განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3847-18
გამოძიების #------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი Qქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ელენე გოგუაძე
სხდომის მდივანი: ანა სოსელია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ--------------ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული – ა------------–---------ია, დაბადებული 1----–-–-----------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: რ------------------–-------------; ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თბილისი, უ----------------------------------;
ადვოკატები - ა------------–---–ი დ ვ----------------–---–ი
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილი;
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ა------------–---------იამ ჩაიდინა ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, უ-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა------------–---------იამ ფიზიკურად იძალადა მ-----------------ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარზე და რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ა------------–---------იამ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I ნაწილით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულმა მ-----------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ ა------------–---------ია არის მისი ყოფილი მეუღლის - თ----------------ას მამა. ა------------–-----------ას თავის შვილთან თ------თან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ასევე არ სურდა, რომ იგი გამხდარიყო მისი ოჯახის რძალი. მას და თ----------------ას ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი. ა------------–---------იას მასთან არაერთხელ ჰქონია კონფლიქტური ურთიერთობა, რა დროსაც ფიზიკურადაც შეხებია მას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის და თ----------------ა განქორწინდნენ, ხოლო ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ მასთან, თ----------------ას კი კვირაში ერთხელ უნდა ენახა შვილები. მათი შვილი კ------------ე განსაკუთრებით განიცდიდა მშომლების განქორწინებას და იყო სტრესის ქვეშ. 2018 წლის 15 ივლისს მისი შვილი კ------------ე მამასთან იმყოფებოდა უ-------------ის ქუჩაზე, საიდანაც აღელვებული და ატირებული დაბრუნდა, რადგან ბაბუამისმა ა------------–---------იამ მას დედამისზე შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა და ყური აუწია. ამის შემდეგ კ------------ეს აღარ სურდა მამასთან წასვლა და მას სთხოვა მამამისთან მისვლა და პირადი ნივთების წამოღება. მან დაურეკა თავის მეგობარს ი------–---------–ს და სთხოვა ა------------–---------იასთან გაყოლა ნივთების წამოსაღებად. იგი ა------------–---------იასთან ი------–---------–თან და ბ----------–------სთან ერთად მივიდა. როდესაც მივიდნენ ადგილზე, მან ი------–---------–ს სთხოვა ტელეფონზე გადაეღო ყველაფერი. მისვლისთანავე ა------------–---------იამ დაარტყა მას, ხელი ჰკრა და კედელს მიანარცხა. იგი ამ დროს წელსზემოთ შიშველი იყო. შემდეგ შევიდა აბაზანაში და აიღო ჯოხი, რომელიც რამდენჯერმე დაარტყა მას სხეულის სხვადასხვა ადგილას. ამის შემდეგ იგი მაშინვე წავიდა პოლიციაში და განაცხადა მომხდარის შესახებ. ამ ძალადობის გამო იგი 2 კვირა განიცდიდა ტკივილს. ამ ეტაპზე მისი პოზიციაა, რომ ა------------–---------იამ კანონის წინაშე აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებისთვის.
2.2. მოწმე ი------–---------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის მ-----------------ს მეგობარი. 2018 წლის 15 ივლისს იმყოფებოდა მ-----------------სთან სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა მ------ს უფროსი ვაჟი კ-----------------------ა, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. მან ჰკითხა ბავშვს თუ როგორ აღმოჩნდა სხვა რაიონიდან სახლში, რაზეც კ------------ემ უპასუხა, რომ იმყოფებოდა მამასთან სახლში, რა დროსაც ბაბუამისმა ა------------–---------იამ მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე დედამისზე მ-----------------ზე უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები, რის შემდეგაც ჩასვა მანქანაში და გამოუშვა სახლში. როდესაც მან და მ-----------------მ დააძინეს ბავშვები, გადაწყვიტეს ა------------–----------ასთან წასვლა, რათა გასაუბრებოდნენ ბაბუას და წამოეღოთ იქიდან ბავშვის ნივთები. ღამის 11:00 საათზე მისვლისას მ------მ მას სთხოვა, რომ ტელეფონით გადაეღო ყველაფერი, რომ რაიმე ინციდენტი არ მომხდარიყო. ა------------–---------იას სახლამდე ისინი მისმა მეგობარმა ბ----------–------მ მიიყვანა. კარის გაღებისთანავე ა------------–---------იამ მ------ს მიმართა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი ხელი დაარტყა მას. ასევე ა------------–---------იამ აბაზანიდან გამოიტანა ჯოხი და რამდენჯერმე დაარტყა მ-----------------ს და მას. მ------მ ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. დარტყმების შედეგად მ-----------------ს ჰქონდა სისცხლჩაქცევები. კონფლიქტი ა------------–---------იას ბინის შესასვლელში ხდებოდა.
მოწმეებმა ლ-–-------მ და გ-----------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტურობის თაობაზე.
მ-----------------ს 2018 წლის 16 ივლისის განცხადებით დასტურდება, რომ მ-----------------მ განცხადებით მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–--ის უფროსს, რომელსაც მოახსენა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა თ----------------ასთან 2014 წლამდე. ჰყავთ საერთო ოთხი შვილი. ერთ-ერთი შვილი კ-----------------------ა დაახლოებით ორი კვირაა იმყოფება მამამისის სახლში, უ-------------ის ქუჩა #---–-. 15 ივლიის დაუბრუნეს მას, ბავშვი ამ დროს იყო გაღიზიანებული და ამბობდა, რომ არასდროს წავიდოდა ბაბუასთან. ამის გამო იგი წავიდა ყოფილი მეუღლის სახლსი, მეგობართან ი------–---------–თან ერთად. როდესაც კარზე დააკაკუნა, გამოვიდა ყოფილი მამამთილი ა------------–---------ია, რომელმაც ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდგომ სახლიდან გამოიტანა ჯოხი, რომელსაც უქნევდა და ეუბნებოდა წასულიყო იქედან. ჯოხი მოხვდა ხელზე, შემდეგ ხელი დაარტყა სახეში და გამოაგდო იქედან (ს.ფ. 2).
ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით (რაც ვიდეოჩანაწერთან ერთად არასადაომტკიცებულებად იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ) დასტურდება, რომ ი------–---------–ის მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი კომპიუტერული დისკი, რომელშიც არის 1 ვიდეოფაილი. ჩანაწერი არის 23 წამიანი. ი------–---------–ის განმარტებით მოქმედება ხდება 2018 წლის 15 ივლისს საღამოს საათებში, ქ. თბილისი, უ-------------ის ქუჩა #19, მესამე სართულზე არსებულ სადარბაზოში და ბინა #5-ში, სადაც ის და მისი მეგობარი მ----------------- მისულები იყვნენ მ------ს მამათილთან ა------------–---------იასთან, ბავშვთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების გასარკვევად. ვიდეოფირზე ჩანს, რომ ჩანაწერის 3 წამზე კარებზე ზარს რეკავს მ------, შემდეგ იღება კარი და ვიდეოს ხედვის არეში შემოდის ტანზე გახდილი მამაკაცი, რომელიც არის ა------------–---------ია. კარების გაღებისთანავე მათ შორის იწყება სიტყვიერი შეურაცხყოფა, ა------------–ე კრავს ხელს მ------ს და ეუბნება, დროზე წავიდეს აქედან. შემდეგ შედის ოთახში და უკან გამობრუნებულს ხელში უკავია ჯოხი, რომელსაც უქნევს მ------ს და არტყამს მხარში, ჯოხს ხელით უკავებს მ------ და ცდილობს მის გამორთმევას, ვინაიდან აღარ დაარტყას ხელმეორედ, რის შემდეგაც კვლავ იმეორებს ტექსტს რუსულად, წავიდნენ დროზე აქედან (ს.ფ. 39-40).
2018 წლის 12 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის თაანხმად, მ-----------------ს სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა მხრის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთი და ნაჭდევი. მუცლის, მარჯვენა მხრის და ორივე მტევნის მიდამოში-სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმე ვ------–------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა------------–---------იას დედა. 2018 წლის 15 ივნისს ღამის 12-ის ნახევარზე იმყოფებოდა სახლში და ეძინა. ამ დროს მას მოესმა ხმაური. თავიდან ეგონა ქუჩიდან მოდიოდა ხმა, თუმცა შემდეგ უფრო ახლოდან გაიგონა ლანძღვისა და გინების ხმა. დერეფანში რომ გავიდა, დაინახა, რომ მის სახლში მისული იყო მ-----------------, ხოლო ა------------–---------იას ორივე ხელში ეჭირა ჯოხი და მ------ს ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან. მ------ არ ისმენდა ა------------–ეს ნათქვამს და მას ციხეში დაჭერით ემუქრებოდა. მ------მ ჯოხი წაართვა ა------------–ეს და წიხლიც მოუქნია. ა------------–---------იამ მას კარი დაუხურა. ამის შემდეგ იგი შევიდა თავის ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა, ა------------–---------ია მივიდა მასთან და წამალი და წყალი დაალევინა. დილის 5-ის ნახევარზე ა------------–ე კიდევ შევიდა მასთან და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა წასულიყო. მან დაინახა, რომ სამი პოლიციელი იყო მის შვილთან მისული, რომლებმაც ხელბორკილი დაადეს და წაიყვანეს იგი.
მოწმე ზ---–-------–-ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ ა------------–---------იას მეზობელი. ისინი ერთ სართულზე ცხოვრობენ. 218 წლის ზაფუხლში, ღამის საათებში მარტო იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც აბაზანაში ყოფნისას სადარბაზოდან შემოესმა ხმაური, კარზე ბრახუნი და ქალის წივილ-კივილი და ლანძღვა-გინება ა------------–---------იას მიმართ. მან თავი მოიწესრიგა და გავიდა სადარბაზოში, სადაც დახვდა აღელვებული ა------------–---------ია, რომელმაც უთხრა, რომ რძალი მიუვარდა სახლში. მას დ-------ასთვის დეტალები არ უკითხავს მოერიდა. მან ბრალდებულს სახლში შემოსვლა შესთავაზა, თუმცა დ-------ამ უარი უთხრა, აღელვებული ვარო და სახლში შევიდა. მეორე დღეს შეიტყო, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დ-------ა დაიჭირეს, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან დადებითი პიროვნებაა.
მოწმე ა-–-----------------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა------------–---------იას მეზობელი. 2018 წლის ზაფხულში, ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც სადარბაზოდან შემოესმა ხმამაღალი საუბრისა და ყვირილის ხმა. როდესაც გაიხედა, დაინახა, ორი ქალი და ორი მამაკაცი, რომლებიც კიბეზე ჩადიოდნენ და აღელვებულები ხმამაღლა საუბრობდნენ რუსულად. შემდეგ ერთ-ერთმა ბიჭმა ქალს მოკიდა ხელი და ქვევითკენ ჩაიყვანა, თან ეუბნებოდა, სირცხვილია, მეზობლები არიან და წავიდეთო. ორი ქალბატონი დ-------ების გვარს ყვიროდა, მათი მისამართით ილანძღებოდა. ეს ჩხუბი დაახლოებით 2-3 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც მან ქალბატონებთან მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს მოუწოდა, რომ წაეყვანა ქალბატონები, ამის შემდეგ ისინი წავიდნენ, თან ერთმანეთში ამბობდნენ, რომ პოლიციისთის მაგარი კადრები ჰქონდათ. ამის შემდეგ აივანზე შენიშნა მეზობელი ა------------–---------ია, რომელმაც უთხრა, რომ მ------ მიუვარდა სახლში. ამის შემდეგ ა------------–---------იას დაკავების შესახებ შეიტყო, რაც გაუკვირდა, რადგან იგი დადებითად ხასიათდება და კარგი პიროვნებაა.
მოწმე ს-------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ბრალდებულ ა------------–---------იას მეუღლე.წლების განმავლობაში მ----------------- მის ოჯახს ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, რის თაობაზე არაერთხელ მიმართა პოლიციას განცხადებით, თუმცა პოლიცია არასდროს არ რეაგირებდა. შემთხვევის დღეს იგი მოსკოვში იმყოფებოდა. ამ დღეს მას დაურეკა ა------------–---------იამ და უთხრა, რომ მ----------------- და ი------–---------–ი მიუვარდნენ მას სახლში და ეჩხუბნენ, რის გამოც დედამისი ვ------–------------ გახდა ცუდად და აინტერესებდა რა პრეპარატი მიეცა მისთვის. მოგვიანებით ვ------–------------მ დაურეკა მას და უთხრა, რომ პოლიციელები მივიდნენ მათთან და ა------------–---------ია წაიყვანეს. ა------------–---------ია რომ დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, მ-----------------ს მუქარისა და შანტაჟის შედეგია, რადგან იგი დაჭერით ემუქრებოდა ა------------–---------იას.
გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ადვოკატების მიერ დათვალიერდა ქ. თბილისი, უ-------------ის ქუჩა #---–- მდებარე სს ,,ს-------“ ოფისის გარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერის 2018 წლის 15 ივლისის 23:22 საათიდან 22:33 საათამდე დროის ჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს, რომ ხსენებულ მისამართზე შავი ფერის ავტომობილიდან გადმოდიან მამაკაცი და ქალბატონი და მიემართებიან სადარბაზოს მიმართულებით. 23:23 საათსა და 23:27 საათის პერიოდში ორი ქალბატონი კიბეებით ადის სადარბაზოს ზედა სართულზე, შემდეგ ასეევ კიბეებით ჩამოდიან და ტოვებენ სადარბაზოს (ს.ფ. 140-143).
ბრალდებულმა ა------------–---------იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე იმყოფებოდა სახლში და იწვა ლოგინში, რა დროსაც მოესმა კარზე ზარის ხმა. მან იფიქრა, რომ ვინმე შინაური იყო, რადგან გვიანი დრო იყო. კარის ჭუჭრუტანაში ვერავინ დაინახა, რადგან მასზე გარედან თითი იყო აფარებული. როდესაც კარი გააღო, სახლში შემოვარდა მ-----------------, რომელიც მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას ახლდა თავისი მეგობარი ი------–---------–ი, რომელიც ტელეფონით ვიდეოს იღებდა. გასაგები იყო, რომ ისინი შანტაჟზე მოდიოდნენ. მ----------------- მას კაწრავდა და ურტყამდა. თავდაცვის მიზნით მან ტუალეტის კართან მდებარე იატაკის ჯოხი აიღო, რომ აღარ დაერტყა მისთვის მ------ს. შემდეგ მან გაყარა და კარი ჩაუკეტა. იგი ამ კონფლიქტის დროს მხოლოდ თავს იცავდა. შემდეგ ისინი სადარბაზოდან და ეზოდან ყვიროდნენ და ილანძღებოდნენ. მან ფანჯრიდან დაინახა, რომ ისინი ორი მანქანით იყვნენ და თურმე ორი ბიჭი ელოდებოდათ. 00:25 საათზე მას დაურეკეს პოლიციიდან და უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი იყო შეტანილი. მან მზაობა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მისულიყო, მაგრამ უთხრეს, რომ არ იყო ამის აუცილებლობა და მეორე დღეს დაურეკავდნენ. იგი ხანდაზმულ დედას ყოველ ერთ საათში წნევას უზომავდა და წამლებს ასმევდა, თვითონაც აღელვებული იყო და იმ ღამეს არ ეძინა. გამთენიისას სამი პოლიციელი მივიდა მასთან, რომლებმაც იგი გამოკითხეს, შემდეგ დააკავეს და წაიყვანეს განყოფილებაში. გამომძიებლებს არც დედამისი გამოუკითხავთ და არც მისი მეზობლები. მ----------------- მას ადრეც დამუქრებია და დაუშანტაჟებია, რის თაობაზეც მიმართა პოლიციას, მაგრამ პოლიციამ ეს ფაქტები უყურადღებოდ დატოვა. მ-----------------სთვის მას დაზიანებები არ მიუყენებია, ხოლო რა დაზიანებებიც არსებობდა მის სხეულზე, არაა გამორიცხული, რომ მ-----------------ს და მის დაქალს ექსპერტიზის გამო ერთმანეთისთვის მიეყენებინათ დაზიანებები, რადგან მ----------------- მსახიობი და მატყუარაა. ასევე შვილიშვილისთვის კ-----------------------ასთვის არასდროს უთქვამს შეურაცხმყოფელი რაიმე მათ შორის არც დედამისის მისამართით.
2.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ა------------–---------იას მიერ მ-----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმა რტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.16. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, უ-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა------------–---------იასა და მ-----------------ს ერთმანეთთან ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა.
2.17. დაზარალებულმა მ-----------------მ ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრა იმის შესახებ, რომ ა------------–---------იამ ფიზიკურად იძალადა მ-----------------ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარზე და რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.18. გარდა დაზარალებულისა, ცემის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ი------–---------–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ კარის გაღებისთანავე ა------------–---------იამ მ------ს მიმართა უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი ხელი დაარტყა მას. ასევე ა------------–---------იამ აბაზანიდან გამოიტანა ჯოხი და რამდენჯერმე დაარტყა მ-----------------ს და მას. მ------მ ტკივილისგან ყვირილი დაიწყო. დარტყმების შედეგად მ-----------------ს ჰქონდა სისცხლჩაქცევები.
2.19. ა------------–---------იას მიერ მ-----------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დადასტურდა გამოკვლეული დათვალიერების ოქმით და ვიდეოჩანაწერით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
2.20. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - ლ-–-------ს და გ-----------------ის ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
2.22. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ითხოვეს ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.
2.23. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ა------------–---------იაის მსჯავრდებისათვის.
2.24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული მ-----------------ე და მოწმეები შ-------------–--–---–ი და ნ----------–---ემ სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ა------------–---------იაის წინააღმდეგ.
2.25. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, უ-----------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა------------–---------იამ ფიზიკურად იძალადა მ-----------------ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა მარჯვენა მხარზე და რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი სხეულის სხვადასხვა ადგილზე, რის შედეგადაც მ-----------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმა რტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.
3.5. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ ა------------–---------იას მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.
3.6. ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა------------–---------იას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა------------–---------იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, ესე იგი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
3.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა------------–---------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულისთვის დანიშნული სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ა------------–---------იას საბოლოოდ სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სწორედ დანიშნული სასჯელი იქნება ა------------–---------იაისთვის შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა------------–---------იაი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ა------------–---------იაის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულ ა------------–---------იაის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე