განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/294-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 იანვარი, 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი - მ------ ქ-----–---–ი;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ბ------ გ--–--–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბ. 0-.1-.1--- წელს დაბა ა------ში, პ/ნ 0----------, მისამართი: დაბა ა------,ი.ჭ-------ის ქ. N3-;
ადვოკატი - ტ------– ბ--–-----–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ა------ში ა-----–-------–ის ქუჩა N6-ში მდებარე ბ----- მ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ------ გ--–--–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის მიზნით დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ბ----- მ------–---–ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბ------ გ--–--–---–მა ჩაიდინა - განზრახ მკვლელობა.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი სადავო მტკიცებულებები: მოწმე მ-----ი ბ--–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულის ბ------ გ--–--–---–ის ბიძა. მუშაობს ა-----ის სახანძრო-სამაშველო სამსახურში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე. 2019 წლის 14 ივლისს იყო მორიგე და 15 ივლისს, დილით მივიდა სახლში - დაბა ა------, ჭ-------ის N 3--ში. იგი ცხოვრობ მეუღლესთან და შვილებთან ერთად და დისშვილთან ბ------ გ--–--–---–თან ერთად, რომელიც დაკვეთით მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე. მისი მისვლისას ბ------ გ--–--–---–ი სახლში არ იმყოფებოდა, სამუშაოზე იყო წასული.
დაახლოებით 12-დან 14 საათამდე შუალედში, ბ------ გ--–--–---–ი სამუშაოდან დაბრუნდა დასასვენებლად და დაიძინა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ის ეზოში იყო და ა/მანქანას არემონტებდა, ბ------ გ--–--–---–ი სახლიდან გარეთ გამოვიდა. საღამოს, მან სავახშმოდ დაუძახა ბ------ გ--–--–---–ს, რაზეც ბ------ გ--–--–---–მა უპასუხა რომ მალე მივიდოდა და სადღაც წავიდა. მას არ შეუმჩნევია ბ------ გ--–--–---–მა თან რაიმე საგანი წაიღო თუ არა. ზოგადად ბ------ გ--–--–---–ი დანას თან არასდროს ატარებდა და მის ხელში დანა არასდროს დაუნახავს.
საღამოს ბ------ გ--–--–---–ი მივიდა სახლში, მას ასევე არ შეუნიშნავს ბ------ გ--–--–---–ს თან ჰქონდა თუ არა რაიმე ნივთი. ბ------ გ--–--–---–ი მის შვილებს მოეფერა, მოწმეს დაემშვიდობა, უთხრა შეხვედრამდეო, გაბრუნდა და კარებისკენ წავიდა. როდესაც ბ------ გ--–--–---–ი მისკენ ზურგით შებრუნდა მან შეამჩნია, რომ მას ზურგის არეში, სვიტერი დაზიანებული ჰქონდა. იგი დაინტერესდა თუ რა შეემთხვა ბ------ გ--–--–---–ს, ჰკითხა დაზიანების მიზეზი და სად აპირებდა წასვლას, რაზეც ბ------ გ--–--–---–მა განუმარტა, რომ პოლიციაში აპირებდა წასვლას, რადგან ბ----- მ------–---–ი შემოაკვდა. ბ------ გ--–--–---–ს არ განუმარტავს ბ----- მ------–---–ის მკვლელობის მიზეზი და არც თავად მან იცის. მოწმის განმარტებით ბ------ გ--–--–---–ი ამ უკიდურესობამდე კონკრეტულმა მიზეზმა მიიყვანა და აიძულა ამ ქმედების ჩადენა.
ამის გაგონებისთანავე, იგი დაუყოვნებლივ გაემართა ბ-----ი მ------–---–ის სახლისკენ ვითარების გასარკვევად. სახლიდან გამოსვლისას მას არ ახსოვს შეხვდა თუ არა ქ------- მ------–---–ი. სავარაუდოდ უკან დაბრუნებისას ნახავდა, ზუსტად არ ახსოვს. მან მარტომ ვერ გაბედა ბ----- მ------–---–ის სახლში მისვლა. თავდაპირველად მივიდა კარის მეზობელ ვ--------------–--ესთან, თუმცა მისი მეუღლისგან გაარკვია, რომ ის სახლში არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ მივიდა მეორე მეზობელთან თ------------ესთან სთხოვა გაყოლა, რაზეც სესაძე დასთანხმდა.
ბ----- მ------–---–ის სახლში შესვლისას გაიგონა ტელევიზორის ხმა და შუქი დაინახა. შესასვლელი კორიდორის მარცხენა მხარეს, ძირს ადამიანი ეგდო, მას ზუსტად არ შეუმოწმებია ცოცხალი იყო თუ არა, ახლოსაც არ მისულა, რადგან შეეშინდა და დაუყოვნებლივ უკან გამობრუნდა. თავისი ტელეფონით დარეკა 112-ზე და რადგან მას საუბარი არ შეეძლო, სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად თ------------ეს მიაწოდა ტელეფონი. 112-ზე დარეკვიდან მალევე, რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა პოლიცია და შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც მოგვიანებით გაარკვია ბ------ გ--–--–---–ი მართლა თავის ფეხით მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა. ამის შესახებ მას საქმის გამომძიებელმა აცნობა ტელეფონით. იგი ბ------ გ--–--–---–ს დაბადებიდან იცნობს და ახასიათებს მშრომელ, პატიოსან და მეგობრულ პიროვნებად, განმარტავს, რომ ბ------ გ--–--–---–ი არც თუ ისე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში უწყინარი ხასიათი ჰქონდა. ბ------ გ--–--–---–ი და ბ----- მ------–---–ი შემთხვევამდე ერთად მუშაობდნენ კერძო ობიექტზე, რემონტს აკეთებდნენ. ბ------ გ--–--–---–ს და ბ----- მ------–---–ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.
მოწმე ქ------- მ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბ----- მ------–---–ის ბიძაშვილი. ქ------- მ------–---–ის განმარტებით ბ----- მ------–---–ი მისი ბიძაშვილი იყო. იგი მას ახასიათებს დადებით პიროვნებად და მიუთითებს რომ მისი გამორჩეული ნაკლი ალკოჰოლური სასმელების ხშირი მოხმარება იყო. ბ----- მ------–---–ი იმ დროისთვის სახლში მარტო ცხოვრობდა, ვინაიდან მისი მეუღლე საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული, ხოლო მისი ორი ქალიშვილი გათხოვილები არიან და თავიანთ ოჯახებში ცხოვრობენ.
ბ----- მ------–---–ი 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, იგი დაახლოებით 2 წლის წინ დაბრუნდა საქართველოში. მას არავისგან სმენია, რომ ბ-----ი მ------–---–ს ვინმესთან ეჩხუბა. ასეთივე უწყინარი ხასიათი ჰქონდა ბ------ გ--–--–---–საც, მათ შორის ნასვამ მდგომარეობაშიც. იგი ასევე კარგად იცნობს ბ------ გ--–--–---–საც, დაბადებიდან-დღემდე. შემთხვევამდე, იგი ბ------ გ--–--–---–ს ახასიათებს წყნარ, მორიდებულ და მოკრძალებულ პიროვნებად, რომელსაც თავისი ცხოვრებისეული პრობლემები ჰქონდა.
მისთვის როგორც ცნობილია ბ------ გ--–--–---–ს და ბ----- მ------–---–ს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ისინი ხშირად სამუშაოზე ერთად მიდიოდნენ. ბოლო პერიოდშიც ერთად მუშაობდნენ სადარბაზოების რემონტზე.
2019 წლის 15 ივლისს იგი სამსახურში იმყოფებოდა 18:00 სთ-მდე. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 18:30-დან 20:00 სთ-მდე, სახლის წინ იყო გამოსული და ამ დროს შეხვდა ბ------ გ--–--–---–ი. მათ ერთმანეთი მოიკითხეს და საუბარი დაიწყეს. ბ------ გ--–--–---–მა უთხრა, რომ მასთან რაღაც საქმე ჰქონდა, ბ----- მ------–---–თან დაკავშირებით. ბ------ გ--–--–---–ი მას ებოდიშებოდა და ამბობდა, რომ მე ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოო. როდესაც მან სთხოვა ბ------ გ--–--–---–ს აღნიშნული სიტყვების განმარტება და უთხრა რომ თუ ის და ბ----- მ------–---–ი ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ მასთან ერთად აღარ ემუშავა და მის სახლშიც აღარ მისულიყო. თუმცა ბ------ გ--–--–---–ი იმავეს იმეორებდა, რომ ის თავის გასაკეთებელს გააკეთებდა. საუბრისას მას არ შეუმჩნევია, რომ ბ------ გ--–--–---–ი ნასვამი იყო, რადგან მას ალკოჰოლის სუნი არ უდიოდა. ბ------ გ--–--–---–ს ეცვა შავი ფერის ვილვეტის შარვალი და მუქი ფერის სვიტრი. იგი ბ------ გ--–--–---–ს ხშირად აძლევდა მისი შვილის ნაქონ ტანსაცმელს, ეს ვილვეტის შარვალიც მისი ნაჩუქარი იყო და ამიტომ დაამახსოვრდა. საერთო ჯამში მან და ბ------ გ--–--–---–მა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და ერთმანეთს დასცილდნენ. ის სახლში შებრუნდა, ხოლო ბ------ გ--–--–---–ი სად წავიდა არ იცის. მას არასდროს შეუმჩნევია, რომ ბ------ გ--–--–---–ი როდისმე ცივ იარაღს ატარებდა და ასევე, საუბრის დროს მისთვის არ შეუმჩნევია რაიმე საგანი, მათ შორის დანა.
ბ------ გ--–--–---–თან საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ მას კვლავ მოუწია სახლიდან გარეთ გასვლა. ამ დროს უკვე ბნელოდა, იყო 20:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე პერიოდი. იქვე გზაჯვარედინთან მას კვლავ შეხვდა ბ------ გ--–--–---–ი. იგი არც დაინტერესებულა თუ სად მიდიოდა ბ------ გ--–--–---–ი და მისთვის არაფერი უთქვამს, თუმცა ბ------ გ--–--–---–მა თვითონვე უთხრა, რომ პოლიციაში მიდიოდა. როდესაც მან ჰკითხა თუ რა უნდოდა პოლიციაში, ბ------ გ--–--–---–მა მას უპასუხა ხომ გითხარი, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. იგი დაინტერესდა თუ რა გააკეთა ბ------ გ--–--–---–მა. საბოლოოდ, მან იფიქრა, რომ ბ------ გ--–--–---–მა და ბ----- მ------–---–მა იჩხუბეს და ბ------ გ--–--–---–ი ამის განსაცხადებლად მიდიოდა პოლიციაში. ბ------ გ--–--–---–მა გზა გააგრძელა ვარძიის ქუჩის მიმართულებით, ვინაიდან თავად შვილიშვილთან ერთად იყო ვეღარ მოახერხა ვითარებაში დეტალურად გარკვევა. საუბრის დროს ბ------ გ--–--–---–ი მშვიდად გამოიყურებოდა და აღელვება არ ეტყობოდა.
როდესაც თავის სახლს მიუახლოვდა, ამ დროს მ-----ი ბ--–--–---–ის სახლიდან გამოვიდნენ ბ------ გ--–--–---–ის ოჯახის წევრები. მათ ჰკითხა თუ სად იყო მ----- ბ--–--–---–ი, რადგან ბ------ გ--–--–---–ი პოლიციაში მიდიოდა და გაერკვია თუ რა მოხდა. ამ დროს მ-----ი ბ--–--–---–იც გამოვიდა სახლიდან. მან სთხოვა მ-----ი ბ--–--–---–ს, რომ მისულიყო ბ-----ი მ------–---–თან და გაერკვია თუ რა მოხდა მას და ბ------ გ--–--–---–ს შორის. მ-----ი ბ--–--–---–ი დაუყოვნებლივ და წავიდა ვითარების გასარკვევად. დაახლოებით 3-5 წუთის შემდეგ მან სთხოვა თავის რძალს, რომ დაერეკა მ-----ი ბ--–--–---–თან და ეკითხა თუ რა ხდებოდა, ტელეფონზე საუბრისას მ-----ი ბ--–--–---–მა უთხრა მათ, რომ ის სახლში ვერ შევიდა და პოლიციაში ჰქონდა დარეკილი. ამ საუბრის დროს გაიარა პოლიციის მანქანამაც ბ-----ი მ------–---–ის სახლის მიმართულებით. მოგვიანებით გაარკვია რომ ბ-----ი მ------–---–ი უკვე გარდაცვლილი იყო.
ბ------ გ--–--–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, კერძოდ: თ------------ის, ნ-----–--------–----ის, დ----------–------–---–ის, გ--------------ის, ვ--------------–--ის ჩვენებები, ოქმი ზეპირი შეტყობინების შესახებ დანაშაულის აღიარებით გამოცხადების თაობაზე, ბ------ გ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბ----- მ------–---–ის ტანსაცმელი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ბ----- მ------–---–ის და ბ------ გ--–--–---–ის მიმართ, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, სასამართლო-ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დამტკიცდა სასამართლოს მიერ წინასასამართლო სხდომაზე, როგორც უდავო მტკიცებულებანი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა ძირითადი მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა სასამართლოში გამოკვლეული მ----- ბ--–--–---–ის და ქ------- მ------–---–ის ჩვენებებისა.
განსახილველ საქმეში ცალკეული მტკიცებულების შეფასებით და მათი ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ------ გ--–--–---–ის მიერ ნამდვილად ჰქონდა ბ----- მ------–---–ის მკვლელობის განზრახვას ადგილი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა გარემობებათა არსებობსას, მათ შორის შურისძიების ნიადაგზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმის მასალებით არ დგინდება ბ----- მ------–---–ის გარდაცვალებასა და ბრალდებულის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას შორის კავშირი. რომ მტკიცებულებებით არ არის შესაძლებელი შემთხვევის ვითარების აღდგენა და დასკვნის სახით ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ასახული ვითარების წარმოდგენა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ბ------ გ--–--–---–სა და ბ----- მ------–---–ს წარსულში ჰქონდათ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, თუმცა ბოლო პერიოდში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. შემთხვევის დღეს ბ------ გ--–--–---–ი ბ-----ი მ------–---–ის ნათესავთან - ქ------- მ------–---–თან საუბრისას მას ებოდიშებოდა და ეუბნებოდა, რომ მისი გასაკეთებელი უნდა დაეკეთებინა. მოწმემ სთხოვა ბ------ გ--–--–---–ს აღნიშნული სიტყვების განმარტება თან უთხრა, რომ თუ ის და ბ----- მ------–---–ი ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ მასთან ერთად აღარ ემუშავა და მის სახლშიც აღარ მისულიყო. თუმცა, ბ------ გ--–--–---–ი იმავეს იმეორებდა, რომ ის თავის გასაკეთებელს გააკეთებდა. მოგვიანებით ბ------ გ--–--–---–ი კვლავ შეხვდა ქ------- მ------–---–ს და უთხრა, რომ მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა და მიდიოდა პოლიციაში. ქ------- მ------–---–სა და ბ------ გ--–--–---–ის საუბრებს შორის შუალედი თანხვედრაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ბ-----ი მ------–---–ის გარდაცვალების დროსთან, რომელიც გვამის გამოკვლევამდე არის არანაკლებ 2-4 საათის და არაუმეტეს 12-14 საათისა. ამასთან, ბ----- მ------–---–ის გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები ფილტვებისა და ღვიძლის დაზიანებით, დაზიანებები მიყენებულია მჭრელი-მჩხვლეტავი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის დაზიანებათა მძიმე ხარისხს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების გამო. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია სიკვდილამდე უახლოეს მომენტში. ასევე, გასათვალისწინებელია მოწმე მ----- ბ--–--–---–ის ჩვენება, სადაც მიუთითებს, რომ შემთხვევის დღეს საღამოს საათებში ბრალდებული დაბრუნდა სახლში, ბავშვებს მოეფერა და დაემშვიდობა, ასევე დაემშვიდობა მოწმესაც და უთხრა, რომ პოლიციაში მიდიოდა რადგან ბ----- მ------–---–ი შემოაკვდა, ამ დროს ბრალდებულს სვიტერზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების კვალი რაც გარდაცვლილთან კონფლიქტზე მიუთითებს, ხოლო მისი სიტყვები, რომ ,,ბ----- მ------–---–ი შემოაკვდა" სამართალდამცავ ორგანოში ბრალის აღიარებით გამოცხადების მხედველობაში მიღებით, უნდა იქნეს განხილული როგორც ბრალდებულის სინანული დამდგარი შედეგისადმი. ბრალდებულსა და ბ----- მ------–---–ს შორის არსებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიუთითებს ასევე თავად ბრალდებულის სხეულზე არსებული დაზიანებები - სწორკიდეებიანი ნაფლეთოვანი ჭრილობა მარჯვენა მტევნის I თითის არეში, სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის არეში, და ნაჭდევები გულმკერდის უკანა ზედაპირზე. აღნიშნული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, აღნიშნული დაზიანებები, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალ-ცალკე ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით ეს დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს 2019 წლის 15 ივლისს (იხ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ტ.2.ს.ფ.1). თუმცა, დაზიანების ხარისხი და ხასიათი ბ----- მ------–---–ის გვამზე არსებული დაზიანებების ხარისხსა და ხასიათთან მიმართებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მიზნით მიაყენა გარდაცვლილს სხეულზე არსებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მრავლობითი ჭრილობები, ხოლო გარდაცვლილი უწევდა წინააღმდეგობას. ამ გარემოებას ადასტურებს ასევე უდავო მტკიცებულება ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზა (დასკვნა N0--------, ტ.2.ს.ფ.112), რომლის თანახმადაც ბ------ გ--–--–---–ის ტანსაცმელზე, კერძოდ, შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო პროფილირებული პოლიესტერის ბოჭკოების მიკრონაწილაკები და მოლურჯო - მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება სპეც. პაკეტში წარწერით: ,,ბ----- მ------–---–ის ტანსაცმელი" მოთავსებული შარვლისა და მაისურის ქსოვილების ნართების შემადგენელ ბამბის ბოჭკოებთან შარვლის ,,ბ----- მ------–---–ის შარვლის" ზედაპირზე აღინიშნება მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება ,,ბ------ გ--–--–---–ის" შარვლის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.
საქმეში მოთავსებულია ასევე დოკუმენტი რომლის თანახმადაც, ა-----ის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა ბ------ გ--–--–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ დაბა ა------ში წ-------–-ს ქუჩაზე, მისივე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოკლა ბ----- მ------–---–ი. სასამართლო მხედველობაში არ მიიღებს ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებს, თუმცა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, სადაც გარდა მისი ჩვენების ადგილზე შემოწმებისა, ბრალდებულის მიერ დეტალურად არის აღწერილი ვითარება ჟესტებით, მოქმედებებით კონკრეტულ საგნებზე, მდგომარეობაზე მითითებით, რითიც აღადგენს შემთხვევის ვითარებას და ადასტურებს მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ტ.1.ს.ფ.82).
გარდა ზემოაღნიშნულისა ასევე უდავო მტკიცებულებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (იხ.ტ.1.ს.ფ.39), დადგენილია, რომ ბ-----ი მ------–---–ის საცხოვრებელი სახლის აივანზე ასასვლელი კიბის მეოთხე საფეხურზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა რომელსაც მიენიჭა ნიშნული 12, ამ ბიოლოგიურ მასალაზე ჩატარებული კვლევით კი დადგინდა, რომ წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ გ--–--–---–ს (იხ. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N0--------, ტ.2,ს.ფ.100).
ასევე, უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბ------ გ--–--–---–ს დაკავებისას ჩაუტრადა პირადი ჩხრეკა და ამოღებულ იქნა მისი ტანსაცმელი, ხოლო, ზემოდმითითებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში წარწერით ,,ბ------ გ--–--–---–ის ტანსაცმელი" მოთავსებულ შარვალზე, მაისურსა და წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ----- მ------–---–ს.
შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა ბ------ გ--–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისა და ბრალდებულ ბ------ გ--–--–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად: ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ბ------ გ--–--–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები
ბ------ გ--–--–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ბრალდებული ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ------ გ--–--–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ბრალის აღიარებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და ხელი არ შეუშლია გამოძიებისათვის მტკიცებულებათა მოპოვებაში, საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უმრავლესობა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ოდენობით, თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
ნივთიერი მტკიცებულება: ბ----- მ------–---–ის ტანსაცმელი ერთ ფუთად, 2 (ორი) ცალი მინის ფინჯანი, ოთახის ჩუსტები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შავი ფერის „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ-----ი მ------–---–ის უფლება მონაცვლეს.
ბ------ გ--–--–---–ის ტანსაცმელი ერთ ფუთად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ------ გ--–--–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ------ გ--–--–---–ის სისხლი მშრალი სახით, ბ----- მ------–---–ის სისხლი მშრალი სახით, გვამის თავთან არსებული სისხლისმაგვარი ლაქა, ბ----- მ------–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ათივე თითის ფრჩხილის ნიმუში, კ------- სესაძის ნერწყვის ნიმუში, 3 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 12 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 7 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 6 ნიშნულიდან ამოღებული ორი ღერი სიგარეტი, 5 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 2 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 1 (ერთი) ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის ბოთლი სივე თავსახურავით, 1 (ერთი) ცალი შუშის ქილა და სიგარეტის ნამწვები ე.წ. ბიჩოკები, 1 (ერთი) ცალი ხის ტარიანი დანა, ბ----- მ------–---–ის დაქტილოსკოპიური ბარათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბ------ გ--–--–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, ერთ ცალ ელექტრონულ მეხსიერების ბარათზე შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ------ გ--–--–---–ი (პ/ნ0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
2. ბ------ გ--–--–---–ის (პ/ნ0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 16 ივლისიდან.
3. ნივთიერი მტკიცებულება:
ბ----- მ------–---–ის ტანსაცმელი ერთ ფუთად, 2 (ორი) ცალი მინის ფინჯანი, ოთახის ჩუსტები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ-----ი მ------–---–ის უფლებამონაცვლეს.
ბ------ გ--–--–---–ის ტანსაცმელი ერთ ფუთად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს ბ------ გ--–--–---–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ბ------ გ--–--–---–ის სისხლი მშრალი სახით, ბ----- მ------–---–ის სისხლი მშრალი სახით, გვამის თავთან არსებული სისხლის მაგვარი ლაქა, ბ----- მ------–---–ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ათივე თითის ფრჩხილის ნიმუში, კ------- სესაძის ნერწყვის ნიმუში, 3 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 12 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 7 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 6 ნიშნულიდან ამოღებული ორი ღერი სიგარეტი, 5 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 2 ნიშნულიდან ამოღებული წითელი ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, 1 (ერთი) ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის ბოთლი სივე თავსახურავით, 1 (ერთი) ცალი შუშის ქილა და სიგარეტის ნამწვები ე.წ. ბიჩოკები, 1 (ერთი) ცალი ხის ტარიანი დანა, ბ----- მ------–---–ის დაქტილოსკოპიური ბარათი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბ------ გ--–--–---–ის მოწმის სახით გამოკითხვის მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, ერთ ცალ ელექტრონული მეხსიერების ბარათზე შენახულ იქნეს საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი