ფულის მისატა--დ მივიდა, რა დროსაც მ------------------ ეჩხუბა და მის მეუღლეს, ა-----------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვინაიდან ი-----–- იქ იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, მამიდის საქციელის გამო თავი უხერხულად იგრძნო, თავადაც უყვირა მამიდას და გაეცალა იქაურობას. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 2--------ის შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ი-----–------------- ცხოვრობდა ბიძასთან, მასთან ერთად და ბოგვის ქუჩაზე, მამიდის სახლში, მიდიოდა მხოლოდ მაშინ, როცა ამას თავად მეუღლე სთხოვდა.
ბრალდებულმა ი-----–-------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 1--------–ს იმყოფებოდა თემქაზე, რა დროსაც დაურეკა მეუღლემ - ა-----------–---–მა და ბავშვის სამკურნალო თანხის მიტა-- სთხოვა. მეგობრებმა მისცეს თანხა და ერთად მივიდნენ ბოგვის ქუჩაზე. მეუღლეს ფული სახლის ეზოშივე გადასცა. ამ დროს სახლიდან გამოვიდა მამიდა - მ------------------, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა--ს. მამიდაზე გაბრაზდა და „სახლში შეეთრიე“-ო, უთხრა, რამაც ეს უკა--სკნელი გაამწარა. სიტუაცია რომ არ გამწვავებულიყო, იქაურობა დატოვა და ძმასთან წავიდა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ მ------------------ს დიდი წვლილი აქვს მის და მისი ძმის აღზრდაში და ამის გამო მადლობელია მისი, თუმცა, მამიდას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს, ამასთან, არ მოსწონს მისი მეუღლე - ა-----------–---–ი, რის გამოც ურთიერთდაპირისპირება სიტყვიერად ერთმანეთთან არაერთხელ მოსვლიათ, ფიზიკური შეურაცხყოფა კი მისთვის არასდროს მიუყენებია.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2019 წლის 1--------–ს ი-----–-------------ს მიერ, მასთან ერთად მცხოვრები მამიდის - მ------------------ს მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები _ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა - ლ-----------–---–--ს და თენგიზ სისაურის ჩვენებები, _ რომლებიც ი-----–-------------ს მიერ მ------------------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა, ნაწარმოები მტკიცებულებებია და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის ასახვისას სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობა. აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები მთლია--დ ეფუძნება დაზარალებულ მ------------------ს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რაც ი-----–-------------ს ბრალეულობის დამადასტურებელ დამოუკიდებელ მტკიცებულებებად მათი გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა.
დაზარალებულ მ------------------ს მიერ გაცხადებული გარემოებები არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკლეული სხვა მტკიცებულებებით, მეტიც, ინციდენტის თვითმხილველი პირები, ბრალდებულის მეუღლე და მეგობრები უარყოფენ ი-----–-------------ს მიერ მამიდისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-------------ს მიერ მ------------------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ვერ იქნა დადგენილი საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რადგან დადასტურდა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულებით - მ------------------ს ჩვენებით. მტკიცების საგანში შემავალი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა კი ერთადერთი მტკიცებულების საფუძველზე წინააღმდეგობაში მოდის გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისათვის კანონით დადგენილ, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 09 თებერვლის №453აპ-15 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8; აგრეთვე, - 2015 წლის 16 აპრილის №510აპ-14 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 21).
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გა--ჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თა--ხმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდა--შაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თა--ხმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი გა--ჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდა--შაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლოს გა--ჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გა--ჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს გა--ჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გა--ჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თა--ხმად, გამამტყუნებელი გა--ჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ი-----–-------------ს უდა--შაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დადგინა:
2019 წლის 2--------ს ქ. თბილისში, ბ--------------ში ა-----------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ი-----–-------------ს მიმართ გამოიწერა N0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შესაბამისად, მოძალადეს ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკა--სკნელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მასვე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ი-----–-------------მ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ორდერის მოქმედების ვადაში, 2019 წლის 1--------–ს, მივიდა ქ. თბილისში, ბ--------------ში, რა დროსაც კომუნიკაცია დაამყარა მეუღლეთან - ა-----------–---–თან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 2--------ის N0----- შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ იგი გამოცემული იქნა ი-----–-------------ს მიმართ, მეუღლის, ა-----------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. მოცემული ორდერით, ი-----–-------------ს, რომელიც განრიდებული იქნა მსხვერპლისგან, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკა--სკნელი შეიძლებოდა ყოფილიყო. მასვე აეკრძალა ა-----------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
მოწმე შ-------------–---მ, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს გ-–-----------–--------------------–-------------–--------------ა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 2--------ს ოჯახური ძალადობის ფაქტზე ქ. თბილისი, ბ-----------------ში მეწყვილე გ----------------ესთან ერთად გამოცხადებისას, მის მიერ მსხვერპლის, ა-----------–---–ის მოთხოვნით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ამ უკა--სკნელის მეუღლის, ი-----–-------------ს მიმართ.
დაზარალებულ ა-----------–---–ის, მოწმეთა - მ------------------ს, ო-–----------ს და გ------------------ის ზემოგანხილული ჩვენებებით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 1--------–ს ი-----–------------- მივიდა ა-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში, თბილისი, ბ--------------ში, სადაც კომუნიკაცია ჰქონდა მეუღლესთან.
ბრალდებულმა ი-----–-------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ა-----------–---–ის საცხოვრებელ სახლში მისვლა და მასთან შეხვედრა განპირობებული იყო შვილისთვის მედიკამენტის საყიდელი თანხის გადაცემის აუცილებლობით, ითხოვა პასუხისმგებლობის შემსუბუქება.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს 2019 წლის 2--------ის შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში - 2019 წლის 1--------–ს, ი-----–-------------ს მიერ ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტს.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულის ქმედება განპირობებული იყო ა-----------–---–თან კომუნიკაციის აუცილებლობით, მოცემულ ვითარებაში, სასამართლო რელევანტურად არ მიიჩნევს, ვინაიდან თვლის, რომ ი-----–-------------ს ჰქონდა შესაძლებლობა ორდერით დადგენილი აკრძალვების უგულვებელყოფის გარეშე მიეწოდებინა მეუღლისთვის წამლის საყიდელი თანხა, -თუნდაც, იმ მეგობრების დახმარებით, რომლებიც, მისივე განმარტებით, 2019 წლის 1--------–ს მას ბ-----------------ში მისვლისას ახლდნენ თან.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი მის განზრახ ჩადენას გულისხმობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური და--შაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თა--ხმად, განეკუთვნება 3811 მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული და--შაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თა--ხმად, მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
სასამართლო თვლის, რომ ი-----–-------------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული და--შაულისათვის მისი მსჯავრდების საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ი-----–-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ და--შაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა და--შაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თა--ხმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი და--შაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თა--ხმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თა--ხმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს ი-----–-------------ს მიმართ ჯარიმის შეფარდება, რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს საკმარის ღონისძიებას მსჯავრდებულის მიერ და--შაულის გაცნობიერებისა და მომავალში ახალი და--შაულებრივი ფაქტების პრევენციისათვის. ჩადენილი და--შაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-------------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობის ჯარიმა. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ი-----–-------------ს უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელი უნდა დარჩეს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი-----–------------- ცნობილ იქნეს უდა--შაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ი-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ი-----–-------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 1--------–იდან - 2019 წლის 17 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი-----–-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გა--ჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთა--ვე.
გა--ჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გა--ჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი