განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4240-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
ია ბაისონაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ა------–------ის
ბრალდებულ _ ა---------– ბ-------–---–ის
ადვოკატ - ლ---- ჯ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ა---------– ბ------- ძე ბ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის (შეწყალებულის), არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ. თ---–--–--------------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------–---–-----------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– ბ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ა---------– ბ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
თ-- ბ-------–---–ი მეუღლესთან - ა---------– ბ-------–---–თან, შვილებთან და მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა ქ-------–--–-----------–---–-----------------------ში. 2019 წლის 4 აგვისტოს, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ა---------– ბ-------–---–ი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში, რა დროსაც თ-- ბ-------–---–ს ეძინა. ა---------– ბ-------–---–მა გააღვიძა მეუღლე, რომელმაც სთხოვა, რომ თავი დაენებებინა. აღნიშნულის გამო გაღიზიანებულმა ა---------– ბ-------–---–მა საწოლში მწოლიარე მეუღლეს ფეხი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა ბარძაყის არეში და თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. თ-- ბ-------–---–ი ადგა საწოლიდან, რის შემდეგაც ა---------– ბ-------–---–მა მას ზურგიდან ძლიერად ჰკრა ხელი და სახით მიანარცხა კედელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა კედელს მიარტყა ცხვირი და ტკივილისაგან დაიწყო ტირილი.
ა---------– ბ-------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად თ-- ბ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ა---------– ბ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ა---------– ბ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ა---------– ბ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, №------ შემაკავებელ ორდერს, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის №------ ორდერს, ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა---------– ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.
ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დაცვა, მოძალადის მიმართ ეფექტიანი იძულების ღონისძიების გამოყენება და პრევენცია. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლი მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი „ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე“ სანქციის მეშვეობით. ამასთან, „ქალთა წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოში მოცემული რეკომენდაციის თანახმად, მოძალადის მხრიდან ქმედების აღიარება და მონანიება სასამართლომ ავტომატურად არ უნდა განიხილოს შემამსუბუქებელ ფაქტორად.
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ა---------– ბ-------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია ალკოჰოლური თრობის ქვეშ და გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში. ამასთან, №------ შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულის აგრესიული ქცევა დანაშაულის ჩადენის დღეს მიმართული იყო არამხოლოდ მეუღლის, არამედ შვილის - თ----- ბ-------–---–ის მიმართაც (განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა), რაც მიუთითებს ნასვამ მდგომარეობაში ბრალდებულის გაუწონასწორებელ ხასიათსა და მომეტებულ საშიშროებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი ამოიწურა, დაზარალებული ამ ეტაპზე იმყოფება საზღვარგარეთ, რაც ამცირებს კონფლიქტის განმეორების რისკს, ვერ არწმუნებს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების მიზანშეწონილობაში, რამდენადაც მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა შესაძლებელი ვერ იქნება მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ანდა მხოლოდ პირობითი მსჯავრის პირობებში.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშწონილად მიაჩნია ა---------– ბ-------–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ ა---------– ბ-------–---–ი დღეის მდგომარეობით ითვლება ნასამართლობის არმქონედ და აღიარებს მის მიერ ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს ა---------– ბ-------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ემოციურად არამდგრადი პერსონოლოგიური აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა), შესაძლებლად მიაჩნია დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნახევრის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან გააგრძელოს ოჯახის წევრებთან მშვიდი და არაკონფლიქტური ურთიერთობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ა---------– ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აგვისტოდან.
3. მსჯავრდებულ ა---------– ბ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა---------– ბ-------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. დათვალიერების შედეგად ამოღებული ე.წ. პორტსიგარი (ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი