განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
150100119003223591
დავის ტიპი
126 , 120
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-0100119003223591

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქმე №1/68-19 საქართველოს სახელით

 

03 თებერვალი, 2020 წელი ქ.ახალქალაქი

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე

 

დაცვის მხარე:

 

- ბრალდებული - მ-–--–-------- - დაბადებული 1--- წლის 0-----–--ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–----ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით

 

ადვოკატი - ვასილ ბალახაძე

 

თარჯიმანი - გალაქტიონ გავრელიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–----ში ერთის მხრივ ს-–-----–--------სა და მეორეს მხრივ მის თანასოფლელებს - მ-–--–--------ს, გ--------–--------ს და კ-----------------ის შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბისას, გ--------–--------მა, მ-–--–--------მა და კ-----------------მა ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით სცემეს ს-–-----–--------ი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ექსკორაციების სახით მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2020 წლის 13 იანვარს არასრულწლოვანი ბრალდებულების გ--------–--------ის და კ-----------------ის მიმართ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების მიზნით დაუბრუნდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურატურას და ბრალდებულ მ-–--–--------ის მიმართ გაგრძელდა საქმის არსებითი განხილვა.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. მ-–--–--------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

მ-–--–--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ს------–--------ის, ე-----------------ის, ს-------–--------ის, გ--------–--------ის, კ-----------------ის, მ-–--–--------ის, ნ--–-–-------–---ის, ს-–-----–--------ის, გ--------–--------ის, ჰ--------–--------ის, გ-----------------ის და შ--–-----–--------ის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის #4--------- დასკვნა ს-–-----–--------ის. (2019 წლის 1- ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ს-–-----–--------ის სხეულზე არსებული ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მ-–--–--------ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-–--–--------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ-–--–--------ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

4.1. მ-–--–--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, მ-–--–--------ის შემთხვევაში სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება, სასამართლოს შეფასებით არის ადეკვატური და უზრუნველყოფს სასჯელის გამოყენების მიზნებს, რის გამოც, ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მათ უნდა დაენიშნოთ სასჯელი ჯარიმის სახით.

 

5.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-–--–--------ის სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 -ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანქციის ფარგლებში და მას ძირითადი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-–--–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2.მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში მოეხსნას ყადაღა გ--------–--------ის (პირადი ნომერი 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: 6-.1-.3-.0--.

 

3.მსჯავრდებულ მ-–--–--------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან