გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.02.2020
საქმის ნომერი
160210019003166722
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

16021----------722

საქმე № 2/6---19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური, თეა ნადიბაიძე

 

მოსარჩელე - მარ-----–--------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ბე-ა გავ-–--–ი

 

მოპასუხე - შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“

წარმომადგენელი - მარ--ე ხ-----

 

დავის საგანი: ზიანის ანა--ღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ს“ მარ-----–--------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 764 841.37 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ს“ მარ-----–--------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 188 826.3 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 17 ივლისს, ერთის მხრივ მარნეულის მუნიციპალიტეტსა (ს/კ 234232149) (შემდგომში „მეიჯარე“) და მეორეს მხრივ ს.ს „ ვისოლი გა--ის სადისტრიბუციო კომპანია“-ს (ს/კ 205246995) (შემდგომში „მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გა--ის მილგაყვანილობის, (15 გა--გამანაწილებელი პუნქტითურთ) 30 წლის ვადით სარგებლობის უფლებით მოიჯარესათვის გადაცემას. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საგნის სარგებლობისათვის საიჯარო ქირამ შეადგინა წელიწადში 9 402,14 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ყოველი სააგნარიშო წლის ბოლოს, დასრულებული წლის მომდევნო თვის 20 ეიცხვამდე. 2019 წლის 16 სე-ტემბერს სს „ვისოლი გა--ის სადისტიბუციო კომპანია“-მ თავის ნაცვლად მარნეულის მუნიციპალიტეტს შესთავა--ა ახალი მეიჯარე ს.ს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ (ს/კ 205-----5), რომელმაც 2008 წლის 17 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მიიღო იმავე პირობებით, უფლებებით და ვალდებულებებით, რასთან დაკავშირებითაც გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება. ამდენად ახალი მეიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულების საიჯარო ქირა 9 402.14 ლარი გადაეხადა ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, დასრულებული წლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დამფუძნებელი და აქციების 100% მფლობელი იყო შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი“ (ს/ნ 20----121), რომელმაც 2018 წლის 28 მარტს მიიღო გადაწყვეტილება სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულის“-ს შესახებ და ლიკვიდატორად დანიშნა დავით ლომაძე (პ/ნ 01-------73). ამავე გადაწყვეტილებაში მოპასუხე მხარის დირე-ტორმა ა--ერ მამ------მა აღნიშნა, რომ სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს არ გააჩნია რაიმე სახის დავალიანება და არ ყავს კრედიტორები. 2018 წლის 30 მარტს, ლიკვიდატორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი.

 

„მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით სუბიე-ტი ვალდებული იყო, ლიკვიდაციის დაწყების შესახებ ეცნობებინა მუნიციპალიტეტისათვის და ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის უნდა მიეწოდებინა სრული ინფორმაცია კრედიტორების შესახებ, რომელშიც უნდა აღნიშნულიყო მარნეულის მუნიციპალიტეტი კრედიტორად. მიუხედევად ამისა, სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-მ დაარღვია კანონმდებლობით განსა--ღვრული მოთხოვნები და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ აცნობა მხოლოდ მის დამფუძნებელს 2018 წლის 2 აპრილს N3 წერილით. ასევე საჯარო რეესტრს 2018 წლის 26 აპრილს N5 წერილით აცნობა, რომ მას კრედიტორი ჰყავს შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი“, რომელიც იყო მისი დამფუძნებელი. 2018 წლის 25 მაისს, ლიკვიდატორმა, საჯარო რეესტრს წარუდგინა მოპასუხე მხარის 2018 წლის 25 მაისის წერილი, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულის“-ს ლიკვიდაცია--ე.

 

სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-მ საწარმოს ლიკვიდაციის დაწყება--ე მარ-----–--------–----–--------------ას აცნობა მხოლოდ 2018 წლის 4 ოქტომბერს N5 წერილით და მოითხოვა 2018 წლის 17 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. 2018 წლის 5 ნოემბერს მარ-----–--------–----–--------------ამ N03/11416 წერილით სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს აცნობა, რომ იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემდგომ განიხილავდა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს,. მიუხედავად ამისა, მან მუნიციპალიტეტის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა საჯარო რეესტრს და მოახდინა სუბიე-ტის ლიკვიდაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის წერილზე, 2019 წლის 30 იანვრის წერილით (რეგ.მერიაში: 1842//03 04.02.19წ) უპასუხა შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი“-მ რომელმაც აღნიშნა, რომ სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულის ერთადერთ დამფუძნებელს წარმოადგენდა და იგი ლიკვიდირებულია.

 

2018 წლის 29 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“-ს N-B18046717/7 გადაწყვეტილებით დასრულდა ლიკვიდაციის პროცესი და სუბიე-ტის რეგისტრაცია გაუქმდა.

 

სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს და მისი დამფუძნებლის შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს არაკეთილსინდისიერი ქმედებით მარ-----–--------–----–--------------ამ მიიღო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. კერძოდ, 2018 წლის 17 ივნისიდან - 2018 წლის29 ნოემბრამდე, „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს გადაუხდელმა საიჯარო ქირის ძირის თანხამ შეადგინა - 97 938.96 ლარი, ხოლო აღნიშნული ძირი თანხის გადაუხდელობით გამოწვეულმა პირგასამტეხლომ 2009 წლის 20 იანვრიდან - 2018 წლის 29 ნოემბრამდე შეადგინა - 666 902. 41 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ გაუქმებული იყო, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 20018 წლის 17 ივლისის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა--ე და 2018 წლის 13 დეკემბერს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიცა N-2570 ბრძანება.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 20018 წლის 17 ივლისს და მოქმედებდა ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან 30 წლის განმავლობაში, 2038 წლის 17 ივლისამდე. შესაბამისად, მოიჯარეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა მარნეულის მუნიციპალიტეტი დამატებით შემოსავლის სახით უნდა მიეღო 2018 წლის 29 ნოემბრიდან 20358 წლის 17 ივლისამდე 188 826.30 ლარი. მოიჯარე ვალდებული იყო ლიკვიდაციის დასრულებამდე გადაეხადა არსებული დავალიანება, გადაეხადა დარჩენილი წლების თანხა ან/და თავის ნაცვლად წარმოედგინა ახალი მოიჯარე, რომელიც მიიღებდა იჯარის ხელშეკრულებას იგივე პირობებით. მიუხედავად ამისა, მისი და მისი დამფუძნებლის არაკეთილსინდისიერი ქმედებით მარ-----–--------–----–--------------ას მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი, რომლის ანა--ღაურებაც უნდა დაეკისროს სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დამფუძნებელსა და უფლებამონაცვლეს შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომა--ე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მითითებით 2018 წლის 17 ივლისს, ერთის მხრივ მარნეულის მუნიციპალიტეტსა და სს „ვისოლი გა--ის სადისტრიბუციო კომპანია“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, 30 წლის ვადით, რაც ითვალისწინებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გა--ის მილგაყვანილობის სარგებლობის უფლების გადაცემას. 2009 წლის 16 სე-ტემბერს მხარეთა შეთანხმებით მოიჯარე სს „ვისოლი გა--ის სადისტრიბუციო კომპანიას“ ჩაენაცვლა სს „სო---- ჯო-----ა გზაი მარნეული“ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ სამართალურთიერთობაში მოიჯარეს წარმოადგენდა სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოიჯარის მიერ, რასაც მოპასუხე მხარე არ ეთანხმება. სარჩელზე წარმოდგენილის სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს წერილი, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ საიჯარო ქონება იყო გამოუსადეგარი და მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ ვერ ხერხდებოდა, რის გათვალისწინებითაც, მოიჯარემ ითხოვა იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა. ასამთან შეატყობინა მოსარჩელეს, რომ მიმდინარეობდა სა--ოგადოების ლიკვიდაციის პროცესი. იჯარის ხელშეკრულების თანახმად საიჯარო ქონების გადაცემას, გააჩნია ერთადერთი მიზანი მოიჯარის მიერ მისი გამოყენებით სარგებლის მიღება. წარმოდგენილი წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ საიჯარო ქონება იყო გამოუსადეგარი, რასაც ადასტურებს მეიჯარის ანუ მოსარჩელის მხრიდან იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტს. მოსარჩელე აყენებს დაუსაბუთებელ პრეტენზიებს რისი გა--იარების არანაირი პროცესუალურ-ფორმალური და არ ფაქტობრივი შესაძლებლობები არ არსებობს. როგორც მოსარჩელე მიუთითებს 2019 წლის 16 სე-ტემბრიდან მარ-----–--------–----–--------------ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და ხელშეკრულება გაფორმდა სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულს“ შორის რისი გათვალისწინებითაც სწორედ სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულმა“ შეიძინა მოიჯარის უფლებები და ვალდებულებები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ როგორც მეიჯარემ არ შეასრულა ვალდებულებები და ხელშეკრულება მისი მხრიდან არ არის დარღვეული, მან თავისივე 2018 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კერძოდ N2570 ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულება, რომლის შესრულებასაც იგი პირადად ვერ უზრუნველყოფდა.

 

ასევე მოპასუხე მიუთითებს, რომ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას არ გააჩნია ინფორმაციული ხასიათი და ტავის მხრივ ადასტურებს იმ გარემოებას რომ ლიკვიდაციის დაწყვების დროისათვის და არც მანამდე მოსარჩელეს არ მიუმართავს კონტრაგენტისათვის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების და თანხის გადახდის მოთხოვნით უფრო მეტიც მოსარჩელისათვის 2018 წლის 2 ოქტომბრის წერილით გახდა ცნობილი ლიკვიდაციის პროცესი იყო დაწყებული, რა--ედაც ამ უკანასკნელს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. თუ მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ იგი წარმოადგენდა კრედიტორს, მას სრული უფლება გააჩნია მიემართა პრეტენზიით მაკონტროლებელი და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის, რაც მას მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია. თუმცა უნდა აღინიშნოს ტომ ამ დროისათვის მოთხოვნა თანხის გადახდა--ე იყო ხანდა--მული, რადგან საიჯარო თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნდა 3 წლიანი ვადის გასვლამდე. ლიკვიდაციის პროცესში ჩართვასთან ერთად, ასევე თანხის გადახდის მოთხოვნის შესაძლებლობა მოსარჩელეს გააჩნდა ლიკვიდაციამდე ნებისმიერ დროს, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია.

 

საქ. სკ-ის 144-ე მუხლით ხანდა--მულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულება--ე. სწორედ ამიტომ მოსარჩელის პოზიცია ამ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული, ლიკვიდატორს სრული უფლება გააჩნდა მარეგისტრირებელ ორგანოში წარედგინა მსგავსი შინაარსის ინფორმაცია. მოსარჩელის მოქმედებით რჩება იმის შთაბეჭდილება, რომ იგი ელოდებოდა ლიკვიდაციის დასრულებას, რომ შემდეგში თანხა მოეთხოვა არა უშუალოდ კონტრაგენტისათვის, არამედ მისი დამფუძნებლისათვის, დამფუძნებლისათვის თანხის დაკისრების ვალდებულებას არცერთი საკანონმდებლო დანაწესი არ ითვალისწინებს. მიტ უფრო იმ პირობებში როდესაც მოვალე- იურიდიული პირი არის ლიკვიდირებული და მის უფლებამონაცვლეს მოპასუხე არ წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნა არის ხანდა--მული როგორც ძირითადი მოთხოვნის ასევე მისგან წარმოშობილი მეორადი მოთხოვნის ნაწილშიც.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მესამე ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე არ საუბრობს მოპასუხის მხრიდან იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა--ე, რაც არის სარჩელის საგანი, არამედ ლიკვიდაციის პროცესის დაწყვებისას ინფორმაციის წარუდგენლობა--ე. ამ გარემოებების გათვალისწინებით მით უფრო იურიდიულად გაუმართლებელია საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხების და პირგასამტერხლოს მოპასუხისათვის დაკისრება.

 

მოსარჩელე მიუთითებს ლიკვიდატორის და ლიკვიდირებული საწარმოს მიერ ლიკვიდაციის პროცესში გახორციელებულ მოქმედებებზე და მიაჩნია ეს მოქმედებები უკანონო, თუმცა ასეთ შემთხვევაში რა შუაშია მოპასუხე სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ გაურკვეველია. ლიკვიდაცია განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან და იმ შემთხვევაშიც რომ მომხდარიყო იმ ინფორმაცია მითითება არაფერი შეიცვლებოდა. საინტერესოა თვითონ მოსარჩელემ რატომ არ მიმართა საჯარო რეესტრს ანდა საგადასახადო სამსახურს, როგორც კრედიტორმა. მოსარჩელეს ფაქტობრივად პრეტენზია გააჩნია მარეგისტრირებელ ორგანოსთან, ამასთან სარჩელზე წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ისიც, რომ ორგანოს შემოწმების შემდეგ გადაწყდა ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოიცა 2018 წლის 29 ნოემბერს, მაშინ როდესაც მოსარჩელისათვის უკვე ცნობილი იყო ლიკვიდაციის პროცესი დაწყვების შესახებ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თანხა, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს, ხანდა--მულია, ასევე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მხრიდან არანაირი ინვოისი. ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა აუცილებელი დოკუმენტი, რაც ტავის მხრივ შეიძლება გამხდარიყო ანგარიშწორების საფუძველი. კრედიტორის მითითების პირობებშიც მოსარჩელის, როგორც კრედიტორის დადგენა ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. ლიკვიდაციის პროცესში ისიცხ დადგინდა რომ სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულს“ არანაირი აქტივი და ქონება არ გააჩნია პირიქით გააჩნდა შპს „სო---- ჯო-----ა გა--ის“ დავალიანება მილიონობით ლარი, რის შესახებაც დამატებით მტკიცებულებებს მოპასუხე მხარის თქმით, წარმოადგენენ მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე. ამდენად, მოპასუხეს ლიკვიდირებული საწარმოს მხრიდან არ გადაცემია არანაირი ქონება, რომელიც უნდა გამხდარიყო ანდა შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელის თუნდაც ხანდა--მული მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება.

 

ასევე მოპასუხე მიუთითებს იმ გარემოება--ე, რომ მოსარჩელისათვის კარგად იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ სს „სო---- ჯო-----ა გა-- მარნეულს“ არანაირი ქონება არ გააჩნდა და მით უფრო იგი საერთოდ ვერ იყენებდა საიჯარო ქონებას, რისი გათვალისწინებითაც იჯარის ხელშეკრულება ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობები, ეს რომ ასეა დასტურდება იმითაც რომ ერთის მხრივ მოსარჩელეს არასდროს არ მოუთხოვია იჯარის თანხა სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულისათვის“ და არც დავალიანების შესახებ არასდროს ჩაუყენებია მოპასუხე შპს „სო---- ჯო-----ა გა--ი „ საქმის კურსში და ასევე არ მიუმართავს პრეტენზიით ლიკვიდაციის პროცესში, თანხები რომლის მოთხოვნაც ხდება დღეს უსაფუძვლოა ერთის მხრივ ხანდა--მულობის ვადის გასვლის გამო და მეორეს მხრივ იმ საფუძვლით რომ მოპასუხე „სო---- ჯო-----ა გა--ი“ არ არის ვალდებული გადაიხადოს ხანდა--მული თანხა ფა არც იმ პირს წარმოადგენს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე.

ძირითადი მოთხოვნის ვადის გასვლასთან ერთად, ხანდა--მულად უნდა იქნას მიჩნეული ასევე მისგან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებით, გარდა ამისა მოსარჩელის მიერ იჯარის ხელშეკრულება რომელიც ფაქტობრივად არის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის შეწყვეტილი, რაც გამორიცხავს მითითებული საფუძვლით თანხის მოთხოვნის საფუძვლიანობას და მართებულობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 2018 წლის 17 ივლისს, ერთის მხრივ მარნეულის მუნიციპალიტეტს (ს/კ 234232149) (შემდგომში „მეიჯარე“) და მეორეს მხრივ სს „ ვისოლის გა--ის სადისტრიბუციო კომპანია“-ს (ს/კ 205246995) (შემდგომში „მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გა--ის მილგაყვანილობის, (15 გა--გამანაწილებელი პუნქტითურთ) 30 წლის ვადით სარგებლობის უფლებით მოიჯარისათვის გადაცემა. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საგნის სარგებლობისათვის საიჯარო ქირამ შეადგინა წელიწადში 9 402,14 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, დასრულებული წლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2008 წლის 17 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30-49)

 

3.1.2. 2019 წლის 16 სე-ტემბერს სს „ვისოლი გა--ის სადისტიპუციო კომპანია“-მ თავის ნაცვლად მარნეულის მუნიციპალიტეტს შესთავა--ა ახალი მეიჯარე სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ (ს/კ 205-----5), რომელმაც 2008 წლის 17 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მიიღო იმავე პირობებით, უფლებებით და ვალდებულებებით, გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება. ახალი მეიჯარე ვალდებული იყო ხელშეკრულების საიჯარო ქირა 9 402.14 ლარი გადაეხადა ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2009 წლის 16 სე-ტემბრის ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 29)

 

3.1.3. მარ-----–--------–----–--------------ას სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს მიმართ არ წარუდგენია მოთხოვნა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2018 წლის 5 ნოემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.4. სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ -ს ერთადერთ აქციონერს წარმოდგენდა შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“ .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია აქციათა რეესტრის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 53-54)

 

3.1.5. 2018 წლის 28 მარტს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ის 100%-იანი აქციონერის შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს N 1 გადაწყვეტილებით დადგინდა სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. დანიშნული იქნა ლიკვიდატორი. 2018 წლის 30 მარტს ლიკვიდატორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს გადაწყვეტილება (ს.ფ. 56)

- განცხადება, განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 62-63)

 

3.1.6. 2018 წლის 2 აპრილს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დირე-ტორმა წერილობით აცნობა შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ს“, სა--ოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობა--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 65)

 

3.1.7. 2018 წლის 26 აპრილს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დირე-ტორმა წერილობით აცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომ სა--ოგადოების ერთადერთ კრედიტორს წარმოადგენდა შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“. ასევე აცნობა, რომ სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ მოკლებულია შესაძლებლობას დაფაროს არსებული დავალიანება შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 66)

 

3.1.8. 2018 წლის 2 ოქტომბერს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დირე-ტორმა წერილობით მიმართა მარ-----–--------–----–--------------ას, რომელშიც მიუთითა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება 2013 წლიდან გამოუსადეგარია დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის, ხოლო მუნიციპალიტეტის ტერიტორია--ე არსებული ბუნებრივი აირის მიწოდება, როგორც მოსახლეობისათვის ასევე კომერციული მომხმარებლებისათვის მინდინარეობს შეუფერხებლად და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთანავე წერილით აცნობა, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 71)

 

3.1.9. მარ-----–--------–----–--------------ამ 2018 წლის 5 ნოემბრის წერილით, სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულს“ აცნობა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამოვლენილი იყო საიჯარო ქირის გადაუხდელობის ფაქტი (საიჯარო ქირა - 79 234.68 ლარი, პირგასამტეხლო - 613 667.53 ლარი) და უმოკლეს ვადაში წარმოედგინა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის წარდგენის შემდეგ მოხდებოდა მხარეებს შორის 2008 წლის 17 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 72)

 

3.1.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 76)

 

3.1.11. 2018 წლის 13 დეკემბრის N 2570 ბრძანებით მარ-----–--------–----–--------------ამ შეწყვიტა მარნეულის მუნიციპალიტეტს და სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულს“ შორის 2008 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება N 2570 (ს.ფ. 77)

 

3.1.12. მარ-----–--------–----–--------------ას სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულისათვის“ მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით 2018 წლამდე არ მიუმართავს.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“ არ წარმოადგენს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს უფლებამონაცვლეს.

 

არ დასტურდება შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“- ს მიერ მარ-----–--------–----–--------------ის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსა--რებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსა--ღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრ--ციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიე-ტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიე-ტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრ--ციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიე-ტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“ არ არის სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ -ს უფლებამონაცვლე. დადგენილია, რომ მარ-----–--------–----–--------------ას სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის პროცესის შესახებ ეცნობა ლიკვიდაციის დასრულებამდე. მარ-----–--------–----–--------------ას არ მიუმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ლიკვიდაციის პროცესის შეჩერების მოთხოვნით, ასევე არ წარუდგენია სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულისათვის“ პრეტენზია.

 

სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ჰქონდა კრედიტორების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ასევე არ დასტურდება, რომ ლიკვიდაციის შემდეგ, მოპასუხეს - შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ს“ გადაეცა ლიკვიდირებული საწარმოს ქონება და მოპასუხის ბრალეული ქმედებით ზიანი მიადგა მოსარჩელეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ არ არსებობს მარ-----–--------–----–--------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდე-სი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სი;

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდე-სის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდე-სის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდე-სის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდე-სის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსა--ღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისა--ღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსა--ღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 17 ივლისს, ერთის მხრივ მარნეულის მუნიციპალიტეტსა (ს/კ 234232149) (შემდგომში „მეიჯარე“) და მეორეს მხრივ სს „ ვისოლის გა--ის სადისტრიბუციო კომპანია“-ს (ს/კ 205246995) (შემდგომში „მოიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გა--ის მილგაყვანილობის, (15 გა--გამანაწილებელი პუნქტითურთ) 30 წლის ვადით სარგებლობის უფლებით მოიჯარისათვის გადაცემა. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულების საგნის სარგებლობისათვის საიჯარო ქირამ შეადგინა წელიწადში 9 402,14 ლარი, რომელიც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

 

2019 წლის 16 სე-ტემბერს სს „ვისოლის გა--ის სადისტიპუციო კომპანია“-მ თავის ნაცვლად მარნეულის მუნიციპალიტეტს შესთავა--ა ახალი მეიჯარე სს „სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“ (ს/კ 205-----5), რომელმაც 2008 წლის 17 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება მიიღო იმავე პირობებით, უფლებებით და ვალდებულებებით, გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება.

 

2018 წლის 28 მარტს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ის 100%-იანი აქციონერის შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს N 1 გადაწყვეტილებით დადგინდა სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. დანიშნული იქნა ლიკვიდატორი. 2018 წლის 30 მარტს ლიკვიდატორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით განხორციელდა სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს რეგისტრაციის გაუქმება.

 

მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა გარემოებას სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონების მოპასუხის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

დადგენილია, რომ სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“_ს ლიკვიდაციის პროცესის თაობა--ე ლიკვიდაციამდე ეცნობა მოსარჩელეს. მოსარჩელეს არ მიუმართავს არც სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულისათის“ რაიმე მოთხოვნით და არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის შეჩერების თაობა--ე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის(საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად, მისი უფლებები და მოვალეობები უფლებამონაცვლეობის წესით სხვა პირებზე არ გადადის. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულმა“ 2018 წლის 29 ნოემბერს არსებობა შეწყვიტა და მას ვალდებულებებზე უფლებამონაცვლე არ დარჩენია.

 

სამოქალაქო კოდე-სის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა და--უსტებული სია. საწარმოს შეუძლია აღნიშნული და--უსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 30 მარტს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდატორმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება.

 

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს დირე-ტორმა მარ-----–--------–----–--------------ას აცნობა, რომ მიმდინარეობს სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის პროცესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამდენად, სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციის პროცესში დაცული არ იქნა ზემოთმითითებული ნორმების მოთხოვნა, ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე კრედიტორისათვის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების (მარ-----–--------–----–--------------ა) წერილობითი შეტყობინების შესახებ. ამასთანავე დადგენილია, რომ კრედიტორს (მარ-----–--------–----–--------------ა) მართალია მოგვიანებით, მაგრამ ეცნობა ლიკვიდაციის შესახებ სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ლიკვიდაციამდე.

 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი “ წარმოადგენდა სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს ერთადერთ აქციონერს, შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“ არ არის სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეული“-ს უფლებამონაცვლე. ლიკვიდაციის შემდეგ სს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი მარნეულმა“ არსებობა შეწყვიტა.

 

სამოქალაქო კოდე-სის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნა--ღაუროს მას ეს ზიანი

 

სასამართლოში წარმოდეგნილი არ ყოფილა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ან/და ბრალეულმა ქმედებამ მოსარჩელეს მიაყენა ზიანი.

ამდენად, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო კოდე-სის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდე-სის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრ--ციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდე-სის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მარ-----–--------–----–--------------ის სარჩელი სს შპს ,,სო---- ჯო-----ა გა--ი“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მარ-----–--------–----–--------------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე