გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2020
საქმის ნომერი
050210019003231134
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.01.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210019003231134

2/269-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17.01.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე -ამ------–---ძე; გუ-----–--აძე;

მოპასუხე- მა----------------აძე

დავის საგანი:თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.2. დაეკისროს მოპასუხე მა----------------აძეს მოსარჩელეების ამ------–---ძის და გუ-----–--აძის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 8000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომაზე ამ------–---ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხონას და განმარტა, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს ადვოკატ მა----------------აძეს და ზუ-----–---ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება-ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს დაევალა დაეცვა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესები შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში და ასევე ყველა ინსტანციის სასამართლოში. ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაეცა თანხა 500-500 ლარი. დამატებით შეთანხმდნენ 1000 ლარზე, საქმის მოსართელეთათვის სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში. ამ------–---ძის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მიმდინარეობის პერიოდში მათ მიერ ადვოკატისათვის დამატებით გადახდილი იქნა 50000 ლარი, რომელიც მანუჩარმა გამოართვა იმის გამო, რომ გარდა სისხლის სამართლის საქმისა, მათ მოინდომეს რომ ყოფილიყო მათი ოჯახის ადვოკატი და სხვა სახის დავებშიც უნდა მიეღო მონაწილეობა. ამ------–---ძის განმარტებით მათ ადვოკატმა მოატყუა და არ მოახდინა მათი სრულფასოვნი დაცვა. მათი სურვილი იყო ისინი დაზარალებულებლად ყოფილიყვნენ საქმეში ცნობილნი და აღნიშნულზე ადვოკატს უნდა მიემართა პროკურატურისათვის და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მათი აზრით ადვოკატს არ განუხორციელებია. ამ------–---ძის განმარტებით მათ მა----------------აძეს ასევე ხელზე გადასცეს ფული 2000 ლარის ოდენობით სესხის სახით და არა ჩუქების მიზნით, როგორც ამას ადვოკატი ხსნის. მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა არის კანონიერი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამ------–---ძეს ეთანხმება გუ-----–--აძე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მა----------------აძემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამ------–---ძეს და გუ-----–--აძეს ყველა შესაბამის უწყებაში უწევდა საადვოკატო მომსაურებას, გარდა უზენაესი სასამართლოსა. შაბათ- კვირასაც კი მუშაობდა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებშიც იღებდა მონაწილეობას მოსარჩელეებთან შეთანხმებით. მა----------------აძის განმარტებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ქონდათ წარდგენილი ბრალი მოსარჩელეებს, რაც ითავლისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 4-7 წლამდე. თითქმის ორი წელი მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, 7 ორდერი იქნა გამოწერილი მის მიერ და საბოლოოდ მოხდა წადგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება და სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა მოსარჩელეების მიმართ, რაც გასაჩივრებულ იქნა მის მიერ სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი განაჩენი დატოვა უცვლელად. მან მხოლოდ მესამე ინსტანციის სასამართლოში ვერ გაუწია იურიდიული მომსახურება მოსარჩელეებს, რადგან შეწყდა ხელშეკრულება და მიიჩნევს, რომ საადვოკატო მომსახურებისათვის აღებული 6000 ლარიდან მესამედი უნდა დაექვემდებაროს დაბრუნებას, ასევე სესხად აღებული 2000 ლარიც. მა----------------აძის განმარტებით იგი ორი წლის განმავლობაში უწევდა იურიდიულ მომსახურებას მოსარჩელეებს, რომელთაც მუდმივად ქონდათ პრობლემები სოციალურ სამსახურთან, განათლების რესურსცენტრთან, პოლიციასთან და სხვა ორგანიზაციებთან. მოსარჩელეების თხოვნით იგი აღნიშნულ პროცესებში მუდმივად იყო ჩართული და უწევდა შესაბამის იურიდიულ მომსახურებას. მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისადმი ადვოკატ მა----------------აძის ახსნა-განმარტება, 2----–-–------------------ შეთანხმება-ხელშეკრულება, რომლის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ამ----- და გუ-----–--ა------ დაცვა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება N-------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მა----------------აძის ახსნა-განმარტება, 2----–-–------------------ შეთანხმება-ხელშეკრულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება N030/18, (იხ. ს.ფ. 18-38).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, მოწმეებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 317-ე, 319-ე, 976-ე,991-ე, 623-ე, 316-ე მუხლებით

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.8, 8.15 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასმართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით.ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი

გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

 

მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას, რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ Nს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე Nას-973-1208-04).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიცსამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.

 

მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე ღუიზ თორijა ვ. შპაინ, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე შერყავინ ანდ Oტჰერს ვ. Uკრაინე §§ 55-62).

 

საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ....

 

317-ე მუხლის თანახმად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება...

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

 

მოსარჩელე მხარე მოთხოვნის სამართლებრივ სფუძვლად უთითებს საქართველოს სკ-ის 976-ემუხლის, რომლის თანახმად:

1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:

ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:

ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან

ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან

გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

 

ამავე კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად კი: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.

 

უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას „ (იხ. სუსგ. #ას-74-71-2016, 225-215-2016 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016).

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიური ხასიათისაა, ანუ როდესაც ერთი პირის ქმედებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა პირს. ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ხელშეკრულება-შეთანხმება ადვოკატსა და კლიენტს შორის საადვოკატო მომსახურების თაობაზე და ვინაიდან ადვოკატმა კლიენტთან ურთიერთობის შეწყეტამდე ვერ დაასრულა კლიენტის მომსახურება, ასევე მოსარჩელეთა განმარტებით სათანადოდ არ მოხდა მათი მომსახურება, მოსარჩელეები ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას.

 

სკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის 8.8 და 8.15 მუხლები განსაზღვრავენ ადვოკატის ანაზღაურების გამოთვლის წესს და კლიენტის ინტერესების დაცვის შეწყვეტისას ადვოკატის მიერ კლიენტისათვის დოკუმენტების, ფულადი სახსრებისა და სხვა ქონების დაბრუნების საკითხს. ასევე ადვოკატის უფლებას კლიენტისათვის გადასაცემი თანხიდან გამოქვითოს ურთიერთობის შეწყვეტამდე განხორციელებული მომსახურებისათვის მისაღები გასამრჯელო, გაწეული ხარჯი შესრულებული სამუშაოს პროპორციულად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.

 

საქმის მასალების მიხედვით 2----–-–------------------ ზუ-----–---ძესა და ადვოკატ მა----------------აძეს შორის დაიდო შეთანხმება-ხელშეკრულება, რომლის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ამ----- და გუ-----–--ა------ დაცვა.

 

ასევე დადგენილია, რომ ადვოკატ მა----------------აძესა და ამ------–---ძეს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება საადვოკატო მომსახურების თაობაზე 5000 ლარის ფარგლებში, რომელიც ზუსტად არ მოიცავდა განმარტებას იმისა, თუ რომელ საქმეებზე და რა ფარგლებში უნდა ეწარმოებინა ადვოკატს მოსარჩელეების ინტერესების დაცვა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მა----------------აძე გარდა სისხლის სამართლის საქმეზე მომსახურებისა პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში, დაესწრო ამ------–---ძის, როგორც დაზარალებულის გამოკითხვას პოლიციაში და ასევე იგი იცავდა ამ------–---ძეს ადმინისტრაციულ დავაზე ქუთაისის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. ასევე დადგენილია, რომ მა----------------აძის მიერ მოსარჩელეების მიმართ გამოწერილი იქნა 7 ორდერი.

 

როგორც დადგენილია მა----------------აძემ კლიენტებთან-მოსარჩელეებთან მომსახურება ვეღარ გააგრძელა კლიენტის უკმაყოფილებით გამოწვეული კონფლიქტის გამო. აღნიშნული ურთიერთობის შეწყვეტის დროს ადვოკატს მოსარჩელეების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებული არ ქონდა. შესაბამისად, ვინაიდან 5000 ლარის ფარგლებში შეთანხმებულ მომსახურებაზე ადვოკატმა კლიენტთან ურთიერთობის შეწყვეტამდე დაასრულა კლიენტების მომსახურება, მას, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპიდნ გამომდინარე, ვინაიდან მესამე ინსტანციაში არ განუხორციელებია მოსარჩელეების დაცვა, მომსახურებიდან მიღებული ანაზღაურების სრული თანხის-6000 ლარის მესამედი-2000 ლარი უნდა ჩაეთვალოს საზღაურის დარჩენილი ნაწილის პროპორციულ თანხად, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ, რასაც მოპასუხეც უდაოდ ხდის.

 

ადვოკატ მა----------------აძის მიერ შავა------აგან სესხად აღებულ -2000 ლართან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული თანხის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების არსებობა მხარეთა შორის სადაო არ არის და უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის დაკისრება მა----------------აძისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

7. საპროცესო ხარჯები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახ. ბაჟის თანხის დაკისრება მოპასუხისადმი უნდა მოხდეს დაკისრებული თანხის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.ამ------–---ძის და გუ-----–--აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე მა----------------აძეს დაეკისროს მოსარჩელე ამ----- და გუ-----–--ა------ სასარგებლოდ 4000 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე მა----------------აძეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილია სახ. ბაჟის თანხა 120 ლარის ოდენობით ამ----- და გუ-----–--ა------ სასარგებლოდ ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე