განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100120003405525
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/11-20 24 იანვარი, 2020 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ადვოკატ - მ------ ი------–---–ის,ბრალდებულ - ი-----–- კა------ას
მონაწილეობით, Aღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011011219002 საქმე ი-----–- ა-–----------ს ძე კა------ას (დაბადებული 1----–-–---------------რს, პირადი №------------ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ.გორში, ფ------–--–-----------–-, მცხოვრები: ქ.გორში, პე------–---–---------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ი-----–- კა------ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 01 დეკემბერს, ქ.გორში, პეტ----–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ი-----–- კა------ამ მეუღლეს - ნ---- მ-----–-–---–ს სახეში ერთხელ განზრახ დაარტყა ფეხი, რითაც ნ---- მ-----–-–---–ს მიაყენა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა ი-----–- კა------ამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ი-----–- კა------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით, ნ---- მ-----–-–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ი-----–- კა------ას ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ი-----–- კა------ას მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც პრეტენზია არ გააჩნია მის მიმართ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ი-----–- კა------ას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- კა------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ ი-----–- კა------ას პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ ი-----–- კა------ას ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. ი-----–- კა------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ი-----–- კა------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 01 დეკემბრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: რენტგენის ფოტო CD დისკზე და შეტყობინების აუდიოჩანაწერი CD დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე